ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ჭაბუკთა საკლუბო ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშება ნაცნობი ფინალით დასრულდა
11 მაისს, ნაცნობი ფინალით დასრულდა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ჭაბუკთა საკლუბო ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშება ძიუდოში, რომელშიც ამჯერად 2000-01 წლებში დაბადებული მოზარდები მონაწილეობდნენ.

ეს ტურნირი უკვე მეოთხედ ჩატარდა, ოთხივე ფინალში თბილისური კლუბები - "შევარდენი-2005" და "ლიდერი" გავიდნენ და ოთხივე შემთხვევაში "შევარდენმა" (მწვრთნელი გურამ მოდებაძე) იმარჯვა. თუმცა წლევანდელი ფინალი მაინც გამორჩეული გამოდგა - ეს იყო დაძაბული, დრამატული და ლამაზი პაექრობა, სადაც "ლიდერმა" (მწვრთნელი ალექსანდრე მამუკიშვილი) 0:2 "ამოქაჩა", გამარჯვებულის ბედი კი ბოლო შეხვედრაში გადაწყდა.

თუმცა გამორჩეული და განხვავებული არა მარტო ფინალი, მთლიანად ტურნირი გამოდგა - საპრიზო ფონდი 210 000 ლარს შეადგენდა, საიდანაც თავისი წილი ფინალური ტურნირის უკლებლივ ყველა მონაწილემ მიიღო. ჩემპიონს 50 000 ლარი გადაეცა, ვიცე-ჩემპიონს - 40 000, მესამე ადგილზე გასულებმა თითომ 30 000 ლარი მიიღეს, 20 000-20 000-ით დაჯილდოვდნენ მეხუთეზე გასულები, მეშვიდეზე დარჩენილებს კი 10 000-10 000 ერგოთ.

სიახლეები იყო საორგანიზაციო თვალსაზრისითაც: შეჯიბრება სპეციალური განათებით ჩატარდა, რამაც ტურნირს ერთგვარად შოუს ელფერი შესძინა, ანუ ყველანაირად ეცადნენ, ამ სახის უცხოური ასპარეზობისთვის მიემსგავსებინათ.

სწორედ ამ განათების ეფექტის გამო ძიუდოს ფედერაციამ შეჯიბრება საღამოს 17 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალები - 20 საათიდან, ეს ყველაფერი კი საჩემპიონო შუშხუნებით და ფეიერვერკით დასრულდა.

ჭაბუკთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მარტში გაიმართა, რომელშიც 39 კლუბი მონაწილეობდა. ამათგან 8 საუკეთესომ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა და სწორედ ამ შეჯიბრებას უმასპინძლა გუშინ ძიუდოს აკადემიამ.

ფინალური ეტაპის მონაწილეთაგან სამი თბილისური იყო: "შევარდენი-2005", "ლიდერი" და "მებრძოლი-2015". გორს ორი კლუბი ჰყავდა - "ვიპ-ძიუდო" და "ლომჭაბუკი", ქარელი, დუშეთი და გურჯაანი კი თითო მონაწილით იყვნენ წარმოდგენილნი, შესაბამისად, "დურმიშხანი", "არაგველები" და "გლადიატორი".

პირველ წრეში "შევარდენმა" "ვიპ ძიუდოს" მოუგო - 4:1. ამავე ანგარიშით "ლიდერმა" "არაგველებს" სძლია, დანარჩენი ორი შეხვედრა კი ერთნაირი ანგარიშით, 3:2 დასრულდა: "მებრძოლმა" "ლომჭაბუკი" დაამარცხა, "გლადიატორმა" - "დურმიშხანი".

ნახევარფინალებიც ერთნაირი ანგარიშით, 3:2 დასრულდა: "შევარდენმა" "მებრძოლს" აჯობა, "ლიდერმა" კი "გლადიატორთან" გამოიჩინა ლიდერული თვისებები.

დამამშვიდებელ წრეში "ვიპ ძიუდომ" "ლომჭაბუკს" მოუგო, "დურმიშხანმა" - "არაგველებს". ანგარიში აქაც ორივე პაექრობაში 3:2 იყო.

ბრინჯაოს მედლებისთვის გამართული ორთაბრძოლებიც ასე დასრულდა, ოღონდ ორივე შეხვედრა განსხვავებული სცენარით წარიმართა: თუ მეორე შეხვედრაში "მებრძოლი" (მწვრთნელი გოჩა ბერაძე) 3:0 დაწინაურდა "დურმიშხანთან" და ვადამდე გაირკვა გამარჯვებულის ვინაობა, "ვიპ ძიუდომ" (მწვრთნელი ანზორ თენაძე) მხოლოდ ბოლო შეხვედრით მოიპოვა ბრინჯაოს მედალი "გლადიატორთან" პაექრობაში, როცა ილია საათაშვილმა (+73) ვაჟა კენჭოშვილი დაამარცხა.

აი, "მებრძოლმა" კი თავიდანვე იბრძოლა "დურმიშხანთან", როცა მიხეილ ნოზაძემ (55), ირაკლი ბეროშვილმა (60) და გოგა გოგაშვილმა (66) ზედიზედ მოიგეს და საკუთარი კლუბი 3:0 დააწინაურეს. თუმცა "დურმიშხანის" დარჩენილ წევრებს - ვლადიმერ ახალკაცსა (73) და ნოდარ კუთხაშვილს (+73) უმოტივაციო შეხვედრებში ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. ამ ასაკში ხომ ნებისმიერი გამარჯვება ყველაზე დიდი მოტივაციაა და პირადი წარმატებისთვის თავი არ დაუზოგავთ.

თავის მხრივ, მეტოქეებსაც იგივე მოტივაცია ამოძრავებდათ - ნებისმერ ვითარებაში წარმოეჩინათ საკუთარი თავი. ბავშვთა შეჯიბრებებს სწორედ ეს განასხვავებს უფროსებისგან, თორემ დიდები ასე უმოტივაციო ორთაბრძოლებში თავს არ მოიკლავდნენ და ეგებ არც გასულიყვნენ საჭიდაოდ.

როგორც გითხარით, ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა და როცა თითქოს ყველაფერი დასრულებული ჩანდა - 2:0-ზე, ბრძოლა ისევ თავიდან დაიწყო.

თავდაპირველად ტატამზე ერთმანეთის პირისპირ მოგვარეები - საბა და გიორგი კაპანაძეები (55) დადგნენ. ორი ვაზარით "შევარდენის" კაპანაძემ - საბამ ვადამდე იმარჯვა. "შევარდენიდან" გიორგი ჩიხელიძეც (60) წარმატებით "აფრინდა" ჯონი ბუცხრიკიძესთან პაექრობაში და მოდებაძის შეგირდები 2:0 დაწინაურდნენ.

ჩამორჩენამ "ლიდერი" ვერ გატეხა და ჯერ გიორგი შერაზადიშვილმა (66) შეამცირა სხვაობა გიორგი წიკლაურთან მოგებით, მერე კი გიორგი ხუციშვილმა (73) ლუკა ნიჟარაძე დაამარცხა და საერთო ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

აი, ამ კრიტიკულ მომენტში "შევარდენს" წარმატება მიხეილ ბექაურმა (+73) მოუტანა, ვინც ლამაზ ორთაბრძოლაში დაამარცხა ნოდარ ქევხიშვილი.

ფინალი თუ ამ ტურნირის მშვენებად იქცა, ეს შეხვედრა თავად ფინალის გვირგვინი აღმოჩნდა. ბექაური უპირატესობას ფლობდა და ორჯერ სრულიად დამსახურებულად მოიპოვა იუკო, მაგრამ მონდომებას ნურც ქევხიშვილს დავუკარგავთ, ვინც ბევრი "იომა" და ცდა არ დააკლო.

ეგ კი არა, ერთ მომენტში მოძრაობაზე დაიჭირა მეტოქე, როცა ის ფეხის გარედან გამოკვრას ცდილობდა და ერთი იუკოც გაუქვითა. თუმცა ბექაურმაც და "შევარდენმაც" ღმერთს მადლობა უნდა უთხრან, იმ ეპიზოდში უფრო დიდი ხარისხის გდება რომ არ იყო.

საბოლოოდ, ბექაურმა მაინც მოახერხა გადამწყვეტი ილეთის გაკეთება და თავის კლუბს მორიგი გამარჯვება მოუტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული "ლომჭაბუკი" გახდა
ძველ წონაში, ახალი შემართებით - ინტერვიუ ბექა ღვინიაშვილთან
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: საიმედო ცვლა მოდის
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: შორეულ ჩილეში, ნაცნობი მეტოქეები
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
შიდა ქართლში ჩემპიონების აღზრდა ტრადიციაა
7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ქართველი ძიუდოისტების წარმატება შვეიცარიაში
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი
"New Gori" - ახალი საკლუბო ამბიცია ძიუდოში
ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ტრიუმფი - კიდევ 3 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]
ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: პირველი ოქრო!
ანზორ თენაძე: ბექა ღვინიაშვილის ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა
ძიუდოს საკლუბო ჩემპიონატი: კლუბები გაირკვა, რევოლუცია აპრილში იწყება
მიხეილ ბექაური ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
სულამანიძემ ფინალში იპონით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
გიორგი ჩიხელიძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]