ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...

თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...

"ალაშკერტი"-"დინამოს" მატჩზე მივლინებული გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტის ჩანახატი
თბილისის "დინამომ" ერევნული ვოიაჟი მოამთავრა. მართალია, გასვლით მატჩში საქართველოს 16-გზის ტრიუმფატორმა ვერ დაამარცხა სომხეთის ჩემპიონი "ალაშკერტი", მაგრამ 22-ე წუთზე "დინამომ" ერევანში გაიტანა გოლი, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც ორმატჩიანი დუელის ბედი.

- ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, ნათქვამია და ჩვენც ნუ გავასამართლებთ "დინამოს". მით უმეტეს, წინ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპია. "დინამო" კი ამ ეტაპზე იოლად გავიდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ითქმის, როცა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედს მეორე თამაშის დასაწყისშივე წყვეტ. მერე კი მწვრთნელს და გუნდს აქვთ უფლება, ძალები დაზოგონ, მით უფრო, როცა სიცხე გაუსაძლისია, მოწინააღმდეგე ხისტად თამაშობს და განწირულს დიდად არ ადარდებს შენი ჯანმრთელობა...

ფეხბურთი სისხლში გაქვთო...

ქართველ ჟურნალისტთა მოზრდილმა ჯგუფმა ერევანში ორი ნაყოფიერი დღე გაატარა. თბილისის "დინამოს" მიერ გამოყოფილი მიკროავტობუსით ერთობ კომფორტულად ვიმგზავრეთ ორივე გზაზე.

"დინამოში" კარგად იციან ჟურნალისტის ფასი. ვფიქრობთ, ეს მივლინება არასოდეს დაავიწყდებათ შედარებით ახალგაზრდა ჩემს კოლეგებსაც. მათთვის ხომ ეს პირველი გასვლა იყო უცხოეთში...

ჩემი წარსული გამახსენდა - 2004 წელი, პირველი მივლინება კრაკოვში და "ვისლასთან" ისტორიული მატჩი. მაშინ "დინამოში" ჩვენი კოლეგა და დიდი მეგობარი, ლევან სალუქვაძე იყო პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ის დღესაც, რომ იტყვიან, თან გადაგვყვა - კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პავლიაშვილთან ერთად, ყველანაირად ეცადა, რომ ჩვენი მივლინება ნაყოფიერი ყოფილიყო სამუშაო თვალსაზისით.

"დინამო" მედიასთან ურთიერთობის სწორ გზას ადგას და ეს მისასალმებელია.

...ჩავედით ერევანში და ძალიან კეთილგანწყობილი ქალაქი დაგვხვდა. ჩაჯდები ტაქსიში და ტაქსისტი გაქებს. ჭარმაგ ჟურნალისტს შეხვდები და ქართულ ფეხბურთს, თბილისის "დინამოს" აქებს. ახალგაზრდა ქომაგი თუ ფეხბურთელი ამბობს, ქართველებს ფეხბურთი სისხლში გაქვთო. ასე გვითხრა სომხეთის ნაკრების ფორვარდის, იურა მოვსესიანის ძმამ. როგორც აღმოჩნდა, ის "ალაშკერტის" ფეხბურთელი ყოფილა, ოღონდ, ძირითადში იშვიათად ხვდება და ამჯერადაც ტრიბუნიდან ადევნა თვალი შეხვედრას.

მოვსესიანს კი რუსეთი ამერიკაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო გაუცვლია - თავს ოკეანის გაღმა უფრო კომფორტულად გრძნობს. ძმის რთულ ხასიათზე ვკითხეთ და, ხელები გაშალა - არა, ყველაფერი მოგონილია, იურა ოქროს ბიჭიაო...

მოვსესიანი იქით იყოს და, ერევანში დიდი დაძაბულობა ჩვენ ვერ შევნიშნეთ. რაც გავარკვიეთ, ესაა: სომხეთის დამსახურებულ სამხედროთა ნაწილი გამაგრებულია ერთ შენობაში, ჰყავთ მძევლები და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. არადა, თავიდან მოთხოვნა მხოლოდ მათი ერთი მეგობრის გათავისუფლება იყო, რომელიც იარაღის ტარებისთვის გახლდათ დაკავებული.

ის ქუჩა, სადაც ეს შენობა დგას, სომეხ სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული. დანარჩენი ერევანი კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს - ღამის ორ საათზეც კი ძალიან ხალხმრავლობაა ქალაქის მთავარ პროსპექტზე, კაფეები თუ რესტორნები კლიენტების ნაკლებობით ვერ დაიჩივლებენ და რაც ერთი შეხედვით შემიძლია დავწერო, ხალხის საკმაოდ სოლიდურ ნაწილს ბედნიერი ადამიანის გამომეტყველება აქვს.

ერევანი კი მართლაც ლამაზი ქალაქი ყოფილა - იქეთ ქალაქის მთავარი მოედანი, აქით "კასკადი", ქვის უძველესი ქმნილებები, შადრევნები, პარკები... რაც მთავარია, ერევანი მოვლილი და უაღრესად სუფთა ქალაქია. ამის მიზეზი ვიკითხე და - ჩვენი ქვეყანა გვიყვარსო, ასე გვიპასუხა ერთმა დაფასებულმა სომეხმა ჟურნალისტმა...

წყალი და ინტერნეტი, ბატონებო!..

არ ვიცით, ზუსტად როგორ და რა წერია უეფას "უსტავში", მაგრამ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც არაერთხელ ვყოფილვარ ევროპული თამაშების მომსწრე და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ ასეთი რამე არსად მინახავს.

მთელი თამაშისა და მისი წინა პერიოდის (ვგულისხმობთ მატჩის დღეს) "ალაშკერტის" არცერთი წარმომადგენელი ჩვენთან არ მოსულა. ყველაფერს რომ თავი დავანებით, წყალი არ მოუწოდებია. 40-გრადუსიან, გაუსაძლის სიცხეში ისევ "დინამომ" დაგვარწყულა, თორემ დიდი შანსი იყო, თამაშის ბოლომდე ვერც კი გაგვეძლო. არადა, შეეძლოთ - სტადიონზე მატჩამდე ორი საათით ადრე მივედით...

სტადიონზე არ იყო ინტერნეტი. ცოტა რთული წარმოსადგენია, ასეთ პრობლემას რომ თანამედროვე პირობებში აწყდები, მაგრამ ეს ფაქტია...

თამაშის გარშემო

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ საქართველოს ჩემპიონი, ამ შემთხვევაში თბილისის "დინამო", ორივე შეხვედრაში ამარცხებდეს ისეთ გუნდს, როგორიც "ალაშკერტია". ამის პოტენციალი თბილისელებს ნამდვილად ჰქონდათ.

მომეჩვენა, რომ მეორე ნახევარში "დინამომ" მაქსიმალურად დაზოგა ძალები. როცა სულ რაღაც ერთ კვირაში უმნიშვნელოვანესი მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე, ამისთვის გუნდს ბოლომდე ვერ გავამტყუნებთ. ეგაა, ქართული საკლუბო ფეხბურთის სადღეისო მდგომარეობა ისეთია, რომ რეიტინგის გაუმჯობესების ყველა საშუალება გამოსაყენებელია.

იურაი იარაბეკმა სწორად განსაჯა: მან მოწინააღმდეგის კარზე თავიდანვე ორი ფორვარდი მიუშვა. დააწესა პრესინგი და მეორე ტაიმიც ისე რომ გვეთამაშა, როგორც პირველი, ვფიქრობთ, "ალაშკერტი" დიდი ანგარიშით წაგებას ვერ გადაურჩებოდა.

ერთი, რაც "დინამომ" აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი მატჩისთვის - არაფრით არ შეიძლება ამდენი საგოლე მომენტის გაფლანგვა. ჯერ ერთი, III ეტაპზე "დინამოს" ისეთი მეტოქე ეყოლება, ამდენ შანსს არ მისცემს. და მეორეც - გუნდის საერთო კლასის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი სწორედ საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტია.

ერთიც: თუ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით თამაში გვსურს, უნდა შევძლოთ ორივე ტაიმის ერთ დონეზე ჩატარება. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც სომხებთან პირველი მატჩის მეორე და მეორე შეხვედრის პირველ ტაიმში.

ამხელა სხვაობა გუნდის მიერ ჩატარებულ ორ ტაიმს შორის არ უნდა იყოს და ეს ნაკლი აუცილებლად გამოსასწორებელია მომავალ შეხვედრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება.

სალამი არგენტინიდან

სომხეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - "კასკადი" რომ დავათვალიერეთ, არგენტინელ მოცეკვავეთა სოლიდურ ჯგუფს გადავაწყდით. გოგონები, ბიჭები და უფროსი ასაკის ქალბატონ-ბატონები - ასეთი იყო ამ ჯგუფის შემადგენლობა.

არგენტინელ გოგონათაგან ულამაზესს საქართველოს დროშასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადავუღეთ და ჩვენც გადავიღეთ. ლიონელ მესის ხსენებას კი მთელი დელეგაციის ძალიან ხმამაღალი ამოძახილი მოჰყვა: "სიიიიიიიიიიიიიი"... მესიო და, ერთხმად ლიონელის ქება დაიწყეს.

ქართველებთან მოკითხვა დაგვაბარეს და გზა განაგრძეს.

გული კი დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ. აქეთ არგენტინელ ბანოვანთან სილამაზე გვიხმობდა, იქით "ალაშკერტი"-"დინამო". რა თქმა უნდა, ფეხბურთი ვარჩიეთ. ისე, ურიგო არც არგენტინელთა კონცერტის ცქერა უნდა ყოფილიყო.

ლელო, ქართული ფეხბურთი და საქართველო

სომეხმა ჟურნალისტმა, იქაურმა ლეგენდამ, სურენ ბაღდასარიანმა ზუსტად ასეთი რამ მითხრა - ყმაწვილო, თქვენ "ლელოს" წარმოადგენთ და იმედი მაქვს, გაცნობიერებული გაქვთ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრიათო?!

გული გამითბა. თუნდაც მთლად ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით არა, მაგრამ მაინც საზღვარგარეთ ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც არის დაკავშირებული შენს სამშობლოსთან, გულს გიჩუყებს და უნდა გითხრათ, ჩვენი გაზეთის ასეთ კონტექსტში ხსენებამ ძალიან გამახარა.

მერე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ქართულ თუ სომხურ ფეხბურთზე. და იცით, რა მითხრა ბატონმა სურენმა? - "ქართულ ფეხბურთს ვერაფერი მოერევა. ის მუდამ იყო, არის და იქნება. ჩვენ ყველას გვჯერა მისი უკეთესი მომავლის".

არ შეიძლებოდა, ეს არ ყოფილიყო გულწრფელი სიტყვები. დღეს, როცა საქართველოში ფართო გაქანება მიეცა საფეხბურთო ნიჰილიზმს, ჩვენი ამაგდარი სომეხი კოლეგის (პირველი საფეხბურთო ტელეკომენტატორი მთელ სომხეთში) მიერ ნათქვამ ამ სამ წინადადებას განსაკუთრებული ფასი აქვს.

ჩვენც ოპტიმისტურად დავამთავროთ. გაგრძელება იქნება. "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს...

ერევანი-თბილისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• moqalaqe

ერევანი ნამდვილად გალამაზებული აქვთ და უვლიან, განსაკუთრებით ცენტრს, მაგრამ როგორც ერევანს გაცდები შევარდნაძისდროინდელ ეპოქაში გეგონება თავი, დაწყებული გზების ხარისხით და დამთავრებული სერვისებით!

• hm

ჭირი იქა, ლხინი აქა.... ვაჰ კარგი იყო, ისე ავტორმა ზღაპრების წერაც, რომ სცადოს არ იქნებოდა ცუდი :)

• hm

ტაქსში და არა "ტაქსიში" :)

• Z.LO

ეეჰ დინამო მაინც დაბალი დონეა

• lado

კი კარგი სტატიაა მაგრამ მომეჩვენა თუ უცებ დამთავრდა?.. მე უფრო მეტი მინდოდა.. შესაძლოა ავტორმა სხვა დეტალები მნიშვნელოვნად არ ჩათვალა მაგრამ მე სიამოვნებით წავიკითხავდი

• გუკა

მართალია ეს ყველაფერი. ძაან მაგარი სტატიაა ავტორ. ერევანიც კი უსწრებს თბილისს უკვე განვითარების დონით. უფრო მოწესრიგებული ქალაქია აშკარად და ამ თბილისს რა ეშველება ნეტა

• patrioto

მე ვარ ამ სტატიის ავტორი. დაწერე შენი აზრი სტატიაზე,კარგია, ცუდია, თუ საშინელებაა საერთოდ.მივიღებ კრიტიკას ბოლომდე. გვარს რას ეხები, პირადულს. დამირეკე, აგერაა ტელეფონი, აქ სალაპარაკო არაა და აგიხსნი რა გვარიც ვარ. 599283478

• irakli

ჟურნალისტი თამაშზე მიდის სასტუმროდან და შეიძლება გზაში ვერ იყიდოს წყალი. რაც შეეხება უბრალო სომეხ ხალხს მე ვარ ნამყოფი ერევანში და არანაირი აგრესია არაა მართალია ყველაფერში ეს კაცი. სხვა საქმეა ურაპატრიოტები, ბაგრამიანის ბატალიონი და სხვა სომეხი ხალხი

• irakli

ერევანი მარტლა ლამაზი ქალაქია მე ვარ ნამყოფი სისუფტავე ტფილის ჯობია ყველა ნაირად კარგი სტატია

• irakli

მე ვარ ერევაში ნამყოფი დზალიან ლამაზი ქალაქია სუფთა ტფილის ჯობია ნახდათ სილამაზით წესრგი სისუფტავე კა სტატია

• ლადო

მეორე ჟურნალისტისგან წავიკითხე უკვე უწყლობაზე წუწუნი. კაი იმათ არ მოაქვთ,ნუ მოაქვთ. წყურვილით თუ კვდები, შენით რო იყიდო 40 თეთრიანი წყლის ბოთლი, ვერ უნდა მოიფიქრო? ფეხბურთზე ხარ, აღორძინების ყრილობა ხო არაა, ყველაფერი ასლანმა რო იკისროს?!

• sololakeli

ყოჩაღ, ძალიან მაღალკვალიფიციური და პოზიტიური სტატიაა!!!სომხები ყოველთვის იქნებიან ჩვენი მეგობრები,რაც არ უნდა ისაუბრონ ზოგზოგიერთებმა !!!წარმატებები დინამოს,ყველანი სტადიონზე

• ფანატ

ზუსტად, ას პროცენტიანი ხარ ქართველო

• namdvili zaza

კიდევ ერთხელ დავწერ, თუ იღბალმა ზურგი არ გვაქცია, ფლეი-ოფში ქართული დინამო ითამაშებს!

• qarTveli

მარტო ჩვენ ვიცით სხვებზე გადაყოლა

ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ" - მესიმ რონალდოზე ისაუბრა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

გიორგი ქვილითაია: უპირატესობის მიუხედავად, რთულ თამაშს ველით

უჩა ლობჟანიძე: მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს!

ჯაბა ჯიღაური: უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ!

ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება

ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

დღის კარიკატურა: თბილისის "დინამომ" ერთი წინაღობა დასძლია

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...