ამ დღეებში წარმატებით დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთი შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში (MMA)
ამ დღეებში წარმატებით დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთი შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში (MMA).

მათ ერევანში ARM FC-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. სომხეთის არენაზე სულ 16 წყვილი დადგა ერთმანეთის წინააღმდეგ. მასპინძლების და ქართველთა გარდა, ბრძოლებში ირანელმა და ყაზახმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ყველაზე შთამბეჭდავი აბსოლუტური წონითი კატეგორიის გორელი წარმომადგენლის, შოთა ბეთლემიძის ბრძოლა აღმოჩნდა. იგი ირანელ მოჰსენ მოჰტარის ორთაბრძოლის დაწყების მაუწყებელი გონგისთანავე ეკვეთა და მაშინვე იმდენი და ისე ძლიერად ურტყა, რომ სულ რაღაც 14 წამში დანებება აიძულა.

ერთი წუთი ეყო კიდევ ერთი ირანელი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად თამაზ ბოჭორიშვილს (70 კგ). სამ-სამი რაუნდი დასჭირდათ აგრეთვე ირანელებთან წარმატების მოსაპოვებლად გიორგი ლობჟანიძეს (84) და გიორგი ქველაძეს (93). კიდევ ერთ ქართველს, გიორგი ტაბატაძეს 93 კგ-ში სომეხ მეტოქესთან უწევდა დაპირისპირება, მაგრამ ვიზავი ბოლო წუთს აღარ გამოუცხადდა ჩვენებურს.

ეს ARM FC-ს მიმდინარე შეჯიბრების (დაიწყო გასული წლის 15 ნოემბერს) მორიგი ეტაპი გახლდათ. მომდევნო ეტაპი ფინალური იქნება ბეთლემიძისა და ლობჟანიძისთვის.

ბეთლემიძის მეტოქე უკვე ცნობილია, 9 ოქტომბერს ის ყაზახ აშხან დალილაზაროვს დაუპირისპირდება. ფინალში გასასვლელად თითო შეხვედრის მოგება რჩებათ ქველაძეს, ლობჟანიძეს და ტაბატაძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბანდერასი
ესეც ირანელებს–რომ გვაოხრებდნენ
ლუკა
ქუთაისელი ყოჩაღ შენ, გადმოვარდი სკამიდან იმდენი მაცინე :)
შორეული
ყოჩაღ!.. ღმერთმა სულ ასეთი წარმატებით გატაროს მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონობამდე!
ალეკო
ყოჩაღ შოთა!
kakula
უჰჰჰ რა ცჰაცჰეცჰქვააა ვენაცვალე სჰენს ხელებს ცჰვენი ცინაპრების ჯავრი იკარაა გაიხარეე
ლეო
ვენაცვალე მარჯვენაში, ჩვენი წინაპრების ჯავრიც ამოიყარა
ქუთაისელი
ბაში აჩუკი ხომ არა ხარ, მისალმება მაინც დაგემათავრებინა :D ბრავო!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
ჰალკმა "ატლეტიკო მინეირო" დატოვა - 39 წლის ფეხბურთელის მომდევნო კლუბი ცნობილია
"რეალი" კარვახალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს - ესპანელი ზაფხულში კლუბს დატოვებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
შერმადინის შედეგიანობამ "ტენერიფეს" ანდორასთან" ვერ უშველა
ტრავმირებული კიტეიშვილის საგოლე პასი - "შტურმი" "ზალცბურგთან" წაგებას გადაურჩა
კიმიხი: პსჟ-სთან დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ
[VIDEO] გულიაშვილის "რასინგმა" ლა ლიგისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] გაცეცხლებული ლუის ენრიკე - ესპანელი საკუთარი ფეხბურთელის ქმედებამ გააგიჟა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
[VIDEO] თავის სტილში - მესის ულამაზესი გოლი MLS-ში
[VIDEO] ქამბექი 1:3-დან - "ფილადელფიამ" გადამწყვეტ მატჩში "ბოსტონ სელტიქსი" დაამარცხა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს