ოთხი წლის მერე ევროპის ჩემპიონატით ინტერნეტში 4-ჯერ მეტი ადამიანი დაინტერესდა
ევრო 2016 დასრულდა და უეფას ოფიციალურმა ვებსაიტმაც შეაჯამა ეს ტურნირი, ამჯერად, ციფრული თვალსაზრისით. ტურნირის განმავლობაში EURO2016.com-სა და უეფას ოფიციალურ აპლიკაციებზე ჯამში 300 მილიონი ვიზიტორი შევიდა.

24-გუნდიანი ჩემპიონატი ყველაზე დიდი იყო ევროპის ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში. 10 ქალაქში ჯამში 2,4 მილიონი ადამიანი მივიდა სტადიონებზე თამაშების სანახავად. სულ 51 შეხვედრა გაიმართა.

ტურნირის წარმატება აისახა ციფრულადაც, უეფას ოფიციალურ საიტზე ვიზიტორთა რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა. საერთო ჯამში, გვერდების 1,5 მილიარდი დათვალიერება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებლები ზუსტად ოთხჯერ მეტია, ვიდრე ევრო 2012-ზე. დიახ, ინტერნეტი კიდევ უფრო ვითარდება და მსოფლიოში მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ვიზიტორთა რიცხვის გაოთხმაგება ოთხ წელიწადში ამის ნათელი დასტურია.

უელსის ნაკრების საოცარმა თამაშმა გარკვეულწილად განაპირობა, რომ ვიზიტორთა 15% სწორედ ბრიტანეთიდან იყო. რა თქმა უნდა, დიდი იყო წილი მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ინტერნეტმომხმარებლებიდან.

გარდა ამისა, ინტერნეტაპლიკაციები და უეფას საიტი ძალიან პოპულარული იყო ტურნირის განმავლობაში გერმანელებში, იაპონელებში, ამერიკელებში, ესპანელებში, იტალიელებსა და კანადელებში.

უეფამ ჩემპიონატის დაწყებამდე დაამატა ჩინური ენა საიტს. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატისთვის საიტზე თვალის დევნება 9 სხვადასხვა ენაზე იყო შესაძლებელი. საიტი კარგად თანამშრომლობდა სოციალურ მედიასთან, "ფეისბუქში" ოფიციალური საიტიდან ინფორმაციები ჯამში 3-მა მილიარდმა "ფეისბუქის" მომხმარებელმა ნახა.

ფინალში პორტუგალიის მიერ საფრანგეთის დამარცხებამ ყველანაირი სპორტული რეკორდი დაამყარა - "ფეისბუქზე" ამის შესახებ მსჯელობა 45-მა მილიონმა მომხმარებელმა წამოიწყო, რასაც ჯამში 146 მილიონი რეაქცია მოჰყვა. "ტვიტერიდან" ჯამში 109 მილიონი "ტვიტი" გაიგზავნა, უეფას ვებსაიტთან დაკავშირებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
უარი გრანდებს - თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი კარიერას "ალ ჰილალში" გააგრძელებს
"ლანსმა" "ჰავრი" დაამარცხა და გალიდერდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ნიურნბერგმა" "პროისენს" ვერ მოუგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
15-ქალა | ისტორია ხორვატიით გრძელდება
ევროპის ლიგაზე პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს
"ლივერპული" ფეხბურთელებს სწორედ ამ გეგმით იმატებს" - არნე სლოტი მისი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს