ბერლუსკონის ბროკისთვის ახლავე ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება სურდა
"მილანმა" უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში კრისტიან ბროკის თავკაცობით, გუნდის ისტორიაში კი ახალი ეტაპი დაიწყო. იტალიური სპორტული პრესის ცნობით, 40 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა, მაგრამ ჩემპიონატის წარმატებით ჩამთავრებისა და იტალიის თასის მოგების შემთხვევაში, შესაძლოა კრისტიანს ხელშეკრულება გაუხანგრძლივონ.

"გაძეტა დელო სპორტი" იმასაც წერს, რომ სილვიო ბერლუსკონის აქედანვე სურდა ბროკისთვის ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებმა და მათ შორის, ადრიანო გალიანიმ ამ განზრახვაზე ხელი ააღებინეს. თვითონ ბროკი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ეს მისი პირადი აგენტის სიტყვებით დასტურდება:

"კრისტიანს სილვიო ბერლუსკონი დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, სადაც მას "მილანის" მწვრთნელობა შესთავაზა. რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა ამ შეთავაზებაზე უარს? - რა თქმა უნდა, კრისტიანი დათანხმდა და ახალ საქმეს ენთუზიაზმით შეუდგა. ვფიქრობ, რომ ბროკი ბევრი წლის განმავლობაში იქნება "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ხელშეკრულების გახანგრძლივება კი დროის ამბავია".

ამასობაში, პრესას სილვიო ბერლუსკონიც გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"მინდა მადლობა გადავუხადო სინიშა მიხაილოვიჩს გაწეული სამუშაოსთვის, რადგან მას თავი არ დაუზოგავს და რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. თუმცა, "მილანი" უკეთ უნდა თამაშობდეს და ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილნი იმით, რომ სატურნირო ცხრილში "მილანი" მეექვსე ადგილზეა და კარგ შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს მოვიპოვებთ. ბროკი არის არჩევანი, რომელიც დაგვეხმარება, რომ მოვემზადოთ უკეთესი მომავლისთვის. იმედი მაქვს, რომ ევროარენაზე დავბრუნდებით, შემდეგ კი ისეთი გუნდი უნდა შევქმნათ, რომელიც ჩვენს სახელოვან ისტორიას შეეფერება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gigo
მილანი წვალობს.არ ვიცი ბროკის შესაძლებლობები, მაგრამ ცდად ღირს.
gg
გამოჩურჩუტდა სულ ეს საცოდავი...
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კრისტიან ბროკი "მილანის" ფეხბურთელებს დაერია
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
მანუელ პელეგრინი შესაძლოა "მილანის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს
სერია A. XXXIV ტური: "მილანს" ჰაკამ ვერ უშველა [VIDEO]
ოფიციალურად: სინიშა მიხაილოვიჩი კრისტიან ბროკიმ შეცვალა
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
კრისტიან ბროკის წარმატებული დებიუტი "მილანში"
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
ვნებათაღელვა "მილანის" გარშემო - ან გაამართლებს, ან დუბლებს დაუბრუნდება
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ