ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[ოთხშაბათის საკითხავი] როცა ფეხბურთს სჭირდება გმირი...

[ოთხშაბათის საკითხავი] როცა ფეხბურთს სჭირდება გმირი...

წავლენ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რის შემდეგაც ჩვენ ძალიან მოგვენატრება გამოკვეთილი ინდივიდუალისტი
ქართული ფეხბურთი განკერძოებით ვერ იცხოვრებს. საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი მორჩა. ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ევროფორუმს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიექცა. ჩვენში დაფასებული რამდენიმე მწვრთნელიც ვიცი, ამ ჩემპიონატისთვის გულისყურით რომ არ უყურებია. მერე რა? გავატაროთ. მისი გუნდი იქ არ თამაშობდა და მორჩა.

ჩვენი რუბრიკა ქართული ფეხბურთის ჭირ-ვარამს ეძღვნება, ჩვენი ფეხბურთი კი ევროპულის განკიდურ ვერაფრით განვითარდება.

რა გვიჩვენა განვლილმა ევროპის ჩემპიონატმა? დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ...

ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა

...აქამდე ეს ზოგადი ფრაზა იყო, ახლა კი უბრალო ჭეშმარტებაა. ისლანდია, უნგრეთი, უელსი - ეს ნაკრებები ჩვენთვის მაგალითი უნდა იყვნენ. დრო იყო, უელსსაც ვუგებდით და უნგრეთსაც. მაშ, რაში გვაჯობეს მათ, რატომ განიცადეს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ვერ განიცადა?

ფინანსები იქით იყოს და, რუსეთის უკეთეს ჩემპიონატში თამაშს, ჩვენი ფეხბურთელისთვის უნგრეთში თამაში სჯობს. უნგრეთი პოტენციური ასპარეზის პირობითი სახელია. უნგრეთი ევროპაა. იქ ბევრი ევროპული თვალი გიყურებს. რუსულ საშუალო გუნდში კი აიღებ ბევრ ფულს და გაიყინები.

იქ "დაარტყი-გაიქეცის" თამაშობენ. ეს მარტივი ფეხბურთი ფეხბურთელს კლავს. ის უკვე აღარ ფიქრობს კარგ პასზე. ის ბურთის მოშორებაზე ფიქრობს.

კალამი არ უნდა გაგვექცეს. ფეხბურთის თამაში დღეს მართლაც ყველამ ისწავლა. თუ არ გჯერათ, აგერ, ისლანდია, უნგრეთი და კიდევ სხვანი.

და ჩვენ როდისღა ვისწავლით, რომ ნაღდი ევროპა სჯობს რუსულ ლაბირინთებს? თუნდაც - უკრაინულს, საშუალოს ან პირველლიგურს. ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ ორივე ფეხბურთი შორსაა ევროპული ფეხბურთისგან და რატომ ვცდილობთ იქ "შეტენვას", სადაც არ უნდა "ვეტენებოდეთ"?

უკრაინაში ფეხბურთელი მაგრად ერთობა. რუსეთშიც. გართობა კარგი რამეა. მე მაგრად მეზარება მუშაობა, როცა ვერთობი, მაგრამ თავს ძალას ვატან. ნახევარ საათში მიდის გართობის მოლოდინით აღტყინება და მოდის კმაყოფილება გაწეული შრომით.

უმჯობესია, ნაკლებქერა ლამაზმანს უყურო, ცოტა უარეს მანქანაში იჯდე და მეტი პროგრესი გქონდეს.

ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. როდის ვისწავლით ჩვენ? როცა უარს ვიტყვით ფეხბურთის გარე ცხოვრებაზე და ვიქნებით ნაღდი პროფესიონალები. ეს ცხადზე ცხადია. თან ფეხბურთი და თან გართობა - ეს ერთად არ გამოდის. იმიტომ არის ფეხბურთელობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესია.

ირლანდიელი სათამაშოდ ინგლისურ პრემიერლიგაში მიდის, უელსელიც, ან, თუ პრიმაა, ესპანეთში. ავსტრიელი ან შინ რჩება, ან გერმანიაში აგორებს ბურთს. რატომ უნდა ვაჯობოთ მათ რუსულ-უკრაინული საშუალო ლეგიონით? მართლაც რთულია!

თავდამსხმელი, როგორც ასეთი...

ადრე ფეხბურთში ოდები, დითირამბები იქმნებოდა ცენტრალური თავდამსხმელების მიმართ. ევროპის დასრულებულმა ჩემპიონატმა ცხადყო, რომ დიდი ტურნირის მოგება ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეც სავსებით შესაძლებელია.

სწორედ ასე იმარჯვა ევროპის პირველობაზე პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა.

ლუზიტანელთა მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს აზრადაც არ მოსვლია, კლასიკური ცენტრფორვარდი გაემწესებინა რომელიმე შეხვედრის დასაწყისში.

ბედის ირონია თუ იყო, რომ პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატი სწორედ კლასიკური ცენტრფორვარდის გოლით მოიგო. ცუდი ცენტრალური თავდამსხმელია ედერი თუ კარგი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია - მისი გოლი რომ არა, პორტუგალია ვერაფრით გახდებოდა ევროპის ჩემპიონი.

მაშ, კლასიკური ცენტრფორვარდები მაინც საჭირონი ყოფილან. აბა, რატომ ვერ გაიბრწყინეს ევროპის ჩემპიონატზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და სხვებმა? მიზეზი ერთია - ფეხბურთი ცენტრფორვარდისგან დღეს უკან დახევას და "შავი სამუშაოს" შესრულებასაც ითხოვს. ესეც და გოლებიც ერთად - იშვიათად გამოდის.

არ უნდა შეგვეშინდეს!

მე არ მიყვარს დაცვითი ფეხბურთი. მეტიც - მძულს ის და ასე განსაჯეთ, არ მომწონებია თვით ჩემი ფავორიტი გუნდის, პორტუგალიის ნაკრების შესრულებით. დიდი ხანია, მინდოდა, პორტუგალიას მოეგო რომელიმე დიდი ტიტული. აგერ, მოიგო, მაგრამ ბოლომდე ვერ ვისიამოვნე...

ეს ჩემი შინაგანი განცდაა, მთავარი კი ის არის, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. პორტუგალიამ გაუსწრო ობიექტურად ძლიერ საფრანგეთს, გაუსწრო ობიექტურად ძლიერ გერმანიას და ესპანეთს...

ფაქტია, ჩვენდა სამწუხაროდ, ფეხბურთში მთავარი ხდება არა გოლის გატანა, არამედ - გოლის არგაშვება. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთის უბედურებაა, რომელსაც სასწრაფოდ შველა სჭირდება.

ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს - შემადგენლობის უკეთესობამ დღეს მხოლოდ პირობითი ხასიათი მიიღო ფეხბურთში. ვარსკვლავთკრებულს ხშირად საშუალო გაქანების გუნდი ამარცხებს. ოღონდ არ უნდა მოეშვა, წამითაც არ უნდა დაგეკარგოს კონცენტრაცია. თუ შეკრულები ვიქნებით და წამითაც არ მოვეშვებით, თამაში და მოგება ყველასთან შეიძლება!..

რა იგებს თამაშს?

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ეს იყო - თამაშს იგებდა ზემტკიცე დაცვა. ეს ჩვენ არ მოგვწონს, ფეხბურთის გურმანებისთვის ეს მართლაც რთულად შესაგუებელია, მაგრამ ასეა.

თუ არ გაუშვებ, არ წააგებ! - ეს გახდა ამ ევროპის პირველობის მთავარი დევიზი. ჩვენ ვარსკვლავებს სულ შეტევაში ვეძებთ იმიტომ, რომ შემტევი ფეხბურთელი უფრო მეტად ჩანს მინდორზე. ფეხბურთი იცვლება. მე საუკეთესოდ გარეთ ბეილი დავასახელე. გასაგებია, მან აარონ რემზისთან ერთად უელსი ნახევარფინალში გაიყვანა.

და რატომ არ იყო საუკეთესო პეპე? ან ლეონარდო ბონუჩი? ფეხბურთი პეპესა და ბონუჩისკენ მიდის. ასეთ ფეხბურთსაც უნდა მივეჩვიოთ, "კართან ავტობუსის ჩაყენებას" რომ ეძახიან...

სად არის გმირი?

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ვერ ვნახეთ გამოკვეთილი ახალი ვარსკვლავი. ვნახეთ რენატო სანჩესი. ისიც, ძალიან გუნდური მოთამაშე.

ჩემი აზრი ასეთია: წავლენ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რის შემდეგაც ჩვენ ძალიან მოგვენატრება გამოკვეთილი ინდივიდუალისტი, ეგრეთ წოდებული - პრიმა. რონალდომაც ზეგუნდურად ითამაშა ამ ევროპაზე.

თანამედროვე ფეხბურთი ყველას გუნდურობისკენ უბიძგებს. რაღა შორს წავიდეთ, რონალდოც, ბეილიც და ედენ აზარიც უფრო გუნდურები გახდნენ. მესი როგორღაც მარტოა, როგორც ერთი მთავარი ინდივიდუალისტი, მაგრამ არგენტინის ნაკრებში მასაც უჭირდა და, ალბათ, ამიტომ წავიდა (იმედია, დროებით).

ჩვენ ფეხბურთი მაინც გამორჩეული ვარსკვლავების გამო გვიყვარს. სად არის გმირი, რომელსაც ვეძებთ?

ევროფორუმმა ამ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• madloba

ავტორს მადლობა. ფეხბურთი ელის გმირს. ფეხბურთი ყოველთვის იყო გუნდური, მაგრამ მაშ რატომ უყვარდათ მესხი, ყიფიანი, გარინჩა, პელე და მარადონა? დღეს ასეთი გმირი არ ჩანს

• haha

გმირები თუ გიყვარს, მაშინ აგერ არის ჩოგბურთი ან ჭიდაობა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და რონალდოც და მესიც პირველ რიგში გუნდზე თამაშობენ. გაიხსენეთ მესი თბილისში.

• mamuka kikabize

"აბა, რატომ ვერ გაიბრწყინეს ევროპის ჩემპიონატზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და სხვებმა? მიზეზი ერთია - ფეხბურთი ცენტრფორვარდისგან დღეს უკან დახევას და "შავი სამუშაოს" შესრულებასაც ითხოვს. ესეც და გოლებიც ერთად - იშვიათად გამოდის." იბრას თუ უკან თამაში აკლდა და ... ისე არაა ურიგო ფეხბურთის ისტორიის ცოდნა-რაც თქვენ ეხლა აღმოაჩინეთ-ამ ფეხბურთს კიევის დინამო სამოციანი წლების ბოლოდან ნერგავდათავს ვერ დავდებ, მაგრამ გამიგა,რომ კლასიკური ტოტალური ფეხბურთი გიგა ნორაკიძის მოგონილია...

• daa

აბაა, უნგრეთზე რომ იტყვიან ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლაო..... სად იყო ბრაზილია და დღევანდელი გრანდები უნგრეთი რომ ფეხბურთის ...

• Walkabout

ბრავო, ბრავო და ბრავო! ისე მომეწონა სტატიას რომ ვკითხულობდი რომ ბოლომდე ვერც წავიკითხე...))) როგორც იქნა მიდის უკვე საზოგადოებრივი აზრი იქამდე და ჟურნალისტებიც უკვე თამამად წერენ უკვე იმას რომ ქართველი ფეხბურთელისთვის რუსეთში და უკრაინაში თამაში დამღუპველია, რომ 1998-2008 (მერეც მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა) წლების მიგრაციამ გააბანძა და გააჩაჩანაკა ჩვენი ფეხბურთი, აბსოლუტურად ვერცერთმა იქ წასულმა ქართველმა ფეხბურთელმა იმაზე ოდნავ უკეთაც კი ვერ ითამაშა ვიდრე საქართველოში თამაშობდა, მარტო ვოლგებს, ტრაქტორებს და .....ებს არ ეხება ეს, ეს ეხება ყველა გუნდს შახტარის, დინამო კიევის, ზენიტის და სპარტაკის ჩათვლით, ყველა იძახის ტრამპლინიაო და 19 წლის მანძილზე (რაც კალაძე კიევში წავიდა და იქიდან მილანში) ერთი მუჯირის ტრანსფერი მახსენდება შერიფიდან შტურმში და ოქრიაშვილის ჩერნომორეციდან გენკში (კანკავაც იყო მაგრამ სიბერეში), დანარჩენები ისევ იმ პოსტსაბჭოურ ჭაობში ჩარჩნენ და ჩამყაყდნე და გაიყოლეს იმ ჭაობში ჩვენი იმედები... ხშირად წერეთ და იქნებ ეხლა თუ არა ოდესმე შევიდეს ვინმეს თავში...

• qecba

ალეკო დაცვის უპირეატესობაზე საუბრობს, ჯერ კიდევ როდის მიხვდა ქეცბაია მაგას. ხო არ დავაბრუნოთ?????

• გიორგი მეზვრიშვილი

"ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა"-ის კონტექსტში უნგრეთის მოხსენიება ცოტა გამიკვირდა ,ცოტა მეუხერხულა :)

• zaza

გერმანიას საფრანგეთთან ცენტრფორვარდი რომ ჰყოლოდა(გომესი) დიდი ალბათობით მოიგებდა მაგ თამაშს,გერმანიამ უამრავი საგოლე მომენტი შექმნა მაგრამ სწორედ ცენტრფორვარდის თვისებები იყო საჭირო რომ გოლით დაესრულებინა ეს მომენტები! ვერც იმაში ვერ დაგეთანხმები რომ გოლის არ გაშვება სჯობია გატანას... ანუ პენლებამდე მიხვიდე და მერე რა იქნება ვნახოთ? ამას სჯობია გაუშვა მაგრამ უფრო მეტი გაიტანო!! კატენაჩოს დრო წავიდა ალეკოოო...........

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]

ედერი: რონალდომ მითხრა, გამარჯვების გოლი უნდა გაიტანოო

ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად ფერნანდუ სანტუში დანიშნეს

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

ტრანსფერ ONLINE: 13 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

"ბეშიქთაშს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

"საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული ამიტომაცაა" - სალიბა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

პეპე თავისი მომავლის შესახებ მალე ჩამოყალიბდება

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

პოლონეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

ედერი: მამაჩემი ახლა ციხეშია დედინაცვლის მკვლელობის გამო

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში გადააყენეს

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

აზერბაიჯანის ნაკრები ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

ისევ მარცხი - "ბაიერნს" მილანურ გუნდებთან უჭირს [VIDEO]

რონალდომ მესი და ვან დეიკი საუკეთესო სამეულში არ დაასახელა

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს