28 წლის ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა თბილისურ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა
"საბურთალო" ახალი სეზონისთვის მზადებას თბილისში, "ბენდელას" სტადიონზე აგრძელებს, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელის, პაბლო ფრანკო მარტინის სურვილია, რომ გუნდმა ბალახისსაფარიან მოედანზე გადაინაცვლოს. ორი ვარიანტია - "საბურთალო" თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ან საგურამოში, "ლოკომოტივის" სპორტულ ცენტრში ივარჯიშებს.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილები დასკვნით შეკრებას ბულგარეთში გაივლიან. გუნდი ქალაქ ბანსკოში მოემზადება. "საბურთალო" იქ 10-დან 24 ივლისამდე მოემზადება.

ცხადია, ვარჯიშის პარალელურად, გუნდი ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს. პაბლო ფრანკო მარტინმა 4 საკონტროლო მატჩი დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ 13 ივლისს "საბურთალო" ბულგარეთის პირველი ლიგის ბინადარ "ბანსკოს" გაეჯიბრება, 16-ში მაკედონიის "პელისტერს", 20-ში - კვიპროსის "ეთნიკოსს", ხოლო შეკრებას 23 ივლისს საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ "პლატანიასთან" სპარინგით დაასრულებს.

ახლა ორიოდ სიტყვით "საბურთალოს" ახალწვეულზეც, რომელზეც "ტრანსფერმარკტმა" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ცნობით, ქართულ გუნდში ესპანელი ხოსე მანუელ კარასკო კორეა ჩაირიცხა.

ჯერჯერობით, "საბურთალო" ამ ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა შევიტყვეთ, რომ 28 წლის ესპანელმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც.

1988 წელს დაბადებული, 185 სმ სიმაღლის ხოსე მანუელ კარასკო კორეა ცენტრალური მცველია. ის "ვილიარეალის" აღზრდილია და ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში თამაშობდა. 2007 წელს "ალბასეტეს" ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა, მერე კი დაბალი ლიგის ესპანური გუნდები მოიარა - "ბენიდორმი", "ესიხა", "მურსია იმპერიალი"... 2013 წლის ზაფხულში კორეა მალაიზიურ "ჯოხორ დარულ ტაზიმში" გადავიდა, საიდანაც 2015 წლის იანვარში სამშობლოში დაბრუნდა და "მერიდას" ფორმა მოირგო. შარშან ზაფხულში კი კონტრაქტი გააფორმა "ფუენლაბრადასთან" და სეგუნდა B-ს 29 შეხვედრაში 2 გოლიც გატანა.

შევიტყვეთ, რომ ესპანეთიდან "საბურთალოში" კიდევ ერთ ფეხბურთელს ელიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
რა მაგარი დოსიე აქ ვერაფერს უტყვი :D:D:D აი საბურთალოში მაგრად გაუტყდება :D
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრაც შეუძლია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"საბურთალომ" ბულგარეთში გამგზავრებამდე ახალწვეულები წარადგინა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გია ჭიაბრიშვილი: პაბლოს გუნდი კარგად იცავდა თავს, ჩვენ უკეთ ვუტევთ
გია ჭიაბრიშვილის არჩევანი: ნაკრები თუ ისევ "საბურთალო"?
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა