ის, ვინც შექმნა გარეთ ბეილი
როდესაც გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის მატჩი ჩააგდო "იუვენტუსთან", მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა გამოთქვა პრეტენზია. მაგალითად, როი კინმა ტელევიზიით განაცხადა, რომ იმ დღეს "რეალი" 10 ფეხბურთელით თამაშობდა.

ანჩელოტი გააბრაზა

მაშინ გარეთ ბეილი მისმა აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა დაიცვა. მან წარმოადგინა სტატისტიკური მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ბეილი პარტნიორებზე იშვიათად იღებდა ბურთს მაშინ, როცა "რეალი" უტევდა.

"ფეხბურთში ციფრები ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვეცნობი ბეილის მიმართ კრიტიკას და ზუსტად ვიცი, რამდენი არაპროფესიონალია დღეს ფეხბურთში. როცა ბეილს პარტნიორები დაეხმარებიან, ის უკეთესად თამაშს დაიწყებს. ეს დროის მომენტია და ეს ჟამი მალე დადგება." - თქვა ბარნეტმა.

ბეილის აგენტის სიტყვებმა "რეალის" მაშინდელი დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი ძალიან გაანაწყენა. "ბარნეტი არასოდეს დასწრებია "რეალის" ვარჯიშს და ის ზეპირად მსჯელობს. ასე მსჯელობა კი არამც და არამც არ შეიძლება. უმჯობესია, ის გაჩუმდეს. "რეალში" არ არსებობენ მეტად და ნაკლებად პრივილეგირებული ფეხბურთელები." - თქვა ანჩელოტიმ.

გავიდა ხანი და ანჩელოტიმ "რეალი" დატოვა. ბარნეტმა თქვა: "მაშინ ანჩელოტი ძალიან გამიბრაზდა. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ერთ-ერთი მართალი იყო. რომელი იყო მართალი, ეს ხალხმა განსაჯოს. მე კვლავ წარმატებული აგენტი ვარ, ის კი აღარ არის "რეალის" მწვრთნელი და გარეთი "რეალში" ბრწყინავს."

საიდან დაიწყო

ჯონათან ბარნეტი 80-იანი წლებიდან გაიცნეს. წარმატებული კომპანიის შეფი სპორტმა დააინტერესა. მისი პირველი მიღწევა ლენოქს ლუისთან თანამშრომლობა იყო. ლუისმა 1988 წელს ოლიმპიადა მოიგო. ბარნეტი მიხვდა, რომ მისგან დიდებული მოკრივე-პროფესიონალი დადგებოდა.

ორიათასიანების დასაწყისში ბარნეტმა უკვე ინგლისური ფეხბურთის სამყაროში შეაბიჯა. მისი კლიენტები გახდნენ იმედისმომცემი მოთამაშეები - რიჩარდ რაიტი, ლედლი კინგი, კიერონ დაიერი.

ბარნეტის ყველაზე ცნობილი კლიენტი - ფეხბურთელი გარეთ ბეილამდე იყო ეშლი კოული და ბარნეტი მონაწილეობდა ყველა იმ სატრანსფერო სკანდალში, რომელშიც სხვადასხვა დროს ეშლი გაეხვა. ყველაზე ხმაურიანი ამ სკანდალებიდან იყო ფეხბურთელის "ჩელსიში" გადასვლის თემა, რომელსაც ახლა აღარ ჩავუღრმავდებით.

თანდათან ბარნეტის კლიენტთა რაოდენობამ იმატა და მათი ხარისხიც უკეთესი გახდა. სადღეისოდ ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბრიტანელი აგენტის კლიენტები არიან ჯო ჰარტი, ვოიცეხ შჩესნი, ლუკ შოუ, ტრევორ სინკლერი და სხვები.

მენდეშზე უკეთესი ვარ

ბევრი ბარნეტსა და ცნობილ პორტუგალიელ აგენტს, ჟორჟე მენდეშს შორის ავლებს პარალელს. ამის თაობაზე ინგლისელი მანეჯერი ამბობს:

"რა თქმა უნდა, ის დიდებული აგენტია. ბოლოს და ბოლოს, მისი კლიენტი კრიშტიანო რონალდოა, მაგრამ მე უფრო მაგარი აგენტი ვარ." - ამბობს ბარნეტი. სწორედ მისი დამსახურებაა, დღეს ბეილი ლიონელ მესისთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი რომ არის.

უელსელმა წარმატებით გაიარა აკლიმატიზაცია მადრიდში. დღეს პარტნიორები ბეილს რონალდოზე ნაკლებად არ ტვირთავენ.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი სიტყვების მართებულობა. გარეთი თვისობრივად ახალ დონეზე გავიდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას კიდევ შეუძლია მომატება და მჯერა, ამას აუცილებლად გააკეთებს." - ამბობს ბარნეტი.

ბეილის მეგობარი

თავად ბეილი მისი აგენტის საქმიანობას უმაღლეს შეფასებას აძლევს. "ძალიან დიდია ჩემი მენეჯერის დამსახურება იმაში, რომ მე დღეს ასეთ დონეზე ვთამაშობ. ის ჯერ კიდევ მაშინ მენდობოდა, როცა ჩემი ნაკლებად სჯეროდათ და ეს არასოდეს დამავიწყდება." - ამბობს უელსელი ვარსკვლავი.

თავად ბარნეტს ფეხბურთელებთან მიდგომის განსაკუთრებული ფილოსოფია აქვს, რომელიც ბევრი აგენტისათვის უცხოა. ის ამბობს:

"მე ფეხბურთელში პირველ რიგში ადამიანს ვხედავ და არა ფულის საჭრელ მანქანას. ის მეტად გენდობა, როცა შენგან ასეთ დამოკიდებულებას ხედავს. ჩემი აზრით, ფეხბურთში ნდობა მთავარია.

ავიღოთ თუნდაც ბეილის მაგალითი. ის ჩემთვის მხოლოდ კლიენტი არ არის. ჯერ მეგობარია და მერე კლიენტი. მე მას ყოველდღე ვურეკავ და ვიგებ მის ამბებს. გარეთი ჩემთვის ძალიან უბრალო ადამიანია." - ამბობს ბარნეტი.

და მაინც, სადამდე შეუძლია მომატება უელსელ "პანტერას"? ბარნეტი ბეილის შესაძლებლობებს ასე აფასებს:

"მას შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
უდარდელა ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ გოლფი და ფული აწუხებს
ბეილის აგენტი: "რეალის" გულშემატკივრებმა გარეთს ფეხები უნდა უკოცნონ
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კარლო ანჩელოტი გარეთ ბეილის აგენტის "გრძელმა ენამ" გააბრაზა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
TOP 5 საფეხბურთო აგენტი Forbes-ის მიხედვით
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები