საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ისე განვითარდა მოვლენები, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ერთბაშად 5 გუნდს აქვს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი ან პირიქით - გავარდნის საფრთხე.

"შოკური თერაპია" ჩვენს ჩემპიონატში, განსაკუთრებით კი ბოლო ტურებში, არც პანაცეაა და არც რაიმე სიახლე. ეს, ფაქტობრივად, "დაკანონებული" რეალობაა, რომელიც კარგა ხანია ტრადიციად ჩამოყალიბდა. ისიც გვესმის, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფინიშის სწორზე დუღილის ტემპერატურა მაღალია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გადამწყვეტ ტურში გუნდები "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს უერთგულებენ და მხოლოდ უშეღავათო ბრძოლაში დაიბევებენ ადგილს საუკეთესოთა მარაქაში.

"მერანისა" და "დილას" მატჩს გარკვეული ინტრიგა ორივე გუნდისთვის ჰქონდა - მართალია, გორელებმა ევროპალიგის საგზური უკვე გაინაღდეს, თუმცა მათ ამოცანას მეორე ადგილზე გასვლა წარმოადგენდა. აი, მარტვილელთა მდგომარეობა კი წინა ტურში "ზუგდიდთან" მარცხმა ძალიან დაამძიმა და მათთვის კიდევ ერთი წაფორხილება თეორიული შანსის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა.

ამიტომაც იყო, რომ მასპინძლები მოედანზე ზემოტივირებულები გავიდნენ და საწყის წუთებში ორი ერთმანეთზე მწვავე მომენტი შექმნეს მეტოქის კართან. ჯერ მელიავა-ტეიდი-უგულავას კომბინაციის შემდეგ, ხუთიოდე მეტრიდან მერანელთა ნიგერიელ ლეგიონერს მართებდა გატანა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა; მოგვიანებით კი კიჭი მელიავას ზუსტი გადაცემით ჯაბა უგულავა გადიოდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა დასწრებაზე ჩინებულად ითამაშა დავით ლეგაშვილმა და ხიფათი განმუხტა.

მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც მოახერხეს: აქტიური ბენჯამინ ტეიდის მიერ წამოწყებული შეტევა შოთა ჯიქიას შესანიშნავი გადაცემითა და უგულავას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა - 1:0.

ფრთაშესხმული მერანელები აქტიურად განაგრძობდნენ იერიშებს. თუ მარტვილელთა მარცხენა მცველი გიორგი გეგია ძირითადად საკუთარი საჯარიმოს მისადგომების უსაფრთხოებით იყო დაკავებული, მარჯვენა მცველი მელიავა თითქმის ყველა იერიშის ორგანიზატორად გვევლინებოდა. სწორედ მის გამოზომილ პასს მოჰყვა სტუმართა საჯარიმოში უგულავასა და ბაგაევის ორთაბრძოლა, როცა არბიტრმა დამნაშავედ ეს უკანასკნელი მიიჩნია. 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა ვანო ხაბელაშვილმა - 2:0.

ტაიმის ბოლომდე, თუ სტუმართა შემტევ ლევან ნონიკაშვილის სახიფათო დარტყმას (მცირე მანძილით ასცდა "მერანის" კარს) არ ჩავთვლით, დასამახსოვრებელი არც არაფერი მომხდარა. აი, ზედ 45-ე წუთზე კი თემურ ღონღაძემ მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში სახიფათოდ ჩაჰკიდა, რასაც მცველის შეცდომა მოჰყვა, გამოვარდნილ ბურთზე კი ყველას ირაკლი ძარიამ დაასწრო და ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა - 2:1.

შესვენების შემდეგ მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. პირველ ეპიზოდში სტუმრებს მიეცათ რეალური შანსი - ღონღაძის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე კი გიორგი თექთურმანიძეს გატანა არ გასჭირვებია, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

იქვე, მასპინძლებმაც ვერ იხეირეს - მრავალსვლიანი კომბინაციის დაგვირგვინება მოედანზე ახალშესულ ნიკა საბანაძეს მართებდა, თუმცა მისი თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მარტვილელთათვის მძიმე გამოდგა 72-ე წუთი, როცა ღონღაძემ გამჭოლი გადაცემა გაუკეთა გოგა ფალავანდიშვილს, რომელმაც ერთი მოძრაობით რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა, მეკარესთან მარტო დარჩენილს კი გატანა არ გასჭირვებია - 2:2.

ბოლოსკენ მასპინძლებს სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა ვა-ბანკზე წასვლა. ისინი მთელი ძალებით მოწინააღმდეგის ნახევარზე გადავიდნენ, იბრძოლეს და გაუმართლათ კიდეც - არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა შოთა ჯიქიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

ამ მოგებით "მერანმა" უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა. იმისთვის, რომ მათ კონკურენტებს გაუსწრონ და მინიმუმ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვონ, აუცილებელია, სტუმრად ბათუმის "დინამო" დაამარცხონ.

პარალელურად კი, "დილას" "ზუგდიდთან" შეხვედრაში გულმხურვალედ უნდა უქომაგონ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური

14.05. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"

მერანი-დილა 3:2

გოლები: 1:0 უგულავა (13. შ. ჯიქიას პასით), 2:0 ხაბელაშვილი (16-პენ), 2:1 ძარია (45+2), 2:2 ფალავანდიშვილი (71. თ. ღონღაძის პასით), 3:2 შ. ჯიქია (90+4)

მერანი: მამალაძე, მელიავა, გიორგაძე, ი. ციცხვაია, გეგია, წყაროზია (25. შენგელია), ტეიდი, გოგუაძე, ხაბელაშვილი (77. კიკნაველიძე), შ. ჯიქია, უგულავა (54. საბანაძე).

სათადარიგოები: სევოსტიანენკო, რუხაია, ჯღამაია, ჩუბითიძე

მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

დილა: ლეგაშვილი, თ. ღონღაძე, ბაგაევი, სამხარაძე, კვირკველია, ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი, თექთურმანიძე (66. მოდებაძე), ძარია (71. საბაძე), მაშუკოვი (81. გამცემლიძე), მარცვალაძე.

სათადარიგოები: მარიამიძე, ოქროპირიძე, ელიაური, ლომიძე

მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი

გაფრთხილება: შ. ჯიქია (24), თ.ღონღაძე (48), საბანაძე (67), მელიავა (70)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24

ო. მარცვალაძე (დილა) 17

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16

ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13.

ბოლო ტური

22 მაისი, კვირა

ტორპედო-საბურთალო

დილა-ზუგდიდი

დინამო (ბთ)-მერანი

სამტრედია-სიონი

დინამო (თბ)-შუქურა

კოლხეთი -გურია

ცხინვალი-ლოკომოტივი

ჩიხურა-საპოვნელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Korka
Dila sad dainaxe dawolili jigaro, an kide dawolili ara magram bevrjer gupatiurebis mcdeloba qonda dinamos gundebis rac gamouvita penlebit, da kide , 2 jer ar daawvina dilam dinamo?
FC.Din
სად არიან გორელი გულშემატკივრები, დინამოს რომ ლანძღავენ და დილას პატიოსნებაზე დებენ თავს?.. კი იყო რამდენიმე ეპიზოდი ამ ჩემპიონატში როცა მსაჯებმა დინამოს სასარგებლოდ ჩაბერეს საკამათო სიტუაციებში (თუმცა დინამო წელს მაინც ჩემპინი იყო და ნუ შემედავებით ამაზე), მარა ვინმესთან ,,დაწოლილი" დინამო გინახავთ?
სიმართლე
mazakvali 4 წუთი დაამატა და 10 წამი იყო დარჩენილი თამაშის დასრულებამდე შეტევა რომ წამოიწყო "მერანმა" ასე, რომ სახელის შესაბამის აზროვნებას შეეშვი ;)
mazakvali
რამდენი წუთი დაამატა სუდიამ, გოლის გატანამდე იყო იგრა? :))))
Lasha
აქ მოთამაშე ლეგიონერი. ბენჟამენ ტეიდი არის ძალიან მაგარი ჩამშლელი, ვნახე მისი თამაში დინამოზე, ლოკომოტივთანაც, ამ ვიდეოშიც აშკარად გამოჩნდა რომ ძალიან ჭკვიანი და ტექნიკურია, საოცრად წარმართა გოლის ეპიზოდში ის კონტრშეტევა. იქნებ ეფიქრა დინამოს ამ მოთამაშის დამატება ან გორის დილას, რომლებსაც ასეთი მოთამაშე ევროთასებზე გამოადგებათ, თან არამგონია მაგის ტრანსფერი ძვირი დაჯდეს
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გურია-საპოვნელა 3:0 - ჟორდანიამ "გურიაში" 51-ედ... ითამაშა [VIDEO]
ვის ელოდებიან ბოლნისში? "სიონმა" ახალწვეულები წარადგინა
მერანი-ტორპედო 2:1 - ვისთვის სასიამოვნო, ვისთვის უსიამოვნო ტრადიცია [VIDEO]
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
უმაღლესი ლიგის XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს
თითქოს, ომში მივდივარ!.. 22 წლის დავით ლეგაშვილს ფეხბურთიდან წასვლა სურდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
ეროვნული ლიგა. X ტური: მეკარემ საოცარი ბურთი აიღო და "სიონმა" მოიგო [VIDEO]
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
მერანი-სამტრედია 2:3 - შეცვალე და მოიგე!
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
მერანი-საპოვნელა 2:0 - ნიკა საბანაძემ "მერანი" გააჭენა
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ზუგდიდი-სიონი 1:3
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
სიონი-ტორპედო 6:2 - სიო(ნი) კი არა, ქარიშხალი! [VIDEO]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ბერძნები, ნიგერიელი და გადარჩენის შანსი - ინტერვიუ მარტვილის "მერანის" დირექტორთან
კახა გოგიჩაიშვილი: ჩვენთან სამ ქულას ნურავინ დაგეგმავს!
მარტვილის "მერანს" კაპიტანი დაუბრუნდა - სერგი ორბელაძე უკანა ხაზს გააძლიერებს
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
ცხინვალი-მერანი 1:1 - დამსახურებული ქულა [VIDEO]
მერანი-პირინი 2:3 - მარცხი ბულგარელებთან ხისტ თამაშში
არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონის" მიზანი ოთხეულია!
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
უმაღლესი ლიგის XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა