1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის (გდრ) "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა
ზუსტად 35 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით, თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის (გდრ) "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა.

ეს არის გაუხუნარი ამბავი, რომელიც დღესაც საზეიმოდ აღინიშნება. 16 საათზე, 13 მაისის შემოქმედნი "დინამო არენაზე" შეიკრიბებიან და დაიძვრებიან თბილისის საკრებულოსკენ, სადაც დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრები და მერი დავით ნარმანია საზეიმო შეხვედრას მოუწყობენ...

სიზმარში ნანახი მანქანა

მაშინდელი გუნდის ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი საინტერესო ისტორიებს იხსენებს:

"წარმოიდგინეთ, მაშინდელ "დინამოს", რომელსაც სახელი ჰქონდა ევროპაში, არ ჰყავდა მეკარეების მწვრთნელი და ნოდარ ახალკაცმა ეს საქმე მე, ფიზიოთერაპევტს მომანდო. ერთი ხანობა, მეკარეებს სწორედ მე ვავარჯიშებდი, ვიდრე 1977 წელს სერგო კოტრიკაძე არ მოიყვანა. მაგრამ, სამწუხაროდ, დიუსელდორფში ხალხი შეზღუდული რაოდენობით წაიყვანეს და სერგო ამ ჯგუფში ვერ მოხვდა".

მან ერთი უცნობი ამბავიც გაიხსენა:

"ბევრს არც ახსოვს, რომ იმ გათამაშებაში თბილისის "დინამო" შემთხვევით მოხვდა. ჩვენ საბჭოთა კავშირის თასი 1979 წელს მოვიგეთ, გათამაშებაში კი 1980 წლის გამარჯვებულს უნდა ეთამაშა.

იმ წელს ფინალში კიდევ ერთხელ გავედით. ფინალი კი, მოსკოვის ოლიმპიადის გამო 9 აგვისტოს გაიმართა. თასების მფლობელთა თასის გათამაშების წილისყრა კი მაისის ბოლოს ჩატარდა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ მონაწილედ თასის წინა გამარჯვებული "დინამო" წარადგინა. დონეცკის "შახტიორმა" 2:1 მოგვიგო, თუმცა უეფას თასზე იასპარეზა, - ამბობს გაბიტაშვილი და იქვე აგრძელებს:

სანამ ფინალში გავიდოდით, 1980 წლის 22 ოქტომბერს ირლანდიაში "უოტერფორდს" ვხვდებოდით. თამაშის წინა დღეს სიზმარი ვნახე, რომ იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ მანქანას, "მერსედესს" მაძლევდნენ - "დინამომ" ევროპის თასი აიღო და გეკუთვნისო. არ მინდა, "ვოლგა გაზ-24" მომეცით-მეთქი.

ეს სიზმარი ნოდარ ახალკაცს გავუმხილე. გაეცინა - ევროპულ ფეხბურთში დიდი მაიმუნობები მაშინაც ხდებოდა და ევროპიდან თასს ვინ წამოგვაღებინებსო, მითხრა. მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და ფინალში რომ გავედით, დიუსელდორფში გამგზავრებამდე დიღმის ბაზაზე ვთქვი - ფინალის ბურთი უნდა მოვიპარო-მეთქი.

თამაში რომ დამთავრდა, ნოდარმა ხელი მკრა - ანზორ, მიდი, მსაჯს ბურთი წაართვიო. მეც მეტი რა მინდოდა? მოედანზე შევვარდი და რიკარდო ლატანცის ბურთი ხელიდან გამოვგლიჯე.

ამ ბურთს დღემდე ვინახავ. მასში ბევრჯერ შემომთავაზეს საკმაოდ დიდი ფული, მაგრამ ის უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული, რადგან ამ ბურთმა საქართველოს უდიდესი სიხარული და ბედნიერება მოუტანა".

გაბიტაშვილის თქმით, სიზმარი სხვა კუთხითაც აუხდა:

"ფინალის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულებს, "ვოლგები" მართლაც დაგვირიგეს. მართალია, ეს უფასოდ არ გაუკეთებიათ, თავის ფასში მოგვყიდეს, მაგრამ მისი გაყიდვით ახალ მანქანასაც შეიძენდი. ეს იყო სწორედ ჩვენი შეღავათი".

რატომ წაიყვანეს კოტე მახარაძე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში?

გაბიტაშვილს ნოდარ ახალკაცის გახსენებაც ვთხოვეთ:

"მეცინება, როცა ამბობენ, ფარსადანოვიჩი უხეში და ხისტი იყოო. ნოდარი იყო საუკეთესო მწვრთნელი და ადამიანი, რომლის მსგავსი და მასშტაბის პიროვნებაც ქართულ ფეხბურთში არ მინახავს. არადა, რამდენი ხანია ამ სფეროში ვარ. მან რომ ფეხბურთელების დამუხტვა და სტიმულის მიცემა იცოდა, ასეთი ახლა სანატრელია - კაცს გააცოცხლებდა და ამის არაერთი მაგალითი გვქონია".

ისტორიული გამარჯვების დღეს, ტელერეპორტაჟისას, კოტე მახარაძემ ცნობილი ფრაზა თქვა:

"И вот финальный свисток извещает о том, что динамовцы Тбилиси в 1981 году завоевали Кубок кубков Европейских стран! Большая удача грузинских футболистов! Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии, ликует вся наша страна!"

ბევრისთვის უცნობია, რომ ამ ფრაზის გამო დიუსელდორფიდან დაბრუნებული კოტე მახარაძე მოსკოვში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაიბარეს:

"ჩავდივართ მოსკოვში და მახარაძე უშიშროების კომიტეტში წაიყვანეს. მერე გავიგეთ, რომ მიზეზი სწორედ ეს სიტყვები ყოფილა - "Ликует столица Грузии", რატომ ახსენე საქართველოს დედაქალაქი და არა საბჭოთა კავშირისო?!

მერე კი გამოუშვეს, მაგრამ ხომ ხვდებით, მაშინდელი ემოციების ფონზე როგორი რეაქცია გვექნებოდა ამაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება ისე არ გაუხარდათ, როგორიც რუსების შემთხვევაში მოხდებოდა".

საჩუქარი ახალკაცს

სხვათა შორის, მოსკოვის "მადლობასთან" დაკავშირებით თავად ნოდარ ახალკაცი შემდეგ ამბავს იხსენებდა:

"კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდაო და, სწორად გამიგეთ, რასაც მოვყვები. ეს ამბავი ყველას ნათელ სურათს შეუქმნის იმაზე, თუ როგორი "აღფრთოვანება" და "სიხარული" გამოიწვია მოსკოვში ჩვენმა გამარჯვებამ.

საბჭოთა ნაკრებმა მოსკოვის ოლიმპიადა რომ წააგო, ნაკრების მწვრთნელი ბესკოვი ორდენით დააჯილდოვეს. საზოგადოება "სპარტაკის" საიუბილეო დღეებშიც იგივე განმეორდა. ლობანოვსკიმ კიევის "დინამოთი" ევროპის თასების მფლობელთა თასი ორჯერ მოიპოვა და ორივე შემთხვევაში ორდენი ჩამოჰკიდეს.

მე კი, 16 მაისს, როცა გუნდთან ერთად დიუსელდორფიდან მოსკოვში დავბრუნდი, აეროპორტში "დინამოს" ცენტრალური საბჭოს თანამშრომელი ფედულოვი დამხვდა, ავტობუსში ასვლის წინ საბუთი გადმომცა და მთხოვა - თავისუფალ დროს გაეცანითო.

შეუძლოდ ვიყავი, ჩანთაში ჩავაგდე და მხოლოდ თბილისში ჩამოსულმა რომ გადავხედე, ჭეშმარიტი საბჭოთა სიურპრიზი დამხვდა. "დინამოს" ცენტრალური საბჭო საყვედურს მიცხადებდა - აქაოდა, დიუსელდორფში გუნდი "ადიდასის" ფორმით რატომ ათამაშეო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - წყალსაც წაუღია იმათი ყველა ორდენი და მედალი, მაგრამ ამ მოქმედებაში ნათლად გამოჩნდა იმპერიის მესვეურთა ის "სიხარული", რომელიც ქართული ფეხბურთის გამარჯვებამ მოჰგვარათ და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი უზნეო, ბოროტი სული.

აი, ასეთი "მადლობა" მივიღე მაშინ იმპერიის მესვეურებისგან, მაგრამ სულაც არ მენაღვლებოდა - ჩემთვის მთავარი იყო ის დიდი სიყვარული, საქართველომ ჩვენ მიმართ რომ გამოამჟღავნა და რომელსაც ახლაც ვგრძნობ"...

ევროპის საუკეთესო გუნდი

ბატონი ანზორი განიცდის, რომ ამ 35 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ძალიან დაეცა:

"მაშინ "დინამოში" და, საერთოდაც, ფეხბურთს ღარიბი ოჯახების შვილები თამაშობდნენ. მათ სახელიც სწყუროდათ და მონდომებაც ჰქონდათ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ამის ბრალია, მაგრამ ახლა ფეხბურთზე სიარული ისეთი ძვირი სიამოვნება გახდა, რომ ღარიბები იქით იშვიათად იხედებიან, მდიდრები კი ვერ თამაშობენ".

დღეს ბევრი თბილი სიტყვა ითქმება, ბევრი სადღეგრძელო შეისმება, პატარა საფეხბურთო ზეიმი მოეწყობა და მაინც, ახალი თაობისთვის გაუგებარია, ასეთი რა მოხდა 1981 წლის 13 მაისს, 35 წლის შემდეგაც რომ ვერ დავივიწყეთ და ლამის "დიდგორის" გამარჯვებასავით აღვნიშნავთ. ბევრს ეს ყველაფერი გადაჭარბებული და ტიპური ქართული ლეგენდა ჰგონია.

რა თქმა უნდა, წარსულზე ტირილი არ ღირს, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ, რადგან ჩვენზე დიდი წარმატებები ბევრს ჰქონია.

თუმცა 1981 წლის თბილისის "დინამო" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი რომ იყო, ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეების ძველი და ახალი კომენტარები მეტყველებს. თბილისის "დინამოს" ევროპის საუკეთესო გუნდად მიიჩნევდა სესარ ლუის მენოტი, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინის მთავარი მწვრთნელი.

უცხოელები ქართველებზე

ვლადიმერ მუნტიანი, კიევის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 1969 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი ამბობდა - კიეველები ყოველთვის თბილისელებს ვგულშემატკივრობდითო:

"მათ საბჭოთა ბრაზილიელებად ვთვლიდით. არასტაბილური გუნდი იყო, მაგრამ ხასიათზე თუ იყვნენ, ვერავინ აჩერებდა. შეუძლებელი იყო, მათი თამაშით არ მოხიბლულიყავი. ჩვენ მეტი ტიტული გვქონდა, მაგრამ ხალხს თბილისელები უყვარდა და მათ შეხვედრებს ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.

ცალკე ქართველი ფეხბურთელების პიროვნულ ღირსებებზე უნდა ვთქვა. როცა ჩერნობილის ატომურ სადგურზე საშინელება მოხდა, კიევის "დინამოს" ფეხბურთელები საქართველოში თვეობით ვცხოვრობდით. ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია".

"ლივერპულის" შოტლანდიელი შემტევი გრემ საუნესი რამდენიმე წლის წინ "ფრანს ფუტბოლთან" ამბობდა:

"ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, თბილისის "დინამო" დამამახსოვრდა. ამ გუნდმა ჩემზე გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა".

"იმ დროის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან დავმარცხდით, რომელიც თასების მფლობელთა თასის მაშინდელ გათამაშებაში ყველას სჯობდა. ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებს უძლიერესი მწვრთნელი ავარჯიშებდა", - ამბობს ლოთარ კურბიუვაიტი, კომუნისტური გერმანიის ლეგენდარული ფეხბურთელი, დიუსელდორფის ფინალის მონაწილე.

მაშინდელი "კარლ ცაისი" გდრ-ის ნაკრების ერთ-ერთ საბაზო გუნდად ითვლებოდა ბერლინისა და დრეზდენის "დინამოებთან" ერთად. იენელებმა ხომ თბილისის "დინამოსკენ" მიმავალ გზაზე თვით "რომა", "ვალენსია" და "ბენფიკა" ჩამოიცილეს...

აი, ასეთი გუნდი დაამარცხა ჩვენმა "დინამომ"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზაზა vep1963–ს
გეთანხმებით ყველა თქვენს მიერ დასახელებულ პრობლემებში,მაგრამ თქვენ ჩემზე მეტად ოპტიმისტი ყოფილხართ)მე მაინც მიმაჩნია,რომ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს ყველა საუკეთესო ქართველმა,მიუხედავად დაბადების ადგილის.ფინანსური ხარჯი?ფიფა და უეფასგან ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის დიდი პრემიებია(2–4მლნ ევრო)და ფინაულურ ეტაპზე თითოეული ქულისთვის.პლიუს–მე გარდა სპოტული მხარის ,დამატებით დატვირთვასაც ვაძლევ მნიშვნელობას ტაო–კლარჯეთის,ფერეიდანის ქარტველებისთვის.შეგვიძლია დიდკუსია გავაგრძელოთ ფბ–ზე. ზაზა ახალაია (ფბ–ზე ლათინურად)
giorgi
ნუ წაიღეთ ტვინი ამ წარსულზე ტირილით თქვე კომპლექსიანებო. ახლა რა უნდა გაკეთდეს ის დაწერეთ და მასზედ იმსჯელეთ.
ჯონი
ეს იყო დაუვიწყარი საღამო !!! მთელი საქართველო ფეხზე იდგა , ეს მარტო ქართული ფეხბურთის გამარჯვება არ იყო , არამედ ყველა ჩვენის გამარჯვება იყო !!! ასეთი გამარჯვებები გააერთიანებს ჩვენ ტანჯულ სამშობლოს !!! ეხლაც შოკშო ვარ როგორი გმირები იყვნენ ჩვენი ოქროს ბიჭები , ჩვენი დინამო !!!
gizog
უფალს ვთხოვ ჩემ ერს კიდევ განაცდევინოს ის სიამაყის გრძნობა, როგორსაც მაშინ განვიცდიდით მთელი ქართველობა და არამარტო ქართველები. ეს იყო უდიდესი სიხარული და უდიდესი სიამაყე, ევროპის თასი ბიჭებმა პატარა საქართველოში ჩამოგვიტანეს.
vep1963
ზაზა-გაიხარე ,მშვენივრად ჩამოაყალიბე ,შენი მოსაზრება.ბევრ რამეში გეთანხმები,ბევრ რამეში არა,მაგრამ ძირითადი ის არის,რომ ჩვენდა სამწუხაროდ ,ზოგი ობიექტური ფაქტორის მაგ საქართველოში დატრიალებული ყველა უბედურებები და უამრავი სუბიექტური ფაქტორების მაგ ბატონი ნოდარ ახალკაცის გარდაცვალების შემდეგ ქართულ ფეხბურთში ერთი ისეთი კაცი არ გამოჩნდა რომელიც 50/50-პროცენტით მაინც ეფიქრა ქართული ფეხბურთის წინსვლა განვითარებისა და თავის პირადი კეთილდღეობის ამაღლებაზე პლუს ამას დამატებული ჩვენი ხასიათის მანკიერებები დეიდაშვილ ,მამიდაშვილობა და აშ და ზუსტად ამიტომაც მივიღეთ ის რაცა გვაქვს. ქართველებს უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია და ამ პოტენციალის გამოვლენა გაფურჩქვნას ისეთი ადამიანი უნდა ,რომელიც ბატონი ნოდარივით,ნიჭიერი,სწავლამოწყურებული და ასევე 50/50-ზე მაინც არ იფიქრებს ფეხბურთზე და თავის პირად კეთილდღეობაზე.ჩვენდა სამწუხაროდ დანანებით შემიძლია ვთქვა ,რომ მიუხედავად ამ გმირობისა 80-ციანი წლების თაობამ ქართული ფეხბურთის დეგრადაციას არაფრით ხელი არ შეუშალა ეს კი არა და პირიქით და ზუსტად სწორედ ამიტომაც იყო რომ პოლიტიკოსები თავს უფლებას აძლევდნენ უხეშად ჩარეულიყვნენ საფეხბურთო საქმეებში ,ხოლო ამან რა შედეგიც მოგვცა ნათლადა სჩანს. სსრ-კ რომ ახსენეთ ბატონო, ეს სულ სხვა დრო იყო.მიუხედავად ყველა იმ მიღწევებისა რაც იმ პერიოდში ქართულ-საბჭოურ ფეხბურთსა ჰქონდა საქართველოს საფეხბურთო გუნდები ლიგების მიხედვით საკმაოდ ჩამოუვარედებოდნენ თავიანთი სპორტტექნიკური ეკიპირებითა და ბაზებით რუსულ,უკრაინულ და ტუნდაც ბელორუსულ გუნდებს.აქ რასაკვირველია მხედველობაში არა მყავს უმაღლესი ლიგა, ჩვენ ამ ეტაპზე იოლად გავდიოდით ჩვენი ნიჭისა და საქართველოში ფეხბურთისადმი დიდი დაინტერესების გამო და აქვე მინდა დავამატო ისიც რომ საქართველოში ამ პერიოდში ფეხბურთელს ცოტა უფრო მეტს უხდიდნენ ხელფასის სახით ვიდრე ყველა ზემოთ დასახელებულ რესპუბლიკებში. დღევანდელ დღეს ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა რადგანაც ის კეთილმოწყობილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რაც მათ აქამდე ჰქონდათ მათ კიდევ უფრო განავითარეს,ამას დაემატა სახელფასო დაინტერესებაც.ჩვენ კი ბატონო ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მათი უწინდელი ინფრასტრუქტურის მიახლოვებულ დონემდე ავიყვანეთ,ხელფასებზე კი ლაპარაკიც კი სასაცილოა.აქვე აგერ უკვე რამოდენიმე ხანია ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყო თავიანთი ფეხბურთის მოდერნიზება და შედეგებიც უკვე შესამჩნევია.ჩვენდა საბედნიეროდ აქაც ჩვენი ნიჭის წყალობით ,როგორც იტყვიან ვსულდგმულობთ და არ ვიძირებით. ვინაიდან ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ სისულელეების კეთებაში. ზაზა ძამიკო ამ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე კი არა და ძირითადი ყურადღება და სახსრები საფეხბურთო კადრების,კლუბების ინფრასტრუქტურების და ბავშვთა ფეხბურთის მოდერნიზაციაში უნდა ჩაიდოს.ჩვენთვის ეხლა მთავარია მყარი საფუძვლის ჩაყრა რადგანაც შემდეგ ამაზე გამძლე შენობა დავდგათ.ჩვენთვის ეხლა ბრწყინვა დამღუპველია-ჩამოვიყვანოთ უცხოეთიდან თუნდაც გულანთებული ქართველები ვუხადოთ უამრავი ფული ნაკრებში თამაშისათვის,მაგრამ ფეხბურთს კი სარძიკველი ჰქონდეს დამპალი ასე საქმე არ გამოვა.ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს და ქართველებს ორივე საქმის ერთად გაკეთების ფუფუნება არა გვაქვს;მითუმეტეს მაშინ როდესაც არსად არასდროს არ მომხდარა ესე.აგერ მაგალითად ისლანდიას მოგიყვანთ-გავაკეთოთ ისე როგორც ამ ყინულების ქვეყანაში გააკეთეს და იმატ რომ ათი წელი დასჭირდათ ჩვენ ორ წელში ჩავეტევით.ტუ კაცს უნდა აგერ ინტერნეტის ეპოქაში ეხლა აღარაფერი არაა დაფარულ დამალული გადმოიღონ გააანალიზონ შეუსადაგონ ჩვენი ქვეყნის პირობებს შემდეგ კი კეთილსინდისიერად და არა ისე ადრე რომ ხვეტდნენ თავისთვის ყველაფერს,დიახ კეთილსინდისიერად აკეთონ საქმე თუნდაც როგორც ზემოთ აღვნიშნე50/50-ზე და ეჭვიც არ მეპარება სულ რამოდენიმე წელიწადში ყველაფერს დაეტყობა წინსვლა ხალხი კი სტადიონებზე თვითონ ყოველგვარი მოწოდებებისა და აგიტაცია პროპაგანდების გარეშე მოვა. ps.ამ ეტაპზე რასაც ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს იმით კმაყოფილი ვარ ,ვნახოთ როგორ გააგრძელებს ბატონი კობიაშვილი საქმეს ნამდვილად გულით ვგულშემატკივრობ და არ მინდა იმედები გამიცრუვდეს. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ზაზა ბატონო ყველას.
gigo
გუშინდელივით მახსოვს ის დაუვიწყარი დღე!მატჩს ვუყურეთ ალბათ 8 თუ 9 კაცმა აბასთუმნის ქუჩაზე მეგობართან და საფინალო სასტვენის შემდგომ დინამოს სტადიონს მივაშურეთ(იქვეა),შემდგომ ქალაქში გავედით და... დიდი და პატარა ერთმანეთს ულოცავდა ამ ეროვნულ ტრიუმფს და კიდევ... ჩემმა თაობამ იხილა დინამოს აღზევება და საუკეთესო ფეხბურთელები. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება სწორი ორგანიზაციით,თანმიმდევრულობით,ბევრი მუშაობით(მაგალითები გვაქვს-რაგბი). ფეხბურთში უგულო ხახლი არ უნდა იყოს და კიდევ:ფეხბურთი თავით უნდა ითამაშო. დიდი მადლობა ბიჭებს და საუკუნო ხსოვნა მათ, ვინც წასულია.
გუჯა კახაძე
თბილისის „დინამო“ იყო საქართველოს არაოფიციალური ეროვნული ნაკრები, რომელსაც სათავეში ედგნენ უაღრესად განსწავლული მწვრთნელები ბ-ნი ნოდარ ახალკაცი და ნ-ნი კახი ასათიანი. მოედანზე კი იყვნენ: გუნდის კაპიტანი, ვირტუოზი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე; გუნდის ინტელექტი და შეტევების უბადლო ორგანიზატორი დავით ყიფიანი; საოცარი დრიბლიორი და პენალტების მომპოვებელი ვლადიმერ გუცაევი, გოლზე დაგეშილი რამაზ შენგელია და კიდევ ბუვრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
1981 წლის 13 მაისი თავისით არ მოსულა და არც მომავალში მოვა დიდი შრომის გარეშე.
gurami
მეტი განათლებული და ეროვნული პიროვნებაა საჭირო ფეხბურთის ფედერაციაში.ამასთან ერთად მწვრთნელების მომზადება ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებისათვის,აუცილებელია არსებულ მწვრთვნელთა კვალიფიკაციის ამაღლება,რაშიც თანხების მობილიზაციაა საჭირო.ზემოთაღნიშნულის გარეშე აღარაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს.
სირბილის სწავლების ცენტრი
აღქმის და მოქმედების თავისუფლება ასეთ დღესასწაულამდე კიდევ მრავალჯერ მიგვიყვანს!
tngh
გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!
noiera
ეხ ზაზა, ზაზა, ზაზა...... შენ გაგიჩნდა ცრAცI..
ზაზა
90წწ–დან საერთოდ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო–უკვე ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში,დღეს თითქმის ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები ანგარისშგასაწევი ძალაა,თითქმის ყველგან გაიზარდა დაფინანსება,სამწუხაროდ გაიზარდა სხვაობა კლუბების ფინანსურ შესაძლებლობებში, თამაშების რაოდენობის ზრდასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ მომზადებას(რაც პირდაპირ დამოკიდებულებაშია ქვეყანაში მედიცინის განვითარებასთან).... –ფინანსების მოზიდვისთვის,კონკურენტულ გარემოში ოსტატობის ამაღლებისთვის აუცილებელია ძლიერ ჩემპიონატში ასპარეზობა...ყოფილი სსრკ–ის ტერიტორიაზე საერთო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია ჯერ ელცინის,მერე პუტინის მტრული,აგრესიული პოლიტიკის გამო მეზობელი ქვეყნების მიმართ.ჯერ კიდევ ვერ შეგუებულა კრემლი,რომ ჩაბარდა საბჭოთა იმპერია ისტორიას ,რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ქმნის საერთოდ ნებისმიერ ურთიერთობას,მათ შორის სპორტში!რამდენიმე წლის წინ ვალერი გაზაევის მხრიდან იყო გაჟღერებული იდეა საერთო საფეხბურთო ჩემპიონატზე,თითქოს უკვე სპონსორებიც გამოჩდნენ,მაგრამ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა,ყირიმის ანექსიამ საბოლოოდ დაასამარა... –საკმაოდ ძლიერი საფეხბურთო ჩემპიონატია თურქეთში,მე–6–მე–8 ევროპაში.ალბათ ჩვენი მხრიდან გაცილებით მეტი ინტერესი უნდა გამოვიჩინოთ თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ეთნიკურად ქართველი ფეხბურთელების მიმართ!თურქეთის სუპერლიგის ფეხბურთელის დონე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების წარმატებით დაძლევისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია.ჩემი აზრით აუცილებელია შეიქმნას ჯგუფი,რომელიც კონკრეტულად იმუშავებს ამ მიმართულებით.უნდა ჩავიდნენ თურქეთში, კონკრეტულად გაირკვეს თუ რამდენი ეთნიკურად ქართველი თამაშობს სუპერლიგაში,რომელთა დონე დამაკმაყოფილებელია ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის.აუცილებელია თითოეულ პოტენციურ ნაკრებისთვის შესატყვის ფეხბურთელთან კონკრეტული ფინანსური წინადადებები,კონკრეტული თანხა თითოეულ თამაშზე გამოძახებისთვის,ბონუსები შედეგისთვის და ა.შ.(საერთოდ ნაკრების თითოელი ფეხბურთელზეც უნდა იყოს გათვალისწინებული პრემია ,ბონუსი შედეგისთვის)მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთებით ფეხბურთელის დაინტერესება რთულია.ალბათ თითოეულისთვის შესაძლებელია შეიქმნას პრობლემები საკლუბო კარიერაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში თურქეთის სუპერლიგაში ლეგიონერის სტატუსით თამაშისთვის,გასათვალისწინებელია შესაძლო ტრამვა(ასევე დავინტერესდეთ ირანის ჩემპიონატით.ჩემი ინფორმაციით ირანის საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშობენ ფერეიდნელი ქართველები.ეხლახანს გამართულ საქართველოს თასის გათამაშებაში სამთო–სათხილამურო სპორტში მონაწილეობა მიიღო ორმა ფერეიდნელმა ქარტველმა გოგონამ) არამარტო სპორტული თვალსაზრისითაა საჭირო თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში აუცილებელი... –საერთოდ რა გააკეთა საქართველოს სახელმწიფომ დამოუკიდებლობის 25წლის განმავლობაში თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის?......... ფინანსები?ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ ფინანსდება 53მლნ ლარით და რატომ არ უნდა მოხმარდეს თანხის სულ მცირე 10% ქვეყნის #1 გუნდს?რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა,რესურსი ეროვნული ნაკრებისთვის?თითქმის ყველა ევროპული ნაკრები ეთნიკური წარმომავლობის უგულვეყოფით ყალიბდება:საფრანგეთის ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები საფრანგეთის ყოფილი კოლონიებიდან,ინგლისის ნაკრებში–ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებიდან,გერმანიის ნაკრებში–თურქები,პოლონელები,არაბები,განელები.90წწ–ის დასაწყისში რუსულ,,სპორტ–ექსპრესში,,რუსი ჟურნალისტი(რაბინერი თუ ტრახტენბერგი ვერ ვიხსენებ)წერდა:მალე ვიხილავთ ჩვენს (რუსეთის)ნაკრებში მესხებს,მეტრეველებს,ოჰანესიანებს...და ამ დროს ჩვენ სრულიად უგულველყოფილი გვყავს თურქეთში და ირანში მცხოვრები რამდენიმე მილიონი ქართველი.თურქეთში და ირანში მეტი ქართველი ცხოვრობს,ვიდრე საქართველოში!(((დღეს საქართველოს მოსახლეობა 3.8მლნ–ია,1979 წლის აღწერით საქართველოში 5.4 მლნ იყო მცხოვრები.მოსახლეობის რაოდენობის კლება ფეხბურთზეც აისახა,დავკარგეთ აფხაზეთი,სამაჩაბლო... კი,არსებობს მაგალითები მოსახლეობით მცირერიცხოვანი ქვეყნები წარმატებული ეროვნული ნაკრებით,მაგრამ ურუგვაი საერთოდ ფენომენია და ყოველთვის წარმატებული იყო(მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი!სამხ.ამერიკის 15(!)გზის ჩემპიონი,ურუგვაული კლუბები –პენიაროლი და ნასიონალი 5–5–ჯერ ლიბერტადორესის თასის მფლობელები!).ურუგვაელთა დონეზე ფეხბურთის განვითარებისთვის ჯერ ალბათ ეკონომიკაა საჭირო ურუგვაის დონესთან მიახლოებული,ქვეყნის ბიუჯეტი 2-ჯერ მეტი,შმპ 350%–ით მეტი ერთ მოსახლეზე.ბოლო წლების ქვეყნის ეკონომიკის 2–დან 3.6%–მდე ზრდით(და თან როცა ამ დროს მეზობელი თურქეთის გაცილებით დიდი ეკონომიკა 5%––ით იზრდება)ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწევთ ეკონომიკის საჭირო დონეს. –დღეს ბრენდი,,ქართული ფეხბურთი,,პრაქტიკულად არ არსებობს,შესაბამისად ქართველი ფეხბურთელების სატრანფერო ღირებულებები მიზერულია.წარმატებეული ეროვნული ნაკრების შემთხვევაში პარალელურად საქართველოში აღზრდილ ქართველ ფეხბურთელების მიმართ გაიზრდება ყურადღება,გაიზრდება სატრანსფერო ფასი(1995წელს ქინქლაძის ტრანსფერი 3 მლნ დოლარს შეადგენდა,რაც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი თანხა იყო,მაგრამ ქინქლაძე საბჭოთა საფეხბურთო სისტემაში იყო აღზრდილი.დღეს?დღეს როცა ტრანსფერები ახალგაზრდა 18–19წ ფეხბურთელებზე ათეულ მილიონებს შეადგენს,ჩვენ დღეს პრაქტიკულად ლამის უფასოდ ვეხვეწებით,რომ წაიყვანოს ქართველი ევროპულმა კლუბმა,რომ შემდგომში იქნებ ეროვნული ნაკრებისთვის შესაბამის დონეზე აღზარდონ) ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა,პრესტიჟია!ვერავითარი რეკლამები სნნ–ზე და ბბს–ზე ვერ შეცვლის ქვეყნის ცნობადობის ზრდისთვის მუნდიალებზე და ევროებზე წარმატებული ეროვნული ნაკრების მიერ გაწეულ რეკლამას! –სექტემბერში მორიგი შესარჩევი იწყება 2018წ მუნდიალისთვის.ძალიან არ მინდა,როგორც უკვე სამწუხარო ტრადიციადაა ქცეული, მე3–მე–4 ტურის შემდეგ დავკარგოთ სატურნირო მოტივაცია და წელსვე დავამთავროთ შესარჩევი.გასათვალისწინებელია,რომ შესარჩევ თამაშებს შორის ინტერვალი 2–3 დღეა ხშირად და თუ გავითვალისწინებთ პრობლემებს ფიზიკაში,მაშინ უბრალოდ აუცილებლობაა 20–22 ფეხბურთელი მაღალი დონის... პ.ს.10–11 წლის ბავშვი ვიყავი,როცა წავიკითხე გოგოლაშვილის ,,ნიკეს ცხრა გაზაფხული,,(მსოფლიო თასის 1930–1970წწ–ის პირველ ცხრა გათამაშებაზე)და ჩემს ცნობიერებაში აღვითქვი ურუგვაი–პატარა,მაგრამ ძალიან ძლიერი სახელწიფო!
ზაზა
რომ განვსაზღვროთ ჩვენი პოტენციალი,გავაკეთოთ მოკლე ექსკურსი წარსულში,შევაფასოთ დღევანდელობა, მომავლში პერსპექტივების რეალობა განვსაზღვროთ. ...13 მაისს ერთადერთ წარმატებას მივაღწიეთ საერთაშორისო დონეზე(შეიძლება კიდევ გავიხსენოთ ,,კოლუმბის თასის,,მოგება ესპანეთში ოთხთა ტურნირზე1973წ),.სსრკ ჩემპიონატებში ორჯერ მივაღწიეთ ჩემპიონობას(1964 და 1978წწ–ში) და ორჯერ მოვიპოვეთ სსრკ–ის თასი(1976,1979)..საერთოდ სსრკ–ის ჩემპიონატში თბილისის ,,დინამო,,(პრაქტიკულად საქართველოს ნაკრები)სტაბილურად კარგად ასპარეზობდა.ერთადერთი გუნდი იყო 1983წლამდე,რომელიც სატურნირო ცხრილში მე–9 ადგილზე დაბლა არ დაშვებულა(1983წელს მე–16ადგილი),მაგრამ ძლიერი ,,დინამოს,,ჩამოყალიბებას მაინც 10–15წელი ელოდებოდა გულშემატკივარი.პირველად ძლიერი გუნდი გვყავდა 30წწ–ის ბოლოს,ბორის პაიჭაძის ,დინამო,,რომლის უმაღლესი მიღწევა იყო მე–2 ადგილი 1939წელს(საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს იშვიათად ატარებდა ,1937წელს გვეწვია ბასკების ნაკრები,დავმარცხდით–0–2).მეორე ძლიერი თაობა 50წწ–ის დასაწყისში გვყავდა,რომლის ლიდერი იყო,,ბასა,,ღოღობერიძე –საუკეთესო შედეგებს გუნდმა მიაღწია 1951 და 1953წლებში,როცა ვერცხლის პრიზიორები გახდნენ(1953–ში ჩემპიონობა შესაძლებელი იყო,მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო წაგვაგებინეს უკვე ერთხელ მოგებული მატჩი გადათამაშებაში).საერთაშორისო მნიშვნელოვანი მატჩები არ გვქონია,თუ არ ჩათვლით რუმინეთის ნაკრებთან დამარცხებას(1–2).შემდგომში ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა 60–იან წლებში ,რომელმაც შეძლო 1964 წელს სსრკ–ის საფეხბურთო ოლიმპის დაპყრობა!გუნდის ლიდერები იყვნენ მესხი და მეტრეველი,რომელიც არ იყო დაბადებული საქართველოში და მოსკოვის,,ტორპედოდან,,მეცენატების(ძმები ლაზიშვილები,,ე.წ.,,ცეხოვიკები,,არალეგარული მილიონერები საბჭოთა ეპოქაში) მეშვეობით გადმოვიყვანეთ!სპეციალისტების მოსაზრებით მაშინ თბილისის ,,დინამოს,,ყავდა ერთ–ერთი საუკეთესო გარემარბები მსოფლიოში მესხი და მეტრეველის სახით!ამ გუნდს პრაქტიკულად არ უთამაშია ამხანაგური შეხვედრები ძლიერ ევროპულ კლუბებთან(გამონაკლისი–1959წ საფრანგეთის რეიმსთან მატჩი ,რომელიც დავთმეთ 0–1ანგარიშით;რეიმსი იმ წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისტი იყო).ევროპულ ტურნირებზე ჯერ სსრკ–ის კლუბები არ მონაწილეობდნენ,1965წლიდან უნდა ჩართულიყვნენ, თბილისის ,,დინამო,,ჩემპონთა თასზე უნდა გამოსულიყო,მაგრამ სსრკ–ის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი წლით გადადო საბჭოთა კლუბების დებიუტი ევროტურნირებზე( არ მოეწონათ ,,დინამოს,,ჩემპიონობა?).აღსანიშნავია,რომ მოსკოვის,,ტორპედოსთან,,ჩემპიონობისთვის დამატებითი მატჩის ლატვიელ არბირტს შედგომში კარიერაში პრობლემები შეექმნა. –შემდგომი ძლიერი თაობა უკვე 70–იანი წწ–ის მეორე ნახევარში გვყავდა ნოდარ ახალკაცის ხემძღვანელობით!მახსოვს ინტერვიუ იუპ დერვალთან(გფრ–ის ნაკრების მთ.მწვრთნელი,ევროპის ჩემპიონი 1980წ),რომელმაც განაცხადა,რომ ნოდარ ახლკაცი საუკეთესო იყო გერმანიაში მწვრთნელთა კურსებზე!დავით ყიფიანი,ალექსანდრე ჩივაძე,,გუცაევი,დარასელია,შენგელია,სულაქველიძე,ხინჩაგაშვილი,კოსტავა,მაჩაიძე...1978წ სსრკ–ის ჩემპიონობა,1976–79წწ–ში სსრკ–ის თასი.საბოლოოდ დიდი წარმატება 1981წ ევროპის თასების თასის გათამაშებაში!აღსანიშნავია 1980წელს მატჩი ბრაზილიის ,,ფლამენგოსთან,, ესპანეთის ქ.კადისში,,ოთხთა ტურნირზე,,(2–2).ფლამენგო 1981წელს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო,ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში დაამარცხა ლივერპული(3–0).ფლამენგოს შემადგენლობაში თამაშობდა იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი –ზიკო(,,თეთრ პელედ,,მოიხსენიებდნენ)და ბრაზილიის ნაკრების კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი.მნიშვნელოვანია,რომ დინამოს ფლამენგოსთან შეხვედრაში ტრამვების გამო აკლდნენ ჩივაძე და გუცაევი. –ბოლოს მაღალი დონის ფეხბურთი დინამოს შესრულებით ვიხილეთ 1982წელს ,,ნაპოლის,,წინააღმდეგ უეფა–ს თასზე)2–1,0–1),როცა პრაქტიკულად ორივე შეხვედრაში ნაპოლის ბურთი,,დავუმალეთ,,.ნეაპოლში მსაჯმა გაუგებარი მიზეზებით არ ჩათვალა ჩივაძის მიერ გატანილი საჯარიმო((...და აგერ უკვე გავიდა სამ ათეულ წელწადზე მეტი და.... –ქართული ფეხბურთი ,თბილისის ,,დინამო,,იზრდებოდა საბჭოთა ფეხბურთში მაღალი კონკურენციის პირობებში,საბჭოთა საფეხბურთო სისტემაში,დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან,შესაბამისად ბავშვებსაც გააჩნდათ მოტივაცია საფეხბურთო ოსტატობის დახვეწის სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკების გუნდებთან პაექრობაში,ტრიბუნებიც მუდამ სავსე იყო გულშემატკივრებით,ყურადღება საბჭოთა საქართველოს ორგანოების მხრიდან იყო მაღალი,შესაბამისად მოთხოვნებიც მაღალი ,პასუხისმგებლობა.სპორტული კარიერის შემდეგ გამოჩენილ ფეხბურთელებს ასაქმებდნენ მატერიალურად ანაზღაურებად სამუშაობებზე(მაგ,მეტრეველი რესტორნის დირექტორად,ზოგს შსს–ში,პროკურატურაში და ა.შ.)...მიუხედავად ყველაფრისა,მაინც ჩვენ 10–15წელი ველოდებოდით ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას,თაობათა ცვლა გუნდში ხშირად მძიმედ მიმდინარეობდა და დროში იწელებოდა(10–15 წელი დღეს უკვე ,თუ ნაკრებთან დაკავშირებით განვსაზღვრავთ,არის 5–8 შესარჩევი ტურნირი.ე.ი.თუ ჩვენ მაინც,მხოლოდ ჩვენი რესურსებით მხოლოდ 10–15წელიწადში ვახერხებდით ძლიერი გუნდის შექმნას. –დღეს?დღეს საქართველოს ჩემპიონატი გულშემატკივართა მცირე ინტერესს იწვევს,შესაბამისად არც ბიზნესი ინტერესდება,საბოლოოდ პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს ჩემპოონატში გაიზარდოს ეროვნული ნაკრების შესატყვისი დონის ფეხბურთელი.ერთადერთი შანსი,რომ ეროვნულ ნაკრების მაღალი დონის შემსრულებლებით დაკომპლექტების არის ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპულ კლუბში გაშვება,სადაც შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს ნაკრებისთვის საჭირო დონის ფეხბურთელად.მაგრამ აქ უკვე ერთ პრობლემას ვაწყდებით–სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებს მთელი თავის ისტორიის მანძილზე არავითარ წარმატებას არ მიუღწევია ,შესაბამისად ახალგაზრდა ქართველებზე მოთხოვნა თითქმის არ არის,დაბალი სანაკრებო შედეგების გამო არც სატრანსფერო ღირებულებაა მაღალი და... –გვქონდა იმედი,რომ მაისურაძის 17წ ასაკობრივი და ცეცაძის 19 წ ასაკობრივი ნაკრებებიდან თუნდაც ახალგაზრდული ნაკრები გვეყოლებოდა ძლიერი,მაგრამ ესპანელებმა,,ცივი შხაპი,,გადაგვასხეს(2–5,0–5),როცა ორ თამაშში 10 –ჯერ აიღეს ჩვენი კარები...
ზაზა
მონატრებული სიხარულის ნოსტალგიაზე((( ახლოვდება 13 მაისი.დღე ,რომელიც აღსანიშნავია,დაუვიწყარია,როგორც ყველაზე დიდი გამარჯვების დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში!დღე,რომელიც საერთოდ საქართველოს ისტორიაშია აღსანიშნავი,როგორც უდიდესი სიხარულის დღე საერთოდ ქართველი ერისთვის! სამწუხაროდ უკვე 35 წელი გავიდა და მის შემდეგ ქართულ ფეხბურთს საერთოდ არავითარი წარმატებისთვის არ მიუღწევია(((იმ დღის შემდეგ კიდევ 10წელი ვთამაშობდით სსრკ–ის ჩემპიონატში,შემდეგ მივიღეთ დამოუკიდელობა,1994წლიდან ჩავერთეთ მსოფლიო თასის,ევროპის ჩემპიონატების შესარჩევებში,მაგრამ შედეგი იყო მუდმივად ერთი–ნული.(((დაიწყებოდა ახალი შესარჩევი ციკლი,მორიგი ოპტიმისტური განცხადებებით,მაგრამ მე–3,მე–4 ტური შესარჩევის და უკვე ყველაფერი ნათელი ხდებოდა–სამწუხაროდ ჩვენ დანარჩენ თამაშებს სატურნირო პერსპექტივების გარეშე ვთამაშობდით(სამწუხაროდ აბსოლიტურად ყველა შესარჩევს!(საბოლოოდ დავწყნარდით,შევეგუეთ უპერსპექტივობას,რაც რეალობად შევრაცხეთ და უკვე დღეს ჯგუფში მესამე ადგილი ჩაგვეთვლება წარმატებად(((მაგრამ ჩავთვლით წარმატებად?ვიქნებით კმაყოფილები?... მე და ათასობით(სამწუხაროდ დღეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათასით განისაზღვრება,ესღა შემორჩა პოტენციურად მილიონიან არმიას),არ მინდა შევეგუო ამ აზრს და არც არასდროს შევეგუები!ჩვენ უნდა გვყავდეს მუდმივად,სტაბილურად ძლიერი ნაკრები!ამისთვის მიმაჩნია,რომ უნდა გავაფართოვოთ ნაკრებისთვის ფეხბურთელთა შერჩევის არეალი სხვა ქვეყნებში დაბადებული, აღზდილი ქართველი ფეხბურთელებით!მეზობელ თურქეთში სხვადასხვა მონაცემებით 5–7 მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს,ირანშიც მგონი მილიონზე მეტი.დღეს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ფეხბურთელები,ფრანგები ეროვნულ ნაკრებს აყალიბებენ ყოფილი კოლონიების რესურსების სრული გამოყენებით,ინგლისის ნაკრებში იშვიათი ხდება ანგლო–საქსი ფეხბურთელი(გაიხარეს ,როცა ანგლო–საქსმა ვარდიმ ნაკრების დონე ანახა!),გერმანიის ნაკრებში თურქები,პოლონელები,არაბები ...დუჩემ ფაშისტური იტალიის სადიდებლად ოთხი იტალიური წარმოშობის არგენტინელით გააძლიერა ეროვნული ნაკრები და იტალიელთა წარმატებაში გადამწყვეტი სწორედ ,,არგენტინელი იტალიელების, ორიუნდის,,გოლები აღმოჩნდა...დღეს სომხეთის ნაკრებში შვიდი სომხეთის გარეთ დაბადებული და აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს,მათ შორის თურქეთში დაბადებული ოზბილისი,რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა და სომხეთის ნაკრებმა უკვე ჩაატარა რამდენიმე წარმატებული თამაში(სლოვაკეთში 4–0 დაამარცხეს მეტოქე,დანიელები ყავთ დამარცხებული დანიაში...).ადრე ამ შედეგს ზღაპარშიც ვერ წარმოიდგენდნენ.სომხებს ზუსტად ის პრობლემა აწუხებს,რაზეც ქვემოთ,მოგვიანებით უნდა გავამახვილო ყურადღება.სომხებს ყავთ ოთხი საზღვარგარეთ აღზრდილი ძლიერი ფეხბურთელი(მხიტარიანი,ოზბილისი,მოვსესიანი,პაცინი),ხოლო დანარჩენი ადგილობრივი სუსტი ფეხბურთელები,დისბალანსია შემადგენლობაში...
avto
არასოდეს დამავიწყდება გმირები ხარტ
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
ის დღეები... დღეს კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა
დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა... რატომ არ ვაფასებთ ლეგენდარულ მწვრთნელს?
იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
აუტანელი ჰალსტუხი და... ჯონ ტოშაკი - ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓜᓐᓢᓐᓜᓯᓘ ᓓᓐ ᓓᓐᓣᓤᓐᓡᓔᓑᓔᓚᓘ ᓞᓐᓢᓠᓘᓐᓠᓥᓘ
ლუის მენოტი: მესის სიდიადისთვის მსოფლიო თასის მოგება არ სჭირდება
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"...ამან ხომ მთლად გადამრია კაცი, წიხლი ვუთავაზე და გავეკიდე"
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სერგო ჭურაძე: ფეხბურთით არ ვცხოვრობდი!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
TimeLine: თქვენი სახელი? მესი, ფეხბურთელი ვარ
გარდაიცვალა ანზორ გაბიტაშვილი
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...