5 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების კიდევ ერთი ტიტულის მფლობელის ვინაობა უნდა გაირკვეს
5 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების კიდევ ერთი ტიტულის მფლობელის ვინაობა უნდა გაირკვეს. სუპერლიგის თასისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთი გუნდი და მინი-ფეხბურთის კლუბი "ტატიშვილი" იბრძოლებენ.

სუპერლიგის თასის გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგა "ა"-სა და "ბ"-ს საუკეთესო 8-8 გუნდი იღებდა. ბრმა წილისყრის შედეგად, გუნდები 1/8-ფინალიდან ჩაებნენ ასპარეზობაში. ერთრაუნდიან პლეი ოფებში საბოლოოდ გამოვლინდა ის ორი საუკეთესო, რომლებიც კვირას სადებიუტო ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან.

1/2-ფინალში ორივე მათგანს სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავდა. "ძალოვნებმა" ასპარეზობას 7-მეტრიანების სერიაში მფკ "ნატახტარი" გამოთიშეს, ხოლო "ტატიშვილმა" პსპ-ს ძლევა მოახერხა.

ფინალური შეხვედრა კვირას, 19:00 სთ-ზე დაიწყება.

05.06.2016. სუპერლიგის თასი. ფინალი

19:00 მფკ ტატიშვილი - შსს

კვირას გასამართი სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია ბავშვთა ლიგის 1/2-ფინალური დაპირისპირებები.

გათამაშების ფავორიტი საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი "ბაქსვუდის" სკოლის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის "მართვე" 51-ე სკოლასთან ეცდება ფინალის საგზურის მოპოვებას.

05.06.2016. ბავშვთა ლიგა. 1/2-ფინალი

13:00 UG - ბაქსვუდი

14:00 მართვე (ქუთ) - 51-ე სკოლა

5 ივნისს გაიმართება სუპერლიგა C-ს მეორე ტურის გადადებული ერთი შეხვედრაც. "სი სი ლოუნი" აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ "ახპიურს" დაუპირისპირდება.

05.06.2016. სუპერლიგა C. II ტური

15:00 CC Loan - ახპიური

კვირას დასრულდება ბრინჯაოს ლიგის წლევანდელი გათამაშებაც. ბოლო, VII ტურის შემდეგ უნდა გაირკვეს ის ოთხი გუნდი, რომლებიც მომავალ სეზონში რანგით მაღალ, ვერცხლის ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

ბოლო ტურის შეხვედრებიდან გამორჩევის ღირსია "საბანკო დერბი", რომელშიც ერთმანეთს "ლიბერთი" და "თიბისი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება.

05.06.2016. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური

16:00 ავერსი - ეროვნული ბანკი

17:00 ლიბერთი ბანკი - თიბისი ბანკი

18:00 აჭარა ჯგუფი - შემოსავლების სამსახური

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები იწყება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი