დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული ტურნირი სხვებისთვის დახურული იყო
სეზონში "დიდი სლემის" მეორე ტურნირი უახლოეს კვირას დაიწყება. სანამ როლან გაროსის კორტებზე საჩოგბურთო ბატალიები აიღებს სტარტს, იქამდე საფრანგეთის ღია პირველობის ისტორიის მოკლე ექსკურსს შემოგთავაზებთ.

საფრანგეთის ღია პირველობის ისტორია 1891 წლიდან იწყება. ოთხი ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან ის რიგით მესამე იყო - უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის შემდეგ. სხვათა შორის, ტერმინი "დიდი სლემი" მხოლოდ 1933 წელს იქნა შემოღებული - ამ სერიის რიგით მეოთხე ტურნირის წარმოქმნიდან თითქმის 30 წლის შემდეგ.

ის შემოიღო "ნიუ იორკ თაიმსის" მესვეტემ, ჯონ კირანმა. იმ წელს ავსტრალიელმა ჯონ კროუფორდმა გაიმარჯვა ავსტრალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატებში და ამერიკის ღია პირველობის წინ კირანმა ოთხივე ტურნირზე მოგების შესაძლებლობა ბრიჯში "დიდ სლემის" აღებას შეადარა. მართალია, კროუფორდმა ამერიკაში ფინალი წააგო ლეგენდარულ ფრედ პერისთან, მაგრამ ტერმინი დღემდე შემორჩა.

დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული ტურნირი დახურული იყო გარე სამყაროსთვის - მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საფრანგეთის საჩოგბურთო კლუბების წევრებს ჰქონდათ. ამ კლუბებში შეიძლება ყოფილიყვნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეები, მაგრამ 1891-1924 წლებში (იქამდე, სანამ ტურნირმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო) იქ მხოლოდ ერთმა უცხოელმა გაიმარჯვა. ქალთა ერთეულების თანრიგში, რომელიც 1897 წელს გამოჩნდა, 30 წლის განმავლობაში მთავარ პრიზს მხოლოდ ფრანგი ქალები იგებდნენ.

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ 1925 წლიდან ტურნირი ყველასთვის ღია გახადა და ხელი შეუწყო მის მომავალ განვითარებას. თუმცა იმ წლებში ადგილობრივ გულშემატკივრებს შეეძლოთ არ ენერვიულათ ფრანგი ჩოგბურთელების გამო - ქალთა ჩოგბურთში სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგა სიუზან ლენგლენი, მამაკაცებში კი ბატონობდა "ოთხი მუშკეტერი".

სიუზანმა, რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ 39 წელი იცოცხლა, ექვს-ექვსჯერ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი; გარდა ამისა, 1920 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი და ბრინჯაოს ერთი მედალი. დღეს მის სახელს ატარებს როლან გაროსის კომპლექსის მეორე კორტი. ცნობისთვის, ცენტრალური კორტი ფილიპ შატრიეს სახელობისაა - ეს პიროვნება მრავალი წლის განმავლობაში ედგა სათავეში საფრანგეთისა და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციებს.

რაც შეეხება "მუშკეტერების" ოთხეულს, მათზე განსაკუთრებული საუბარია. ესენი იყვნენ - ჟან ბოროტრა, ანრი კოშე, რენე ლაკოსტი და ჟაკ ბრიუნიონი, რომლებმაც ფრანგულ ჩოგბურთს დიდება მოუტანეს. ოთხმა ჯამში "დიდი სლემის" 43 ტიტული მოიპოვა, აქედან 20 ერთეულთა თანრიგში (მხოლოდ ბრიუნიონს არ ჰქონდა ერთეულებში "დიდი სლემის" ტიტული). გარდა ამისა, 1927-32 წლებში ისინი არავის უთმობდნენ დევისის თასს, რომლის პრესტიჟი მაშინ უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს.

როლან გაროსის კომპლექსის იდეა 1927 წლის ფინალში სტუმრად ამერიკელებთან დამარცხების შემდეგ წარმოიშვა. საქმე ისაა, რომ მაშინ საფრანგეთს არ ჰქონდა სტადიონი, რომელიც ღირსეულად უმასპინძლებდა დევისის თასის ფინალს (იმ წლებში მოქმედი ჩემპიონი მხოლოდ ფინალში თამაშობდა, დანარჩენები კი მასთან შესახვედრად იბრძოდნენ).

საბოლოოდ, კლუბმა Stade Francais-მ, რომელიც ბულონის ტყის გვერდით მიწის ნაკვეთს ფლობდა, სამი ჰექტარი ფართობი გამოჰყო ახალი საჩოგბურთო კომპლექსის ასაშენებლად, ოღონდ ერთი პირობით - სტადიონისთვის ცნობილი ფრანგი მფრინავის, პირველ მსოფლიო ომში დაღუპული როლან გაროსის სახელი უნდა ეწოდებინათ. საქმე ისაა, რომ გაროსი Stade Francais-ის წევრი იყო. ასე გაჩნდა მფრინავის დაღუპვიდან ათი წლის თავზე პარიზში როლან გაროსის საჩოგბურთო კომპლექსი.

"მუშკეტერები" მორიგეობით იგებდნენ ტურნირს 1924-32 წლებში (ორჯერ გაიმარჯვა ბოროტრამ, სამჯერ - ლაკოსტმა და ოთხჯერ - კოშემ), რის შემდეგაც მათ დატოვეს საჩოგბურთო სცენა. სხვათა შორის, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში თასს "მუშკეტერთა" საპატივცემულოდ სწორედ მათი სახელი დაარქვეს. კარიერის დასრულების შემდეგ ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კვალი ლაკოსტმა დატოვა. მას ჯერ კიდევ კორტზე გამოსვლისას შეარქვეს "ნიანგი" და მოგვიანებით რენემ სპორტული ფორმის მწარმოებელი ფირმა დააარსა, რომელიც დღემდე პოპულარულია. საფრანგეთს ასეთი წარმატებული ჩოგბურთელები აღარ ჰყოლია და "მუშკეტერების" შემდეგ პარიზში მთავარი პრიზი მხოლოდ ორჯერ დარჩა.

1946 წელს უძლიერესი გახდა მარსელ ბერნარი, 1983 წელს კი სახელგანთქმული იანიკ ნოა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ საკმაოდ პოპულარული შოუმენი და მომღერალი გახდა.

საინტერესოა, თვალი გადავავლოთ როლან გაროსის რამდენიმე რეკორდს, რომელიც Open Era-ში (1968 წლიდან მოყოლებული) დაფიქსირდა. რაფაელ ნადალმა ყველაზე მეტი ტიტული (ცხრა) მოიპოვა ერთეულთა თანრიგში; გარდა ამისა, ესპანელი რეკორდსმენია ზედიზედ მოგებების მიხედვით (ხუთი, 2010-14).

ქალთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ კრის ევერტმა გაიმარჯვა - შვიდჯერ, მაგრამ ამასთან, მხოლოდ ორჯერ შეძლო ტიტულის დაცვა. ანალოგიური მიღწევა აქვთ მონიკა სელეშსა (1990, 1992) და ჟუსტინ ანენს (2005, 2007).

ტურნირის ყველაზე გრძელი მატჩები 2004 და 2010 წლებში ჩატარდა. შვიდი წლის წინ ფაბრის სანტორომ 6 საათი და 33 წუთი (ეს დრო აბსოლუტური რეკორდია შარშანდელ უიმბლდონამდე, სანამ ცნობილი მარათონული მატჩი არ გამართეს ჯონ ისნერმა და ნიკოლა მაუმ) მოანდომა თანამემამულე არნო კლემანის დამარცხებას.

ქალების ტურნირზე კი ხანგრძლივობის რეკორდი დააფიქსირეს კურუმი ნარამ და მონიკა ნიკულესკუმ, რომლებმაც კვალიფიკაციის ფინალურ რაუნდში 4 საათი და 42 წუთი დაჰყვეს მოედანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ჩოგბურთის ლეგენდა არტურ ეში
ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა
სერენა უილიამსი სულ სხვა განზომილებაა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
სერენა უილიამსი მონიკა სელეშზე წინ
მასტერსი: ცინცინატი ციფრებში
როჯერ ფედერერის საზაფხულო კრიზისი
საფრანგეთის ნაკრების კაპიტნად იანიკ ნოა დანიშნეს
აშშ-ის ღია პირველობა: ბალახიდან ჰარდზე გრუნტის გავლით
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
შტეფი გრაფი vs სერენა უილიამსი
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ენდი მარეი წაგებით დაბრუნდა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
სერენა უილიამსის 10 გაელვება
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
"ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ" ᓪᓘᓤᓠᕔᓑᓨᓘ
კრის ევერტი - ბევრი რამით საუკეთესო
ᓐᓠ