ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რატომაა "დინამო" ფავორიტი? პატივი ვცეთ მეტოქეს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ...

რატომაა "დინამო" ფავორიტი? პატივი ვცეთ მეტოქეს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ...

...რა გრძნობა დაეუფლებათ სომხური "ალაშკერტის" ფეხბურთელებს, "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ რომ გავლენ?!
ქართული გუნდებიდან წლევანდელ ევროტურნირებში ყველაზე გვიან თბილისის "დინამო" ჩაებმება - ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 12 ივლისს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სომხეთის "ალაშკერტს" უმასპინძლებს...

გამოკვეთილი ფავორიტი, რა თქმა უნდა, "დინამოა". მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მოვლენების სხვაგვარად განვითარება ვერც წარმოგვიდგენია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სომხურ კლუბს თავისი ქვეყნის ჩემპიონატში მხოლოდ... 4 (ოთხი!) სეზონი აქვს ჩატარებული, ევროტურნირებზე კი მეორედ უნდა იასპარეზოს.

"ალაშკერტს" ევროტურნირებზე დებიუტი შარშან ჰქონდა და ბევრისთვის მოულოდნელად, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში შოტლანდიურ "სენტ ჯონსტონს" აჯობა.

1990 წელს დაარსებული და 2011 წელს ხელახლა აღდგენილი "ალაშკერტის" ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა გასულ სეზონში მოპოვებული სომხეთის ჩემპიონობაა. ასეთ მეტოქესთან თბილისის "დინამოს" რომ ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ, მგონი, გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს.

ტიტულებსაც თავი რომ დავანებოთ, თბილისის "დინამო" მალე მე-100 მატჩს გამართავს ევროტურნირებზე, თან ამ შემთხვევაში მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობის პერიოდს ვგულისხმობთ.

1993 წლიდან მოყოლებული დღემდე, "დინამოს" ევროთასებზე 94 მატჩი აქვს ჩატარებული და ძალიან გვინდა, რომ მეასეც და ასმეერთეც ამავე სეზონში გამართოს. საამისოდ, "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიც უნდა დაძლიოს და მესამეც, პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა კი მე-100 იქნება.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ალაშკერტისაგან" განსხვავებით, "დინამო" პოსტსაბჭოთა პერიოდშიც (1972-87 წლებში) რეგულარულად და, რაც მთავარია, წარმატებით გამოდიოდა ევროპის საკლუბო ტურნირებზე და როცა გრანდებსაც ამარცხებდა, ამ ყველაფერს ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდით...

ისე, ადვილი წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილება დარჩებათ "ალაშკერტის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს, თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა (ან საფეხბურთო აკადემია) რომ დაათვალიერებინონ. ან რა გრძნობა დაეუფლებათ "ალაშკერტის" ფეხბურთელებს, "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ რომ გავლენ. თავად ხომ საშინაო მატჩებს ყველა პარამეტრით მოკრძალებულ "ალაშკერტ სთედიუმზე" ატარებენ, 7000 მაყურებელსაც რომ ვერ იტევს.

თუმცა, სტუმართა დელეგაციაში ერთი პიროვნებისთვის "დინამოს" სტადიონი უცხო არ უნდა იყოს: "ალაშკერტის" მთავარ მწვრთნელს, აბრამ ხაშმანიანს 80-იანი წლების ბოლოს თბილისში რამდენჯერმე უთამაშია, როგორც ერევნის "არარატის" ფეხბურთელს.

თანამედროვე ფეხბურთში, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე, უკვე დიდი ხანია აღარავის უკვირს შედარებით სუსტი გუნდების წარმატებები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - თბილისის "დინამო", უბრალოდ, ვალდებულია, ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდეს!

ახლა აღარც ისტორიას ვახსენებთ, აღარც ტრადიციასა თუ ტიტულებს: "დინამოს" დღევანდელი შემადგენლობა, ხარისხობრივად, მეტოქისას აშკარად აღემატება. ამაში მაშინაც დარწმუნდებით, როცა 12 ივლისის მატჩამდე "ალაშკერტს" უფრო ახლოს გაგაცნობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

რა უბედურებაა ეს განუწყვეტელი მეტოქის დაკნინება. ამ კომენტარის მერე ალაშკერტის ფანი გავხდი, რო თავზე გადაგვახიოს ბურთი. მწვრთნელები - 0, კორესპოდენტებისც - 0, საფეხბურთო აზროვნება მთლიანად ქვეყანაში კრიტიკას ვერ უძლებს.

• zviad

.......................!რა შუაშია სტადიონის სიდიდე და გუნდის წარსული წარმატებები?!უნდა მოემზადო ერთი კონკრეტული თამაშისთვის და ყველა მეტოქე იმაზე მეტად უნდა შეაფასო ვიდრე რეალურად არის.იმედია ფეხბურთელებიც ესე განწყობილები არ არიან და დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან!!!რთული თამაში იქნება და საკუთარ მოედანზე გატანილი გოლები გადაწყვეტს ყველაფერს.აქ მაქსიმუმი უნდა შევყაროთ და იქ უკვე Dაცვაში ჩავჯდეთ.დროა რაღაც ტაქტიკა შეიმუშავონ დინამოს ხელმძღვანელებმა თორე ის რაც სამტრედიას ჩიხურას და დილას დაემართა ეს იყო უტვინო მიდგომის ბრალი.

• dato

1972-1987 პოსტსაბჭოთა პერიოდია? საშუალო სკოლა მაინც არ დაგიმთავრებიათ?

• levani kaxeti

როცა გასაკრიტიკებელია, ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ კარგი მინდა მისთვის; როცა შესაქებია, ვაქებ და მეამაყება. ახლაც ვოცნებობ, რომ წარმატებას მიაღწიოს, ოღონდ დამსახურებულად, დამადლებული არაფერი გვინდა!

• bebeto

დინამოს 1-2 მოთამაშის დამატება არ აწყენდა, კარგი ლეგიონერიც შეიძლება და კარგი ქართველი ფეხბურთელებიც, მაგალითად ძალამიძე და არაბიძე დინამოს ნამდვილად გააძლიერებდენ, თან ორივეს თავიანთ კლუბებში რაღაც პრობლემები აქვთ და ფიქრობ დინამო თუ მოინდომებს ორივეს დაიმატებს.

• beso.

გამარჯობატ ტრაბახა ვიტომ პეხბურტელებო და ჯერ გადახდი და ჰოპ მერე დაიზახეტ.ტკვენ ჰკვიატ პუტბოლისტები.ააა.

• gela

თბილისელ-ს! დასტური 100% ით. სულ ერთი და იმავეს გამეორება მიწევს და მე რას შევაგნებინებ ასთად დაბადებულ-გაზრდილებს, სამწუხაროდ ყველა დიდ ქალაქში ასეთი სურათია, ოღონდ შანსი მიეცეთ და შემოდგომის ბუზებივით გკბენენ ხოლმე ეს ვითომ ქართველები. ეს აღზრდის და უწიგნურობის ბრალია, მშობლებიიიიიიიიიიიიიი !

• giga

არავინ არ იბოღმება ქართული კლუბის წარმატებაზე. რა მოწიე ეგეთი მოლანდებები რო დაგეწყო ნამდვილად არ ვიცი. შარშანაც მასე ტრაბახში და 1 ამბავში იქნებოდი ყაზახებთან მარცხი რო მოყვა. სხვას კი არ ვამბობ თავში არ უნდა აგივარდეს თქო. 19-ე საუკუნის ნაწარმოებებში რო აზნაურობაა აღწერილი ზუსტად ისე კუდაბზიკობთ წინასწარ.

• gela

zuzu_s! შენ ეგ კაცი მეწველი ძროხა ხო არ გგონია? ფული აქვს დაბანდებული და ფულს იგებს, ვინ კლუბები დააფინანსოს? იცი რამდენ ადამიანს დაეხმარა და ფეხზე დააყენა? ან საიდან დაიწყო ამ კაცმა? ერთი ჩვეულებრივი ლტოლვილი ბიჭია და თავის წესიერებით და საქმეში( ისევე როგორც ცხოვრებაში) უღალატობით მოიპოვა ქონება, მაგაზე მეტი ფული არა აქვს მთავრობაში მოკალათებულ ხალხს? ფიფიამ რატომ შეინახოს ყველა კლუბი? ჯერ კანონითაც ვერ შეძლებს სურვილიც რომ ჰქონდეს. ისე იყო ფაქტები, რომ გადარიცხული ფული გუნდის ფეხზე დასაყენებლად - სხვა მიმართულებით გაუშვიათ არაერთხელ.

• zuzu

"შენ ვინ გეკითხება ფიფია თავის ფულს სად წაიღებს?" შენგან და ჩემგან წაღებულ ფულს ფიფია სად დახარჯავს არ გაინტერესებთ? გიმეორებთ - აზოტი სახელმწიფო საკუთრებაა. ფიფია რომ ამუშავებს 1000 კაცს კარგია, მაგრამ არ გაინტერესებთ აზოტიდან რამდენი მიაქვს სახლში და რამდენს ხარჯავს დინამოზე? ვიმეორებ: აზოტის ყოველწლიური შემოსავლები რამდენიმე ასეული მილიონია (ლარი).

• gela

mmg-ს ! შენ ვერ დაისვენებ, იმიტომ,რომ დინამო მიოგებს, ვიცი ერთი სული გაქვს ,რომ დინამომ წააგოს, მაგრამ როგორც ერთი იტყოდა ხოლმე: "ნურას უკაცრავად ..., ჯერ ლექსიკა გაასწორე მერე წერე ..., რომ არ იცი ვის უგულშემატკივრო. მზად ხართ შენ და შენნაირები ზეიმი გამოაცხადოთ ოღონდ დინამოს და ზოგადად თბილისელს ფეხი დაუცდეს სადმე, რამეში. აი ეს არის შენი სახე შე ბოღმა კაცო(?!). სამარცხვინო ვიწრო გაგების ვითომ ქართველებო!!! ..

• თბილისელი

svani-ს შენ საერთოდ ვერ მიხვდი ძმა მეც რომ მაგას ვიძახი და ერთიანობის მომზრე ვარ იმიტომ მხვდება გულზე თბილისის მიმართ დამოკიდებულება სხვა რაიონელების თუ ქალაქელების მაცხოვრებელბისგან! თბილიშიც იმიტომ არაა საქ ჩემპოინატში დასწრება რომ, ყველა ქართული გუნდუ უყვარს თბილისელ კაცსს და ზიზღით არ ეზიზღება სხვა! ესენი რას აკეთებენ? არც ფეხბურთში ვარგიან არც ფანობაში და მოქცევაში (ყველაზე არ ვამბობ) არც ინტელექტი აქვთ და არც ქვეყნის სიყვარული სამარცხვინო ხალხია (ბოღმიან არათბილისელებზე მაქვს ლაპარაკი) და ვინც თავის თავზე მიიღებს და გამომესარჩლება ყველა ეგეთები ხართ!

• თბილისელი

ოღნოდ თბილისზე და დინამოზე ცუდი ალაპარაკე და მტელი დღე შეუძლიათ ისეთი ბოღმა აღრჩობთ! არადა დარწმუნებული ვარ ყველა თუარა ნახევარზე მეტი თბილიშია ნაქირავებ ბინაში და იქიდან წერს ბოღმა კომენტარებს! საჭმლის ფულს თბილიში შოულობენ და ამ ქალაქით გააქვთ თავი და ისე ეზიზღბათ თითქოს რუსეთი და ტურქეთი იყოს! რო კიტხო უპატრიოტესი ხალხია ამათმა უნდა დაიცვან საქართველო რამე რომ მოხდეს? კლავიატურას ამოფარებული ბოღმა ..!

• zuzu -s

შენ ვინ გეკითხება ფიფია თავის ფულს სად წაიღებს ? თუ მაგის აშენებული აკადემია და დაინამოს ბაზა გაინტერესებს , მიდი და დაათვალიერე, იქნებ ნახო და გაიგო , კაცმა რამდენი მილიონი ჩადო ფეხბურთში ,ნახო რა დონის და როგორი ბავშვთა მწვრთნელები ჰყავს ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი და რაჯდება აკადემიის შენახვა ? არაფერს ვამბობ , 2011 წელს მის მიედ დინამოს სტადიონის რეკონსრუქციაზე გაწეულ ხარჯებზე !და კიდევ , ის რომ ფიფია აზოტს ამუშავებს და 1000 ზე მეტი კაცია იქ დასაქმებული , პატარა საქმედ მიგაჩნია ?

• svani

giga-ს მერე ის რომ ფავორიტები ვართ და მოყავს მშვენიერი მაგალითი რომ, უნდა მოვუგოთ კიარა გავანადგუროთ ალაშკერტი))) დილა რომ ამათ ვერ მოუგებდა დიდი ანგარიშით და იტილავებდა კარგად შეეტყო თავიდანვე რაც მარცვალაძე წავიდა და მიყვნენ სხვები, მაგრამ მაინც უნდა მოეგო იქაც დაჟე))) კბილის ექიმი თუ გადის ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში მაშინ მეც მაქვს ამბიცია ასე ვილაპარაკო))))))))) მაგრამ ჩვენ ფეხბურთელებს ხომ კაცობა დაკარგული აქვთ

• zuzu

gela-ს სხვის ჯიბეში რატომ ვიყურები: "აზოტი" სახელმწიფო საკუთრებაა და ფიფია უკვე რამდენი წელია ფულს აკეთებს. კარგია თუ აკადემია ააშენა, ნამდვილად არ ვიცი როგორია შიგნიდან, არც ბოღმა მკლავს. ერთი ვიცი, რომ იმ ფულით რასაც ეგ აზოტში იღებს მთელი ჩვენი ჩემპიონატის კლუბების ფეხზე დაყენებაა შესაძლებელი (რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზეა ლაპარაკი ყოველწლიურად).

• levani kaxeti

არ გაინტერესებთ ძმაო; ნუ წაიკითხავთ, არ გინათ დინამოს თამაშის ყურება;-ნუ უყურებთ ძმაო, ამით დინამოს არაფერი დააკლდება... ეს ბოღმა, ზიზღი, ცინიზმი.... რა უბედურებაა, რა არის; დინამო ჩვენი ქვეყნის გუნდი არ არის? რამ შეგაჯავრათ და შეგაზიზღათ; სირცხვილი და ისევ სირცხვილი!!!. ასე იბოღმებით დინამოზე, სწორედ იმიტომ გყავთ "სუპერ გუნდები". მე აქამდე არცერთ ქართულ გუნდზე ძვირი არ მითქვამს, არ ვაპირებდი, მაგრამ ამოვიდა უკვე ყელში. რა გუნდებიც გყავთ, უკვე გამოჩნდა, თუ რა გუნდია "დინამო" აწი გამოჩნდება. ( მე მხედველობაში დილა და სამტრედია მყავს, ჩიხურას არ ვეხები, ყველაზე ღირსეულად მისი გულშემატკივარი იქცევა.)

• levani kaxeti

იმის მაგიერ რომ ქვეყანა შევძრათ და საშველი ვიპოვოთ, ცინიზმით გაჟღენთილ კომენტარებს აგზავნით. თქვე დალოცვილებო, დინამო რომ არ იყოს, არ არსებობდეს, ან როგორც ერთი პატივცემული, და სამარცხვინოდ წაგებული "დიდი გუნდის" გულშემატკივარი ბრძანებდა: "მე მინდა, რომ "დინამო" საერთოდ დაბალ ლიგაში დააქვეითონო";. მაგ თქვენ ვაი-გუნდებს რამე შეემატება? დილას გულშემატკივარი როგორ ლაპარაკობს მიკერძოებაზე, როცა ყველას გვახსოვს დილა-ზესტაფონის სამარცხვინო და გულისამრევი ფინალი. ადმინ, ძალიან გთხოვ, არ დამიბლოკო ეს კომენტარი.

• გია

ზუზუს, თუ ხარჯავს ფულს დინამოში ცუდია. შენსას ხომ არ ხარჯავს ასე რომ გაიძახი. ეხლა რაც შეეხება შანსებს შანსი დინამოს აქვს, ამ ეტაპს გადავლახავთ, ხოლო მერე....... ვნახოთ.

• levani kaxeti

მოკლედ, რაც არ უნდა ვიდაოთ და ვინერვიულოთ, ფაქტი სახეზეა: 4 გუნდიდან 3 სამარცხვინოდ გავარდა, დარჩა 1, დინამო, ოღონდ, ჯერ დინამოს არ უთამაშია...(?!) ვაი ჩვენი ბრალი, სირცხვილისგან ხმას ვერ ვიღებ. ამის დედა ვატირე, განა რა უბედურება გვჭირს ასეთი, რომ წუმპიდან ვეღარ ამოვდივართ, ვაჭყაპუნებთ უკვე ამდენი წელია და გამოსვლას ვერ ვახერხებთ.

• giga

დაშლილი მეტალურგი უგებდა ხოლმე გასვლაზე ბანანთს მერე რა რო უგებდა, ახლა რას იზამს? რა დილა არ უნდა ყოფილიყო ფავორიტი შირაქთან თქვენი ლოგიკით? მარა ხვიშტი.

• goga

კიდე დინამო თორემ სამტრედია,ცჰიხურა,ხომ გვასახელეს რა დილაზე არც მაქვს პრეტენზია ყველამ ვიცით რა დგეშიც არის,აი დინამო კი მათლა დინამოა ვერც ეგ წყვეტს ვერაფელს მაგრამ ერთხელ გავიდა უეფაზე და ვნახოთ რას იზამს

• halagaji

fexburti ara isaa, daaxviet tkveni dinamoanat tu goris dilianat da zed sahxeris hixurianatac. guli merva tkven tamahebze mhihrebi da usurebi xart, dagvajulebi cver gauparsaoba magari modahia avganelebs gevxart cxovrebahic da fexburthic. ai ase.

• gela

ზუზუ-ს, სხვის ჯიბეში ყურებას შეეშვი შვილოსა, შენ რა იცი ფიფია ვის და რამდენს ახარჯავს? თუ რამე კომპრომატი გფაქვს დადე, თუ არა და ...!!!! ფიფიას აკადემიაში შეგიხედავს ერთხელ მაინც? როგორ აცხოვრებს იქ ჩამოყვანილ ბავშვებს ? სწავლასაც თხოვს ვარჯიშთან ერთად, არ იცი, არც გინდა იცოდე და არცაა სავალდებულო შენ რომ იცოდე. შენი უბედურება იმაშია, რომ თვითონ წარუმატებელს სხვისი აწყობილის ყურებაც კი გშლის, ბოღმისგან არ გასკდე ...

• mmg

ჰო, კაი, მოვიცდით 12 ივლისამდე და მერე დავისვენებთ ჩვენც და მაგენიც.

• qutaiiseli

.. არ გცხვენიააა???გტაბალას 5000 ანი სტადიონიც არააქ მარა შარშან ათრია შენი ნაქები დინამო

• fanat

აუ მართლა ტვინი ნუ გაბურღეთ ამ წინა საუკუნის მიღწევებით რაა, მაშინ სხვა ქვეყანა ვიყავით და სსრკ ერქვა იმ ქვეყანას,ამდენი ტრაბახი და ტრიპაჩობა კარგს არაფერს მოგვიტანს,თანაც მხოლოდ წარსულზე ტრაბახი, რეალობა ისაა დღეს რომ სომხური და აზერული კლუბები გვსვამენ ერთ ადგილას! მე დინამოს ვგულშემატკივრობ მარა ასეთი ტრაბახი არ მიყვარს

• svani

giga-ს,დილა-ს, რას იძახით ბიჭო დიახაც ფავორიტები ვართ სომხებთან მითუმეტეს დაგავიწყდათ?! დაშლილი მეტალურგი უგებდა ხოლმე გასვლაზე ბანანთს?! ავტორმა მშვენივრად თქვა ასეთი ბაზა არც სტადიონი და არც ფეხბურთელები არ ყავს ალაშკერტს და საერთოდ სომხეთის გუნდებს))) იცი საერთოდ რას თამაშობს ეს გუნდი მიმოხილვა მაინც თუ გაქ ნაყურები სანტა კოლომასთან)) თბილისელი-ს ეს კიდე მთავარი Akaki-ს, nika-ს მარტო დილას სირცხვილი კი არ არის ჩვენი სირცხვილია პირველ რიგში))) აუ არ გინდათ რა ეგეთი ლაპარაკი დინამო არ იყო გასვლაზე რომ, შერცხვა აქტობესთან?! დინამო ამას არ იზავს და ეგეთი ლაპარაკი რაიცი რომ არ იზავს აზერბაიჯანთან როგორ შეგვარცხვინა ისიც დაგავიწყდათ ალბათ)) აქ მარტო დინამო არ არის აქ 4 ქართული კლუბია და 4ივეს თანაბრად უნდა დაუჭირო მხარი))) ვიმეორებ აქ მარტო დინამოს ნუ უჭერთ მხარს, ერთხელ და სამუდამოდ ისწავლეთ ქართული გუნდების გულშემატკივრობა ევროტურნირებზე მაინც ყველას სირცხვილი იყო რაც გააკეთეს 3-მა ქართულმა კლუბმა და დინამომ თუ წააგო მარტო დინამოს გულშემატკივრების სირცხვილი კიარა ყველას სირცხვილი იქნება))))))

• chipo

nu wert sisuleebsrs ra tqma unda dinamos mogeba gvinda magram xom naxet wavida fexburti win islanbias doneze rodis mivalt rom xalxma stadionebze iaros?

• zuzu

რა შუაშია 7000 მაყურებელი - ჩვენს სტადიონზე თუ 60000 ეტევა, მერე რა, მე შენ გეტყვი და გაივსება (მეათედი მაინც თუ შეივსო მიღწევა იქნება). ასეთი სისულელე არ უნდა წეროთ - სომხებს რა დიდი სტადიონი არ აქვთ თუ რა. ძველ დროში (ჟურნალისტი ასე რომ მისტირის) რაზდანი მაგარი სტადიონი იყო და მგონი ახლაც კარგია. ისე დინამოს (და საერთოდ ქართული ფეხბურთის) გულშემატკივართა საყურადღებოდ - ვკითხოთ ფიფიას რამდენ ფულს შოულობს რუსთავის "აზოტში" და რამდენს ახარჯავს დინამოს, არ გაინტერესებთ?

• giorgi-s

1 გამაგებინე რანაირად ამუშავე ტვინი რო მაგნაირ დასკვნამდე მიხვედი რო თურმე შირაქს უნდა ვუქომაგო DDDDDDDDDDD

• nika

მოკლედ საიდან ამხელა ბოღმა ? სირცხვილია რაც ქნა დილამ

• misha+5

სასწაული სტატიააა... ალბათ ფარერელების არიყოს შიშისგან სომხებსაც გაეპარებათ დინამო არენაზე. დინამო წინ მიდი შენგენაცვალე

• haha

გაბალას შოტლანდიელებიც არ ყავდა დამარცხებული და მაინც მოგვიგო. რა გჭირთ? ფავორიტი დინამო არაა. ზოგიერთის საქმე არ არის აქ ვინ რას დაწერს. 37 წელია? თუ კომუნისტები მოგენატრათ?

• giorgi

გიგა სჰენ ვის გირცჰევნია უგილსემატკივრო დინამოს ტუ სირაქს

• Akaki

თბილისელი გეთანხმები რაც თქვი. უკვე მეათასედ ვამბობ ალბათ, შექმენით ბოღმათა გაერთიანება, რამე ბიღმა კლუბი და იქ დაიცალეთთქო ამ უარყოფითი ენერგიებისგან :D იქნებ ვნმე გამორჩეულმა ბოღმამ მკიდოთ ამ საქმეს ხელი? ბოლობოლო ფბ გვერდი გააკეთეთ და იქ დაიცალეთ და დაგვასვენეთ დანარჩენები :D

• giorgi

დარწმუნებული ვარ დინამო სირაქს გაანადგურებს ორივე მატცჰი

• giga

რა ბოღმა 1 გამაგებიე რა მოლანდებები გაქვთ კიდე. აბა ბარემ ნიკოფსია დარუბანდი ვიძახოთ კიდე. ის 1 თასი იყო 35 წლის წინ მერე რა. ახლა სად ხარ. და რაც გამოჩნდა და კიდე ტრიპაჩობ ასე და ისეო. მოედანზე ჯობია გამოჩნდეს.

• დილა

ბატონო გია დიდ პატივს გცემთ, მაგრამ რაც თქვენ დაწერეთ ეგ უფრო არაპროფესიუონალური მიდგომაა ჯურნალისტის მხრიდან ვიდრე კომპეტენტური. დინამო ფავორიტია მაგრამ სომხური ფეხბურთი არც საბჭოთა პერიოდში იყო დაკნინებული და არც ახლაა ჩვენზე რამით დაბლა მდგომი. ასეა ეს და ილუზიებში ნუ ვიქნებით. დებილი ხალხი მუშაობს დღეს ქართულ ფეხბურთში და სანამ არ შეიცვლება ბევრი რამე არაფერი გვეშველება. სომხური საკლუბო ფეხბურთი უკეთესი მენეჯმენტით მუშაობს ქართულზე ამას თქმა არც უნდა :)

• Malxazi

რაც სირცხვილი ჭამეს დანარჩენმა გუნდებმა, უფრო სწორად გვაჭამეს, თორე მაგათ მგონი არც უნაღვლიათ, იგივეს გაიმეორებს დინამოც, რითაა ვითომ დანარჩენებზე უკეთესი, ყველა ერთი ჩემპიონატად წოდებულ ტურნირიდან არ არიან?

• თბილისელი

გიგა თუ დინამოს ბოღმა გაქვს ამ საიტზე სხვა რაღაცეებიც იწერება და შეგიძლია ეგ იკითხო და თუ არ მოგწონს კიდე ნუკითხულობ! არა ბიჭო იმაზე უნდა წერონ შირაქთან და ზიმბრუსთან რო გავარდით? დინამო არასოდეს არ წააგებს 5-1 საბჭოთა კავშირის გუნდთან! ეს ბოღმა კიდე ნუ გვაXრცობს თორე სულ ესე წუმპეში იქნება ქართული ფეხბუღტი და ხალხიც

• ზაზა

გაბალა შეიქმნა და მეორე დღეს დინამო გამოაგდო ...(((გუნდმა შარშან შოტლანდიური კლუბი გამოაგდო და...დღევანდელი დინამო ევროტურნირებზე ფავორიტი არცერთ შეხვედრაში არ არის

• giga

რა გაბურღეთ ტვინი ამ წარსულით. ვაააჰ. და თავში ავარდნა და კუდაბზიკობა რით ვერ მოიცილეთ კიდე.

• giga

ნუ იცით ცამდე აყვანა დინამოსი, მიტოა მერე პირველივე რაუნდიდან რო ვარდებიან. ფავორიტი არის თუ არა ეს ორი მატჩის მერე გამოჩნდება და ტყუილად ნუ აკნინებთ სხვა გუნდებს. რასქვია დიდი გრძნობა დაეუფლებათ დინამო არენაზე? ან მერე რა რო 7000 მაყურებელს იტევს მათი სტადიონი, გუნდი მარტო ისტორიით არ განისაზღვრება და ეს უნდა იცოდეთ ამ დონის ჟურნალისტებმა. დაელოდეთ თამაშებს და მერე შეასხით ხოტბა დინამოს.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

ჯაბა ჯიღაური: უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ!

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]

თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

დღის კარიკატურა: თბილისის "დინამომ" ერთი წინაღობა დასძლია

დინამო (თბ) VS ალაშკერტი - მთელი საქართველოს იმედი

უჩა ლობჟანიძე: მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს!