
გავიცნოთ ისლანდია და მისი ბებერი ლიდერი
შეკითხვაზე პასუხს მოგვიანებით მივიღებთ, მანამდე ჯერ თავად ქვეყანა გავიცნოთ.
მათ შემდეგ ისლანდიაში ნორვეგიელი ფლოკი ჩავიდა. არც მას და ვერც მის მეგობრებს არ მოაფიქრდათ, რომ საქონლისთვის ზამთრის საკვები მოემარაგებინათ და პირუტყვი მთლიანად ამოუწყდათ. გაწბილებული ნორვეგიელები სამოსახლოსთან ახლოს მდებარე მთაზე ავიდნენ, გადახედეს და ორსიტყვიანი ფრაზა აღმოხდათ - ყინულის კუნძული...
ფლოკიმ ისლანდია დატოვა და უკან დაბრუნებაზე აღარ უფიქრია. მას მერე კონტინენტური ევროპიდან თუ ბრიტანეთიდან უამრავი ზღვაოსანი მიადგა ისლანდიას, მაგრამ არასახარბიელო საცხოვრებელი პირობების გამო ან დაიხოცა, ან უკან გაბრუნდა.
როგორც გითხარით, სადღეისოდ კუნძულზე, რომელიც ცნობილია თავისი გეიზერებით, 300 ათასზე მეტი მოსახლეა. თუმცა მთავარი არა ხალხის რაოდენობა, არამედ სწორი მიდგომაა. 90-იან წლებში ვინმეს რომ ეთქვა, ისლანდია უფორ ადრე გავა ევროპის ჩემპიონატზე, ვიდრე საქართველოს ნაკრებიო, გიჟად შერაცხავდნენ. თუმცა...
ზღაპარი? საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეს, ამ მოვლენას "ზღაპარს" არავინ უწოდებს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყველა დარწმუნებულია - საქართველოს ნაკრები, თავისი ისტორიის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს აქამდეც იმსახურებდა. აქამდე როგორ ვერ მოხვდაო - იტყვიან.
ისლანდიაში კი ჯერაც ელფებისა და ტროლებისა სჯერათ. შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური სწორედ ელფებმა მოუტანეს, თუმცა რეალურად რაშია საქმე, უკვე მოგახსენეთ.
აი, ისლანდიის საუკეთესო თერთმეტეული: ჰალდორსონი - სავარსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი - გუნარსონი, ჰალფრედსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი - სიგტორსონი, გუდმუნდსონი.
ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, შესაძლოა, ფეხბურთელთა გვარები ერთმანეთში აგვერიოს. ეს ნამდვილად არ იქნება ჩვენი ბრალი, ისლანდიელებს გვარები არა აქვთ. 1925 წელს გამოსული კანონით, ისლანდიაში გვარები იკრძალებოდა. სახელის შემდეგ იწერებოდა მამის სახელი ბოლოსართ სონით. მაგალითად, იონას პეტურსონის ვაჟს, არნეს ასე მოიხსენებდნენ: არნე იონასონი, მის შვილს - არნსონი და ა.შ.
ისლანდიის ნაკრები
თიკუნი: შტრაკარნირ ოკკარ ("ჩვენი ბიჭები")
კონფედერაცია: უეფა, 1954 წლიდან
მწვრთნელები: ლარს ლაგერბაკი (შვედეთი), ჰეიმირ ჰალგრიმსონი
ყველაზე მეტი თამაში: რუნარ კრისტინსონი (104)
ყველაზე მეტი გოლი: ეიდურ გუდიონსენი (25)
ფიფას რეიტინგი: 23
პირველი ოფიციალური მატჩი: ისლანდია-დანია 0:3 (1946)
ყველაზე დიდი გამარჯვება: მალტა - 5:0 (2000)
ყველაზე დიდი მარცხი: დანია - 2:14 (1967)
ეს 2009 წელს მოხდა, თუმცა ნაკრებთან ერთად გუდიონსენს დიდი წარმატებები არ ჰქონდა. ისე "დაბერდა", რომ დიდ სანაკრებო საერთაშორისო ფორუმზე ვერ ითამაშა. 2014 წელს ძალიან მიუახლოვდა მსოფლიოს ჩემპიონატს. პლეი ოფშიც გავიდა და ხორვატებთან გაარკვია ბრაზილიაში წამსვლელის ვინაობა... ზაგრებში გამართული მატჩის შემდეგ თვალცრემლიანმა ეიდურმა ნაკრებთან დამშვიდობების შესახებ განცხადება გააკეთა - გზას ახალგაზრდებს ვუთმობო.
გავიდა ერთი წელი და ისლანდიის ნაკრებმა მშვენივრად დაიწყო ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი. შვედი მწვრთნელი ლარს ლაგერბაკი მიხვდა, რომ სჭირდებოდა გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც გარშემო შემოიკრებდა ნაკრების მოთამაშეებს და გაუძღვებოდა ევროპის ჩემპიონატისკენ.
- ფეხბურთელის ფორმა შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, კლასი უცვლელია.
ეიდურმა შესარჩევ ეტაპზე 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. იგი აუცილებლად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ისლანდიის ნაკრები ავსტრიას, პორტუგალიასა და უნგრეთს დაუპირისპირდება.
რა კავშირია გუდიონსენსა და სოლსკიაერს შორის? ოლე გუნარი მისი მწვრთნელია ნორვეგიულ "მიოლდეში". სწორედ ამ გუნდში აკრიფა ვეტერანმა ისლანდიელმა ფორმა და სანდერ სვენდსენთან ერთად საინტერესო შემტევი დუეტი შექმნა. საინტერესოა, აბა რა - პარტნიორი გუდიონსენს შვილად ეკუთვნის - 19 წლით უმცროსია.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეიდური ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. საკითხავია, როგორი განწყობით...
ევროსტატისტიკა
ფინალური/საკვალიფიკაციო
თამაში: 96, მოგება: 24, ფრე: 17, წაგება: 55.
ფინალური ეტაპი
თამაში: 0, მოგება: 0, ფრე: 0, წაგება: 0.
საკვალიფიკაციო
თამაში: 96, მოგება: 24, ფრე: 17, წაგება: 55.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"