გელა ზაალიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის გამო ქომაგს ბოდიში მოუხადა
ფოტოზე: გელა ზაალიშვილი

ფინურ ვანტააში დასრულებული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ბიჭებმა გუნდური ტრიუმფით დაასრულეს. ეს უკვე ზედიზედ მეორედ. რომ იტყვიან, ცალი ხელით მოუგეს ყველა მეტოქეს - აბა, სხვა რა უნდა ვუწოდოთ იმას, რომ 20 პაექრობიდან მხოლოდ ერთი წააგეს.

ჩვენები მთელი თავით აღმატებულები გამოჩნდნენ თანატოლებთან. არადა, ტურნირში ყველა უძლიერესი ევროპული გუნდი გამოდიოდა, ხოლო წამყვანი გუნდებიდან აზერბაიჯანს 5:0 მოუგეს. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ასეთივე ანგარიშით მეოთხედფინალში თურქეთს, ფინალში კი უნგრეთს აჯობეს, ხოლო ნახევარფინალში რუმინეთს 4:1 სძლიეს.

ამას გოგონების მიღწევაც უნდა დავუმატოთ - მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალთა ძიუდო განვითარების სწორ გზაზეა და ლიდერებშიც გაერივნენ. მართალია, გუნდური წააგეს, თუმცა იტალიასთან ბოლომდე იბრძოლეს და მხოლოდ მინიმალური სხვაობით, 2:3 დამარცხდნენ.

ამასაც აქვს ახსნა: გოგოებში ჯერ არაა სათანადო კონკურენცია და ქალთა ძიუდოს მთელი სიმძიმე სულ რამდენიმეს მხრებზე გადადის, მათ კი ჯერჯერობით მეტის ზიდვა არ ძალუძთ. ისინი კარგად უმკლავდებიან იმ ტვირთს, რაც პირადში უწევთ, მაგრამ გუნდურისთვის, სადაც "ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის" პრინციპი მოქმედებს, ჯერ მზად არ არიან. თან ნებისმიერ მასშტაბურ საქმეში გამოცდილება, ტრადიცია დიდ როლს თამაშობს, ჩვენები კი ახლა ქმნიან ისტორიას.

მთავარია, მათ იპოვეს ის გზა, რომელიც წარმატებისკენ მიდის, ახლა კი მყარი ნაბიჯებით, მეთოდურად მიდიან მიზნისკენ. მათთვის ჯერ პირადი შედეგები უნდა გახდეს სტაბილური, მერე კი გუნდურის დროც მოვა.

ამ გუნდური წარმატებით ბიჭებმა პირადში შეუფერებელი გამოსვლის რეაბილიტაცია მოახდინეს. მათაც გაამართლეს მოსაზრება, რომ ჩვენები გუნდურ შეჯიბრებებს პირადზე უკეთ ჭიდაობენ, თუმცა პირადთან შედარებით გუნდური ასპარეზობის ხარისხიც შეუდარებლად უკეთესი იყო.

ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ პირადში ხელი მგზავრობისას შექმნილმა პრობლემამ შეუშალა - აეროპორტში ტერაქტის გამო თურქეთიდან დროულად ვერ გაფრინდნენ ფინეთში და ლამის სამი დღე ანკარაში გაატარეს. დროის ეს მცირე მონაკვეთი მათ სამ სხვადასხვა სასაათო სარტყელში გაატარეს, რასაც, შეუძლებელია, თავი არ ეჩინა ადაპტაციისას.

აკი ფინეთში ყოფნის ბოლო დღეს, გუნდური შეჯიბრებისას ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო ტექნიკურად და გამართულად იჭიდავეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გამარჯვებული გუნდიდან ძნელია ვინმეს გამორჩევა, მაგრამ შეუძლებელია, გელა ზაალიშვილი არ გამოვარჩიოთ - თანდათან იკვეთება მისი უპირატესობა თავის ასაკში და სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ტედი რინერის ყალიბის ტალანტი გვეზრდება, თუმცა ჯერ გამოცდილება აკლია; ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს საკუთარი თავისა და ნერვების კონტროლი.

სწორედ ამ ხარვეზების გამო წააგო მოგებული შეხვედრა პირადში, თორემ საჩემპიონო კაცი რომ იყო, თუნდაც გუნდურში უნგრელ რიხარდ სიპოზსთან უიოლესი გამარჯვებითაც დაამტკიცა. არადა, მის არყოფნაში პირადი სწორედ ამ მადიარმა მოიგო, ზაალიშვილი კი მასთან შედარებით ჩამოყალიბებული დიდოსტატია.

ასევე უნდა გამოვარჩიოთ ლაშა ბექაური (60), ვისაც პირადში არ უჭიდავია, გუნდურში კი მშვენიერი გდებებით დაგვამახსოვრა თავი. თუმცა ამ მხრივ სხვებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

ამ მასშტაბური წარმატების გვერდით, ბიჭების პირად პირველობაში ქართული ძიუდოსთვის რამდენიმე სიმპტომური შეცდომაც გამოვლინდა და ამაზეც გვინდა ყურადღების გამახვილება.

ვისწავლოთ დროის გაყვანა

ერთ-ერთი სიმპტომური ხარვეზი, რომელიც ჩვენს ყველა ასაკის ვაჟებს სჩვევიათ და ჭაბუკებს ამ ტურნირზეც დაეტყოთ: სამწუხაროდ, ჩვენებმა არ იციან დროის გაყვანაზე ჭიდაობა. ამ საჭირო მომენტში ისინი, უბრალოდ, უკანმოუხედავად და ყოვლად გაუმართლებლად, დამდუღრულივით გარბიან ტატამიდან, რისთვისაც სამართლიანად ისჯებიან მსაჯებისგან.

მეჩვენება, რომ ამ კომპონენტს - როგორ უნდა გაიყვანონ დრო საჭირო მომენტში, ვარჯიშზე მწვრთნელები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. გელა ზაალიშვილი (+90), ამ ტურნირის შარშანდელი მესამე პრიზიორი და ახლაც ერთ-ერთი ფავორიტი, გერმანელ იონას პუტცთან ვაზარით იგებდა და 4 წამი რჩებოდა, როცა ტატამის გარეთ გავიდა, რისთვისაც მოხსნეს...

ოთარ ტალახაშვილიც (55) ვაზარით უგებდა სომეხ გორ ჰოვსეპიანს, როცა ათიოდე წამით ადრე ამავესთვის თავი მოახსნევინა... თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ შეიძლებოდა დანდობა, მაგრამ მარტივ ჭეშმარიტებას გავიმეორებთ: არბიტრს მიზეზი არ უნდა მისცე, მეტოქესთან ერთად მსაჯიც უნდა დაამარცხო...

ვისწავლოთ რაინდობა!

ასევე აუცილებელია, ვისწავლოთ წაგების ღირსეულად გადატანაც. ამ ტურნირზე რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ჩვენებმა ხელი არ ჩამოართვეს მეტოქეს. არადა, წერია თუ არა ეს წესებში, ძიუდოს სამყაროში ეს მიღებული ჟესტია, როგორც, მაგალითად, რაგბიშია სავალდებულო დერეფნის მოწყობა და მატჩის შემდგომ ბანკეტი - ეს სწორედ მეტოქის პატივისცემის გამო კეთდება და ამ პრინციპს არასოდეს არღვევენ.

ერთი სიტყვით, ხელის ჩამორთმევა ძიუდოში დაუწერელი კანონია, ამის დარღვევა კი არასოდეს მოგვიტანს ხეირს.

სამწუხაროდ, ამ მხრივ ყველაზე მეტი ზაალიშვილს მოუვიდა, როცა მეტოქის უპატივცემულობის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და ისე მოხსნეს ტურნირიდან, სანუგეშო წრეში გამოსვლის ნებაც არ დართეს...

ნამდვილად არ ვამბობთ, რომ ჩვენს მოზარდებს უზრდელობა სჩვევიათ, ისინი ჯერაც ბავშვები არიან და აქედანვე უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცნენ შეჯიბრებისას; რომ უცხოეთში, უპირველესად, საქართველოს წარმოადგენენ და ნებისმიერი ცუდი საქციელით სამშობლოს უტეხავენ სახელს.

ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ სპორტსმენს ყველაზე მეტად რაინდული ქცევა ამშვენებს, უამისოდ ვერანაირი ტიტული სახალხო გმირად ვერ აქცევს... ისინი ახლა იმ ასაკში არიან, როცა სწავლობენ, პიროვნებებად ყალიბდებიან. მათგან ისეთ მოქალაქეებს მივიღებთ, როგორებსაც აღვზრდით და ამიტომაა საჭირო ახლავე, ამ ასაკშივე მივაჩვიოთ თეთრის და შავის გარჩევას.

ამ ფაქტებისთვის იქნებ ამდენი ყურადღება არც დაგვეთმო, მაგრამ ვიცით, რომ აღმზრდელობითი მუშაობა ასაკობრივ გუნდებში სათანადო დონეზე დგას და მით უფრო გაგვიკვირდა ამ ბიჭებისგან ასეთი საქციელი. პედაგოგიკა საჭირო დონეზე რომაა, ამაში თვალნათლივ დავრწმუნდით შარშან, ოლიმპიურ ფესტივალზე თბილისში - მაშინ ერთმა ჩვენმა სპორტსმენმა გამარჯვების სიხარული იმდენად ემოციურად გამოხატა, უნებლიედ მეტოქის შეურაცხყოფაში გადაეზარდა, რაზეც მწვრთნელებმა მაშინვე მიუთითეს.

იმედია, მოზარდები თანდათან ისწავლიან ემოციების გაკონტროლებას, რაც მათვე წაადგებათ სამომავლოდ.

სხვათა შორის, ზაალიშვილმა იმ ინციდენტიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში ბოდიშიც მოუხადა თავის ქომაგს.

"დიდ ბოდიშს გიხდით ყველას, იმედები რომ გაგიცრუეთ. ეს შეცდომა სამომავლოდ გამომადგება დიდ სპორტში. დღეს არ დაწყებულა და არ დასრულებულა ჩემი კარიერა. გავაგრძელებ უფრო მაგრად და უფრო დიდ შედეგებს მოვიპოვებ. ყველას მადლობა თანადგომისთვის" - ეს მისი სიტყვებია სოციალურ ქსელში.

ვერაფერს იტყვი - უჩვეულო და მისაბაძი მაგალითია ქართველი სპორტსმენისგან.

P.S. სულაც რა გვინდა, ზემოთქმული ამ გუნდის კრიტიკად აღიქვას ვინმემ. უბრალოდ, მათში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ და გვინდა, ყველაფერში ჩემპიონები იყვნენ. თან, როგორც ვთქვით, ბევრი ხარვეზი უფროსებშიც კი ჩვეულებრივი ამბავია და გვინდა, ეს ტენდენცია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ახალმა თაობამ გაცილებით კარგი მაგალითი მიიღოს და გაითავისოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არჩილ
თუ დაკვირვებიხართ, ჭრიკიშვილი ტატამიდან ზურგშეუქცევლად გადის, ამით პატივს სცემს მეტოქეს, ტატამს და გულშემატკივრებს, რაც მის პიროვნებას უფრო მეტ ღირსებას მატებს.
არჩილ
თუ დაკვირვებიხართ, ჭრიკიშვილი ტატამიდან ზურგშეუქცევლად გადის, ამით პატივს სცემს მეტოქეს, ტატამს და გულშემატკივრებს, რაც მის პიროვნებას უფრო მეტ ღირსებას მატებს.
დონ კიხოტი
100% ვეთანხმები სტატიის ავტორს, კარგი სტატიაა
ბექა
ძალიან კვალიფიციური სტატიაა (როგორც ყოველთვის)!
mamuka
აბსოლიტურად სწორი და დროული სტატიაა. დისციპლინის მხრივ საკმაოდ მოვიკოჭლებთ!დროის გაყვანასთან დაკავშირებით კი ახალგაზრდებს რა უნდა მოვთხოვოთ, შავდათუაშვილის ევროპული ფინალი კარგა ხანს გვემახსოვრება ყველას!!!!
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი
უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
[VIDEO] დაბრუნება შედგა - ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]
ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
სკანდალური ფინალი. თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი - ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო დღე
ქართული ფინალი ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა და ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
ღვინიაშვილის ოქრო და სულამანიძის ვერცხლი ზაგრების გრან-პრიზე [VIDEO]
"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
ბექაური თბილისის გრანდ სლემზე აღარ იასპარეზებს - განახლებული შემადგენლობა
მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში
მე-11 გამარჯვება მსოფლიოზე! ტედი რინერი ისტორიის წერას განაგრძობს
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის გრანდ სლემზე სულამანიძე და ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლენ
ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო
ჭაბუკები. ევროპის ჩემპიონატი. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა
რინერი თბილისში ჩამოდის? - ლეგენდარული ფრანგი გრანდ სლემზე დარეგისტრირდა
ევროპის თასი. ჭაბუკები: ბერლინური ამოცანა მწვრთნელებისთვის