რატომ არ გვჯერა მარტივი არითმეტიკის?
ფოთის "კოლხეთი" 3 წლის განმავლობაში არ თამაშობდა საკუთარ ქალაქში და უმაღლეს ლიგაში ადგილს დიდი ბრძოლით ინარჩუნებდა. მწირი ბიუჯეტითა და სხვა ქალაქებში ხეტიალის ფონზე ეს მშვენიერ შედეგად ჩანდა...

კოლხეთის დაბრუნება

...მაგრამ გამოჩნდა, რომ უმაღლესი ლიგის ყველაზე ღარიბ კლუბს მეტის პოტენციალი გააჩნია.

ყოჩაღ თემურ ბარქაიას, რომელმაც იმდენი ქნა, რომ გუნდი საკუთარ ქალაქში დააბრუნა. რაგბის კავშირისა და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმებით, "კოლხეთმა" მეორე წრის რამდენიმე საშინაო მატჩი მორაგბეთა სტადიონ "პარკი არენაზე" ჩაატარა. სწორედ იქ გამოჩნდა, როგორ მონატრებიათ და ჰყვარებიათ ფოთში ფეხბურთი. "კოლხეთმა" სარაგბო არენაზე ხუთივე შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინ ჩაატარა, ამ 5 მატჩიდან 2 მოიგო და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

კლუბში თვლიან, რომ "პარკი არენა" გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა. ამაზე "კოლხეთის" კაპიტანმა გიორგი ლემონჯავამ ილაპარაკა:

"საშინაო მატჩების საკუთარ ქალაქში გამართვა ყველა გუნდისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ფოთელებს კი ფეხბურთი უზომოდ უყვართ და ამას თავიანთი თანადგომით გამოხატავენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი "პარკი არენაა". მართალია, "დინამოსა" და "სამტრედიასთან" დავმარცხდით, მაგრამ ყოველ საშინაო თამაშზე ტრიბუნები სავსეა, რაც ბიჭებს ძალებს გვმატებს".

მაგრამ რაგბის კავშირის კეთილშობილური ჟესტი დიდხანს ვერ გაგძელდება - სტადიონი მორაგბეებისაა და ცხადია, საფეხბურთო გუნდს იქ მუდამ ვერ დააბინავებენ.

ჯერჯერობით, უცნობია, როდემდე დარჩება "კოლხეთი" ხიზნის მდგომარეობაში და როდის დაუბრუნება მშობლიურ "ფაზისს"?

ჩაშლილი იუბილე

ფოთის ცენტრალური სტადიონის აშენებას 2008 წლიდან უშედეგოდ ელიან. მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა. უსტადიონო "კოლხეთი" საშინაო მატჩებს ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძეზე" ატარებდა. ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე კლუბს ეს დამატებით პრობლემებს უქმნიდა. ლანჩხუთის სტადიონის ერთი მატჩისთვის დაქირავება 2 400 ლარი ჯდებოდა, პლუს - ტრანსპორტის ხარჯები.

რამდენიმე წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში ფოთში სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა "ჯენერალ ქონსტრაქშენ კომპანიმ" სამუშაოები მალევე შეაჩერა. ადგილობრივმა მთავრობამ კომპანიას ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობის მოტივით გაუწყვიტა.

რატომ დაირღვა სატენდერო პირობები და რატომ ვერ შეასრულა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები, ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს.

შარშან, იანვარში, ფოთის მერიამ "ფაზისის" სტადიონის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია "ხიდმა", კონტრაქტის თანახმად, გამოყოფილი 1,69 მილიონი ლარით დასავლეთ ტრიბუნის აშენება დაივალდებულა. თუმცა, ფოთის მერიამ თანამშრომლობა ამ კომპანიასთანაც იმ მოტივით შეწყვიტა, რომ სამუშაოები არაჯეროვნად იყო შესრულებული. მაშინ ითქვა, რომ თანხები "შეჭამეს".

ამის გამო, სტადიონის მშენებლობა (სადაც დასავლეთის ტრიბუნა 2015 წლის ივნისში უნდა დაესრულებინათ და 1940 მაყურებელზე იყო გათვლილი) აუხდენელ ოცნებად გადაიქცა, დიდი ფოთელის, ქართული ფეხბურთის ლეგენდა ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს კი სტადიონის ნაცვლად, ფოთის თეატრმა უმასპინძლა.

არადა, ერთი ხანობა, მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა.

სად წავიდა 3,9 მილიონი ლარი?

ამ დროისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2,7 მილიონი ლარის დიდი ნაწილი გახარჯულია, გაკეთებული კი თითქმის არაფერია, ხოლო მშენებლობა - შეჩერებულია.

ქალაქ ფოთის ადმინისტრაცია კომპანია "ჯენერალ ქონსტრაქშენ კომპანის" 453 ათას ლარს ედავება, ხოლო კომპანია "ხიდს" გრაფიკისა და ხელშეკრულების დარღვევებისთვის - 97 700 ლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ხიდის" დამფუძნებელი სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ნახევარ მილიონზე მეტი ოდენობის თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა...

მაგრამ ეს დავები ფეხბურთის მიღმაა, ფაქტი კი ის არის, რომ ჯერჯერობით, უცნობია, ქალაქის მერია ახალ ტენდერს როდის გამოაცხადებს და მშენებლობა როდის დასრულდება. მანამდე, ფოთის "კოლხეთს" მატჩების ჩატარება კვლავ "პარკი არენაზე" ან ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძეზე" მოუწევს.

ფოთის მერიაში სადავო თანხების ამოღების შემდეგ მის მობილიზებას აპირებენ. წესით, სატენდერო პროცედურები ამის შემდეგ უნდა დაიწყოს. სტადიონის მშენებლობისთვის შედარებით რეალურ იმედად ბიუჯეტიდან დამატებით 1,2 მილიონი ლარის გამოყოფა რჩება.

ახლა შევაჯამოთ: "ფაზისის" აშენებაზე უკვე დახარჯულია 2,7 მილიონი ლარი და დამატებით 1,2 მილიონს ითხოვენ, ანუ, ჯამში 3,9 მილიონ ლარი უნდა გამოიყოს. ეს იმ დროს, როცა ფოთის სტადიონზე ერთი ტრიბუნა აშენდა. ამაზე რას იტყვით?!

აშკარა-დაუჯერებელი!

ამ დროს, გაუგებარია, რატომ არავინ იბერტყავს ყურებს, როცა ბელგიური კომპანია "ევროქონექშენის" ქართველი წარმომადგენელი 7-ათასიანი, უეფას მე-4 კატეგორიის სტადიონების აშენებას 750 ათას ევროდ გვთავაზობს?

კომპანია კონტრაქტით დებს პირობას, რომ სტადიონი უსაფრთხოებისა და მდგრადობის პირობებს დააკმაყოფილებს, რადგან სრულად ითვალისწინებენ და იცავენ ევროკავშირის უშიშროების სტანდარტებს, მშენებლობას კი 6-7 თვეში ამთავრებენ.

ამ მასალებითა და ტექნოლოგიებით წამოჭიმეს ჰოლანდიაში "დენ ჰააგის", "ზვოლეს", "სპარტას", "როდას", "ბრედას", "გრონინგენის" სტადიონები, ბელგიაში "როზენდაალის" არენა, შოტლანდიაში - "სენტ მირენის" სტადიონი და ასე შემდეგ.

ბელგიელებს საქართველოში მშენებლობის უფლება რომ მიეღოთ, 7-ათასიანი სტადიონი, ფოთის გარდა, სხვა ქალაქშიც გვექნებოდა.

საინტერესოა, როდემდე უნდა აშენდნენ ფეხბურთის ხარჯზე და ამით როდემდე უნდა იზარალოს ქართულმა ფეხბურთმა? ასეთი ტკბილია ბიუჯეტის ფულები და იმდენად დავკარგეთ ქვეყნის შენების სურვილი, რომ ფულის გარდა, არაფერი გვაინტერესებს? ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ფულის ხვრა არ ჩანს?

საერთოდ, ვინმე ახსნის, რატომ სჯობია ერთ სტადიონზე 4 მილიონამდე ლარის გამოყოფა, როცა ამით ორი არენა აშენდება? რა, ბნელა?

სამწუხარო ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჯერაც ვერ მივხვდით - ამ ქვეყანას სხვა ვერ ააშენებს. ეს ჩვენვე უნდა გავაკეთოთ. ძალიან დიდი სირცხილია, 7 წლის განმავლობაში, იქ, სადაც ქართული ფეხბურთის აკვანი დაირწა, ერთ პატარა სტადიონს რომ ვერ აშენებ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ფეხბურთის განვითარებაზე ლაპარაკობენ და ამ დროს ფოთში,ბათუმში და მთლიანად დასავლეთ საქართველოში ზესტაფონის გარდა ნორმალური ინფრასტრუქტურა არ არი არსად.
zet-ს
თავისუფლად სუნთქავთ ფოთში აბა რა, სტადიონის ხმაური თქვენ არ გაწუხებთ და მოხარშული ხამსიას კეთილსურნელებით გაჟღენთილია მთელი ფოთი. მარტო ადგილობრივ ჩინოვნიკებს კი არა, თქვენი მაჟორიტარი პარლამენტში რომ არის წამოჭიმული, ეხლა მეორედ აპირებს წამოჭიმვას და იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავჯდომარეობა აქვს თბილად მორგებული, იმას მოთხოვეთ პირველ რიგში. ხომ აირჩიეთ ბესელია, ხოდა ეხლა თქვენი მოთხოვნების დროა
zet
აბა სააკაშვილი-ადეიშვილის დროს გაებედათ?! თავისუფლად ვსუნთქვთ არა?...
irakli Apkhaidze
დაირაზმეთ და კარები აუჭედეთ ყველას ვინც ამ საქმეში ჩართული იყო და დღესაც თანამდებობაზეა... სირცხვილია ასეთი ღორობა. ფოთი ჩალითაა დახურული თუ რა უბედურებაა?....
DAVITI
რა უბედურებაა ხალხნო ნუთუ იმას ვერ ხვდებიან რომ ეს ბელგიური კომპანია "ევროქონექში" ნაკლებ თანხას მოითხოვს და ნორმალური სტადიონი გვექნება ეს არ მესმის თუ ფულის ჩადება არ უნდათ მაშინ 4 მილიონს რატო დებენ თუ არა და მათ (სულ რომ არ უნდოდეთ სტადიონის აგება ) 750 000 ათასის ჩადება არ ურცევნიათ და სამჯელ მაკლების გადახდა რა უცნაური ხალხია რა აზროვნება აქვთ საიდან მოდიან დათვლის უნარიც არ აქვთ არ ვიცი იქნებ ყოველ ტენდერზე ფულს გამოყოფენ მერე ტყუილად ადებენ ბრალს და მერე იმ გამოყოფილ ფულს ისევ თავის საკუთარ ჯიბეში და არა ბიუჯეტში იდებენ არ ვიცი იქნებ ეს კორუფციული სქემაა რთულია ამის წარმოდგენა რადგან ალბათ ტვინიც არ ეყოფათ მაგრამ ასე თუ არაა მაშინ სულელები არიან რომელსაც ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ზღვას ატანენ როდემდე ასეთი უუნაროინი , როდემდე ასეთი უპასუხისმგებლონი , როდემდე ასეთი სულელი მთავრობები უნდა გვყავდნენ რატომ არგამჩნდა წესიერი ვინც ამ უსუსურ ქმნილებებს მოაშორებენ .
beqnu
რა გახდა მაგ კომპანიის შემოყვანა ან კიდევ სხვაც არაერთი იქნება , რომელიც იაფად აშენებს ნორმალურ სტადიონებს . ან ფეფერაცია ან ან ვიბმე რატომ არ ინტერესდება
kaxa
ფოთელებო ერთად დავდგეთ და მოვითხოვოთ ბელგიური კომპანიის შემოყვანა . კარი ავუჭედოთ გაუმაძღარ ჩინოვნიკებს. გამოფხიზლდიით.....
irakli gogmachadze
სანამ ეს კომუნიზმის სასტავი არ ამოწყდება და მომავალი თაობა არ მოვა არაფერი გვეშველება...
ნიკა
სამწუხაროდ თანამდებობებზე ხარბი და გაუმაძღარი ადამიანები არიან. მათი მცდელობები საკუთარი ჯიბიკენაა მიმართული და არა ქვეყნისკენ!...ეს ამბავიც ამის ნათელი დადასტურება....
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
ცხინვალის "სპარტაკი" ბესიკ ჩიმაკაძესთან და ვახტანგ ფანცხავასთან თათბირობს
"ბიჭები სახლებშიც ვერ მიდიან, გზის ფული არ აქვთ" - რა ხდება ფოთის "კოლხეთში"
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
კოლხეთი-დორდოი 2:0 - გამარჯვება ყირგიზეთის ჩემპიონთან
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ინფორმაცია გადადებული მატჩების შესახებ
გიორგი ლემონჯავა: ფოთისნაირ ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქს ეს არ შეშვენის
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
სამზადისი. ბოლნისის "სიონი": თუ გაწვიმდა...
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს