ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი. "მაქსიმირი". 22:45. LIVE "II არხზე"
დღეს, 26 ივლისს, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" გამართავს. შეხვედრა სტადიონ "მაქსიმირზე" თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს თამაში თბილისის "დინამოსთვის" 150-ე იქნება ევროასპარეზზე. თამაშის წინ გუნდებმა ვარჯიში ჩაატარეს, მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციები გამართეს.

- იურაი იარაბეკი: ფავორიტები ხართ, მაგრამ აქ ჩვენი კოზირებით ჩამოვედით!

- ზლატკო კრანჩარი: ჩემს ფეხბურთელებს "დინამოსთან" მეტი აგრესიულობა მოვთხოვე!

- თბილისის "დინამომ" ზაგრებში პირველი ვარჯიში გამართა [VIDEO]

კონკრეტულად ამ მატჩის, ზოგადად კი, ორრაუნდიანი ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია - მოგებულს ჯიბეში ექნება ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური და ერთი ნაბიჯი დარჩება ჩემპიონთა ლიგის იმავე სტადიამდე...

თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ხვდება. ტრავმის გამო გუნდს ხორვატიაში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქვილითაია ვერ გაჰყვა.

"დინამოს" ბულგარელი ლეგიონერი სტეფან ველევი კი გუნდს დააკლდება. ის სომხურ "ალაშკერტთან" თბილისური მატჩისას დაშავდა. არადა, იმ შეხვედრაში ბულგარელი ჯერ საყრდენი ნახევარმცველი იყო, მერე კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და იქაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ბოლო ინფორმაციით, ტრავმა მოიშუშა "დინამოს" ხორვატმა ლეგიონერმა მატია შპიჩიჩმა. თუ იურაი იარაბეკი საჭიროდ ჩათვლის, შპიჩიჩი დღეს ითამაშებს.

ქართველებთან მატჩის წინ დანაკლისს ვერ ასცდა ზაგრების "დინამოც". ეგ არის, დისკვალიფიკაციის გამო თამაშს გამოტოვებს სლოვენიელი მარჯვენა მცველი პეტარ სტოიანოვიჩი, ვინც "ვარდართან" ორივე მატჩში თითო ყვითელი ბარათი მიიღო.

ამას გარდა, თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ ზაგრებულმა კლუბმა მართლაც რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი დაკარგა. მხედველობაში გვყავს ხორვატიის მთავარი და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, შემტევი ნახევარმცველი მარკო პიაცა. რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსმა" ამ 21 წლის ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პიაცას მინდორზე ყველაფერი შეუძლია. ის მოქმედებს ორივე ფლანგზე და ცენტრისკენაც სახიფათოდ იწევს.

სწორედ პიაცამ მიითვალა დუბლი ზაგრების "დინამოსთვის" უმნიშვნელოვანეს საშინაო მატჩში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, როცა ხორვატიის ჩემპიონი "ვარდარის" მედგარი წინააღმდეგობის დაძლევას ცდილობდა...

თუ დღეს საღამოს არაფერი შეიცვალა, გუნდშია მარკო როგი - კიდევ ერთი ტალანტი ზაგრებიდან, რომელსაც კარგა ხანია ყურადღებით აკვირდებიან სერია A-ს გამორჩეული კლუბების სელექციონერები. ბოლო ინფორმაცით, როგის გადაბირება "ნაპოლის" სურდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს საქმე წინ არ წასულა და ჩანს, ეს 21 წლის ახალგაზრდაც ითამაშებს ჩვენი "დინამოს" წინააღმდეგ.

ეტყობა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხისმგებლო მატჩის წინ ზაგრებული კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ გარისკა ერთბაშად ორი ლიდერის გაყიდვა.

მძიმე სტარტი

"დინამოში" დაახლოებით ერთი თვის წინ მივიდა ახალი მთავარი მწვრთნელი - ზლატკო კრანჩარი. ის ცნობილი ფეხბურთელის, ნიკო კრანჩარის მამაა. არ ვიცით, ამას უნდა მივაწეროთ თუ სხვა რამეს, მაგრამ ფაქტია - "დინამომ" სეზონი მძიმედ დაიწყო.

მაკედონიაში გამართულ პირველ შეხვედრაში გუნდმა დაცვაში არაერთი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, შინ კი ორი ბურთი მიიღო საკუთარ კარში და ერთი ხანობა, მაკედონიური ბარიერის დაძლევას კითხვის დიდი ნიშანი დაუსვა.

ფაქტია - ზაგრების "დინამო" ვერ არის იდეალურ ფორმაში და ამ კოზირის საჩვენოდ გამოყენება აუცილებლად უნდა ვცადოთ. გუნდმა გამარჯვებით გახსნა ხორვატიის ჩემპიონატი - შინ 3:1 (ჰოჯიჩი 2, სუდანი) მოუგო ზაგრების "ლოკომოტივას". თვით ამ, ერთი შეხედვით, რიგით თამაშშიც კი იყო დაცვის აშკარა შეცდომები. ყოველ შემთხვევაში, ასე წერს ხორვატიული მედია.

ორივე ტაიმი თანაბრად!

რა თქმა უნდა, მეტოქე ძლიერია და წყვილის ფავორიტადაც მიიჩნევა, მაგრამ თბილისის "დინამო" უშანსოდ ნამდვილად არ იქნება. ჩვენი აზრით, იურაი იარაბეკის გაწვრთნილ გუნდს ამ შეხვედრაში კონკრეტული ამოცანა ექნება - ჩაატაროს ორივე ტაიმი თანაბრად (რა თქმა უნდა, საუკეთესო კუთხით).

"დინამომ" ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე "ალაშკერტთან" და ორივე შემთხვევაში თვალსაჩინო იყო ტაიმებს შორის სხვაობა.

კიდევ ერთი - ზაგრებში აუცილებლად უნდა მოვუფრთხილდეთ საგოლე შანსებს და ისე აღარ უნდა გავანიავოთ ისინი, როგორც - თბილისსა და ერევანში. იმას, რაც გვაპატია "ალაშკერტმა", ზაგრების "დინამო" ნამდვილად არ გვაპატიებს.

მსაჯის ფაქტორი

ვერ ვიტყვით, რომ ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ მსაჯების დახმარებით გადალახა მაკედონიური ბარიერი, მაგრამ საპასუხო მატჩისას მაკედონიელები რუს არბიტრს გვარიანად შემოსწყრნენ.

მართლაც, სრული საფუძველი არსებობდა საიმისოდ, რომ ხორვატთა სასარგებლოდ პირველი 11-მეტრიანი არ დანიშნულიყო. იმედია, დღევანდელი მატჩის მომსახურე არბიტრები არ მოექცევიან "მაქსიმირის" ტრიბუნების გავლენის ქვეშ.

სიტყვამ მოიტანა და, რაც შეეხებათ მსაჯებს - მთავარი არბიტრი 37 წლის ბობ მადენი იქნება. მას ასისტენტობას დევიდ მაკგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას სტივენ მაკლინი შეასრულებს. უეფას დელეგატი ბულგარელი ანდრეი მედინცევია, ხოლო მსაჯების ქმედებას სლოვაკი იოზეფ მარკო დააკვირდება.

ახალი ლეშკოვიჩი და ძველი შიტუმი

ხორვატიის ჩემპიონმა თბილისურ გრანდთან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე დაცვა გააძლიერა - "რიეკადან" 25 წლის ცენტრალური მცველი მარიო ლეშკოვიჩი იყიდა.

25 წლის უკანახაზელს, ვისაც საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში, ქვეყნის ეროვნულ გუნდში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. ამას გარდა, უთამაშია ხორვატიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ის "ოსიეკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია.

ლეშკოვიჩთან ერთად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა წარადგინა კიდევ ერთი ფეხბურთელი - 24 წლის გარემარბი მარიო შიტუმი, რომელიც ზაგრების "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და დღესაც ამ კლუბის საკუთრებაა, ოღონდ 2014 წლიდან იჯარით თამაშობდა იტალიურ "სპეციაში" (სერია B), სადაც 65 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ფარით ან ფარზე!

არ არის საჭირო ზედმეტი ეიფორია, კარგად ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, მაგრამ, უბრალოდ, ერთს მაინც დავწერთ - ორრაუნდიან დუელში ხორვატიის ჩემპიონის დამარცხებით, შესაძლოა, ქართულ საკლუბო ფეხბურთში დიდი შემოტრიალების პროცესი დაიწყოს.

დღეს "დინამო" ითამაშებს მთელი საქართველოსთვის. ვფიქრობთ, ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია და რომ წარმატებისთვის უნდა გაიღოს შესაძლებლობის 100 პროცენტი და კიდევ მეტიც.

მაშ, ვცადოთ გულით, ბოლომდე, თავდაუზოგავად და მარჯვედ. ვნახოთ, რა გამოგვივა. ცდა ყოველთვისაა ბედის მონახევრე.

ფარით ან ფარზე! სხვანაირად არ გამოვა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე და ზუკა
ვშიშობ ფარზე.. დაგვიმტკიცეთ რომ ვცდებით მე და ზუკა თუ მაგრები ხართ
me da Zuka
ვშიშობ ფარზე.. მიდით აბა დამიმტკიცეთ რო ვცებით მე და აგერ ზუკა
მსქროლავი ტროლი
ქვილითაია რომ არ წავიდა, ეგ კარგია, ველევი კი მაგრად დააკლდება დინამოს. ალბათ, ერთბურთიანი წაგება საუკეთესო შედეგი იქნება....
გია
წარმატებები დინამოს, აბა თქვენ იცით ბიჭებო, თუ გინდათ სტადიონზე გულსემატკივები, ყველაფერი თქვენზეა, მე მჯერა თქვენი ბოლოს და ბოლოს პაწა ხომ უნდა გაგვახაროთ
ბაქარი
მეგობრებო მოგესალმებით. დინამოს ვუსურვებ წარმატებას. როგორც გავარკვიე მეორე არხზე არ იქნება დღეს თამაში და შეგიძლიათ რო მომწეროთ სად შეიძლება თამაშის ყურება ?
giorgis
საქართველოს თექვსმეტგზის ჩემპიონი თავისი ქვეყნის გრანდია აბა რა არი მიპასუხე
bacho
sityva grandis nnisvnelobis ar ncodne gulsenatkivrebs.grandia dinamo aba ra aris?dinamo qartuli saklubo fexburtis grandia.dges dvalishvilis dgea,imitom ki ara rom qvilitaia ar aris aramed mito rom evropuli gamocdileba aqvs dvalishvils
გიორგი
"დინამოს" წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ გრანდის რა მოგახსენოთ, ეტყობა კაკაურიძემ მთლად კარგად ვერ გაიგო სიტყვა "გრანდის" მნიშვნელობა, ისე ჯიუტად იმეორებს თავის სტატიებში!!!
Lasha
ქვილითაია ვიცი დღეს რო არ იქნება Tao. მაგრამ განმეორებითი მატჩიც ხომ არსებობს??? :D სპიჩიჩი კი მართლა კაი იგროკია, ველევი კი ჯობია, მაგრამ მარცხენა ფლანგზე სპიჩიჩი მშვენივრად მოქმედებთა პირველ მატჩში და ტრავმა მოიშუშაო და სავარაუდოდ იქნება ძირითადში, თან ხორვატიულ ფეხბურთს ნებისმიერ სხვაზე უკეთ იცნობს და საჭირო მოთამაშეა ისედაც
gia-s
ივო დინამო ზაგრების აკადემიის დირექტორია...ასე რომ ის შეიძლება კეთილად იყოს განწყობილი, მაგრამ ის ამ შემთხვევაში ჩვენი მეტოქეა და დარწმუნებული ვარ ინფოთი მოამარაგებს ზაგრებს! პირველ რიგში ქართველი ფეხბურთელის ჰომოს ფაქტორებს აუხსნის, რანი არიან ქართველი ფეხბურთელები...:)
გიო
კახა-ს. ადამიანი რომ კბენას მიეჩვევა, ვერასოდეს გადაეჩვევა მას (ძაღლის სინდრომია). აბა ერთი მაგრად დაიკრიჭე ან დაიღრინე!!!!
gia
ძალიან მიხარია დინამოს ხორვატიაში ყავს ერთგული მეგობარი ივო შუშაკის სახით.
კახა
ეს ქვილითაია რამ დაამტვრია,ორ მატჩში არაფერი გაუკეთებია.
svani
ბიჭებო ბოლომდე.... ღმერთი თქვენსკენ.....!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ჰაჰა
პატარა შესწორება,ჯობს შუა თითი და წარწერა: ამით ან ამაზე.
Geo fan
მთავარია იქ ისეთი შედეგით დამთავრდეს თამაში რომ აქ მატჩი ფორმალობად არ იქცეს და დალშე სტადიონზე ბიჭებო მაგარი მხარდაჩერა გექნებათ. რაც მთავარია ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების. სეზონში ორი თამაშის მაგრად ჩატარება კი წესით უნდა შეგეძლოთ თუ რამეზე პრეტენზია გაგაჩნიათ, ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლებობების ზღვარზე თამაში არ გიწევთ და ამ ორ თამაშზე დადეთ ყველაფერი და მოგვანდომეთ სტადიონზე მოსვლა
Tao
Lasha Rogor sheizleba shpishichi mogiutconeboda??? Xumrob? Martla ar kitxulobt? Ar tamashobs kvilitaia
Gio Ttt
Giorgi-s Statias ar kitxulob? Kvilitaia tbilisshi darcha
giorgi
შპიჩიჩის არ ვიცი და ველევი მართლაც დიდი დანაკლისი იქნება ცენტრალურ ნახევარდაცვაში.ალბათ კიტეიშვილი-ცინცაძის ტანდემს ვიხილავთ მოედნის ცენტრში.სკრიბე-ლობჟანიძე-რენე ფერეირა-ამისულაშვილი -შპიჩიჩი-კიტეიშვილი-ცინცაძე-ჯიღაური-პაპუნაშვილი-დვალიშვილი-ქვილითაია.
გუჯა კახაძე
ვინც თამაშის ბოლო წუთებზე უფრო პროდუქტიულია, მას გამარჯვების მეტი შანსი აქვს. მე მჯერა "დინამოს" ფეხბურთელების!
lasha
ველევი მართლაც დიდი დანაკლისია, მაგრამ დინამოს მცველთა იმედი მაქვს, რენე საუკეთესოა დინამოში და სრულიად უმაღლეს ლიგაში. ნახევარმცველები იმედია შეთანხმებულად იმოქმედებენ, წინ კი ლადოს გამოცდილება ძალიან საჭიროა და ქვილითაიც უნდა შევიდეს ბოლოსდაბოლოს სათანადო ფორმაში. მათ თუ ჰყავთ ახალგაზრდა ინდივიდუალური მოთამაშეები, ჩვენც გვყავს ძალიან მაგარი პაპუნაშვილი, ჯიღაური და კიტეიშვილი. სპიჩიჩი კი ფლანგზე ძალიან მომეწონა
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]
ზლატკო კრანჩარი: თბილისში მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ კიდეც
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
თბილისის "დინამო" ზაგრებში დღეს მიემგზავრება, ხორვატები დაცვას აძლიერებენ
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
"ზაგრების" მწვრთნელი: ხომ ხედავთ, თბილისში მშვიდად ჩავდივარ - სანერვიულო არაფერი მაქვს
თბილისის "დინამომ" ხორვატი მცველი და "აიაჩოს" მეკარე დაიმატა
ზლატკო კრანჩარი: "დინამოს" შეცდომებს დაველოდებით, არსად გვეჩქარება
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: რაფინიას ჰეთ-თრიკი - ელ კლასიკოს წინ "ბარსელონამ" "ბაიერნს" 4:1 მოუგო [VIDEO]
იურაი იარაბეკი: ფავორიტები ხართ, მაგრამ აქ ჩვენი კოზირებით ჩამოვედით!
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
სტეფან ველევმა და მატია შპიჩიჩმა თბილისის "დინამო" დატოვეს
დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...