ვიტსელმა "ინტერი" აირჩია, ჯაკერინი "ნაპოლიში" წავიდა
13:11. გერმანული გამოცემა Kicker-ი წერს, რომ "დორტმუნდმა" შეათანხმა "ვოლფსბურგიდან" ანდრე შიურლეს ტრანსფერი. კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება. გარდა ამისა, თომას ტუხელის გუნდი ახლოს არის მარიო გიოტცეს დაბრუნებასთან.

13:25. ლეროი სანე "შალკედან" "მანჩესტერ სიტიში" გადავა. "ქალაქელები" გელზენკირხენულ გუნდს 55 მილიონ ევროს გადაუხდიან. ამის შესახებ Bild-ი იტყობინება.

13:35. მადრიდის "რეალი" აღარ გამოთქვამს დაინტერესებას პოლ პოგბათი - მისი ფასისა და ევრო 2016-ზე არც ისე დამაჯერებელი თამაშის გამო. "ზინედინ ზიდანი რჩება პოლის ფანად, მაგრამ მხოლოდ მაშინ შეიძენს მას, როცა დარწმუნდება, რომ პოგბა გუნდს მოერგება", - მოჰყავს Marca-ს წყაროს სიტყვები.

14:00. მეჰდი ბენატია იტალიაში ბრუნდება. "ბაიერნის" მცველმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს "იუვენტუსში". ამის შესახებ ტურინული კლუბის ოფიციალური "ტვიტერი" წერს.

14:05. "ატლეტიკოს" ფორვარდმა ლუსიანო ვიეტომ თანხმობა განაცხადა "ბარსელონაში" გადასვლაზე. El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელ მენეჯერებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ - თავდამხმელს იჯარით აიყვანენ თუ 20 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

14:15. მატია დე შილიოთი მადრიდის "რეალია" დაინტერესებული. "მილანის" მცველი "სანტიაგო ბერნაბეუზე" აღმოჩნდება, რადგან ზინედინ ზიდანს მარსელოსთვის კონკურენტი სჭირდება, - ამტკიცებს Marca.

14:35. ადილ რამი "სევილიიდან" "ლესტერში" გადავა. ინგლისის ჩემპიონები ფრანგს რეზერვისტის სტატუსით გაიფორმებენ, - ეს France Football-ის ინფორმაციაა.

14:40. ფრან ვასკესი სამედიცინო შემოწმებას გაივლის "სევილიაში". "პალერმოს" ფეხბურთელს მოლაპარაკებები ჰქონდა "მილანთან", მაგრამ სერია A-დან ესპანეთში გადასვლა არჩია.

14:45. "რეალ სოსიედადი" მოლაპარაკებებს აწარმოებს ფერნანდო ლორენტესთან. Cadena Ser-ის ცნობით, ფორვარდზე ასევე "ევერტონიც" ნადირობს.

15:05. ბელგიელი ჟოსუა გილავოგი "ვოლფსბურგიდან" "მონაკოში" გადავა. L’Equipe-ი წერს, რომ ლეონარდო ჟარდიმი ამ საყრდენის დიდი თაყვანისმცემელია.

15:15. Don Balon-ი წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" არც ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, "ბარსელონას" მემფის დეპაის შეძენა უნდა.

15:35. "მანჩესტერ სიტიმ" დაიწყო "ბაიერნის" ფეხბურთელების გადაბირება. პეპ გვარდიოლას სურს მანჩესტერში ჯოშუა კიმიხის ხილვა. "სიტის" პირველი წინადადებაა - 24 მილიონი ევრო. Daily Mail-ი წერს, რომ "ქალაქელები" სერიოზულად არიან განწყობილნი.

15:40. "იუვენტუსში" წასული ბენატიას ნაცვლად, "ბაიერნი" გაიფორმებს "ნაპოლის" მცველს, კალიდუ კულიბალის. სენეგალელის ტრანსფერი კარლო ანჩელოტის პირადი სურვილი ყოფილა, - ირწმუნება Sky Italia.

15:45. მუსა სისოკო "ნიუკასლიდან" - ახალი სამიზნეა "დორტმუნდისთვის". Shields Gazette-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ფრანგს 41.5 მილიონ ევროდ აფასებს.

15:55. "ვალენსიამ" ოფიციალური თხოვნით მიმართა "არსენალს" ფორვარდ ხოელ კემპბელთან მოლაპარაკების თაობაზე. Estadio Deportivo ირწმუნება, რომ ესპანურ კლუბს "მილანთან" კონკურენცია ელოდება.

16:05. დადასტურებული ტრანსფერი: "უდინეზემ" "გრანადაში" იჯარით გაუშვა გაბრიელ სილვა.

16:15. კოლუმბიელი კარლოს სანჩესი შარშან, "ასტონ ვილასთან" ერთად ჩემპიონშიპში გავარდა, ახლა კი "მარსელში" გადადის სათამაშოდ. Get French Football News-ი იტყობინება, რომ კლუბებმა თითქმის დაასრულეს მოლაპარაკებები. ტრანსფერის თანხა 2 მილიონი ევროა.

16:30. Daily Mail-მა დაბეჭდა ლოს ანჯელესში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც გამოსახულია ზლატან იბრაჰიმოვიჩისა ("მანჩესტერ იუნაიტედი") და პოლ პოგბას ("მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნე) ვახშამი. დამთხვევაა?

16:55. მადრიდის "რეალმა" გადაწყვიტა, არ გაყიდოს ალვარო მორატა და მით უმეტეს, არ მიჰყიდოს ის "ჩელსის". ეს The Independent-ის ინფორმაციაა.

17:00. "მანჩესტერ სიტიმ" აცნობა "ევერტონს", რომ ამ ზაფხულს მცველის, ჯონ სტოუნსის ყიდვას აპირებს, - იტყობინება Sky Sports-ის წყარო. მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს ფეხბურთელის გაყიდვა, მაგრამ გაუჭირდება 60 მილიონ ევროზე უარის თქმა.

17:05. "ინტერმა" თითქმის გადაიბირა პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ჟოაო მარიო. პორტუგალიური გაზეთი Record-ი წერს, რომ გარიგება ლისაბონის "სპორტინგთან" 40 მილიონი ევრო ღირს.

17:15. ჰაიკო ვესტერმანი ოფიციალურად გადავიდა "აიაქსში". ამსტერდამულმა კლუბმა დაადასტურა 32 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი.

17:20. ლი ჩუნ იუნი თითქმის გადავიდა "ბარნლიში", - იტყობინება The Guardian-ი. პრემიერლიგის დებიუტანტი "კრისტალ პალასს" 1.2 მილიონ ევროს გადაუხდის.

17:25. ნაჩო ფერნანდესი ცალი ფეხით "რომაშია". La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ეს არის არა იჯარა, არამედ სრულფასოვანი ტრანსფერი, რომლის ღირებულებაა 11 მილიონი ევრო. ფეხბურთელის ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება. "რეალს" 15 მილიონად შეეძლება ნაჩოს უკან დაბრუნება.

17:30. "აინტრახტი" იჯარით აიყვანს "მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველ გილერმო ვარელას, - იუწყება Kicker-ი.

18:05. ნემანია მატიჩი "ჩელსიში" რჩება. ნ'გოლო კანტეთი და რაჯა ნაინგოლანით დაინტერესების მიუხედავად, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ მატიჩს უთხრა, რომ არ დატოვებს კლუბს. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail-ი.

18:15. ESPN-ის წყარომ დაწერა, რომ "ევერტონი" აპირებს "სევილიიდან" ფერნანდო ლორენტეს შეძენას.

18:25. იგივე წყარო იტყობინება, რომ "ტოტენჰემს" არ მიუმართავს "ბაიერნისთვის" მარიო გიოტცეს ტრანსფერზე. ლონდონელებს არ აინტერესებთ ეს შემტევი.

18:45. ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წამსვლელების სია შეადგინა: მატა, როხო, ბლინდი და შვაინშტაიგერი. ამ უკანასკნელით უკვე დაინტერესდა "ფენერბაჰჩე", - წერს Fanatik-ი.

18:55. ადამ ნადიმ "ფერენცვაროშიდან" "ბოლონიასთან" გააფორმა კონტრაქტი, რომლის დეტალებიც უცნობი დარჩა.

19:00. "იუვენტუსი" ალექს სონგით დაინტერესდა, რომელიც "ბარსელონას" საკუთრებაა. "ვესტ ჰემში" ჩატარებული კარგი სეზონის მიუხედავად, ლუის ენრიკეს არ სურს აფრიკელის დაბრუნება, ამიტომაც სონგი ახალ გუნდს ეძებს.

19:12. ლუის ალბერტო "ლივერპულიდან" ესპანეთში დაბრუნდება - "დეპორტივოში" ან "სევილიაში", - იუწყება Liverpool Echo. იურგენ კლოპს ესპანელი არ სჭირდება და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელში მისი კლუბი 8 მილიონ ევროს აიღებს.

19:25. ემანუელე ჯაკერინის აგენტმა ოფიციალურად დაადასტურა "ნაპოლიში" გადასვლა. "სანდერლენდთან" ბოლო ფორმალობები მოგვარებულია", - განაცხადა ფურიო ვულცარეჯიმ Sunderland Echo-სთან ინტერვიუში. ტრანსფერის თანხა - მხოლოდ 1.5 მილიონი ევროა.

19:50. მას შემდეგ, რაც ადამ ლიაიჩის ტრანსფერი ჩაიშალა, "სელტა" "ანდერლეხტის" ნახევარმცველის, დენის პრატის გადაბირებაზე გადაერთო.

20:02. ნევენ სუბოტიჩი ვეღარ ხვდება "დორტმუნდის" შემადგენლობაში, ამიტომაც ტოვებს კლუბს. სერბის ახალი გუნდი - "მიდლსბრო" "ბორუსიას" 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

20:15. "ლესტერმა" წინადადებით მიმართა მცველ მაიკლ კინს "ბარნლიდან", - წერს The Metro. ტრანსფერის თანხა 18 მილიონი ევროა.

20:20. "უოტფორდი" დაინტერესებულია "ნიუკასლის" ჰოლანდიელი ლეგიონერით, დერილ იანმაატით. ინგლისურმა კლუბმა 12 მილიონი ევრო მოითხოვა.

20:30. "გალათასარაი" "ლივერპულის" საყრდენ ნახევარმცველ ლუკას ლეივას უმიზნებს, რომელსაც სულ უფრო ცოტა სათამაშო დრო აქვს. ამიტომაც მზად არის, თურქეთში გაემგზავროს.

20:55. აქსელ ვიტსელმა, როგორც ჩანს, "ინტერი" აირჩია კარიერის გასაგრძელებლად. მილანური კლუბის ხელმძღვანელობა "ზენიტს" 22 მილიონ ევროზე მოელაპარაკა და ახლა ბელგიელის შვებულებიდან დაბრუნებას ელოდება პირადი კონტრაქტის დეტალების შესათანხმებლად, - წერს Gazzetta World-ი.

21:00. რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ ვიტსელი იდეალურად მოერგება 4-2-3-1 სქემას. ამასთან, გუნდს დატოვებს მარსელო ბროზოვიჩი, რომელზეც "ატლეტიკო", "არსენალი" და "ლივერპული" აცხადებენ პრეტენზიას. ხორვატის ფასი 25 მილიონი ევროა.

21:05. "ლაციოს" ვეტერანი კრისტიან ლედესმა, რომელიც რომში 2006 წლიდან თამაშობს, ამ ზაფხულს დატოვებს კლუბს. პარასკევს ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს "პანათინაიკოსთან", - იტყობინება L’Equipe-ი.

21:10. Calciomercato აცხადებს, რომ "იუვენტუსი" "ნაპოლის" წინადადებით მიმართავს გონსალო იგუაინის შეძენის თაობაზე. გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი "იუვეში" 75 მილიონ ევროდ გადავა. გარიგების ნაწილი შეიძლება გახდეს რობერტო პერეირა, რომლის ფასია 18 მილიონი ევრო.

21:15. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ დღეს "მილანი" საბოლოოდ ჩამოყალიბდება მატეო მუსაჩოს ტრანსფერზე. ვინჩენცო მონტელას რაც შეიძლება სწრაფად სურს არგენტინელის გადაბირება, რათა ახალწვეული გუნდის სათამაშო სქემაში ჩასვას.

21:20. დავიდე სანტონი, შესაძლოა, "ნაპოლიში" გადავიდეს. მცველს ბოლო მომენტში ჩაეშალა "სანდერლენდთან" მოლაპარაკებები. მაურიციო სარის ძალიან მოსწონს სანტონი. ამიტომაც გარიგება, შესაძლოა, უახლოეს საათებში განხორციელდეს. "ნაპოლიმ" "ინტერს" 6-7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

21:50. "რომამ" ოფიციალურად დაადასტურა ჟუან ჟეზუშის გადასვლა. მცველი რომში იჯარით მიემგზავრება და მომავალი სეზონის წინ დედაქალაქელებს ფეხბურთელის 8 მილიონად გამოსყიდვა შეეძლებათ.

21:55. "ლივერპულის" 20 წლის გარემარბმა ჯორდან აიბიმ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ბორნმუთთან". ტრანსფერის თანხამ დაახლოებით 18 მილიონი ევრო შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
"შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით" - დე ლაურენტისებს ემუქრებიან
"ოქროს ბურთს" დემბელე კი არა, მისი თანაგუნდელი იმსახურებს" - ცნობილი ფრანგი მწვრთნელი
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
Capital One Cup: "ლივერპულმა" ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
მილანის "ინტერი" ვიტსელს შეუთანხმდა
ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური და VII ტურის წინ: ბოლო წუთების დრამა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ტრანსფერ ONLINE. 24 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
იაპონიასთან მატჩში გაძევებულ ნახევარმცველს კარლოს სანჩესს კოლუმბიელი ფანები მოკვლით ემუქრებიან
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
იურგენ კლოპი: ჯორდან აიბი დიდი ტალანტია
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
აქსელ ვიტსელის იტალიური არჩევანი - სად გააგრძელებს კარიერას ბელგიელი?
"იუვეს" ამბები: ვიტსელი ისევ სამიზნეშია, მარკიზიო მოედანს უბრუნდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
აქსელ ვიტსელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს