ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი "ლეიკერსისთვის"

ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი "ლეიკერსისთვის"

ლიგის პლეი ოფის მორიგი მატჩები
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება ლუკ უოლტონი, რომელიც რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ განთავისუფლებული ბაირონ სკოტის ადგილს დაიკავებს.

36 წლის უოლტონი "ლეიკერსის" ყოფილი მოთამაშეა და ამ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო (2009, 2010) NBA-ის ტიტული. პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ, უოლტონი მწვრთნელად მუშაობდა D-ლიგის გუნდ "ლოს ანჯელეს დიფენდერსში", 2014-15 წლების სეზონიდან კი "გოლდენ სტეიტში" სტივ კერის ასისტენტი იყო.

როგორც იცით, წლევანდელი სეზონის დასაწყისში კერი ვერ ასრულებდა თავის მოვალეობებს ზურგზე გადატანილი ოპერაციის გამო. დროებითი მთავარი მწვრთნელი სწორედ უოლტონი იყო, რომელმაც გუნდს 43 მატჩში უხელმძღვანელა, 39 მოაგებინა და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა "უორიორზის" უნიკალური რეკორდის დამყარებაში - სეზონში 73 მოგება.

სხვათა შორის, ამ დანიშვნის შემდეგ, ლუკ უოლტონი NBA-ის მოქმედ მწვრთნელებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა.

როდის დაბრუნდება კარი?

"გოლდენ სტეიტის" მცველი სტივენ კარი დათქმულ ვადაზე (9 მაისი) ადრე აპირებს მოედანზე დაბრუნებას და პარტნიორების დახმარებას. 25 აპრილს გამოცხადდა, რომ "ჰიუსტონთან" მეოთხე მატჩში მიღებული ტრავმის მკურნალობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდებოდა.

"თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ ჯერ ისევ ვაგრძელებ აღდგენას. ყოველთვის ვცდილობ ოპტიმიზმი შევინარჩუნო და იმედი მაქვს, უფრო ადრე დავუბრუნდები მოედანს. ის ორკვირიანი პერიოდი, რომელზეც მაიერსი ლაპარაკობდა, მხოლოდ სავარაუდო ვადაა", - განაცხადა ESPN-თან კომენტარში კარიმ.

ამ განცხადების პარალელურად, "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა აღიარა, რომ მცირეა "პორტლენდთან" სერიის მეორე მატჩში კარის გამოჩენის შანსი. "არ გამოვრიცხავ, რომ ის ოთხშაბათს მოედანზე ვიხილოთ, მაგრამ ამის შანსი საკმაოდ მცირეა", - განაცხადა კერმა.

"გოლდენ სტეიტისა" და "პორტლენდის" სერიის პირველი მატჩში "მეომრებმა" 118:106 მოიგეს და წაიყვანეს ანგარიში - 1:0.

ამასობაში, Yahoo! Sports-ის ინფორმაციით, ფილადელფიის პოლიციის წარმომადგენელმა ტომას ნესტელმა განაცხადა, რომ ფილადელფიელი ნარკომოვაჭრეები "გოლდენ სტეიტის" ლიდერის სახელსა და გამოსახულებას იყენებენ ჰეროინის გასაყიდად. კარის ფოტო დატანილია პოლიეთილენის პაკეტებში, რომელშიც ნარკოტიკია მოთავსებული.

აღნიშნავენ, რომ ფილადელფიელი დილერები პირველად არ იყენებენ სპორტსმენი სუპერვარსკვლავის გამოსახულებას საკუთარი პროდუქტის გასაღებისთვის. უფრო ადრე, მსგავსი "პატივი" წილად ხვდათ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებს მარშონ ლინჩსა და პეიტონ მენინგს, აგრეთვე კარის კოლეგას ლებრონ ჯეიმსს.

დერონმა დალასს უარი უთხრა

"დალას მავერიქსის" გამთამაშებელი დერონ უილიამსი აპირებს ვადაზე ადრე გაწყვიტოს ტეხასურ გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 2016-17 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში. უილიამსი უარს ამბობს 5.6 მილიონ დოლარზე, რომელიც ხელშეკრულების ბოლო წელს უნდა მიეღო და მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა.

ამასთან, დერონმა (გასულ სეზონში - 14.1 ქულა, 2.9 მოხსნა და 5.8 შედეგიანი პასი) დალასში დარჩენის სურვილი გამოთქვა, რადგან 31 წლის კალათბურთელი და მისი ოჯახი ამ ქალაქში კომფორტულად გრძნობენ თავს.

"ბოსტონმა" დურანტს დაუმიზნა

"ბოსტონ სელტიქსის" პრეზიდენტი დენი ეინჯი სერიოზულად ფიქრობს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზრიდან კევინ დურანტის აყვანას, რომელსაც "ოკლაჰომა-სიტისთან" ხელშეკრულება ამ სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, "სელტიქსს" მიაწერდნენ ინტერესს "ატლანტა ჰოქსის" ცენტრის ელ ჰორფორდისა და "ჩიკაგო ბულზის" მცველის ჯიმი ბატლერის მიმართ, რომლებიც ასევე გადიან 2016 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

გრიფინისთვის რიო გამოირიცხა

"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდის ბლეიკ გრიფინის აღდგენის პროცესი რამდენიმე თვეს დაიკავებს. კალიფორნიელმა სეზონში მეორედ გაიწყვიტა ბარძაყის კუნთი და ვერ დაასრულა "პორტლენდთან" სერია.

შესაბამისად, უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ გრიფინი მონაწილეობას ვერ მიიღებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში.

გასოლს სან ანტონიო აინტერესებს

ესპანურ გამოცემა "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში "ჩიკაგო ბულზის" ცენტრმა პაუ გასოლმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია "სან ანტონიო სპურსთან" თანამშრომლობით და მზად არის განიხილოს ტეხასელთა ნებისმიერი წინადადება. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის შემდეგ, 35 წლის ესპანელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა.

თავად "ბულზი" წინააღმდეგი არ არის გააგრძელოს ხელშეკრულება გასოლთან, რომელიც გასულ სეზონში საშუალოდ 16.5 ქულას, 11.0 მოხსნასა და 4.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, მაგრამ ილინოისურმა კლუბმა პლეი ოფში ვერ გააღწია და შესაძლოა, ვეტერანს ამის გამო სურს კლუბის შეცვლა.

NBA. პლეი ოფი

1/8 ფინალი

აღმოსავლეთი

ბოსტონი-ატლანტა 92:104

17:20, 16:21, 26:39, 33:24

ბ: ტომასი (25+10 პასი), კრაუდერი (15+6 მოხსნა), სმარტი (13+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჟერებკო (13+2 დაფარება), ტერნერი (8+7 მოხსნა+4 პასი), ზელერი (8+5 მოხსნა), როზიერი (5), ჯონსონი (3), სალინჯერი (2).

ა: მილსეპი (17+8 მოხსნა+4 დაფარება), ბეიზმორი (15+3 პასი+2 დაფარება), ჰორფორდი (15+3 დაფარება), კორვერი (14+9 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), შრიოდერი (12+8 პასი), ტიგი (11+5 პასი), სკოტი (7), ჰარდუეი (7), მუსკალა (4), სეფოლოშა (2+5 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (36.2/51.4), სამქულიანები (21.9/33.3), საჯარიმოები (94.4/74.1).

სერია: 2-4

ინდიანა-ტორონტო 101:83

20:22, 20:22, 31:20, 30:19

ი: ჯორჯი (21+11 მოხსნა+6 პასი), ტერნერი (15+9 მოხსნა+4 დაფარება), ელისი (14+5 პასი+4 ჩაჭრა), ჰილი (12+5 მოხსნა+4 პასი), მაინმი (12+2 დაფარება), ჰილი (9), სტაკი (8+4 პასი), ლოუსონი (4), მაილსი (4), იანგი (2).

ტ: ჯოზეფი (15), კეროლი (15), ვალანჩუნასი (14+9 მოხსნა+2 დაფარება), ლოური (10+10 პასი+5 მოხსნა), როსი (9+2 დაფარება), დეროზანი (8), პატერსონი (5), ბიიოიბო (2 + 10 არლქრპრვ), პაუელი (2), ტომპსონი (2), რაიტი (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.1/36.7), სამქულიანები (36.4/31), საჯარიმოები (88.5/64).

ტორონტო-ინდიანა 89:84

28:23, 22:21, 28:20, 11:20

ტ: დეროზანი (30+5 მოხსნა+3 ჩაჭრა+2 დაფარება), პაუელი (13), ლოური (11+9 პასი), პატერსონი (11+3 პასი), ვალანჩუნასი (10+15 მოხსნა), ჯოზეფი (8+4 პასი), ბიიოიბო (3+11 მოხსნა), კეროლი (3+2 დაფარება).

ი: ჯორჯი (26+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰილი (19), ელისი (15+7 პასი), სტაკი (9), მაინმი (6), ტერნერი (4+6 მოხსნა+4 დაფარება), ჰილი (4+5 მოხსნა), ლოუსონი (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (38.2/46.6), სამქულიანები (33.3/47.4), საჯარიმოები (76.5/87.5).

სერია: 4-3

შარლოტი-მაიამი 90:97

24:27, 26:32, 20:16, 20:22

შ: უოკერი (37+5 პასი), ჯეფერსონი (18+9 მოხსნა), ზელერი (12+2 დაფარება), ლინი (8), კამინსკი (7+7 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ბატუმი (6), ლი (2).

მ: უეიდი (23+6 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), დენგი (21+2 დაფარება), დრაგიჩი (14+7 მოხსნა), უაიტსაიდი (12+7 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (11+3 პასი), რიჩარდსონი (6), უინსლოუ (6), ჰასლემი (2+7 მოხსნა), მაკრობერტსი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.1/45.8), სამქულიანები (29.4/50), საჯარიმოები (84/86.7).

მაიამი-შარლოტი 106:73

29:18, 25:24, 29:11, 23:20

მ: დრაგიჩი (25+6 მოხსნა+4 პასი), გრინი (16), დენგი (15+8 მოხსნა+4 პასი), უეიდი (12+6 მოხსნა), უაიტსაიდი (10+12 მოხსნა+5 დაფარება), ჯონსონი (9+4 პასი), ჯონსონი (5), უინსლოუ (5), მაკრობერტსი (4+7 მოხსნა+3 პასი), რიჩარდსონი (3+5 მოხსნა+3 პასი), რაიტი (2).

შ: კამინსკი (12+6 მოხსნა), ლი (11), ბატუმი (10+5 მოხსნა), უოკერი (9+6 პასი), ლინი (9), ლემბი (7), ზელერი (6+7 მოხსნა), უილიამსი (5+5 მოხსნა), ჯეფერსონი (4).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.3/32.1), სამქულიანები (37.5/33.3), საჯარიმოები (68.8/100).

სერია: 4-3

დასავლეთი

პორტლენდი-კლიპერსი 106:103

24:24, 26:24, 30:34, 26:21

პ: ლილარდი (28+7 პასი+5 მოხსნა), მაკალუმი (20+4 პასი), ჰარკლესი (14), კრები (13+5 მოხსნა), ამინუ (10+6 მოხსნა), პლამლი (9+14 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ჰენდერსონი (8+5 მოხსნა), დევისი (4+6 მოხსნა).

კ: კროუფორდი (32+3 ჩაჭრა), რივერსი (21+8 პასი+6 მოხსნა), ჯორდანი (15+20 მოხსნა), რედიკი (15), გრინი (11+5 მოხსნა), ჯონსონი (3+5 მოხსნა), მბა ა მუტე (3), პირსი (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.2/44.8), სამქულიანები (43.8/25), საჯარიმოები (66.7/67.7).

სერია: 4-2

1/4 ფინალი

დასავლეთი

სან ანოტონიო-ოკლაჰომა 124:92

43:20, 30:20, 32:26, 19:26

ს-ა: ოლდრიჯი (38+6 მოხსნა+2 დაფარება), ლეონარდი (25+5 პასი+5 მოხსნა), გრინი (18+3 დაფარება), დანკანი (8), ჯინობილი (6+5 პასი), დიაო (6+4 პასი), მილერი (5), უესტი (5), მარიანოვიჩი (4+5 მოხსნა+2 დაფარება), მილზი (3), ანდერსონი (2+7 მოხსნა), პარკერი (2+12 პასი), მარტინი (2).

ო: იბაკა (19), დურანტი (16+8 მოხსნა+6 პასი), უესტბრუკი (14+9 პასი), უეიტერსი (11), ადამსი (9+10 მოხსნა), კანტერი (6), მოროუ (5), ფოიე (5), პეინი (3+5 პასი), კოლისონი (2), მოჰამედი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (60.7/41.2), სამქულიანები (60/26.1), საჯარიმოები (72.2/76.2).

სერია: 1-0

გ. სტეიტი-პორტლენდი 118:106

37:17, 28:34, 28:22, 25:33

გ-ს: ტომპსონი (37+5 პასი+5 მოხსნა), გრინი (23+13 მოხსნა+11 პასი+2 დაფარება), ლივინგსტონი (12+6 პასი), ბოგუტი (10+12 მოხსნა+3 დაფარება), ბარნსი (10+12 მოხსნა), იგუოდალა (6+3 პასი), ბარბოზა (6), სპეიტსი (6), ვარეჟაო (4+2 დაფარება), კლარკი (4).

პ: ლილარდი (30+5 პასი+4 ჩაჭრა), კრები (15+5 მოხსნა+3 პასი), ამინუ (15+2 დაფარება), მაკალუმი (12+3 პასი), დევისი (11+7 მოხსნა+3 პასი), ჰარკლესი (10), ჰენდერსონი (5+3 პასი), კონოტონი (3), მონტერო (2), რობერტსი (2), პლამლი (1+13 მოხსნა+6 პასი+2 დაფარება).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.3/40.2), სამქულიანები (35.5/32.3), საჯარიმოები (87.5/85.7).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს

[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

NBA. პლეი ოფი: ფავორიტები შანსს არ ტოვებენ

NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები

NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]

რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]

ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?

დონჩიჩი ასე პირველად დაიჩრდილა - ლილარდმა გიჟური თამაშით ლუკასა და მთელ "დალასს" აჯობა [VIDEO]

ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?

ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი ისტორია უესტბრუკისგან

NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ

კვირა NBA-ში: ჰარდენის რეკორდი, "გოლდენ სტეიტის" ტიტული, სამმაგების ზღვა...

NBA. პლეი ოფი: ახალ ისტორიამდე ძალიან ახლოსაა

გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!

NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული

NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]

NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]

NBA: დიდი ქურდობა "ოლ სტარზე"