გათამაშების გახსნით მატჩს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა
26 აპრილს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა.

გათამაშების გახსნით მატჩს გორმა უმასპინძლა. "თენგიზ ბურჯანაძეზე" ერთმანეთს ხაშურის "ივერია" და თბილისის "35-ე სკოლა" დაუპირისპირდნენ. საინტერესო და უხვგოლიან შეხვედრაში ხაშურელებმა იმარჯვეს, 3-2. ანგარიში თბილისელებმა გახსნეს და პირველი ტაიმიც მათი გამარჯვებით, 2-1 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს და ტაბლოზე სასურველი ანგარიში დააფიქსირეს. მათი მხრიდან სამი გოლით ნინო ჭუჭულაშვილი გამოირჩა.

"ლანჩხუთმა" "ჰერეთს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა მეტოქე. ლანჩხუთელთაგან თითო გოლით ჩხარტიშვილი, ალელიაშვილი და ჯიჯიეიშვილი გამოირჩნენ.

პირველი ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა. "ტორპედოს" ბაზაზე გამართულ მატჩში ადგილობრივი "მართვე" "აჭარას" დაუპირისპირდა. თამაში იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 10-2 დასრულდა.

ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური 5 მაისს გაიმართება.

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"

ივერია - 35-ე სკოლა 3:2

გოლები: 0-1 ეპიტაშვილი (7), 0-2 ზაქაიძე (16), 1-2 ჭუჭულაშვილი (44), 2-2 ჭუჭულაშვილი (48), 3-2 ჭუჭულაშვილი (77).

ივერია: გორგაძე, ნ. გელაშვილი, ს. გელაშვილი, გორგაძე, ტაბატაძე, გვილია, ხიმშიაშვილი (64’ ტოკაძე, 76’ მაზიაშვილი), გურაუნაშვილი (59’ კულუმბეკოვი), ჭუჭულაშვილი, ნასყიდაშვილი, ლომიძე.

მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე

35-ე სკოლა: ზაალიშვილი, სხირტლაძე, ხუბულური, თევდორაძე, ჯანიკაშვილი, კენჭოშვილი, დანელია (82’ ხარაიშვილი), ჯავოიანი (52’ დიმოპულო), ეპიტაშვილი, კულდონაშვილი, ზაქაიძე.

მთ. მწვრთნელი: გურამ კანდალია.

მსაჯები: ბ. გლუშჩუკი, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი.

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე" სათადარიგო

ქსკ ლანჩხუთი - ჰერეთი 3-0

გოლები: 1-0 ჯიჯიეიშვილი (19), 2-0 ალელიაშვილი (43), 3-0 ჩხარტიშვილი (68).

ქსკ ლანჩხუთი: გაბუნია (72’ ურუშაძე), გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, ხუხუნაშვილი, ალელიაშვილი, ჯიჯიეშვილი (72’ წოწერია), თავდიშვილი, რომანჩუკი, კალანდაძე (76’ შურღაია), გოგეიშვილი (81’ მოისწრაფიშვილი), ნარსია.

მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე.

ჰერეთი: სამუშია, ნაკვეთაური, ბაქრაძე, გელაშვილი (46’ ბარბაქაძე), ქადაგიშვილი, ყორღანაშვილი, ხუნაშვილი, კევლიშვილი, სუხაშვილი, ბიგვავა, სხირტლაძე, ცქიფურიშვილი.

მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი.

მსაჯები: კ. გიორგაძე, ვ. რუხაია, ბ. ჩიგოგიძე.

ქუთაისი, "ტორპედოს ბაზა"

მართვე - ქსკ აჭარა 10-2

გოლები: 1-0 გურგენიძე (8), 2-0 გასვიანი (13), 3-0 სინატაშვილი (17), 4-0 შენგელია (20), 5-0 გორგაძე (28), 5-1 კახიძე (31), 5-2 სალუქვაძე (33), 6-2 გორგაძე (38), 7-2 გორგაძე (40), 8-2 შენგელია (42), 9-2 გასვიანი (62), 10-2 გასვიანი (69).

გაფრთხილება: 64’ რიჟამაძე (ქსკ აჭარა).

გაძევება: 23’ სინატაშვილი (მართვე), 59’ გაროჟანკილა (ქსკ აჭარა).

მართვე: სინატაშვილი, ღოთელიანი (60’ სტურუა), ჭაუტიძე, შახკულიანი, ჯინჯიხაძე, შენგელია (78’ ჯანელიძე), გორგაძე, გასვიანი, გურგინიძე (30’ ვაშაყმაძე), სინატაშვილი, ხვედელიძე (46’ ხაბურზანია).

მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი.

ქსკ აჭარა: გაროჟანკილა, ანთაძე, ბაჯელიძე, რიჟამაძე, დოლიძე, კახიძე (84’ ბუთხუძე), ლ. ანთაძე, დ. ანთაძე, შაქარიშვილი (24’ სალუქვაძე), აბაშიძე, გოგიძე (46’ ჯიბლაძე).

მთ. მწვრთნელი: ჯუმბერ ბერიძე.

მსაჯები: ი. ტელები, ა. თავაძე, ზ. გურგენაძე.

სფფ-ის პრესსამსახური

fcd
უკვე ეს ყველაფერი მასხარაობა მგონია,კაცებში რა მდგომარეობა გვაქვს და ეხლა ამათი პრანჭიაობა გვაკლია,მინდორს რაგას აუბედურებენ მაგას ხო შენახვა უნდა წადი დათხოვდით ან კერვა ისწავლეთ ან შხვა რამე...
ნამდვილი ფეხბურთი-ს
ესაა ნამდვილი ფეხბურთი-ჟინი, თავდადება, ბრძოლა, და არა ის ვინ ვის მისცა , დაუწვა, გაატარა, გაყიდა ....
ნეო
კარგია. იმედია ნორმალურად ჩატარდება სეზონი, და სურვილი მაქ რეგიონების გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი ქობულეთი....
ნამდვილი ფეხბურთი
რა მარაზმია, ამათი ფეხბურთი არ გაიშვა რა
ლუკა
სასიამოვნო სიახლე არის. ყოჩაღ ფედერაციას რომ თავი მოაბა ქალთა ჩემპიონატს. იქნება ბიზნესი დაინტერესდეს, განსაკუთრებით ის ბიზნესი რომლის ხელმძღვანელებიც ქალები არიან. გოგონებს წარმატებას ვუსურვებ. დასაწყისი რთული იქნება მაგრამ შრომა და სწორი მიდგომა შედეგს აუცილებლად მოიტანს.
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
"მე ქრისტიანი ადამიანი ვარ... ეს ადგილი მჭირდებოდა იმისთვის, რომ იესოს ხელახლა დავკავშირებოდი" - არაუხომ განმარტა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს ერთნაირი ხელფასი?
13 აპრილს საქართველოს რიგით მეოთხე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი იწყება
ქალთა საფეხბურთო ლიგა დაიწყო: ადიგენში 17 გოლი გავიდა
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში მილიარდზე მეტმა ადამიანმა უყურა
ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩაიშალა - მოქმედი ჩემპიონი "ლანჩხუთის" კამერებმა გააბრაზა
რა დონეზეა ქალთა ფეხბურთი საქართველოში - ინტერვიუ ნინო სორდიასთან