10 ტალანტი, რომელთა დამახსოვრებაც ღირს
გერმანიაში დასრულდა უეფას კონტინენტის პირველობა 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის. გამარჯვებული საფრანგეთია, რომელმაც ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა იტალიის ნაკრები - 4:0.

8-გუნდიან პირველობას გერმანიის 10-მა სტადიონმა უმასპინძლა. ფინალი ზინშაიმში, "რაინ ნეკარ არენაზე" გაიმართა. ფრანგების ტრიუმფი ამ ტურნირის ისტორიაში (რომელიც 1948 წლიდან დაიწყო) მერვეა, თუმცა მეორე მას მერე, რაც ტურნირს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ეწოდა (2005, 2010).

ორ ქვეჯგუფად გაყოფილმა 8 გუნდმა ნახევარფინალის საგზურები გაითამაშა.

A ჯგუფში პორტუგალიამ და იტალიამ იპირველეს, ხოლო მასპინძელი გერმანია და ავსტრია ჯგუფში ჩატოვეს. B ჯგუფს რაც შეეხება, იქ ინგლისელებმა და ფრანგებმა იმარჯვეს, ხოლო ჰოლანდია და ხორვატია ჯგუფში ჩარჩნენ.

გაიმართა მე-5 ადგილისთვის მატჩიც, რადგან მეხუთე ადგილს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მოჰქონდა. პენალტების სერიაში გერმანელებმა დაამარცხეს ჰოლანდიელები და ოთხეულთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

ნახევარფინალში ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები დამარცხდნენ - იტალიელებმა ინგლისელებს 2:1 აჯობეს, ხოლო ფრანგებმა პორტუგალიელებს 3:1 მოუგეს და დიდების ფინალის მარცხისთვის შური იძიეს.

ზინშაიმში კი ფინალში ბრძოლა არ შედგა - ფრანგებმა იოლად დაჯაბნეს მეტოქე და მას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს (ოგუსტენი, ბლასი, ტუსარი, დიოპი). 53 წლის ექსგოლკიპერის, ლუდოვიკ ბატელის გუნდი სხვებს ერთი თავით სჯობდა. იმ გუნდში, რომელმაც 2005 წელს მოიგო ტიტული სხვებთან ერთად, უგო ლორისი და იოან კაბაი იყვნენ, ხოლო 2010 წელს - ანტუან გრიზმანი და ალექსანდრ ლაკაზეტი. წლევანდელმა ტურნირმა ბევრი საინტერესო ფეხბურთელი გამოავლინა - ოგუსტენმა და მბაპემ ერთად 11 გოლი გაიტანეს, ბლასი და ჰარიტი გუნდის წარმატების შემოქმედნი იყვნენ, ხოლო მიშლენი დაცვაშიც მაგარი იყო და შეტევაშიც.

ჟან-კევინ ოგუსტენმა ტურნირის რეკორდი გაიმეორა და 6 გოლით ბომბარდირი გახდა, მან თანაგუნდელ კილიან მბაპეს აჯობა. სწორედ პსჟ-ის ტალანტმა გახსნა ფინალში ანგარიში და ამით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მოიპოვა.

"საოცარი მომენტია, მინდა ბიჭებს ეს წარმატება მივულოცო და იტალიელებს ვუთანაგრძნო, მათ კარგი გუნდი ჰყავთ. მთავარი იყო კარგი დაცვა. თუ იტალიის წინააღმდეგ თავს კარგად ვერ იცავ, ვერ მიაღწევ წარმატებას. ბიჭებმა ეს კარგად იცოდნენ. დღეს ბრწყინვალედ ვითამაშეთ, რასაც ანგარიში კარგად ასახავს. სამი ძირითადი მომენტი იყო - ძალიან სწრაფად უნდა გვემოქმედა კონტრშეტევებზე, გამოგვეყენებინა ფლანგები და დაგვეცვა კარი. ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ. მიხარია ბიჭების გამო. იმედია, ისინი მომავალშიც ასე გააგრძელებენ და დიდი ფეხბურთელები დადგებიან", - განაცხადა ლუდოვიკ ბატელიმ.

უეფას ვებსაიტმა 10 ფეხბურთელი წარმოგვიდგინა ამ ჩემპიონატიდან, რომელთაც მომავალში ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური.

ჟან-კევინ ოგუსტენი (საფრანგეთი)

პსჟ-ის ფორვარდმა შეტევაში მბაპესთან შესანიშნავი წყვილი შექმნა. ჰოლანდიელთა კარში ჰეთ თრიკი შეასრულა. დიდებული გოლი გაიტანა ფინალში.

სტივენ ბერგვეინი (ჰოლანდია)

პსვ-ს დინამიკური ფორვარდი, ხორვატიის კარში დუბლის ავტორი. ძალიან კარგად თამაშობს ორივე ფლანგზე. 18 წლის ბერგვეინი ისეთი ენერგიულია, რომ დაცვას წუთიც კი არ აქვს ხოლმე მოსვენება.

იოსიპ ბრეკალო (ხორვატია)

"ვოლფსბურგის" ახალწვეული ხორვატიის ნაკრებში ყველაზე საშიში ფეხბურთელი იყო. მარცხენა ფლანგზე ძალზე აქტიური იყო და საჭიროებისამებრ, ცენტრშიც იწევდა.

ფედერიკო დიმარკო (იტალია)

ცაცია მცველი, რომელმაც ტურნირზე 4 გოლი გაიტანა (3 პენალტით, 1 საჯარიმო დარტყმით).

დიოგო გონსალვეში (პორტუგალია)

სწრაფი, როგორც გადაადგილებაში, ისე საფეხბურთო აზროვნებაში. "ბენფიკას" ტალანტმა პორტუგალიის "ათიანობა" იტვირთა.

მანუელ ლოკატელი (იტალია)

"მილანის" ნახევარმცველს უკვე ეტყობა მაღალი კლასი. ავსტრიის ნაკრებს დიდებული გოლი გაუტანა საჯარიმოდან.

კილიან მბაპე (საფრანგეთი)

ოგუსტენთან შეთამაშებული, მან ვირტუოზულად ითამაშა ნახევარფინალში პორტუგალიის წინააღმდეგ, როცა ბლასს გაატანინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა.

ფილიპ ოკსი (გერმანია)

"ჰოფენჰაიმის" ნახევარმცველმა პორტუგალიასთან მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა. ბურთის ფლობა და ტექნიკა არ დაეწუნება.

ქსავერ შლაგერი (ავსტრია)

ავსტრიის ნაკრების სული და გული. ძლიერი, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.

დომინიკ სოლანკე (ინგლისი)

გასული სეზონი ქართველებთან ერთად გაატარა "ვიტესში" და სულ 3 გოლით ჩამორჩა ვაკო ყაზაიშვილს კლუბის ბომბარდირობისთვის ბრძოლაში. "ჩელსის" შემტევს დიდი პოტენციალი აქვს.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატი უკვე საქართველოში გაიმართება. ამიტომაც 8-გუნდიან პირველობაში ჩვენს 19-წლამდელებს დაბევებული აქვთ ადგილი. დანარჩენ 7 მონაწილეს კი საკვალიფიკაციო ეტაპები გაარკვევს. 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენების დებიუტი 2013 წელს შედგა. მაშინ ლიტვაში ჩვენი გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა 1 ქულით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაჩო
იტალიის მეკარეც კარგი ჩანს რაც გავიდა გოლები ვაფშე არ იყო მაგის ბრალი აუღებლები იყო
[PHOTO] ბიჭები გაბრაზდნენ და სტადიონის ცენტრალური ტრიბუნა დაწვეს
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
[VIDEO] ბარკოლამ პსჟ-ს ფანი ჭკუიდან გადაიყვანა
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს