ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"...ვაგებთ და გინებით გვიკლებენ. ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო"

"...ვაგებთ და გინებით გვიკლებენ. ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო"

გიორგი ნავალოვსკი ახალ გუნდს ეძებს და ამბობს, რომ პოლონეთში, საბერძნეთში ან კვიპროსში სიამოვნებით ითამაშებდა
ეროვნული ნაკრებისა და ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" მარცხენაფლანგელი გიორგი ნავალოვსკი თბილისშია და ახალი სეზონის დაწყებას ელის. მან ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ილაპარაკა.

"ხომ გვაქვს უფლება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან მოგებით გავიხაროთ?! ვაგებთ და გინებით გვიკლებენ; ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო.

მე თუ მკითხავთ, კარგია, საკონტროლო თამაშების სერია ასე დამაიმედებლად რომ დავასრულეთ. მესმის, რომ ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობდნენ და მოდუნებულები იყვნენ, მაგრამ ასეთივე განწყობით გავიდნენ ბოსნიასთან და კორეასთან, თუმცა, 3:1 და 6:1 მოუგეს. ისიც გასაგებია, რომ ჩვენთან შედარებით, ესპანეთს ბურთის ფლობის ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და უპირატესობაც მისი იყო - ასეთ გუნდთან შეტევების მუდმივად ორგანიზება შეუძლებელია.

მაგრამ მეორე მხრივ, გაიხსენეთ - ესპანეთთან ლამის ყველა ნაკრები ასეთი ტაქტიკით თამაშობს, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდება. ასევე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან, სადაც პიკემ მხოლოდ 87-ე წუთზე გაიტანა.

ასე რომ, ნურავის უკვირს - ესპანელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათო. მთავარი ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოვიპოვეთ", - ამბობს ნავალოვსკი.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

29 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს გამარჯვება გუნდისთვის დიდი სტიმულია:

"ზოგიერთ გრანდთან ახლოს ვიყავით წარმატებასთან - გაიხსენეთ თამაშები საფრანგეთთან და გერმანიასთან, მაგრამ ნავსი პირველად გავტეხეთ და მგონია, გულშემატკივარი გავახარეთ. სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებები კი უპირველესად ჩვენ გვწყინს.

იმედია, ასეთი სტიმულით შესარჩევ ციკლს კარგად დავიწყებთ და ხალხს გავახარებთ".

ნავალოვსკიმ სიახლეც გაგვიმხილა - ის ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს:

"ამ გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გუნდში სიყვარულსა და თანაგრძნობას ვგრძნობდი, მაგრამ გაუთავებელი გადაფრენები აღარ შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩასვლას, თავისი გადაჯდომითა და ლოდინით, 22 საათი მოვანდომეთ.

მეორე პრობლემა ისაა, რომ სულ სახლი და ოჯახი მენატრებოდა. მოსკოვთან ახლოს რომ ვცხოვრობდე, თბილისში გადმოფრენა შედარებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ხაბაროვსკიდან თბილისამდე ძალიან რთულია.

ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკე. მართალია, კონტრაქტი ჯერ ძალაშია, მაგრამ ვთხოვე, ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტოთ-მეთქი და მათაც გამიგეს. ასე რომ, ახალ გუნდს ვეძებ".

ნავალოვსკის თქმით, ჯერ კონკრეტული წინადადება არ აქვს:

"თანახმა ვარ, ფინანსურად ოდნავ უარეს პირობებსაც კი დავთანხმდე, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ ქვეყანაში გადავალ და ვითამაშებ, სადაც ამდენი მგზავრობა არ დამჭირდება და ნორმალური ლიგა იქნება. მაგალითად, პოლონეთში, საბერძნეთში და კვიპროსშიც სიამოვნებით ვითამაშებდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• +_+-სს

კრიტიკაა ეს ჩემო კარგო, კრიტიკა და არა შური. ლაპარაკი ისწავლე ...

• levani

......ამას უყურე ერთი რა რა დღეშია, უკვე თავი რაღაცა გონია, გერმანია და საფრანგეთიც, რომ დაამარცხოთ - ასე ადვილად გული არ მოუბრუნდება გულშემატკივარს თქვენზე. გეგონება 5-1 ჩვენ წავაგეთ რუმინეთთან, ამათ უყურე რა, რა დღეში არიან

• maka

სულ ვდილობ გავაანალიზო,რა გვჭირს ფეხბურთში,მაგრამ ამავე დროს როგორ ვვითარდებით რაგბში.მიუხედავად აბსოლიტურად სხვადასხვა ტიპის თამაშია,მაინც მგონია რომ ფეხბურთს აკლია გუნდურობა,ერთსულოვნება და ერთიანობა,რაც ასე უხვად აქვს რაგბს.რაგბი ერთი ოჯახია,სხვა ურთიერთობები აქვთ,ასევე რომ ყოფილიყო ფეხბურთში და ერთმანთთან კარგად შეთამაშებულები ყოფილიყვნენ უკეთ გაუგებდნენ მოედანზე.ამას ემატება რათქმაუნდა ფიზიკური მომზადება,ყოველთვის აკლიათ,რადგან ფიზიკურად ვერ დარბიან დიდხანს,გუნდი თუ გაერთიანდება და ერთ მუშტად შეიკვრება,ხალხიც მათ გვერდით იქნება წაგებაში თუ მოგებაში,როგორც რაგბში.

• თენგო

მართლა უსირცხვილო ყოფილა ეს კაცი.ჯერ ბოდიში რომ მოიხადოს იმის ნაცვლად,გონორებით გველაპარაკება, თითქოს სულ იგებდნენ და ერთ წაგებას არ პატიობს ხალხი.ამას ისე უნდა მოექცე როგორც თურქები მოექცნენ წუხელ ,თურანს.როგორც ბურთს მიიღებდა,ყმუილსა,და სტვენას რომ უწყებდნენ.და ამას იმიტომ უკეთებდნენ რომ მაყურებლის მიმართ უკყმაყოფილება გამოხატა.და თურანი ჩემი აზრით ნავალოვსკისთან შედარებით შეიძლება ვარსკლავად მიიჩნიოს კაცმა.

ავყიას და შურიანს ამქვეყნად რა გამოლევს! თქვენ მოიგეთ ბიჭებო და უნდათ გავარდნა დაარქვან და უნდათ სასწრაფოს გამოუძახომ ბოღმიანი გულების სამკურნალოდ

• 333

ფეხბურთი ითამაშეთ ბიჭო ბატებივით რო დაბოდიალობთ მოედანზე და აღარავინ შეგაგინებთ.

• პატივისცემა ერთმანეთს

გიორგი ნავალოვსკის და ყველა ქართველ სპორტსმენს.თქვენ ხართ ქვეყნის სახე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც,გიყურებთ ყველა თაობის მაყურებელი და არ გიხდებათ სახალხოდ გინება,უფრო მეტი თმენის ვალდებულება გაქვთ,მითუმეტეს მაყურებელზე გაბრაზება და შეგინება ულამაზოა.მეტი სიდინჯე მეტი პატივისცემა მეტი სიყვარული და მეტი შრომა და წამრატებაც მოვა

• tngh

გიო!!! ნაღდ გულშემატკივრებს გვეამაყება ეს ისტორიული გამარჯვება და შემდგომ გამარჯვებებს გისურვებთ!!!

• Malkhaz

მე ამას გიორგიზე არ ვწერ--საერთოდ ვიძახი--------არაფერ შუაში არ არის ის რომ--ბოლომდე იხარჯება,რას ქვია იხარჯება,აბა რისთვისაა ნაკრებში გამოძახებული რომ ამ დაიხარჯოს და არ ითამაშოს.და რა დასაფასებელი უნდა იყოს ის რომ ვიღაცა ბოლომდე იხარჯება---ეგ თავუისთავად ეგრე უნდა იყოს,რაა--პატივი დაგვდო რომელიმემ და იხარჯება? აქ მთავარი არის ის რომ მის ასე ვთქვათ "დახარჯვას"რა შედეგი მოაქვს,ესაა მთავარი--თუ ფეხბრთელად დაბალი დონ ისაა იხარჯოს და იყოს გინდ ბოლომდე გინდა ნახევრამდე--მთავარი არის ის რომ--უნდა იყოს მაღალი კლასის ფეხბურთელი,ამისი ნაკლებობა გვაქვს კატასტროფულად და --თურმე ბოლომდე რომ იხარჯებიან ამით უნდა ვიამაყოთ---პირდაპირი მოვალეობაა რომ დაიხარჯონ.

• Gio გიოო

როგორც ფეხბურთელი მესიმპატიურები და თავს არ ზოგად, კითხვა არ გააჩნიათ?? რაგბისტებს რატომ არ აგინებს ხალხი? იმიტომ რომ სულს და გულს დებენ მოედანზე ბოლომდე იბრძვიან. ჩვენი ფეხბურთელები კი მარიაჟობით კვდებიან, ეზარებათ სირბილი და ბრძოლაზე ხო ზედმეტია საუბარი! იმიტომ თამაშობენ ჭ კლასის გუნდებში, სირცხვილია უბრალოდ. დისციპლინა და უპასუხისმგებლობაა სხვა არაფერი

• დათო

ჯერ ერთი, ისწავლეთ ფეხბურთის თამაში, მერე მეორე, კიდევ მოიგეთ რამოდენიმე თამაში, თანაც ოფიციალური და აუცილებლად დაგიფასდებათ, თორემ ერთი ამხანაგურის მოგებით, თუნდაც ესპანეთთან, გაზაფხულს ვერ მოიყვანთ.

• მოყმე

ნაკრები იმსახურებს სრული სიზუსტით იმას, რაც სტატიის სათაურშია და კეთილი ინებეთ მიიღეთ პროტესტის გარეშე.

• Vaso

ნუკრის კომენტარი იყო საინტერესო, მემგონი ეგ მიდგომა (ნამდვილად!) დასათესია ქართულ ფეგბურთში.../ და ნავალოვსკის რაც შეეხება, ვერ ვიხსენებ მაგის უგულოდ ჩატარებულ თამაშებს..პირიქით სულ ბრძოლობს../// გინებაზე კი რა მოგახსენოთ...?!?!?! ჩართე და უყურე ვიდეო ჩანაწერს და თუ არ ატეხავ გინებას მაგასაც ვნახავთ!!!!

• Ia

ამის დაბრალება აკლდა ბიძინას. იმ ჟურნალისტს ფეხბურთში და სპორტში გაეგება რამე საერთოდ? ე.წ.სენსაც იებიც რომ ხდება?

• ლევან

გიორგი არის პიროვნება რომელიც ბოლომდე იხარჯება ყოველთვის, გასაგებია გულისტკენა, წარმატებებიიიიი...შეეწიოს ღმრთისმშობელი

• giorgi

გენაცვალე, რა თქმა უნდა, გინება არასაკადრისია, მაგრამ ხალხს გული მხოლოდ წაგებაზე კი არ მოსდის, უსახურ თამაშს რომ აჩვენებთ, ერთმანეთის რომ არ გესმით და ვისი ბურთი ვის საჯარიმოშია, კაცი რომ ვერ გაარკვევს... წაგებით გრანდებიც აგებენ!

• bebeto

თქვენ მოიგეთ ხოლმე და ვინ რას იტყვის ყურადღება არ მიაქციოთ.იმაედია კარგ გუნდში გადავა.

• ნუკრი

გული რომ შეტკივა ხალხს იმირომ იგინება წაგების დროს თორემ აბა ფეხზეც რომ ეკიდოთ ქართული ფეხბურთი ვის გაახსენდებით..ასე რომ მოგებისათვის დიდი მადლობა და ამნაირი მოგებისთვის თუ ჯოტია ცაავასნაირი გინება იქნება საჭირო ცოტა ქე უნდა აიტანოთ :)

• giglia

კარგი კაცი ხარ, გიო. არ მიაქციო ცუდ კომენტარებს არც აქ და არც სხვაგან ყურადღება. მე და ალბათ ბევრ სხვასაც გვჯერავს, რო პირადად შენ ყოველთივს ბოლომდე იხარჯები. მადლობა ესპანეთთან მოგებული თამაშისთვის და წარმატებები მომოვალშიც!

• saakadze

ცოტა მეტი თავმდაბლობა არ აწყენდა ამ ახალგაზრდა კაცს, და ნაკლებ აგრესიასაც მიიღებდა. აგერ მალე მოვა სქეტემბერი, დაიწყება შესარჩევი და გამოჩნდება რა ბიჭებიც ხართ.....

• tazo

ნავალ შენ კი ხარ ჯიგარი და ყოველთვის გულით და თავდადებით თამაშობ,მაგრამ დანარჩენი?თან რომ წააგებ ძმაო,წაგებასაც გააჩნია,უჯიგრო და უთავმოყვარო ფეხბურთელებს აგინო აბა რა უნდა ქნა:)))

• dinamo chempionta ligaze

Bolos dibamo marcxena mcvelat 2 variants ganixilavda navalovski matija spicici da saboloot spicici gsdawyda upro dzlieria pizikurat da dacvashi metat saimedo cxadadzemac urchiat dinamos es fexburteli

• vaja

რათ უნდა გარჩევა, რომ როცა აგებ შეგაგინებენ, როცა მოიგებ შეგაქებენ. ეს ფეხბურთია. თქვენ კი არა, მე ისიც კარგად მახსოვს როგორ აგინებდნენ მესხს, ყიფიანს და სხვა ქართველ ვარსკვლავებს, როცა აგენდნენ. დინამოს რომელი ერთი თამაში გავიხსენო... ასე რომ, გინების კორიანტელი ყოველთვის იყო და იქნება, როცა აგებ და თანაც ვერ ან არ თამაშობ ჯიგრულად. მოიგებ? შემოგევლები, წააგებ, პატარას შეგაგინებ!! ასეა ძმაო...

• givi

რას გებთ თქვენ თვითონ თუ გჯერათ მაგის რო პატიოსნად მოიგეთ ტოტალიზატორი არ იყოს კაი ჩიტს დაიჭერდით ესპანეთ კი მოუგეთ მარა გერმანისთან წაგებული თამაში ათი თავით ჯობდა მაგ თამაშს

• L.E.S

სტაბილურობაა მთავარი!!! რომ შეგიძლიათ და აგებთ... ან ზოგიერთს საერთოდ თამაშის სურვილი რომ არ ეტყობა, ამიტომაა ესეთი დამოკიდებულება!!! სტაბილურობა დაგვანახეთ!!!!

• levani kaxeti

"დინამო" კი დაიმატებდა, მაგრამ თვითონ ისურვებს "დინამოში" თამაშს?

• giga

მერე 5 წელი უნდა გაბურღონ ტვინი ამ მოგებით. მაინც ვერ ისწავლენ ჭკუა.

• ქართველი

დინამო თბილისმა რომ იფიქროს ამ ფეხბურთელის დამატებაზე სიკეთის მოუტანს დინამოსაც და ქვეყანასაც. უცხოელების ჩამოყვანას ჯობია ნავალოვსკი. თან გულით თამაშობს.. ნამდვილი პატრიოტია. ანაზღაურებაზეც არა აქვს პრობლემა, თან ევროლიგაზე რომ ითამაშებს უკეთეს გუნდი დაინტერესდება

• Akaki

მინდია ამან კი მოიხადა ბოდიში უკვე, მაგრამ ვინც მაგათ აგინებდა იმათ როდის უნდა მოიხადონ

• vato

ჯერ ერთი შენი თამაშით ყველა კმაყოფილია და ყველა გაქებს. ნეტა ყველა შენნაირი თავდადებით თამაშობდეს! მეორეც პრობლემა იმაშია რომ ჩვენ 20 წელია ერთი და იგივეს გვაყუებინებთ ანუ აგებთ და აგებთ. 5 წელიწადში ერთხელ თამაშს მოიგებთ ხოლმე და ერთ ამბავს ქმნით. და ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ საშუალო დონის გუნდებთან არ გაქვთ ასე ბოლომდე დახარჯვის მოტივაცია როგორც მაგალითად ესპანეთთან იყო.

• ნავალას

რაო ნავალ, არ გაგივარდათ? :):):) და ის როცა აგებთ ან როგორც აგებთ არ ხართ საგინებელი? მითუმეტეს თუ ამბობ რომ ესპანეთთან აგ გაგვარდნიათ სულ საგინებლები ხართ ეეჰ, ნავალა, ნავალა...

• irakli

ამას საერთოდ რატო ართმევ ინტერვიუს უზრდელია ვიგაც აგინებს გულშემატკივრებს გადაგვაყოლეს ერთ მოგებას... რა ვერ გაიგეთ ბიჭო რომ იმიტომ კიარ გაგინებთ რომ აგებთ იმიტომ გაგინებთ რო უთავმოყვარეოდ აგებთ და არაფერი გეტყობათ რომ ქვეყნის ინტერესებს იცავთ...... :@

• ქომაგი

მართლა დასაფასებელია შენი მონდომება თავდადება . ბევრჯერ გაგეხარებინოს ჩვენი გულები

• acm

იგებენ გვამადლიან აგებენ მაინც გვამადლიან ვწუწუნებთ და რატო წუწუნებთო არ ვწუწუნებთ და რატო ხმას არავინ იღებსო გააკრითიკებ და გაგინებენ არ გააკრიტიკებ დაგვიკიდა ხალხმა და რას გვთხოვთო მიხვალ მოედანზე თავს გაგინებიებენ არ მიხვალ მერე რატო არ მოდიხართო მთელი დღეები ფბ პოსტაობით არიან დაკავებულები ჭორიკნობით კლავენ დროს იმის მაგივრად რო ივარჯიშონ და ეს წლები სანა ფეხბურთელები არიან ბოლომდ გამოიყენონ არშემდგარი ფეხბურთელები არიან პროფესიონალებსი არაფერი სცხიათ 80 % ეტალონობაზე საუბარი ზედმეტია გამოვლე სიტყვით მერე თითქოს რამე ეთქმოდეთ ... ... ...ის ვერ გაუაზრებით რო მთელი საქართველოს ჯარისკაცები რო არიან და ნიშნისგებით კი არ უდნა იყურებოდნენ უკან აი წინა ხაზზე ვართო უკანმოუხედავად უნდა მიიწევდნენ წინ და არავის არ აყვედრიდნენ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს

• მინდია

კიდევ გონორზეა ეს... ჯობია ბოდიში მოიხადოს

• დიტო

ქეცბამ ეს მაინც წაიყვანოს

• g.kavsadze

შენ ხარ დიდებული ქართველი, ნაღდი თბილისელი და უბრალოდ ნაღდი ვაჟკაცი კაცი. ღმერთმა წარმატებული გამყოფოს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად!!!

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ტოვებენ

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

კახა ალადაშვილი ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" მეორე შეკრებაზე შეუერთდება

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

გოჩა ხოჯავა ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

პოლონელების ლოდინს ნაღდი ვამჯობინე - გიორგი ნავალოვსკი რუსეთში ბრუნდება

კახა ალადაშვილმა "სახალინს" ეფექტური ჯარიმა გაუტანა [VIDEO]

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ

გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?

სავარაუდო ტრანსფერი: გიორგი ილურიძეც ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" მიდის

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]