ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს

მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს

რუსეთის ოლიმპიური გუნდის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სრულად მოკვეთის ახალი ტალღა აგორდა
ფოტოზე: ვლადიმირ პუტინი და ტომას ბახი

რუსეთის ოლიმპიური გუნდის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სრულად მოკვეთის ახალი ტალღა აგორდა. საქმე ძალიან სერიოზულადაა. რუსეთის წინააღმდეგ გამოდის 10 ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტო, აგრეთვე, 20 "სპორტული ჯგუფი", რომლებიც მთელ მსოფლიოში ოლიმპიელთა ინტერესებს წარმოადგენენ.

ყველაზე მეტად აქტიურობს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან წერილობით ითხოვს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების რიოს თამაშებიდან ჩამოშორებას. ამერიკელთა გვერდით არიან - გერმანიის, ესპანეთის, იაპონიის, შვეიცარიისა და კანადის ანტისადოპინგო სააგენტოები.

ისინი ამ საკითხის წამოწევას ორშაბათს, 18 ივლისს აპირებენ, როცა გამოქვეყნდება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კომისიის ანგარიში სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენების ფაქტების შესახებ. დამოუკიდებელ გამოძიებას კანადელი იურისტი რიჩარდ მაკლარენი ხელმძღვანელობდა.

რუსეთის ნაკრების მოკვეთას ითხოვს ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტის უფროსი ჯოზეფ დე პენსიე.

"დიდი ალბათობით, მაკლარენის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ადგილი ექნება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დოპინგ-სკანდალს ისტორიაში და ის დაადასტურებს რუსეთის მთავრობის მონაწილეობას მთელი მსოფლიოს სუფთა სპორტსმენების წინააღმდეგ მასშტაბურ შეთქმულებაში", - განაცხადა მან.

რას უმზადებენ რუსეთს?

ორშაბათს, თბილისის დროით 17 საათზე, ტორონტოში სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კანადელი პროფესორის, რიჩარდ მაკლარენის ანგარიში, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას რიოს ოლიმპიურ თამაშებში.

ბოლო პერიოდში, რუსული სპორტის რეპუტაციას ისედაც სერიოზული ზიანი მიადგა, მაგრამ ბოლოდროინდელი ამბები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მაკლარენი ამზადებს. კულუარებში კანადელი პროფესორის ანგარიშს უკვე უწოდეს "სისხლიანი" (Blood report). როგორც ამბობენ, ეს დოკუმენტი კიდევ უფრო მკაცრი და არგუმენტირებულია, ვიდრე მაკლარენის წინამორბედთა მიერ შედგენილი ანგარიშები.

საინტერესოა, რომ მაკლარენმა არ ჩათვალა საჭიროდ მოსკოვში მივლინება და რუს ჩინოვნიკებთან შეხვედრა. მან თავაზიანი უარით გაისტუმრა ისინი:

"მადლობა, ვერ ვხედავ ამგვარი ვიზიტის აუცილებლობას". სხვა სიტყვებით, კანადელმა რუსულ მხარეს მიანიშნა: "იმდენი სამხილი მაქვს, რომ საჭირო არ არის თქვენი თავის მართლების მოსმენა".

ფოტოზე: რიჩარდ მაკლარენი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი შეფი რიჩარდ პაუნდი

მაკლარენის მთავარი მოწმეა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვი. დღეს ის აშშ-ში ცხოვრობს. ამა წლის მაისში მან ინტერვიუ მისცა ამერიკულ გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსს" და შოკისმომგვრელი ისტორიები მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებდა სოჭის ოლიმპიადის დროს რუსი ჩემპიონებისთვის "კოქტეილს" (სტეროიდები და ალკოჰოლი) და როგორ აყალბებდა ღამით დოპინგ-სინჯებს მსოფლიოს ანტისადოპინგო ლაბორატორიებში.

ერთი თვის წინ, თავისი სამუშაოს წინასწარი შეფასებისას, მაკლარენმა დაწერა, რომ როდჩენკოვის ინფორმაცია "ნდობას იმსახურებს". კანადელ პროფესორს დეტალებზე არ ულაპარაკია, მაგრამ ცხადია, რომ როდჩენკოვი აქტიურად თანამშრომლობს კომისიასთან და მოახერხა კიდეც წონადი მტკიცებულებების წარმოდგენა. მათ შორისაა ელექტრონული მიმოწერა რუს მაღალჩინოსნებთან.

სხვათა შორის, მსოფლიოს პრესაში პერიოდულად ჩნდება ახალი სახელები "როდჩენკოვის სიიდან". ეს არის იმ სპორტსმენთა ჩამონათვალი, რომელთა სინჯებს ცვლიდა სოჭში სპორტის სამინისტროს ბრძანებით. ასე მაგალითად, ამ დღეებში "ნიუ იორკ თაიმსმა" დაწერა, რომ ამ სიაში ფიგურირებდა სკელეტონში სოჭის თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი ელენა ნიკიტინა.

სავარაუდოდ, გადამოწმდა სოჭის რუსი ათლეტების მიერ ჩაბარებული სინჯები, რომლებიც ლოზანას ლაბორატორიაში ინახება და თუ იქ როდჩენკოვის დახმარებით რამე იპოვეს, ეს იქნება მომაკვდინებელი მტკიცებულება. ამით საბოლოოდ დამტკიცდება რუსეთში დოპინგის გამოყენებაზე ხელის დაფარებისა და თუნდაც წახალისების ფაქტები. ამის შემდეგ რუსებს თავზე ხელს აღარავინ გადაუსვამს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა გერმანული "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ მაკლარენი რაღაცას აღმოაჩენს სოჭის სინჯებში, მაშინ რუსი სპორტსმენები უნდა მოიკვეთონ პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან.

თუმცა აქ ოლიმპიური კომიტეტისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პოზიციები პრინციპულად განსხვავდება.

დიდი ალბათობით, ახალი ანგარიშის რეკომენდაციებში ლაპარაკი იქნება რუსეთის მოკვეთაზე სწორედ უახლოესი ზაფხულის თამაშებიდან, რადგან თუ რუსეთში სახელმწიფო დონეზეა დაშვებული დოპინგის მიღება, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს - ზამთრის ოლიმპიადაზე იქნება ლაპარაკი თუ ზაფხულის. თუ მაკლარენის ანგარიშში თუნდაც ერთი მტკიცებულება იქნება რუსეთის სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ, რუსი სპორტსმენების მიმართ ნდობა საბოლოოდ გაქრება.

წერილი ამერიკიდან

რუსულ პრესას ხელში ჩაუვარდა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელის, ტრევის ტაიგერტის წერილი, რომლის ადრესატია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი. წერილი წარმოადგენს მოთხოვნას - გაირიცხოს რუსეთი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილეებიდან.

როგორც ჩანს, დოკუმენტი სამშაბათს უნდა გამოქვეყნებულიყო, რიჩარდ მაკლარენის პრესკონფერენციის შემდეგ. გთავაზობთ ტაიგერტის წერილის სრულ ვერსიას:

ფოტოზე: ტრევის ტაიგერტი

2016 წლის 13 ივლისი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომას ბახს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომს

პატივცემულო პრეზიდენტო და აღმასკომის წევრებო,

გუშინდელმა დღემ სერიოზული დარტყმა მიაყენა ყველა სუფთა ათლეტს და იმათ, ვისაც სჯერა ოლიმპიური ღირებულებების.

დამოუკიდებელმა გამოძიებამ, რომელსაც სათავეში ედგა პროფესორი რიჩარდ მაკლარენი, დაადასტურა დოპინგის მრავალწლიანი გამოყენების შოკისმომგვრელი სისტემა და ანტისადოპინგო პროცესებში ჩარევა, რასაც სახელმწიფო დონეზე ჰქონდა ადგილი რუსეთში. ყველაფერთან ერთად, სამხილები ლაპარაკობს იმაზე, რომ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისა და სხვა ტურნირების დროს განზრახ უშლიდნენ ხელს ანტისადოპინგო სამუშაოებს. აგრეთვე, მრავალი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა რუსი სპორტსმენებისგან დოპინგ-სინჯების აღების პროცესში სისტემატურ ჩარევას და გამარჯვებების მოსაპოვებლად ტყუილების გამოყენება წარმატებული აღმოჩნდა.

მაკლარენის ანგარიში ამტკიცებს, რომ ამგვარ მოქმედებას ეწეოდა სპორტის სამინისტრო რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების დახმარებით. ამით რუსეთმა შეგნებულად დაარღვია ოლიმპიური მოძრაობის, ოლიმპიური ქარტიისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრინციპები.

ზარალი, რომელიც მიადგა ოლიმპიურ თამაშებსა და ათასობით სუფთა სპორტსმენს - აუნაზღაურებელია. ცხადია, რომ უნდა გადაიდგას სერიოზული და გადამჭრელი ნაბიჯები ამ ათასობით ადამიანის ნდობისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად.

ამ მომენტში, მსოფლიოს ყველა სუფთა ათლეტი ელოდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ნაბიჯებს ოლიმპიური მოძრაობის სტანდარტების გასამყარებლად; აგრეთვე, გარანტიებს იმისა, რომ რუსეთში შექმნილ სისტემას არ გამოიყენებს არც ერთი ქვეყანა, თუ მას სურს იყოს ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი. ჩვენ ვწერთ ყველა სუფთა სპორტსმენისა და ანტისადოპინგო ორგანიზაციების სახელით და იმედი გვაქვს, რომ ოლიმპიური კომიტეტი სათავეში ჩაუდგება მოძრაობას ოლიმპიზმის ძირითადი პრინციპების აღდგენისთვის.

ამიტომაც, პრინციპების, ქარტიისა და კოდექსის შესაბამისად, ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომს, ჩამოაშოროს რიოს ოლიმპიადას რუსეთის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტები. ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან გადაიდგმება უმკაცრესი ნაბიჯები იმისთვის, რათა წინ აღუდგეს კორუფციას ოლიმპიადაზე და დოპინგს სპორტში, დაიცვას სუფთა სპორტსმენები და მხარი დაუჭიროს რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების სიწმინდეს.

არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული დოპინგის პატიება და ის უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. ასეთი მოქმედება არღვევს ძირითად პრინციპებს, რასაც ეყრდნობა ოლიმპიური მოძრაობა. ოლიმპიზმის ძირითადი პრინციპები ლაპარაკობს ეთიკური ნორმების, ურთიერთპატივისცემისა და სპორტში პატიოსნების წინ წამოწევაზე; აგრეთვე, ხელს უწყობს ათლეტებს შორის ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნას.

ოლიმპიური ქარტია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებს, რათა გარანტირებული იყოს ოლიმპიური მოძრაობის შიგნით ძირითადი პრინციპების დაცვა. კერძოდ, მეორე პარაგრაფში წერია: "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამოცანაა - განავითაროს ოლიმპიზმი მსოფლიოში და მართოს ოლიმპიური მოძრაობა. კომიტეტის როლია - დაიცვას "სუფთა" სპორტსმენები და იყოს სპორტში პატიოსნების გარანტი, ებრძოლოს დოპინგს და მიიღოს ზომები სპორტში კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ".

დოპინგის გამოყენება, რომელსაც სახელმწიფო დონეზე უჭერდნენ მხარს რუსეთში და რის შესახებაც არის მითითებული მაკლარენის ანგარიშში, არ ჯდება ეთიკის ნორმებში და არღვევს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსს, ოლიმპიზმის ძირითად პრინციპებსა და ოლიმპიურ ქარტიას. ერთადერთი ადეკვატური და დასაშვები ზომა ამ უპრეცედენტო სიტუაციაში არის რუსეთის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების დაუყოვნებლივი ჩამოშორება ოლიმპიური მოძრაობისგან ოლიმპიური ქარტიის 59-ე პარაგრაფის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია აიკრძალოს რუსეთის წარმომადგენლების გამოსვლა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

ჩვენი აზრით, ცალკეული რუსი სპორტსმენები, რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ არაფერი აქვთ საერთო რუსულ სისტემასთან, რადგან ქვეყნის ტერიტორიის გარეთ იმყოფებოდნენ და სხვა ანტისადოპინგო სისტემის მიხედვით მოწმდებოდნენ, დაშვებულნი უნდა იყვნენ ოლიმპიადაზე, ოღონდ ნეიტრალური დროშის ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ მსგავს ზომებს ითხოვს ოლიმპიური ქარტია. აგრეთვე, ეს არის ერთადერთი ხერხი, რომლითაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაიცავს სუფთა ათლეტებს.

იმის გამო, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, არაუგვიანეს 2016 წლის 26 ივლისისა, მიიღოს ზომები და დაადასტუროს, რომ რუსეთი, მისი ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტები და ყველა რუსი სპორტსმენი არ მიიღებს მონაწილეობას რიოს ოლიმპიურ თამაშებში.

ტრევის ტაიგერტი, აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტო

ზეპელტს დიდი იმედი აქვს

დღეს, 18 ივლისს დაგეგმილი პრესკონფერენციის დიდი იმედი აქვს ტელეკომპანია ARD-ის გერმანელ ჟურნალისტს, ჰაიო ზეპელტს, რომლის მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმებმა წამოიწყო მთელი ეს აურზაური.

"კარგად ინფორმირებულ წყაროებთან საუბარში შემექმნა შთაბეჭდილება, რომ როდჩენკოვის ბრალდებების დიდი ნაწილი - სიმართლეა. ამასთან, ნახსენებია არა მხოლოდ სპორტის ზამთრის სახეობები, არამედ ზაფხულისაც, რომლებშიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედლები უნდა გათამაშდეს.

ვფიქრობ, დიდია ალბათობა, რომ რუსეთის მთლიან ოლიმპიურ გუნდს არ დაუშვებენ 2016 წლის ოლიმპიადაზე. ზეწოლა სპორტულ ორგანიზაციებზე, მათ შორის, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, ძალიან გაიზრდება და მაშინ კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი იძულებული იქნება, იმოქმედოს. ის ხაფანგშია მოქცეული, როგორშიც არასოდეს ყოფილა მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე აირჩიეს.

როცა საქმე ეხება სპორტში ორგანიზებულ ჩარევას, არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური ან სპორტის ცალკეული სახეობების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი. თუ ხელისუფლება მართლაც მასიურად ერეოდა სპორტში, მაშინ ზომები რადიკალური უნდა იყოს", - განაცხადა ზეპელტმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სპორტი

აღარავინ მითხრას, სპორტი და პოლიტიკა არ აგერიოთ ერთმანეთშიო, ყოფილა რუსისთვის სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა?

• მაია

ძალიან კარგი, თუ ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ. უკეთესი იქნება, რუსებს სპორტის ყველა სახეობაში ნებისმიერ საეღტაშორისო ტურნირზე აეკრძალოთ მონაწილეობა. ჰოდა, ატარონ ევრაზიული კავშირის ჩემპიონატები სომხეთთან და ყაზახეთთან ერთად. ცოტათი ჭკუას ისწავლიან.

• სირბილის სწავლების ცენტრი

სპორტი დოპინგის გარეშე!

• brola*

diablo-s-ს როგორც ყოველთვის შენ და შენმისთანები მუდმივად პარანოიდულ ზმანებებში ხართ! თუ კომენტარის დაწერა მინდოდა დავწერდი იმ ნიკით როგორც ვწერ ხოლმე და თქვენსავით არარაობებს არ წარმოვადგენ! ზოგადად ძაან სასაცილო იქნებოდა იმაზე ვინერვიულო რუს სპორტსმენებს დაუშვებენ თუ არა ოლიმპიადაზე მაგრამ ეს ყველაფერი რომ არის დიდი პოლიტიკური ზეწოლის ნაწილი ეგ არის როგორც ორჯერ ორი ოთხი მაგრამ თქვებისთანა ზეროებისთვის ალბათ მაინც ხუთია! ცოტ -ცოტას რომ ყველგან ყველა ცოდავს ეგ არის ფაქტი - შეადგენენ ახალ ქიმიურ ფორმულას და გარკვეულ პერიოდამდე წარმატებით იყენებენ მერე რომ გაბაზრდება ანტისადოპინგო სამსახური აკრძალავს, მერე ისევ ახალს მოიგონებენ და ასე შემდეგ - წლები რომ ფრანგები ამერიკელ ველოსპორტსმენს ტურ დე ფრანსის 7 გზის გამარჯვებულს აბრალებდნენ დოპინგის მაშინ ვითომ რატომ ვერ აღმოაჩინეს ამერიკელებმა მთელი ამ წლების განმავლობაში რაიმე ბოლოს ძაან რომ გაბაზრდა მერეღა რომ ამოიღეს ხმა? წლებია ფრანგები ესპანელი სპორტსმენების წარმატებებს დოპინგს უკავშირებდნენ და ეხლა ეს ესპანელები რუსებისკენ იშვერენ ხელს - რატო - იმიტომ ხომ არა რომ თუ მხარს არ დაგვიჭერთ რუსების წინააღმდეგ თქვენც გამხელთო?

• რუსი ვანია

ამ დოპინგს რუსები ყოველთვის იღებდნენ,მაგრამ ვერ უბედავდნენ ვერაფერს რუსეთს.ამას აქვს რა თქმა უნდა პოლიტიკური სარჩულიც. ...სანამ საქართველოს აოხრებდნენ რუსები არაფერი,ეხლა რომ მიადგა პუტინი თოფით ევროპას-მაშინ მოეგო მსოფლიო გონს, თუნდაც ნაწილობრივ.

• ვის იცავთ?

აშშ ში იმიტომ გაიქცა რომ მაგის ორივე თანამშრომელი საეჭვო სიტუაციაში გარდაიცვალა და შეეშინდა ,რომ მაგასაც მოკლავდნენ.რაც შეეხება სპორტსმენებს ვინც დოპინგის საშუალებით იგებს დიდი არამზადები არიან,იმიტომ რომ არათანაბარ უპირატეს მდგომარეობაში არიან. თუ გაიხსენებთ მარადონა გამოიჭირეს მსოფლიოზე დოპინგის მიღებაზე და საქართველოში გამოჩდნენ უსინდისოები რომლებიც ამართლებდნენ დიდ არამზადას. და საერთოდ საბჭოთა სპორტსმენების უმრავლესობას დოპინგით ააქვთ მოგებული უამრავი მედლები ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიადებზე

• dyablo-s

თქვენი წონა წიგნები მაქვს წაკითხულიო, მაგი რატომ გამოგრჩა პუტინოიდო ბროლიავ?

• რატომ აყალბებდა?-ს

არ გააყალბებდა დოპინგის ტესტებს და პუტინი გააყალბებდა მაგას სამუდამოდ. თავს ნუ იდებილებ აქ რუსეთი, პალონიის ჩაი, მაგნიტსკი და ათასობით პუტინის გატრუპულების ისტორიების მაინც შეგრცხვეს.

• svani

dyablo-ს მე არაფერ იერიშებზე არ გადმოვდივარ რაც დავწერე სიმართლეა და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ასე ფიქრობს)) 99% ტვინგამორეცხილი პუტინისტები რომ, არიან უკვე ის ერთი პროცენტი აღარ მაინტერესებს) როცა ერის უმეტესობა ისე ფიქრობს როგორც თავისი მთავრობა იქ მე უკვე აღარ მაინტერესებს და ჩემთვის მეორე ხარისხოვანია თვითონ ქვეყანა და ხალხიც) პრინციპში ვინც საღად ფიქრობს იყოს თავისთვის იმან რა დააშავა, არაფერს ვერჩი მაგრამ, როცა ჰიმნი იქნება და ან საპრიზო ადგილზე გავა რუსი სპორტსმენი ამას ყოველთვის უარყოფითი ემოციით შევხვდები და საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა თუ როგორ ფიქრობს ის ჩვენზე ან საერთოდ)))) ამ შემთხვევაში ის სპორცმენი ქვეყანას წარმოადგენს და არა პიროვნებას სპორტში ასეა!!!!!!!!!!!!!)))))))))))))

• giorgi

dyablo-ს. არ მინდა შენი "საქებარი" სიტყვებით ვისარგებლო, მაგრამ ერთ კი გეტყვი. ცდილობ, ვითომ სპორცმენი განარიდო პოლიტიკას და იზხი სპორცმენი რა შუაშია, რა გიხარიათო, მაგრამ, ცალსახაა, რომ იმ რუსული იდეოლოგიის მსხვერპლი ხარ, რომელი იდეოლოგიაც ახლა უტევს საქართველოს, თუმცა გარწმუნებ, რომ სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, მასთან არანაირ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი არ იქნება და ვერ მოხდება. სხვა შემთხვევაში აქ ერთი გამოსავალია, გავხდეთ რუსეთის ნაწილი. ეს კი არასოდეს მოხდება.

• svani-s

ფაშიზმი სხვა არაფერია- ჰომოფობიაც, სხვათა შორის! და ის კაცი, ვინც ამერიკაში გაიქცა და ახლა, პოსტ ფაქტუმ, ამბობს - მე პირადად ვაყალბებდი ტესტებსო, არა მხოლოდ უსინდისოა - ზოგადად, დამნაშავეა და პიროვნულადაა დასასჯელი-რატომ აყალბებდა? თანაც, ნაგავია!

• bavaria

თუ რაიმე მანკიერი აქვს ქართველებს, ყველაფერი რუსებისგან მოდის, იქნება ეს დედის გინება, ბილწსიტყვაობა, მექრთამეობა, ქურდული სამყარო და კიდევ მრავალი სხვა. შორს ჩვენგან ეს ნაგვები.

• Irakliy

კარგი რა, შარაპოვაზე ცუდს ნუ დაწერთ:))) მშვენიერი გოგოა:)))

• dyablo

სვან და მეორე კიდე თქვე თვალებ დაბინდულებო ჯერ კარგად წაიკითხეთ და მერე გადმოდით იერიშებზე მე როგორც მიწერია ყურადღება გავამახვილე მხოლოდ სპორცმენებზე რომლების უმრავლესობაც ჩვენი ქართველი სპორცმენების წლობის მეგობრებიც არიან და არა ქვეყანაზე რუსეთზე და ჩვენ დამაქცევარ პუტინზე მაგრამ ყველაფერი სალაპარაკო ხო უნდა გახადოთ მე კონკრეტულად რუსეთი სულ ფეხებზეც მკიდია მაგრამ სიმართლე თვალწინ როცა გიდგას ნერვები მეშლება თეთრზე შავი რატო უნდა თქვა ან პირიქით რაღან ოკუპანტია სპორცმენები და კაცები მათაც ყავთ და ეს დავპოსტე მხოლოდ მაგრამ თქვენ ხომ მეტი საქმე არაფერი გაქვთ ერთ კომენტარზე 10 რომ არ გააკეთოთ და უაზრო იარლიყები აწეპოთ ხალხს მეტი რა შეგიძლიათ რა უნდა მასწავლო შენ აგვისტოს ომში მოხალისედ ვიყავი და ქვეყნისთვის უკან არაფეზე დამხევი არა ვარ ამ დროს შეიზლება თქვენ სოროებში იმალებოდით და კიდე ქვეყნის პატრიოტიზმზე მე როგორ უნდა მელაპარაკოთ მიცნობდეთ მაინც ქვეყნის სიყვარული და ერთგულება რბილ სკამზე მოკალათება და კლავიატურის კლავიშების მარდათ წკაპუნი კი არაა ეს შენ სულში გულში და შენს მოღვაწეობაში უნდა ჩანდეს და არა უცნობი აიპ მისამართებით გულის მოფხანვა. გთხოვთ ადმინ არ დამბლკოთ არ მინდა ვინმეს ამ ნიკზე რამე არასწორი შთაბეჭდილება დარჩეს.

• ზოსია

უარესის ღირსები არიან! დიახ უნდა მოიკვეთოს! მაგათ პატიოსანი თამაში არ შეუძლიათ არცერთ სფეროში! მათ შორის არც პოლიტიკაში. სადა ბრძანდებიან ისინი, ვინც ამტკიცებს რომ პოლიტიკა და ხელოვნება, სპორტი, სხვადასხავა რამეა. ამას მხოლოდ აქ, საქართველოში თუ გაიგებ, არადა მთელი მსოფლიო აკავშირებს ამ ყველაფერს. ჩოგბურთის წრეში არცერთ ქალს არ აღმოაჩნდა ათეული წლებია, დოპინგი, შარაპოვას გარდა. მე არ მახსოვს, 50–ეულში ყოველ შემ–ში, ნუ 100–ში არ ვიცი.

• ეს მხოლოდპოლიტიკაასსს

რუსეთუმევ მაი სიტყვები ბურჯანაძემ გიკარნახა თუ შენით მოიფიქრე?

სანამ საქართველოს საზღვრები დარღვეულია, დიახაც პოლიტიკა უნდა იყოს ყველგან ხელოვნებაშიც სპორტშიც და ა.შ.

• hm

ვინ იძახდა, სპორტი და რუსული პოლიტიკა სხვადასხვაო?! აბა გამოდით :)

• ეს მხოლოდპოლიტიკაა

ამერიკას გული უსკდება რუს ოლიმპიელებზე და ყველა საზიზღარ მეთოდს მიმართავს მათ მოსაშორებლად.

• svani-ს

მაგი ისეთი ..., აზრი არა აქვს ახსნას.

• svani

dyablo-ს გაჭირვებული ამ შემთხვევაში შენ გამოდიხარ ეს ჩემი ქვეყანაა და დიდი მნიშვნელობა აქ ვის ვეთამაშები ჩემი ქვეყნის სახელით და პოლიტიკის გარეშე ვერ ჩაივლის)) მე არ მესმის იმ ხალხის ვინც იძახის პოლიტიკას სპორტში როგორ ურევო, ქვეყანა რომელიც პატივს არ მცემს მე... ჩემ ქვეყანას მე არანაირი ვალდებული არ ვარ მის ჰიმნს და სპორტსმენს პატივი ვცე))))

• dyablo17-საც

მანდელა-დიაბლო მმმმმ ნიკები.

• Mandela17-s

შენ ვინ დაგასწრებს მიწაზე, ცაში, წყალში და მიწისქვეშ რუსების ადვოკატობაზე პუტინოიდო.

• სერგო

სად წაიკითხე სიხარული? რუსეთი სპორტსაც (მათ შორის არეკეთილსინდისიერსაც) პოლიტიკური იდეოლოგიისათვის იყენებს და აბრუებს თავის (და როგორც ჩანს არამარტო) ხალხს. ამიტომ თუ ასეთი შანსი არსებობს რომ თავში ჩაარტყა უნდა გამოიყენო. რუსი სპორტსმენია საბრალო და ისენი არა ვისაც დოპინგით გადაახტუნეს თავზე? როგორ შეიძლება ქართველი რუსებს გულშემატკივრობდეს თუნდაც სპორტში არ მესმის. მაინდამაინც შენი ეზო გადაღობონ შუაში?

• roma

Ty simartlea unda mokveton narkotikis mimgebsa lotebis adgili rusetshia venacvale soks.

• ელგუჯა

რას ქვია რა გვიხარია? დამნაშავის დასჯა გვიხარია. გამოჩნდა როგორაც იღებდნენ მაღალი სინჯის მედლებს. ეს ამბები რო უბრალოდ "პოლიტიკა" არაა ფაქტია, არც რუსები უარყოფენ დოპინგის ამბებს, უბრალოდ ცდილობენ მშრალად გამოვიდნენ. სპორტის ინტერესებშ არის რო მაქსიმალურად სასტიკად დაისაჯოს რუსეთი, რათა სხვებს არ მოუნდეთ იგივეს გაკეთება

• go go ZaZa

რუსი... ყველგან ..., პოლიტიკა იქნება თუ სპორტი, ყველგან აქვთ დინგები ტალახით მოთხვრილი!

• dyablo

რა გიხარიათ თქვე გაჭირვებულებო ასეთი რამხელა ბოღმა უნდა გქონდეს სპორცმენის რაც არ უნდა რომელი ქვეყნიდან იყოს მისი ტურნირიდან მოხსნამ ასეთ აღტკინებაში მოგიყვანოს ამას მხოლოდ ლაჩრები კადრულობენ გრცხვენოდეთ კონკურენტები ჩამოვიშორეთო მით უმეტეს რუსები როგორც ცნობილია ოლიმპიადებს ყველაზე მეტი მაღალი სინჯის მედლებით ასრულებენ დიდი პოლიტიკაა სპორტიც და საერთოდ ყველა სფერო ამ მსოფლიოში ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა (არ დამბლოკოთ ძალიან დიდათ გმადლობთ)

• Mandela

რა გიხარიატ ასეთი თქვე გაჭ

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი

სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ

დიდი გაყრა ოლიმპიურ კომიტეტში - 2020 და 2024 წლებში ოლიმპიური პროგრამა არ შეიცვლება

"რიოში კოღოსგან თავს დავიცავთ, მაგრამ "ზიკაზე" უფრო დიდი საშიშროება კრიმინალია"

კიდევ ერთი დიდი აღიარება - ლერი ხაბელოვს სოკ-ის ორდენი მიენიჭა

რუსი სპორტსმენები მორიგი მასშტაბური დოპინგ-სკანდალის ცენტრში მოექცნენ

ოლიმპიზმი: რუსეთი რიოს ოლიმპიადაზე იქნება

დოპინგი: ორი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ

რიო 2016: ბახის წვალება და ხანძარი ოლიმპიურ სოფელში

დოპინგი: რუსების ბედს კანადელი გადაწყვეტს

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

მან პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია გაანადგურა, ახლა ამერიკაში იმალება, შეიცვალა გარეგნობა და ეშინია შურისძიების

ᓡᓝᓙ-ᓨᓘ ᓠᓘᓝᓨᓘ ᓔᓭᓕᓘ ᓐᓦᓐᓠ ᓔᓞᓐᓠᓔᓑᓐᓗ

გრიგორი როდჩენკოვი: პუტინმა ყველაფერი იცოდა დოპინგზე

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...

Bild: ტომას ბახი ვლადიმირ პუტინის პუდელია!

ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]

სოჭი 2014: ყველაზე პოპულარულები

ᓝᓚᓘᓛᓞᓘᓖᓛᓘ: ᓡᓝᓙ-ᓡ ᓗᓐᓕᓘᓡᓘ ᓐᓠᓮᓘ ᓔᓥᓜᓔᓑᓐ

სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა

დოპინგი: წელს ყველაფერს გავიგებთ?

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

აშშ-ის ანტისადოპინგო კანონმა კრემლის შეშფოთება გამოიწვია