Ambebi.ge-ს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულნი
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულნი.

წყაროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს.

როგორც Ambebi.ge იუწყება, ტელეკომპანია "ტაბულას" მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძეა.

იხილეთ ვიდეო

საინფორმაციო პორტალი შეეცადა, დაკავშირებოდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და დამატებითი ინფორმაცია მიეღო მათგან. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ლომიძემ თავდაპირველად ზარზე უპასუხა და სთხოვა, რამდენიმე წუთში დაერეკათ, შემდეგ კი ზარებზე აღარ უპასუხა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კი კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ვინაობა დაასახელა.

პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენების ფოტოსურათები და ჩხუბის კადრები წარმოადგინა.

მისი თქმით, "ზონდერჯგუფს" უშუალოდ ხელმძღვანელობს გიორგი არეშიძე, რომელთანაც სპორტსმენები მოსამზადებლად შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსს, გეგა გეგეშიძეს მიჰყავს. შემკვეთი და დამფინანსებელი კი, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა.

"ამ ზონდერჯგუფების უშუალო შემქმნელი და დამფინანსებელი არის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს გიორგი არეშიძე. სწორედ ის ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც ასეთი ცემა-ტყეპისთვის იწვრთნებიან ეს ზონდერები. გიორგი არეშიძის "ენჯეოს" საფარქვეშ კეთდება ეს ზონდერჯგუფი.

რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი. მისი ბიძაშვილი - ჭიდაობის ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე იყო დღეს მთავარი ინიციატორი ცემა-ტყეპისა.

კახი კალაძესთან ერთად არის კობა ტყეშელაშვილი, რომელიც დღეს ასევე ძალიან აქტიური და აგრესიული იყო და ხელმძღვანელობდა ამ დარბევას. ეს იგივე კობა ტყეშელაშვილია, რომელიც გარდაბნის არჩევნებზე იყო "ქართული ოცნების" ზონდერების უფროსი. აქ თქვენ ხედავთ ჯიჯა გიგაურს, რომელიც არის ასევე სპორტსმენი და ზონდერჯგუფის წევრი.

ჩვენ ვახდენთ სახეებით თითოეულის იდენტიფიცირებას. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში.

ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე - ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა - მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია - კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ესაა მთავრობისგან დაფინანსებული ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულია კრიმინალების ჯგუფი. დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში გეგმავს.

ვლადიმერ გეგეშიძე (85 კგ) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა, ამჟამად საქართველოს ნაკრების წევრი, თუმცა აღნიშნულ წონაში რიოს 2016 წლის ოლიმპიადის საგზური რობერტ კობლიაშვილმა მოიპოვა. გეგეშიძეს მიღებული აქვს მონაწილეობა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა.

ვლადიმერ გეგეშიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. მიმდინარე წელს გეგეშიძემ საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 2016 წელს გეგეშიძემ კიევის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მომზადებულია www.ambebi.ge-ს მიხედვით

თამუნა
სირცხვილი იმას, ვინც ქართველების ცემას და წაქცეულისთვის საფულეს მოპარვას კაცობად შეაფასებს
თამუნა
რომელ კაცობაზეა ლაპარაკი სპორცმენი ქართველი ხალხის უმოწყალო ცემას რომ დაიწყებს და წაქცეულ ადამიანს საფულეს მოპარავს, ამას მტერიც არ იკადრებს, თუკი კაცობაზე აქვს პრეტენზია, რაში ჭირდება ასეთი შემარცვენელი ქართველ ერს
musenbazi
ხო აბა უვიზო მიმოსვლას არ მოგვცემენ, მაპზე ხომ საუბარი არაა :D ისე რომ იცოდეთ მაკედონიას 18 წელია მაპი აქვს და რა ხეირი :D
zevs
აი ზუსტად ამ ტიპის გამო არ მოგვცემენ ზაფხულში უვიზოს!
პაატა
სანამ ნაციონალებს მთავარი ოპოზიცია ქვიათ სულ ასე ვიქნებით გაწამაწიაში..დამნაშავე ორგანოზაციაა ჩემი აზრით და კოაბიტაციის შედეგია რაც ხდება..ოცნების დანაშაულია ამათ პასუხი რომ არ მოეთხოვა.
vato
აფხაზეთში და სამაჩაბლოში საქართველოს მიწისთვის თავი ვინც დადო ეს ხალხი უკვდავია მათ შორის არჩილ ჩოხელი. თუ მანდ რამე მოხდა აგერ 4 წელია ოცნება ნადირობს ასე რომ ვთქვათ ნაცებზე და ასეთ საქმეს დატოვებდნენ ასე გამოუძიებლად? ან თანამებრძოლები ასე გასწირავდნენ ერთმანეთს? მე ამის არ მჯერა. თუ მაგარია ოცნება იგივეთი არ უნდა დაუბუნოს ნაცებს იმიტომ რომ მათ ეს მოეთხოვებათ. ყოველი ასეთი გამოხტომა დიდი ზიანს აყენებს საქართველოს. ეს ყველას უნდა გვესმოდეს დიდიდან პატარამდე. ასეთი რაგაცეები ნორმალური კი არაა, როგორც კალაძემ თვა, არამედ ხდება მხოლოდ არშემდგარ ქვეყნებში.
moxetiale
რომ იძახით თუ მაგრები ხართ წადით და აფხაზეთში და სამაჩაბლოში იბრძოლეთო,რამდენი გმირი იბრძოდა იქ და ამ გამყიდველების გამო დაიღუპა იქ? ჩემი მეგობარი აჩიკო ჩოხელიც გაუშვეს ვითომ მოსალაპარაკებლად და თვითონვე მოკლეს.რატომ არაა ყველა ასეთი ბინძური საქმეები გამოძიებული და რატომ არ არიან დასჯილები ეს მათხოვარი ნაციონალები?რა ნახეთ ეხლა ისეთი გასაკვირი,შენობების სახურავებზე მაინც არ შემოუწყვიათ გარდაცვლილები,როგორც ნაციონალები აკეთებდნენ.სირცხვილი თქვენი!!!
qartveli
ვაი სპორტსმენი, სირცხვილი მაგას, მოიკვეთოს ნაკრებიდან და დისკვალიფიკაცია მიეცეს, ირბინოს მერე აქციებზე და იკნიოს მუშტები ეგაა თურმე ამ სპირტსმელის საკმე. მრცხვენია.
DATO
არც ნაცი ვარ და არც ქოცი მაგრამ მათი საქციელი საზიზღრობა იყო თქვენ გენაცვალეთო რო დაწერეთ რა ჯიშის ხალხი ხართ გამაგებინა მათ ... ქონდათ ზუგდიდში აფხაზებმა კაცი მოკლეს და იქ ებლატავათ
zaza
ეს სპორტსმენი აღარაა! დაუყოვნებლივ მოიკვეთოს ნაკრებიდან და აეკრძალოს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, თორე ნახავთ ამას რაც მოჰყვება. მიყვება მთელი ფედერაციის და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა...
joseb
ამ ბიჭებს ვენაცვალე. ოლიმპიური მედლის მოგების შემთხვევაში არ დავაფასებდი ისე, როგორც ეხლა ვაფასებ.
daTo
იჩალიჩა ოცნებამ.იჩალიჩა და ომდენი სისულელე დაახვავა ამ წლებში რომ საბოლოოდ გაიჩალიჩა..სასწაულია პირდაპირ
kevlo-s
ვიღაც ხნიერი კაცი რო ეუბნება რა იყო ბიჭო რა გჭირთო და გაუქანა და თხლიშა მაგისთვის შემოევლე ხელებში? თუ გამეტებით რო გადასცხო კეტი ადამიანს, ქართველს თავზე მაგისთვის? აზრზე მოდით რა
vato
რაც არ უნდა ეკეთებინათ ნაცებს არაა ეს გამართლება ამ საქციელის. ეს მარტო მტერს უხარია ერთმანეთს რო ურახუნებთ. წადით ძმაო თუ ასეთი მაგრები ხართ და საქართველოს იცავთ აქვე სამ კილომეტრში რომ ქართველებს სიმიდივით იპარავენ და ეხლა უკვე აშკარად კლავენ იმათ დაეხმარეთ. სირცხვილი თქვენ. მაგათ ხომ სახელმწიფო უხდის ხელფასს ასე რომ დავალებას ასრულევბენ მეტი არაფერი;).
გოგი
- ვანოუ! ვანოუ - ჰოუ! - ზონდერის ზონდერი არ ცხონდაო? ! - )))]] )).. ჰმმ.. მმმ... მმმმმ - აბა ვანო, ჰაა?
გოგი
სირცხვილია და მარაზმი ის რაც გააკეთეს ამათმა, მაგრამ ასეთ რამეს სპორტსმენები არ აეკთებენ, ამიტომ დაწერეთ რომ ესენიარ არიან სპორტსმენები და არიან ამ სახელის მატარებელი ხალხის შეურაცხყოფა დარომ ესენი შემთხვევით მოხვდნენ სპორტში
2
წადი რა აჯიმანია აკეთე რააა
kevlo
შენ შემოგევლე,მაგ ხელებში.ბოლოომდე უნდა დახარჯულიყავი.ზოგადად ფაქტი ძალიან ცუდია,მაგრამ ნაცების მასეთი პატივისცემისთვის დამატებითი ოქრო გეკუთვნის.გაიხარე და გამრავლდი!!!
mamuka09ze
შენ საქართველოს ნაკრების კი არა, ოცნების ნაკრების წევრი ყოფილხარ, ვაჟკაც!
გიგა
ვიღაც ტიპისთვის რო საფულის ამოგებას ცდილობდა უკანა ჯიბიდან ეგ თუ შეამჩნიეთ ვინმემ? ჩხუბის დროს
leo
აბა ერთი ამას შეხედეთ რა, ამ ჭიდაობამ ტვინი გადაუღრინცა, სირცხვილო შენა
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა იალბუზზე ემზადებიან
პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები: საფიქრალი და იქნებ დილემაც
გოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული
ღონიერი, გონიერი... ინტერვიუ ვლადიმერ გეგეშიძესთან
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა