ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]

კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]

ლიონელ მესიმ ფინალში პენალტი გააფუჭა და სანაკრებო კარიერა დაასრულა
* არგენტინამ კვლავ ვერ შეძლო ტიტულის მოპოვება და ურუგვაის ვერ გაუთანაბრდა კოპა ამერიკის ტიტულების რაოდენობით (15).

* ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ზედიზედ მეორედ მოიგო.

* კოპას ტიტულები ასე ნაწილდება ნაკრებებს შორის: 15 - ურუგვაი, 14 არგენტინა, 8 - ბრაზილია, 2-2 - ჩილე, პარაგვაი, პერუ, 1-1 - კოლუმბია, ბოლივია.

* ხავიერ მასკერანო პირველი ფეხბურთელია, ვინც ხუთი ფინალი წააგო (სანაკრებო კონტინენტური და მსოფლიო ტურნირები იგულისხმება).

კოპა ამერიკა სენტენარიოზე ერთი წლის წინანდელი ფინალი განმეორდა. არგენტინელი ფანები რა ხანია, ელოდებიან დიდი ტურნირის მოგებას და თითქოს, ახლა ამის საუკეთესო შანსი იყო, მაგრამ...

მთელი ტურნირის განმავლობაში "ალბისელესტე" დამაჯერებლად, ლამაზად თამაშობდა და არც ერთი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია. იგივე ჩილე ხერარდო მარტინოს გუნდმა მარტივად წააქცია, მაგრამ ერთია მოიგო ჯგუფურ ეტაპზე და სულ სხვა - ფინალში.

თანაც, ჩილეს, როგორც ჩანს, უკვე მართლაც ჩამოუყალიბდა გამარჯვებულის მენტალიტეტი და ხორხე სამპაოლის მერე ხუან ანტონიო პიცისაც გამოუვიდა გუნდის ტრიუმფამდე მიყვანა. არგენტინას ვერც ტიტულის მოგების სურვილმა უშველა, ვერც შურისძიების წყურვილმა და ვერც ლიონელ მესიმ.

ფინალი

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, ხისტიც. ჩილელებმა იცოდნენ, რომ ამ ფორმაცის არგენტინისთვის სივრცის მიცემა დამღუპველი იქნებოდა და ამიტომ მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად თამაშობდნენ, ზოგჯერ უხეშადაც. "ალბისელესტე" კი ყველანაირად ცდილობდა მეტოქის დაცვის გარღვევას და გარკვეულ უპირატესობასაც დაეუფლა, რასაც ნელ-ნელა მომენტებიც მოჰყვა.

პირველი ყველაზე რეალური საგოლე შანსი გარი მედელის შეცდომის მერე შეიქმნა, როდესაც გონსალო იგუაინი კლაუდიო ბრავოს პირისპირ შერჩა, მაგრამ "პიპიტამ" ვერ გაიტანა, არადა, ეს შეიძლებოდა გადამწყვეტი გამომდგარიყო.

ამას ნიკოლას ოტამენდის თავური მოჰყვა, როდესაც ბურთი გარედან მოხვდა მეტოქის კარის ბადეს. ნიუ ჯერსიში, "მეტლაიფ სტედიუმზე" შეკრებილი ფანების ნაწილს გოლი ეგონა და ზოგმა ზეიმი დაიწყო, ზოგი კი წამიერად განსაცდელში ჩავარდა.

28-ე წუთზე მარსელო დიასმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მესის წაქცევისთვის და ჩილელები 10 კაცით დარჩნენ, რასაც არგენტინისთვის საქმე ერთიორად უნდა გაეადვილებინა, მაგრა მარკოს როხომ ვერ მოისვენა და შესვენებამდე შეხვედრის ბრაზილიელ არბიტრს, ელდერ ლოპესს თავი გააგდებინა.

მეორე ტაიმში ბევრი მომენტი აღარ შექმნილა, თუმცა ერთი-ორი გამოსარჩევი ეპიზოდი მაინც იყო. მაგალითად, შეცვლაზე შესულ სერხიო აგუეროს ძირითად დროშიც შეეძლო გატანა და დამატებით დროშიც კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ პირველად ააცილა, მეორედ კი ბრავომ აჯობა.

ბოლომდე უქმად არც ჩილელები იყვნენ. იშვიათად, მაგრამ ისინიც ცდილობდნენ შეტევას და თუნდაც, ალექსის სანჩესს ნორმალური მომენტი ჰქონდა. ისე, რადგან სანჩესი ვახსენეთ, ვთქვათ, რომ იგი მატჩის ბოლოსკენ პიციმ შეცვალა, ისევე, როგორც ედუარდო ვარგასი. როგორც ჩანს, მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ დასვენებული, თამაშს მონატრებული სილვა და კასტილიო მთელ გრძნობებს პენალტების შესრულებაში ჩადებდნენ და ასეც მოხდა.

იხილეთ ვიდეო

საბედისწერო პენალტების სერია

მართალია, არგენტინელთა მხრიდან პენალტი ლუკას ბილიამაც გააცუდა, მას ბრავომ აუღო, მაგრამ ყველა მაინც მესის მიერ გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე ლაპარაკობს. ლეომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გადააცილა, თანაც, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც არტურო ვიდალს პირველი დარტყმა უკვე გაფუჭებული ჰქონდა და მესის უნდა გაეტანა, თავისიანები დაეწინაურებინა და ეს, წესით, ჩილეს გატეხავდა, მაგრამ… მესიმ გადააცილა.

გაიტანა ასევე ფინალების წაგების სპეციალისტად ქცეულმა ხავიერ მასკერანომ და შეაგდო აგუერომაც. თუმცა არგენტინელთა მე-4 პენალტი ლუკას ბილიამ ვერ გამოიყენა. ჩილელებს კი ვიდალის წარუმატებელი დარტყმის მერე რომეროსთვის შანსი აღარ მიუციათ.

მესიმ ემოციები და ცრემლი ვერ შეიკავა, თამაშის მერე კი გაბრაზებულმა ცხელ გულზე დააბრეხვა, ნაკრებიდან მივდივარო. რასაკვირველია, პენალტის გაცუდება სასიამოვნო და ადვილი დასავიწყებელი არ არის, თან, როდესაც შენგან ამდენს ელიან, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, ლეოს ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიეღო.

როგორც ჩანს, ის ამ საკითხზე საკმაო ხანს ფიქრობდა. ახლა კი მთელი სამყარო, ყოველ შემთხვევაში, საფეხბურთო სამყარო იმაზე ბჭობს, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ მისი ეს სიტყვები და გადაიფიქრებს თუ არა მესი წასვლას.

ცხელ გულზე ნათქვამი?

"ძალიან მიჭირს ახლა ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება და გააზრებული ლაპარაკი. პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, ის არის, რომ - ყველაფერი დამთავრდა, სანაკრებო ფეხბურთი ჩემთვის დასრულებულია-მეთქი. მეოთხე ფინალი წავაგე და ამიტომაც არის ჩემთვის ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობა.

ყველაფრის კიდევ უფრო დასამძიმებლად, მივედი და პენალტი გავაფუჭე, არადა, უნდა გამეტანა და დავწინაურდებოდით, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას მოგვცემდა. ვფიქრობ, ასე ყველასთვის უკეთესი იქნება. გამოდის, რომ ნაკრებიდან ტიტულის გარეშე მივდივარ", - განაცხადა "ლა პულგამ".

მესის მდგომარეობაში შესვლა ნამდვილად შეიძლება. მან უკვე 3-ჯერ წააგო კოპა ამერიკის ფინალი (2007, 2014, 2015) და ერთხელაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი დათმო 2014-ში. თუმცა, მას ხშირად არაადეკვატურად აკრიტიკებენ, კრიტიკა კი ლეოს ძალიან არ უყვარს და გაბუტვა ახასიათებს ხოლმე. ჩვენც ამის იმედი უნდა გვქონდეს, რომ მესი, უბრალოდ, გაიბუტა და თავის გადაწყვეტილებას აუცილებლად შეცვლის.

წარუმატებლობების მერე კი, ისიც ვახსენოთ, რომ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მას პეკინში ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული და ასევე - 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი (2005 წელს), როდესაც ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ჩემთვის ის საუკეთესოა და ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ. მესი, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ნაკრებში კიდევ არაერთ წელიწადს ითამაშებს" - გაამხნევა ლეო ჩილეს ნაკრებისა და "ბარსელონას" მეკარე კლაუდიო ბრავომ.

მესის სანაკრებო დებიუტი 2005 წლის 17 აგვისტოს შედგა, როდესაც იგი 18 წლის გახლდათ. იგი უნგრეთთან ამხანაგურ მატჩში მინდორზე შეცვლაზე შევიდა და გამოსვლიდან 47 წამში გააძევეს. მას შემდეგ ლეომ 112 შეხვედრა გამართა და 55 გოლიც დააგროვა. როგორც იცით, 55-ე გოლი მან ცოტა ხნის წინათ აშშ-ის ნაკრებს გაუტანა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით და ამით გაბრიელ ომარ ბატისტუტას გადაასწრო და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

არ წახვიდე, ლეო!

არგენტინელმა გულშემატკივრებმა უკვე დაიწყეს კამპანია "ტვიტერში", რომ მესის გადაწყვეტილება გადაათქმევინონ. ამ კამპანიას NotevayasLeo ("არ წახვიდე, ლეო") ჰქვია. ამასთან, გულშემატკივრები სულ უფრო ხმამაღლა მოითხოვენ, არგენტინის ნაკრები დიეგო სიმეონეს ჩააბარონ, რომელიც ახლა მადრიდის "ატლეტიკოს" წვრთნის.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ მესის ნაკრების რამდენიმე წევრმა შეიძლება მიბაძოს და მათაც უარი თქვან არგენტინის ნაკრებში ასპარეზობაზე. ესენია: ხავიერ მასკერანო, ანხელ დი მარია, სერხიო აგუერო და ესეკიელ ლავესი. შესაძლოა, გადადგეს ხერარდო მარტინოც.

ტრიუმფი

არგენტინის წარუმატებლობამ და მესის განცხადებამ, ცხადია, არ უნდა დაჩრდილოს ჩილეს მიღწევა. ჩილელები სანაკრებო მიღწევის გარეშე იყვნენ და ახლა უცბად ორი ტურნირი ზედიზედ მოიგეს. ახლა ფანები უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას დაელოდებიან, მაგრამ იქამდე ჯერ დროა.

"ყოველთვის ძალიან რთულია, ივარაუდო პენალტების სერიაში გამარჯვებული. ბოლო ორ შემთხვევაში ჩვენ ეს გამოგვივიდა და არგენტინა დავამარცხეთ. ჩემი აზრით, ეს იმ შემართებისა და ერთიანობის დამსახურებაა, რომელიც გუნდში არის. ფეხბურთელები არასოდეს ნებდებიან და დიდი ურთიერთპატივისცემით თამაშობენ.

ახლა კი ზეიმის დროა, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები დავამარცხეთ, რადგან ფინალამდე საუკეთესო აშკარად არგენტინა გახლდათ, რომელიც დიდებულ ფორმაშია და რომელსაც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს", - აღნიშნა პიციმ.

მესი და რვა ჩილელი

კოპა ამერიკა დასრულებულია, ტურნირის ორგანიზატორებმა საიუბილეო ტურნირის სიმბოლური ნაკრებიც გამოაქვეყნეს, რომელშიც ჩილეს ნაკრების 8 (!) ფეხბურთელი მოხვდა, სამი კი არგენტინელია, მათ შორის, ლიონელ მესი.

სიმბოლური ნაკრები: კლაუდიო ბრავო (ჩილე) - მაურისიო ისლა (ჩილე), ნიკოლას ოტამენდი (არგენტინა), გარი მედელი (ჩილე), ჟან ბოსეჟური (ჩილე) - არტურო ვიდალი (ჩილე), ხავიერ მასკერანო (არგენტინა), ჩარლზ არანგისი (ჩილე) - ლიონელ მესი (არგენტინა), ედუარდო ვარგასი (ჩილე), ალექსის სანჩესი (ჩილე).

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი ალექსის სანჩესი დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი ედუარდო ვარგასი გახდა.

არგენტინა-ჩილე 0:0 (2:4-პენ.)

არგენტინა (4-3-3): რომერო - მერკადო, ოტამენდი , რამირო ფუნეს მორი, როხო- ბანეგა (111. ლამელა), ბილია, მასკერანო - დი მარია (57. კრანევიტერი), მესი, იგუაინი (70. აგუერო)

ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური - არანგისი, დიასი, ვიდალი - ფუენსალიდა (80. პუჩი), სანჩესი (104. სილვა), ვარგასი (109. კასტილიო)

პენალტები: ვიდალი 0:0; მესი 0:0; კასტილიო 0:1; მასკერანო 1:1; არანგისი 1:2; აგუერო 2:2; ბოსეჟერი 2:3; ბილია 2:3; სილვა 2:4

გაფრთხილება: მასკერანო, მესი, კრანევიტერი - დიასი, ვიდალი, ბოსეჟური, არანგისი

გაძევება: როხო (43), დიასი (28)

კუთხური: 9-4 ჯარიმა: 14-22 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 18(3)-4(2) ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 82 026

ბომბარდირი: 6 - ედუარდო ვარგასი (ჩილე)

სხვები: 5 - ლიონელ მესი (არგენტინა); 4 - გონსალო იგუაინი (არგენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა

ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს

7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით

ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ

"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი

"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა

ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა

უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა

"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა

ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება

უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი

ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა

აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო

ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო

მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]

"დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა" - შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა

ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ

არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა

სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს

არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]

"მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა" - მოურინიო მესიზე

ბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]

დრამატული მატჩი მესამე ადგილისთვის! კოლუმბიამ კომპენსირებულ დროში იმარჯვა[VIDEO]

ის ერთფეროვანი აღარ არის - ის საუკეთესოა! [VIDEO]

ლუის სუარესს მორიგი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე თამაშზე უარს აცხადებს

"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

ჩილე-პერუ 2:1 - კოპა ამერიკაზე პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]

კოპა ამერიკა 2016-ის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია [VIDEO]

"ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?" - მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს

[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული

კოპა ამერიკა სენტენარიო. 1/4 ფინალი: მესი ბატიგოლს გაუტოლდა [VIDEO]

[VIDEO] მესის პენალტიდან გოლის გატანა პანენკათი უნდოდა, მაგრამ ასეთი შედეგი მიიღო...

კოპა ამერიკა 2015. 1/2-ფინალი: ვარგასმა ივარგა

შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას

არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]

ხერარდო მარტინოს არგენტინის ნაკრებში შვიდი თვეა ხელფასი არ აუღია

"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს

1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]

მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს

ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

კოპას სიმბოლური ნაკრები - როცა მესის ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდის

რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო

არც მესი და არც ნეიმარი - კოპა ამერიკის მოულოდნელი გმირები