თასის ფინალს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია
გლაზგოში, "ჰემპტდენ პარკზე" 50 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო შოტლანდიის თასის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს "რეინჯერსი" და "ჰიბერნიანი" ხვდებოდნენ, ანუ კლუბები, რომლებმაც გასული სეზონი ჩემპიონშიპში გაატარეს.

საბედნიეროდ, "რეინჯერსმა", ბოლოს და ბოლოს, მოახერხა პრემიერშიპში დაბრუნება, "ჰიბერნიანმა" კი პლეი ოფში ვერ იყოჩაღა და ქვედა ლიგაში დარჩა.

გლაზგოელთათვის სეზონის იდეალური გვირგვინი თასის მოგება იქნებოდა, მარკ ვორბარტონის გუნდი ითვლებოდა კიდეც ფავორიტად. თუმცა "სელტიკის" ყოფილ ფეხბურთელს, ენტონი სტოუკსს, რა მოასვენებდა და მან ჯერ დებიუტში ანგარიში გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე 27 წლის ირლანდიელმა ანგარიში გაათანაბრა (2:2). იმ დროისთვის მისი გუნდი უკვე აგებდა.

ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც ბოლო წამებზე დევიდ გრეიმ თავური დარტყმით მოახერხა გატანა და "ჰიბერნიანს" 1902 წლის მერე პირველად, 114-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოაგებინა შოტლანდიის თასი.

ბუნებრივია, ამან ფანებში დიდი სიხარული გამოიწვია, მაგრამ ზღვარგადასული ემოციებიც არ ვარგა. ქომაგთა ნაწილი მინდორზე შეიჭრა და თითქმის ყველა იმავეს აპირებდა, პოლიციის კორდონი რომ არ გამოსულიყო. "ჰიბერნიანის" ფანები სამართალდამცველებმა ძლივს დააშოშმინეს.

მოხდა რამდენიმე შეხლა-შემოხლაც. "რეინჯერსის" ბანაკში ირწმუნებიან, რომ გლაზგოელთა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება დაწყებულია.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა