შოთა აფშილაშვილი: "ჩემთვის ფეხბურთში დაბრუნება ბევრს ნიშნავს და მინდა, იმედები გავამართლო"
ფოტოზე: შოთა აფშილაშვილი (მარცხნიდან მეორე) "ცხუმის" ვარჯიშზე

ასეთი რამ ზღაპრებში თუ ხდება და ერთგვარად, უძღები შვილის დაბრუნებას ჰგავს. II ლიგის აღმოსავლეთი ზონის მეორეადგილოსანმა სოხუმის "ცხუმმა" შოთა აფშილაშვილს კონტრაქტი გაუფორმა და მის სპორტულ კარიერაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ბომბარდირი საპატიმროდან

ამ ამბავში აღსანიშნავი ის არის, რომ 23 წლის ფეხბურთელი, 5 წლის წინათ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და 4 წელი და 6 თვე რუსთავის N17 საპატიმროში გაატარა. სწორედ იქ ყოფნის ბოლო თვეს მოხდა ამბავი, რაც, იმედია, მის ცხოვრებას რადიკალურად და სასიკეთოდ შეცვლის - წლეულს, 29 იანვარს, სოხუმის "ცხუმის" პრეზიდენტ ალექსანდრე წულაიასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელების - ზვიად მიხანაშვილისა და ბაჩანა ასვანუას ინიციატივით, გუნდი პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მსჯავრდებულთა ნაკრებთან ითამაშა.

საპატიმროს ტერიტორიაზე მდებარე მინი-მოედანზე მსჯავრდებულებმა მეორე ლიგის ბინადარი "ცხუმი" 10:5 დაამარცხეს, 6 გოლი კი სწორედ აფშილაშვილმა გაიტანა. რადგან მას პატიმრობის ვადა უსრულდებოდა, საფეხბურთო კლუბმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შუამდგომლობით მიმართა და 23 წლის კაცი ვადაზე 4 თვით ადრე, 1 მარტს გაათავისუფლეს.

"საპყრობილეში პატიმრებთან ფეხბურთი ვითამაშეთ, მაისურები და ბოტასები გადავეცით. შოთამ ყველა გაგვაოცა, ისეთი სწრაფი, ტექნიკური და ნიჭიერი მოთამაშე გამოდგა, მისით დავინტერესდით. ჯერ ჩვენს მწვრთნელს ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა მცირე მოედნიდან დიდი ფეხბურთზე გადართვა. მითხრა, არანაირი პრობლემა არ არისო.

თავად შოთასაც დაველაპარაკეთ და აღმოჩნდა, რომ ფეხბურთზე დადიოდა და ჰოლანდიაშიც აპირებდა წასვლას... აღმოჩნდა, რომ პატიმრობის ვადა უმთავრდებოდა და იმ წამიდან დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა, ამ ახალგაზრდა კაცს დავხმარებოდით.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელებს თხოვნითაც მივმართე, შესაძლებელი თუ იყო, შოთას ვადაზე ადრე გათავისუფლება, რადგან არაადეკვატურად მკაცრი სასჯელი ჰქონდა. თამაშიდან ერთ თვეში გამოუშვეს, კლუბში ჩავრიცხეთ და თანადგომა შევთავაზეთ.

შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ მას უნდა მიეცეს შანსი, ნორმალურ ცხოვრებას, ოჯახსა და ქალაქს დაუბრუნდეს. ის უკვე ფეხბურთშია და შეუძლია, რომ გუნდსა და საკუთარ თავს გამოადგეს", - ამბობს "ცხუმის" პრეზიდენტი ალექსანდრე წულაია, რომელმაც ადამიანური თანადგომის მაგალითი აჩვენა.

"ცხუმის" მთავარი მწვრთნელი ირაკლი ვასაძე დარწმუნებულია, რომ აფშილაშვილი გუნდს ამოცანების შესრულებაში დაეხმარება:

"შოთასთვის ყურადღება შემთხვევით არ მიმიქცევია. პატარა მოედანზე კი ვითამაშეთ, მაგრამ ისეთი თვისებები გამოავლინა, რაც კლასიკურ ფეხბურთში ძალიან ფასობს - ძალიან კარგი სასტარტო სისწრაფე აქვს, ტექნიკურია და კარგადაც აზროვნებს.

არ ვაჭარბებ, უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და თუ იშრომებს, საკმაოდ კარგ დონეზე შეუძლია თამაში".

შეხვედრა მსჯავრდებულებთან

კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შოთა აფშილაშვილი რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გაემგზავრა და მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა - ბურთები, ფორმები, კარის ბადეები...

"დღეს უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ სასჯელს იხდიდა, ციხის ზღურბლიდან საფეხბურთო კლუბში მოხვდა. ადგილობრივმა საბჭომ შოთა ვადამდე იმის გათვალისწინებით გაათავისუფლა, რომ მას საზოგადოებაში დაბრუნებისა და სპორტული კარიერის წარმატებით გაგრძელების შანსი ჰქონოდა.

დიდი მადლობა "ცხუმს", ამის საშუალება რომ მისცა", - ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის სიტყვებია.

მას სურს, რომ დაწესებულებაში არსებული მინი-ფეხბურთის სტადიონზე ხელოვნური საფარი დააგოს და აქ მყოფებს ცხოვრება გაუხალისოს. ვინ იცის, იქნებ, მსგავსი შემთხვევა კიდევ გამეორდეს და პატიმრებს ვარჯიშისა და თავის გამოჩენის შანსი უნდა ჰქონდეთ.

"ცხუმის" პრეზიდენტმა წულაიამ მას და მთლიანად სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

თავად შოთა აფშილაშვილი კი იმედოვნებს, რომ სათამაშო ფორმას მალე აღიდგენს და "ცხუმის" ხელმძღვანელთა იმედებს გაამართლებს:

"ცხუმის" პრეზიდენტისა და სამინისტროს მადლიერი ვარ, რადგან ცხოვრებაში დიდი შანსი მომცეს. ჩემთვის ფეხბურთში დაბრუნება ბევრს ნიშნავს და მინდა, იმედები გავამართლო.

თავის დროზე, 17-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატი ვიყავი. მაგრამ ჰოლანდიაში მივდიოდი და აქედან გამომდინარე, შეკრებაზე ვერ წავედი. მერე კი ეს ამბავი მოხდა და დიდი დრო გამიცდა...

საპატიმროს მინი-სტადიონზე ლამის ყოველდღე ვვარჯიშობდი. სხვათა შორის, რამდენიმე ფეხბურთელი ვიყავით და ძნელად დასამარცხებელი გუნდი გვყავდა...

წინასწარ მიჭირს იმის თქმა, შევძლებ თუ არა ფორმის აღდგენას, მაგრამ დიდი სურვილი კი მაქვს, ამ ხალხს ამაგი კარგი თამაშით დავუფასო, ხოლო "ცხუმს" გოლებით დავეხმარო. ასეთი რამ ხომ ხშირად არ ხდება - ციხიდან პირდაპირ გუნდში ამიყვანეს".

ამ ფაქტს აფხაზეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძეც გამოეხმაურა:

"ეს ახალგაზრდა კაცი ცხოვრების გზაზე შეცდა, მაგრამ სასჯელი მოიხადა და სურს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

ჩვენი ფედერაცია მიესალმება "ცხუმის" პრეზიდენტის ამ ნაბიჯს, რომელმაც მსჯავრდებულს კონტრაქტი გაუფორმა და ხელფასი დაუნიშნა. იმედია, შოთა ფეხბურთში თავის ადგილს იპოვის და ღირსეულ ცხოვრებას შეუდგება.

რაც მთავარია, მას საშა წულაიას სახით დიდი მეგობარი და თანამდგომი ჰყავს".

ცხუმს ბაზის აშენება სურს

ახალწვეულთან ერთად, "ცხუმი" პირველ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და აღმოსავლეთი ზონის ლიდერ "გარდაბანს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ტურნირის დასრულებამდე კი 7 ტურია დარჩენილი.

ალექსანდრე წულაიამ "ლელოსთან" კლუბის მომავალზეც ილაპარაკა:

"შარშან უმაღლეს ლიგაში გადასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ წლეულს საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. ერთი რამ კარგად ვიცი - ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლებელია, საფუძველი და საკუთარი საფეხბურთო სკოლა თუ არ გაგაჩნია.

მერიამ ვარკეთილში "ცხუმს" უკვე გამოუყო ტერიტორია, სადაც სტადიონისა და ბაზის მოწყობა გვსურს. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მერიის თანამშრომლების - ნიკოლოზ ესიტაშვილისა და კარლო ლაფერაძის გულისხმიერება. მათ "ცხუმის" პრობლემა გაითავისეს. ახლა მთავარია, ტერიტორიის გადაცემის იურიდიული ფორმა დაზუსტდეს.

ჩვენი ჩანაფიქრია, დავაფუძნოთ საკუთარი საფეხბურთო სკოლა, მოვაწყოთ სტანდარტული სტადიონი, ტრიბუნები, მოზარდებისთვის ორი არასტანდარტული მოედანი, ფიტნეს-დარბაზი, 30 კაცზე გათვლილი სასტუმრო...

მოკლედ, შევქმნათ კლუბისთვის აუცილებელი ყველა ელემენტარული პირობა. ამას უცებ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ 2-3 წელიწადში საკმაოდ კარგი ბაზის აშენებას ვგეგმავთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mose
ხან ზველი ბიჭი იქნბა,ხან ფეხბურთელი))) ესეა რა))))) ხან შავი ადიდასის სპორტულები ხან ტრუსები)))
odaia-ს
შვიდი წელი მიუსაჯეს ნაცებმა სისულელისთვის (როგორც ხდებოდა ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში:)), ყველას რომ გაგვიკეთებია ახალგაზრდობაში ისეთ რამეზე, სასამართლოს არც უმსჯელია ისე დაამოწმა ნოტარიუსივით...
odala
მცირე ხულიგნობაში რა იგულისხმება? ძალიან აინტერესებს რის გამო ჩასვეს 5 წლით. თან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ხომ შეეხო ხალხს ამნისტია და ალბათ შეუმცირეს კიდეც ვადა. აბა მაშინ 10 წლით ჩასვეს ნაცებმა 18 წლის ბიჭი? იქნებ ამაზე მოამზადოთ ერთი სტატია. ან ინტერვიუ ჩამოართვათ ამ ბიჭს.
მურთაზი
მიდი შოთა შენ მაინც გაგვახარე
გიოო
წარმატებები შოთა, გგულშემატკივრობ.
გიო
წარმატებები. იქნება ქართველი ჯეიმი ვარდი გახდე.)) შენი გულშემატკივარი ვარ დღეიდან. სპორტალ.ჯი-ს მადლობა ასეთი სტატიისთვის
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
მზიური (გალი)-ცხუმი (სოხუმი) 0:0 - შეხვედრა წარსულთან
სოხუმური დერბი - პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]
კალათბურთელები არასრულწლოვანთა N11 დაწესებულებას ესტუმრნენ
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"ცხუმი" ვალს იბრუნებს - როგორ იქცა ყოფილი მსჯავრდებული გუნდის ლიდერად
სოხუმის "ცხუმი": ტერიტორია არის, პრეზიდენტი სტადიონის აშენებაზე ჯერ ფიქრობს...
"იმედი არ მაქვს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განზრახვაზე ხელს აიღებენ"
გამოხმაურება: როგორ და რატომ ვკლავთ ინდივიდუალიზმს?
ᓓᓐᓞᓘᓠᓔᓑᓘᓡ ᓨᓔᓓᓔᓒᓘ: ᓔᓡᓔᓪ ᓐᓮᓐლᓘ ᓒᓣᓜᓓᓔᓑᓘ...
პარადოქსი - ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."
საფეხბურთო სკოლა და მოედანი - სოხუმის "ცხუმის" მფლობელის გეგმები