ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა
დღეს, 20 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განცხადება მატჩის მანიპულაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოვლინდა.

სფფ-ის ხელმძღვანელობამ საეჭვოდ ხობის "კოლხეთისა" და ქედის "ბეთლემის" შეხვედრა მიიჩნია, რომელიც "კოლხეთის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. შედეგად, "ბეთლემის" 4 მოთამაშეს და მწვრთნელის ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალებათ ფეხბურთში მოღვაწეობა, ხოლო "ბეთლემი" მოიხსნება გათამაშებიდან, დაქვეითდება ქვედა დივიზიონში და დაეკისრება ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით.

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. აქედან გამომდინარე, ვწუხვარ... მსგავს ფაქტებს, რომლებიც მთლიანობაში აზიანებს ქართულ ფეხბურთს, ფეხბურთის ფედერაცია ეწინააღმდეგება. სანამ ფედერაციის პრეზიდენტი გავხდებოდი, მანამდეც ვამბობდი, რომ ხალხი, რომელიც 24 საათის მანძილზე ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე, ვფიქრობთ მის მომავალზე, არ შევეგუებოდით ამ ყველაფერს...

ვინც უნდა იყოს გარეული, მსგავს ფაქტებზე ფეხბურთის ფედერაცია თვალს არ დახუჭავს. ეს ყველაფერი საერთო ქართულ საქმეს დიდ ზიანს აყენებს. ყველა თამაშს ვესწრებით და ვაკვირდებით, თუ რა და როგორ ხდება.

კონკრეტულ ფაქტზე გადავალ - ეს ეხება ხობის "კოლხეთსა" და "ბეთლემს" შორის 2016 წლის 10 მაისს გამართულ მატჩს. ხმების საფუძველზე, მოვითხოვეთ ამ თამაშის ვიდეოჩანაწერი. რთული იყო ვიდეოს მოპოვება, მაგრამ შევძელით და მისი გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, სადისციპლინო კომიტეტთან ერთად მიგვეღო სანქციები.

ხობის "კოლხეთსა" და "ბეთლემს" შორის საფეხბურთო მატჩში დაირღვა სპორტული სამართლიანობის წესი. "ბეთლემის" მხრიდან ადგილი ჰქონდა შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოისახა ავტოგოლში, ბრძოლისთვის თავის არიდებასა და მწვრთნელის მიერ უმოქმედობაში.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად:

1. ქედის "ბეთლები" რანგით ქვედა ლიგაში დაქვეითდა.

2. გუნდს დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.

3. ფეხბურთელებს: ლევან ბეთქაშევს, კარენ მაკარიანს, თეიმურაზ ხარებავას და არჩილ ბაჯელიძეს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.

4. მწვრთნელ-ასისტენტს, რომან ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.

ვიდეომასალები გადმოგეცემათ ჟურნალისტებს და თავადაც ნახავთ, რაც ხდებოდა იმ მატჩზე.

მე ვარ გარანტი, რომ სხვა თამაშებზეც თუ დაფიქსირდება მსგავსი შემთხვევა, ყველა მკაცრად დაისჯება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რედაქციისგან: sportall.ge სფფ-ის მიერ მოწოდებულ ვიდეოს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

ზურა
გარიგებაში ორი მხარე მონაწილეობს. ერთ მხარეს დაეკისროს ჯარიმა,ჩამოქვეითდეს დაბალ ლიგაში, ფეხბურთელებს აუკრძალო თამაში სამუდამოდ და მეორე მხარე არ დასაჯო სადაური სამართალია? იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი
ra azri aqvs
იქნებ ზველი მატცჰებიც გენახატ არაა ზნელი და მერე
sulkhan
ყოჩაღ ლევან ! სამარცხვინო კადრებია ვიდეოზე, მოსაშორებელია ფეხბურთიდან ყველა ვინს ამისთანა სიბინძურეს ჩასდის !რათ უნდა ამას გამოძიება ? ისედას ყველაფერი ნათელია.ოღონდ ლევან უკან არ მოაბრუნო ესენი ! არავითარი ამნისტია !!!!!
gia
მმმმმმ
ako
რამეზე რომ საუბრობ უნდა იცოდე და გესმოდეს...სანამ რამეს იტყვი...კოლხეთი ძლიერი გუნდია გასაკვირი ამაში არაფერია უმოტივაციო ლახვს რომ 3-0 მოუგო....და გადათამაშებასაც მოიგებს დიდი ალბატთობით...იმიტომ რომ უძლიერსი გუნდია.......გაიგეთ ყველააააააააააამმმმმმმმმმ.....
ლევანი
მეორე ლიგა!!!!!
ჯეკო
კობი, სამართლიანობა მოითხოვს რომ ხობის კოლხეთიც დაისაჯოს,ჩემი აზრით ორივე ერთნაირად არის დამნაშავე, სხვაგვარად მიკერძოება გამოდის.
Pene
კოლხეთს არ უნდოდა, ჩაუდეს ხოო??? სანქციები ორივე მხარეს უნდა დაეკისროს! ზიზუ ვერ იქნებოდა დაინტერესებული ამ თამაშის გაყიდვით და ცოტა რეალურადაც შეაფასეთ ვის აწყობდა! ლიახვთან 3:0 მოგებაც ძაან საეჭვოა კოლხეთის
dave
მართებული გადაწყვეტილებაა !!! ცოტა მეტი ყურადღება და მონდომება და ვინც დგას ამ ყველაფრის სათავეში ისიც უნდა გამოაშკარავდეს და მიეცეს პასუხისგებაში :)
Giorgi567
კობი 100% იანი ხარ და არანაირი დათმობას არ ვიყოთ როგორც ეს სიჭინავამ გააკეთა ზუსტად მაგის შედეგია ეს დღევანდელობა თავზე ხელი რო გადაუსვა 1 თვის მერე იმ ხალხს
sizmara
მარტო ერთი მხარე რატო დასაჯეს და რატო მწვრთელის ერთი ასისტენტი?
კომუნისტი
სტამბულის ფინალი მილანი ვს ლივერპული 3:3 რომ განეხილათ ესე მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოს საფუძველზე , მემგონი იქაც ეკუთვნოდათ იგივე სანქციები ))))
fergi
ეუფ, საღოლ ბიჭები ორივე მხარეს. კოლხეთს გოლი ვაბშე როგორ გააქ დაუღეჭეს მცველებმა და მაგასაც მაზავენ ტიპები და ბეთლემი კიდე . . . თუ აკეთებ ისე მაინც ქენი იავნი არ იყოს :)
Eric cantona
სწორი გადაწყვეტილაბაა ! ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვლება უკეთესობისაკენ. თუათაშხიას ტქმის არ იყოს ამათ ადგილზე სხვა სარეველა ამოვა, მაგრამ კიდე რომ გამარგლავ შეცოტავდება დასუსტდება და ბოლოს გაქრება ! არ უნდა იყოს ესეთ დროს პატიება და დანდობა !
გიორგი
მატჩი თუ გაიყიდა, ესეიგი გარიგება დაიდო. გარიგება როგორც წესი ორმხრივია და კოლხეთს არანაირი სანქცია არ დაეკისრება?
bravokobis
მიდი კობი, დედა ..... მასეთ ვაჭრებს და ამოკვეთე ქართული ფეხბურთიდან
მანიპულაციები
უმაღლეს ლიგაშიც ზუსტად იმავე ანგარიშით დამტავრებული მატჩების ვიდეოჩანაწერებს გადაავლეთ თვალი ბატონო ლევან :)
gio
შეიძლება ჩვენც ვნახოთ ? გულშემატკივრებმა ?
vaso
საღოლ კობი ჯიგარი ხარ იქნებ რამე გვეშველოს ნელნელა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ᓡᓤᓤ-ᕘᕡ ᓡᓞᕝᓠᓢᓣᓚ-ᕢᓔᓥᓜᓘᓙᕣᕠᓛᓐ ᓙᓝᓛᓘᕢᓔᓢᕛᕐ "
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო