პირველმა გათამაშებამ, რომელშიც 51 გუნდი ჩაერთო, მთელი საქართველო მოიცვა
დასრულდა Jurnior NBA-GBF ლიგის პირველი გათამაშება. ტურნირს, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოში ამერიკის საელჩომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიურომ, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, Jurnior NBA-ს განყოფილებამ და NBA-ს ევროპის ოფისმა გაუწიეს.

შეჯიბრება ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ანალოგიურად ჩატარდა და მასში 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც თავდაპირველი კენჭისყრის შედეგად, NBA-ს გუნდების სახელები მიენიჭათ. მონაწილეობის სურვილი 51-მა გუნდმა გამოთქვა და საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარება გახდა საჭირო.

როგორც ამერიკის პროფესიულ ლიგაში, Jurnior NBA-GBF-ის მონაწილენი 6 დივიზიონში გადანაწილდნენ. თელავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში ჩატარებული დივიზიონის მატჩების შედეგად პლეი ოფის 16 მონაწილე შეირჩა. დასავლეთ კონფერენციის 8 საუკეთესო ქუთაისში შეიკრიბა, ხოლო აღმოსავლეთის - თბილისში. საპლეიოფო მატჩების შემდეგ გამოვლინდა ორივე კონფერენციის 2 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ოთხთა ფინალის სათამაშოდ თბილისში შეიკრიბნენ.

დასავლეთ კონფერენციის ფინალში ქუთაისის გუნდმა, რომელიც "გოლდენ სტეიტს" წარმოადგენდა, "დალას მავერიკსის" სახელით მოასპარეზე აჭარის ნაკრები დაამარცხა. აღმოსავლეთი კონფერენცია "ფილადელფიამ" ("ჰიუნდაი") მოიგო, რომელმაც "კლივლენდის" სახელით მოასპარეზე რუსთაველებს აჯობა.

კონფერენციათა გამარჯვებულები კი 25 ივნისს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, დიდ ფინალში შეხვდნენ, მანამდე კი მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც "კლივლენდმა" "დალასს" სძლია. სპეციალურად Jurnior NBA-GBF-ის ფინალზე დასასწრებად მოწვეულნი იყვნენ NBA-ს და ქალთა NBA-ს მოთამაშეები, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სპორტის დესპანები - ჟარკო ჩაბარკაპა და კალანა გრინი, რომლებმაც ფინალურ მატჩამდე NBA-ს წარმომადგენლებთან - ტროი ჯასტისთან და ვანია ჩერნოვეცთან ერთად ტურნირის მონაწილე 100-მდე ბავშვს საკალათბურთო კემპი ჩაუტარეს.

ფინალური მატჩი საინტერესო გამოდგა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრნენ. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ქუთაისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ დამაჯერებლად აჯობეს "ჰიუნდაის". შესაბამისად, პირველი Jurnior NBA-GBF-ის გამარჯვებული "გოლდენ სტეიტი" გახდა. როგორც ამერიკის პროფესიულ ლიგაშია, ჩემპიონებმა საგანგებოდ დამზადებული ბეჭდები მიიღეს.

ფინალის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელს მადლიერებისა და საიმედო პარტნიორობის ნიშნად საგანგებო პრიზი გადასცა.

ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა - მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ, ბექა ბურჯანაძემ და ნიკა მეტრეველმა ოთხთა ფინალის გამორჩეულ მოთამაშეებს საკუთარი და ასევე, ნაკრების სხვა წევრთა სათამაშო მაისურები გადასცეს.

მაისურებთან ერთად გამომცემლობა "პალიტრის" მიერ დაწესებული საბავშვო წიგნები შემდეგმა მოთამაშეებმა დაიმსახურეს: ლევან ტურაშვილმა, ანდრია ცერცვაძემ (რუსთავი), ალეკო ვახტანგაძემ, გიორგი სულაბერიძემ და ცოტნე ვაშაყმაძემ (ქუთაისი), მიშო დაბრუნდაშვილმა, ჯორჯ ტაბატაძემ (ჰიუნდაი), ნიკა კინწურაშვილმა და გიორგი ოჩხიკიძემ (ბათუმი).

ჟუნიორ NBA-GBF-ის პირველი გათამაშების უძვირფასესი მოთამაშე გახდა "გოლდენ სტეიტის" ლიდერი ცოტნე ვაშაყმაძე.

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

- განსაკუთრებით სასიხარულო იყო ეს დღე ფინალში მონაწილე გუნდებისთვის, ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, რომლებმაც ამ საკალათბურთო ზეიმში მიიღეს მონაწილეობა. მადლობას გადავუხდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, NBA-ს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას და მათ წარმომადგენლობას ევროპაში.

ჟარკო ჩაბარკაპა (NBA-ს სპორტის დესპანი):

- მოხარული ვარ, რომ ამ შთამბეჭდავი ღონისძიების მონაწილე გავხდი. მათი შემხედვარე, მომინდა პატარაობაში დავბრუნებულიყავი და თავად განმეცადა ის ემოცია, რაც დღეს და მთლიანად ტურნირის მსვლელობისას ამ ბავშვებმა განიცადეს.

მანუჩარ მარკოიშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე):

- წლების შემდეგ პირველად მომეცა შანსი, დავსწრებოდი ქართველი ბავშვების მატჩს და მინდა გითხრათ, რომ ამ ასაკში არ ველოდი ასეთ დონეს. რაც მთავარია, თავად NBA არის დაინტერესებული ამ პროექტის საქართველოში განხორციელებით და იმედი მაქვს, ეს ტურნირი მომავალ წლებშიც ჩატარდება, რაც დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში კალათბურთის განვითარებას.

ნიკა მეტრეველი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე):

- ჩემს ბავშვობაში ასეთი რამ რომ გამართულიყო, ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა ასეთ ტურნირში მონაწილეობის მიღება. ყველანაირი პირობა არსებობს საიმისოდ, რომ წარმატებული მომავალი თაობა გაიზარდოს. ახლა ყველაფერი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, რომლებსაც პირობები აქვთ და თავიანთი მონდომებითა და შრომით უნდა მიაღწიონ წარმატებებს.

დუდა სანაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე):

- ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, რაც დიდი მოტივაციაა ნებისმიერი მოზარდისთვის, რადგან NBA-ს ყველა უყურებს, როგორც მწვერვალს. ასეთი პროგრამები დიდად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, რადგან როგორც დონით, ისე ორგანიზების მხრივ, ეს ტურნირი მართლაც გამორჩეული იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
ნიკა მეტრეველმა "რეჯია კაზერტაში" დებიუტი 7 ქულით აღნიშნა
ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკში სრული დატვირთვით ავარჯიშა
ნიკა მეტრეველისა და "იუვეს" პირველი გამარჯვება სერია A-ში
ნიკა მეტრეველმა "კაზერტას" მაისურით პირველი გამარჯვება მოიპოვა
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ "ბურსასფორთან" მატჩში
სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: გეგმის მიხედვით, მაგრამ ცვლილებებით
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით "ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
ნიკა მეტრეველმა იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა