NBA-ის 11-გზის ჩემპიონმა ჟურნალისტებს გაანდო საკუთარი მოსაზრება - როგორ უნდა გახდეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია უკეთესი
"ნიუ იორკ ნიქსის" პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა ჟურნალისტებს გაანდო საკუთარი მოსაზრება - როგორ უნდა გახდეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია უკეთესი.

კერძოდ, NBA-ის 11-გზის ჩემპიონმა ილაპარაკა თანამედროვე კალათბურთში შორეული ტყორცნების მნიშვნელობაზე.

"სამქულიან ტყორცნებს უდიდესი გავლენა აქვს თამაშზე. მათი მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება. დღეს, თამაშის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არა მხოლოდ შორიდან ტყორცნა, არამედ მისგან თავის დაცვაა. თქვენი მოთამაშეები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ მეტოქის ამგვარი ტყორცნებისთვის".

გარდა ამისა, ჯექსონმა ისაუბრა იმ ხერხებზე, რომლის მეშვეობითაც NBA-ში კალათბურთის ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდება.

"რატომ არ შეიძლება ოთხქულიანი ხაზის შემოღება, რომელიც ფარიდან 35 ფუტით (10.6 მეტრი) იქნება მოშორებული? არ მგონია, რომ მოთამაშეებს დიდი დრო დასჭირდეთ იმისთვის, რომ ახალი დისტანციიდან სროლებს მოერგონ.

ოთხქულიანი ხაზი გუნდებს დაეხმარებოდა დიდი ჩამორჩენის გაბათილებაში, ხოლო უფრო მაღალი დაცვის წყალობით, გაცილებით მხიარული კალათბურთის მოწმენი გავხდებოდით - უამრავი გადაცემით და ფარქვეშ შესვლით", - განაცხადა ჯექსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა