კანონზომიერი, მაგრამ რთული მატჩები
"ატლანტას" კალათბურთელებმა, რომლებმაც "ბოსტონთან" პირველი წრის სერიაში მეტოქეს სამქულიანების მხოლოდ 27 პროცენტი ჩააგდებინეს, მთლიანად ჩააგდეს "კლივლენდთან" მატჩის პირველი ნახევარი და ყველას ეგონა, რომ მეორე ტაიმში თამაშს ინტრიგა აღარ ექნებოდა.

"კავალიერზს" ბრწყინვალე გუნდური თამაში გამოუვიდა: 51-დან 40 ქულა მასპინძლებმა შედეგიანი გადაცემების შემდეგ მოაგროვეს და სამქულიანების 50 პროცენტი გამოიყენეს.

"კლივლენდი" ძალიან კარგად მოქმედებდა ჯეფ ტიგის წინააღმდეგ, რომელმაც 10 ქულის მოგროვებაც ვერ შეძლო, კაილ კორვერს კი 37 წუთში მხოლოდ ერთი სამქულიანი ასროლინეს. ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ მესამე მეოთხედის ბოლოსკენ, მასპინძლების უპირატესობა 18 ქულას შეადგენდა და გამარჯვებულის საკითხიც ყველას მოგვარებული ეგონა.

როგორც ჩანს, იგივე იფიქრეს "კლივლენდის" კალათბურთელებმა და კინაღამ დაისაჯნენ ამის გამო. მათ გამოეპარათ "ატლანტას" სათადარიგო გამთამაშებლის დენის შრიოდერის აქტიურობა. ახალგაზრდა გერმანელმა ათიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო და პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (27 ქულა). სწორედ ის იყო 16:3 გაქცევის მთავარი გმირი, რითაც "ჰოქსი" თამაშში დაბრუნდა.

ბოლო მეოთხედში სტუმრებმა წინ გასვლაც კი შეძლეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ლოკალური წარმატება განევრცოთ, მთლიანად აურიეს თამაში. ბოლო ოთხ წუთში მათ სამჯერ დაკარგეს ბურთი და თამაშიდან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდეს, თან მთლიანად დაუთმეს საკუთარი ფარი მეტოქეს. შედეგად, "კლივლენდმა" 17:5 გაქცევა მოაწყო და უკან აღარ მოუხედავს.

ლებრონ ჯეიმსი 25 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში. "კლივლენდის" ლიდერმა პლეი ოფში 120-ე შეხვედრა მოიგო, რითაც ამ სტატისტიკურ კატეგორიაში თვით მაიკლ ჯორდანს გაუსწრო.

კლივლენდი-ატლანტა 104:93

30:19, 21:22, 23:29, 30:23

კ: ჯეიმსი (25+9 პასი+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ირვინგი (21+8 პასი+2 დაფარება), ლავი (17+11 მოხსნა), სმიტი (12+5 მოხსნა+3 პასი), ტომპსონი (8+14 მოხსნა+2 დაფარება), ჯეფერსონი (8), ფრაი (8), ჯონსი (2), შამპერტი (2), დელავედოვა (1+4 პასი).

ა: შრიოდერი (27+6 პასი), მილსეპი (17+13 მოხსნა+4 დაფარება+3 პასი), ბეიზმორი (16+12 მოხსნა+4 პასი), ჰორფორდი (10+6 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (8+4 პასი), სკოტი (7), კორვერი (3+5 მოხსნა), პატერსონი (3), სეფოლოშა (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.6/37.9), სამქულიანები (48.4/32.4), საჯარიმოები (71.4/76.2).

სერია: 1-0

ბოში დაბრუნებისთვის მზად არის, მაგრამ...

"მაიამი ჰიტს" დღეს დილით უნდა დაეწყო თავისი მეოთხედფინალური სერია "ტორონტოს" წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ფლორიდულ კლუბს თებერვლიდან მოყოლებული ვერ ეხმარება კრის ბოში - ფორვარდი აგერ უკვე ზედიზედ მეორე წელია ფეხის თრომბის გამო გამოვიდა მწყობრიდან.

ამჟამად, სიტუაცია ასეთია - ბოში მიიჩნევს, რომ მზად არის მოედანზე გასასვლელად და "ტორონტოს" წინააღმდეგ სათამაშოდ, "მაიამის" ხელმძღვანელობას კი არ უნდა რისკზე წასვლა და კალათბურთელს ტრავმირებულთა სიაში ტოვებს.

ბოშის მოედანზე დაბრუნების კამპანიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კალათბურთელის მეუღლეა, რომელმაც "ტვიტერში" დაიწყო შესაბამისი კამპანია ჰეშთეგით #BringBoshBack. თავად კრისმა კი სოციალურ ქსელში თავისი ვარჯიშის ვიდეო განათავსა.

გამორიცხული არ არის, რომ ბოშის წარმომადგენლებმა მოთამაშეთა პროფკავშირი გამოიყენონ "მაიამიზე" ზეწოლისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
Le Parisien: ბარკოლამ კვარაცხელიასთვის სასტარტოში ადგილი უნდა გაათავისუფლოს
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
"მე ქრისტიანი ადამიანი ვარ... ეს ადგილი მჭირდებოდა იმისთვის, რომ იესოს ხელახლა დავკავშირებოდი" - არაუხომ განმარტა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
[VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა
[VIDEO] დევისის და სმოლკინის წყვილმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
[VIDEO] სიხარულისგან დახტოდა და მოედანზეც შევიდა - ლუის ენრიკეს რეაქცია კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
გამოუსადეგარი ბოში: "მაიამის" ლიდერს კარიერის განახლების უფლებას არ აძლევენ
კრის ბოში და პორნოინდუსტრია
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბოშს წელს ვეღარ ვნახავთ?
პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
კრის ბოშმა ვარჯიში დაიწყო
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
NBA: კრის ბოში საბოლოოდ წავიდა