ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
დღევანდელი მატჩი თბილისის "დინამოსათვის" მართლაც განსაკუთრებულია: ზაგრების "დინამოს" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ხომ პირველად მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ასპარეზობის უფლებას!

ჰო, აქამდე არასდროს მომხდარა, თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ორი ეტაპი წარმატებით რომ დაეძლია და ამ ტურნირის პლეი ოფში ეთამაშა, იმ პლეი ოფში, საიდანაც ერთი ნაბიჯიღა რჩება ასე ნანატრ და სანუკვარ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე...

...ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, თუ როგორი ძნელი იქნება ჩვენი ჩემპიონისათვის ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება; თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს შეუძლებელი მისია აკისრიათ: მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც მიგვაჩნია, რომ ზაგრების "დინამოსთან" ჩვენთვის სასურველი ანგარიშის მიღწევა სულაც არ უნდა განეკუთვნებოდეს ფანტასტიკის სფეროს.

ასეთი ოპტიმისტური განცხადების საფუძველს კი დღევანდელ მეტოქეთა კვირის წინანდელი დაპირისპირებაც გამოდგება, სადაც, იმ კოშმარულ სამწუთიან მონაკვეთს (როცა კონცენტრაციის დაკარგვა ორ გაშვებულ გოლად დაგვიჯდა) თუ არ ჩავთვლით, ხორვატიის დედაქალაქში ჩვენს ჩემპიონს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია.

რაც მთავარია, დინამოელთა თამაშში მეტოქისადმი შიში არ იგრძნობოდა და ქართველ გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილიც ვერ დარჩებოდა გულგრილი ჩვენი ჩემპიონის თამამი და, რაც მთავარია, შემტევი სათამაშო სტილით. სხვა საქმეა, თუ რა შედეგი მოგვიტანა გასვლით მატჩში ასეთმა შემტევმა ტაქტიკამ, თანაც, ჩვენი "დინამოსგან" განსხვავებით, ზაგრებელებმა სულაც 2 გოლი გაიტანეს.

იმ გოლებზეა ლაპარაკი, რომელთა გაბათილებაც მოუწევს დღეს ჩვენს ჩემპიონს და იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როგორც თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები არ დააკლებენ ცდას საბოლოო წარმატებისთვის, ასეთივე განწყობა იქნება "დინამო არენის" ტრიბუნებზეც!

ასეთ დროს გულშემატკივრის მხარდაჭერა მთლად გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ყოველივე ეს ნამდვილად არ ესწავლებათ დიდ გამარჯვებებს მონატრებულ ქართველ ქომაგებს!

02.08. თბილისი. "დინამო არენა". 21:00. LIVE "I არხზე"

დინამო (თბილისი)-დინამო (ზაგრები)

პირველი მატჩი საქართველოს ჩემპიონმა 0:2 წააგო, თუმცა არის იმედი, რომ ჩვენი "დინამო" რთულ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს და ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმაც აღნიშნა გუშინდელ პრესკონფერენციაზე. მას თან "დინამოს" მცველი უჩა ლობჟანიძეც ახლდა.

თავიდან სიტყვა იურაი იარაბეკმა აიღო...

- ჩემი აზრით, 2 აგვისტოს იქნება დღესასწაული. ზაგრების "დინამო" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ შანსი აუცილებლად გვექნება. თუნდაც ის რად ღირს, რომ მეტოქის 15 ფეხბურთელი თამაშობს სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში...

რაც შეეხება ზაგრებში გამართულ შეხვედრას, იქ სულ სამი წუთით დავკარგეთ კონცენტრაცია და ეს ძვირად დაგვიჯდა. ჩვენ ჩვენი შანსის გამოყენებას შევეცდებით. მჯერა, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და თავიდან ბოლომდე გვიქომაგებს.

- ითამაშებს თუ არა გიორგი ქვილითაია?

- გიორგის ტრავმა აქვს და ის ისედაც ვერ ითამაშებდა დღევანდელ შეხვედრაში, თან ვენის "რაპიდში" სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ვფიქრობ, "ალაშკერტთან" გატანილი გოლი მისთვის ამ ეტაპზე ბოლო იყო "დინამოს" მაისურით.

- რა იქნება "დინამოს" კოზირები 2 აგვისტოს მატჩში?

უჩა ლობჟანიძე:

- მწვრთნელის გადასაწყვეტია, რა კოზირებს გამოიყენებს. მან არაერთხელ გააანალიზა ზაგრების "დინამოს" თამაში და მოგვცა ფასეული მითითებები. რაც შეეხება იმ სამწუთიან ჩავარდნას, ასეთი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე, როცა ერთ გოლს უშვებ, უცებ კარგავ კონცენტრაციას და უშვებ მეორესაც. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ საპასუხო მატჩში წარმატებით ვითამაშებთ.

- ანუ გჯერათ, რომ ზაგრებული ბარიერის გავლა შესაძლებელია?

- ამის რომ არ გვჯეროდეს, აქ არც ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია.

- ზაგრებში "დინამომ" "პირველ ნომრად" ითამაშა. რამდენად შეძლებთ თბილისურ მატჩში, რომ თავიდან აირიდოთ მეტოქის მწვავე კონტრშეტევები?

იურაი იარაბეკი:

- ზაგრებში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, როგორმე გოლი არ გაგვეშვა. მას შემდეგ, რაც პირველ ტაიმში ჩამოვრჩით ორი ბურთით, შეცვლაზე შევუშვით ნიკა გელაშვილი, თუმცა გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ... რა თქმა უნდა, საპასუხო შეხვედრაში ჩვენ სხვანაირ, გაცილებით შემტევ ტაქტიკას ავირჩევთ. ანუ ბევრს შევუტევთ! ყველანაირად ვეცდებით, რომ გულშემატკივარიც ბოლომდე ავიყოლიოთ.

- ძირითად შემადგენლობაში თუ გეგმავთ ცვლილებებს?

- მაპატიეთ, მაგრამ ამ კითხვას თამაშის დაწყებამდე არასოდეს ვპასუხობ.

- გიორგი ქვილითაია ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ გუნდიდან გაუშვით თუ მან თავად ისურვა "დინამოდან" წასვლა?

- "დინამომ" ვენის "რაპიდისგან" კონკრეტული შეთავაზება მიიღო. გიორგის კლუბთან კონტრაქტი ჰქონდა... ისე, ვენის "რაპიდში", ავსტრიის ასეთ სახელოვან კლუბში ფეხბურთელის გაყიდვა გარკვეული რეკლამაა "დინამოსთვისაც" და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვისაც. განა ასე არ მოიქცა ზაგრების "დინამოც" მარკო პიაცას შემთხვევაში?

- როგორია "დინამოს" ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

- ყველა საბრძოლველად არის განწყობილი. ჩვენ უნდა შევუტიოთ. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი გუნდია, ოთხი-ხუთი მაღალი დონის ინდივიდუალისტი ჰყავს - როგი, ჩორიჩი, სუდანი, ფერნანდესი... ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.

- ჩორიჩს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ?

- ჩორიჩს უნდა ვეთამაშოთ ძალიან ახლოს, არ უნდა მივცეთ სივრცე. ეს ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგად იციან. მას პასის დიდებული კულტურა აქვს.

...ამის შემდეგ დაიწყო თბილისის "დინამოს" ვარჯიში, რომელიც მედიისთვის 15 წუთში დაიხურა. ინდივიდუალურად ივარჯიშა მასპინძელთა ბულგარელმა ლეგიონერმა სტეფან ველევმა.

ამის შემდეგ დარბაზში ხორვატიული "დინამოს" დამრიგებელი ზლატკო კრანჩარი და ზაგრებელთა მარცხენა მცველი იოსიპ პივარიჩი შემოვიდნენ. თავიდან კრანჩარმა დაიწყო...

- ჩვენ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ანგარიში არის 0:0. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და სტადიონზეც ძალიან ბევრი ქომაგი მოვა. ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.

იოსიპ პივარიჩი:

- პირველი მატჩის შედეგის მიუხედავად, ჩვენ ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებით. "დინამოს" ბევრი ქომაგი დაუჭერს მხარს. ვეთანხმები მწვრთნელს: ჩვენ გვაქვს ერთადერთი ამოცანა - შემდგომ ეტაპზე გასვლა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- საინტერესოა, თბილისის "დინამოდან" რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?

ზლატკო კრანჩარი:

- არ მინდა, ვინმე გამოვარჩიო. ჩემზე მთლიანად გუნდმა მოახდინა კარგი შთაბეჭდილება.

- თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოხვედით?

- არა. სამწუხაროდ, მაჩადო დაგვაკლდება.

- ტაქტიკას თუ შეცვლით?

- ეს არ არის პრესკონფერენციაზე სალაპარაკო თემა...

- ბოლო მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ ფრედ ითამაშა ხორვატიის ჩემპიონატში. თბილისის "დინამოსთან" თამაშზე ფიქრობდით თუ გადაღლილობის ბრალი იყო?

- რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ და, ამავე დროს, გარკვეულ ტაქტიკურ სიახლეებსაც მივმართეთ.

- თბილისში აქცენტს სწრაფ გოლზე გააკეთებთ?

- ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩვენს შანსს დაველოდებით და ვეცდებით, გამოვიყენოთ მეტოქის შეცდომები.

ჩვენი მეგობარი ივო

ზაგრებში თბილისის "დინამო" მომეწონა

ზლატკო კრანჩარის პრესკონფერენცია რომ დასრულდა, ჩვენი კოლეგა და მეგობარი ლევან სალუქვაძე დარბაზში ივო შუშაკს შემოუძღვა - თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, საქართველოს დიდ ტრფიალს, ფეხბურთის ჩინებულ მცოდნეს, უბრალოდ - დიდებულ ადამიანს.

ბატონმა ივომ ძველი მეგობრები გულში ჩაგვიკრა და მერე გავისაუბრეთ კიდეც...

- 2:0 კარგი ანგარიშია ზაგრების "დინამოსთვის", მაგრამ ყველაფერი თბილისში გადაწყდება. წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო და, შეიძლება, მეტიც. ერთიცაა - ზაგრების "დინამო" ვერ არის იდეალურ ფორმაში.

- ვიცით, რომ საქართველოში განსაკუთრებით კარგად გრძნობთ თავს...

- ჩემთვის უზომოდ სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა, ძველი მეგობრების ნახვა... პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

- პირველ თამაშზე რას იტყვით?

- ზაგრებში თბილისის "დინამო" მომეწონა. განსაკუთრებით კარგად ითამაშეს პირველი 40 წუთის განმავლობაში. ზაგრებში კრანჩარს შეგნებულად არ დაუთმია სივრცე "დინამოსთვის". მომეწონა თბილისელების ორგანიზებული თამაში. სამწუხაროა, რომ საპასუხო მატჩის შემდეგ ერთ-ერთი გუნდი გამოეთიშება ჩემპიონთა ლიგას. ჩემთვის ხომ ორივე ახლობელი კლუბია...

- საქართველოში ყოველთვის ყურადღებით ადევნებენ თვალს ივო შუშაკის საქმიანობას. ამჟამად რითი ხართ დაკავებული?

- სამი კვირის წინ ჩამაბარეს ზაგრების "დინამოს" აკადემია. დილიდან საღამომდე ვშრომობ. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგან.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

ავტორები: გია ტუხაშვილი ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koba
ავკრძალოთ ფეხბურთი საქართველოში და ყველა დავისვენებთ. მივხედოთ რაგბს
გივი
არ გვეშველება არა. ქართული ფეხბურთი უშველებელი, ერთი დიდი პრობლემაა
გივი
1-ლი ტაიმი დამთავრდა და ამ სტატიამაც დაკარგა თავისი ხიბლი, ჯერ კიდევ 1საათის წინ იმედს რომ გვიღვიძებდა გულშემატკივრების გულში. ძნელი მაგრამ არა შეუსრულებელი პრობლემა გადაიქცა ურთულეს და ვგონებ შეუსრულებელ პრობლემად.
ok
კიიიი... პრიცელი თუ გაასწორეს თბოლისლებმა კი მოვიგებთ, თუარა და რაგბი ითამაშონ...
dudu
ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო!!!გაახარეთ მთელი საქართველო ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!
kai raa
ღმერთმა ქნას მოვიგოთ, მაგრამ შენდეგ ეტაპზე გასვლა სასწაულია. აჟიტირება ცუდია, ემოციები გვღუპავს. სიმშვიდე და თავდადება.
777
მაგის დედაც ჯეკ,ბევრი იმედგაცრუება მახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ფეხბურთელებისგან,მარა დღეს ისე მივდივარ სტადიონზე იმედით,როგორც რაგბზე დავდივარ ხოლმე. ერთხელ,ხომ შეიძლება ფეხბურთიდანაც წამოვიდე უზომოდ გახარებული.წარმატება ჩვენს დინამოს ნჯერა დღეს სტადიონიდან კი არ წამოვალ გამოვფრინდები სიხარულისგან! ღმერთი ჩვენსკენ ქართველებო!
Gio
Bileti ra girs xoar icit?
gocha
ერთი გოლი მაინც გავიტანოთ, შეიძლება ვერ გახვიდე მაგრამ როგორც მინიმუმ ერთი გოლი უნდა გაიტანო რომ საფეხბურთო გუნდი გერქვას!!!თუ არ გაიტან ვერც მოიგებ ამაზე უნდა იყო კონცენტრირებული
gela
შვილოოოოოო!!!! პლეიოფში არ ვყოფილვართო რო წერ, ვისთვის წერ? ყრუ და უცოდინრები გგონივართ? გადაავლე თვალი ახლო წარსულს, ან სულაც წერა კითხვა გესწავლა, ჰა?
lasha
მე მივდივარ დინამოს საქომაგოდ ქუთაისიდან
თბილისელი
2 ჯერ ვიყავით პლეიოფში ორჯერრრრრრრრრრრრრრრრრრ და ბილბაოს ატლეტიკსაც მოუგეთ
vip-ს
მანამდეც ვეთამაშებოდით დინამოებს-კიევის,მინსკის,მოსკოვის და დინამოსაც ვყვიროდით. ქართული ომახიანი დინამო სულ სხვაა...
igio
When moatrialeb am tamashs iurai mjera sheni shen so msoflioshi n 1 trenerixar.
HH
დღეს ზაგრები უნდა შევჭამოთ
vip
რახან ორივეს დინამო ჰქვია, უნდა ვიძახოთ თბი ლი სი! თბი ლი სი! თბი ლი სი! ჩვენი ქვეყნის დედაქალაქია!
Walkabout
ქუთაისელი-ს მარტო მაგიტომ არ მიდიხარ?
გუჯა კახაძე
ჩვენების გასამხნევებლად რა შეძახილი გვექნება, ვინმემ მოიფიქრა?
დინამო 81
murtalo-ს ჯიგარი ხარ!!!

თავმოყვარე გუნდი მნიშვნელოვანი თამაშის(თამაშების) წინ ფეხბურთელს(ამ შემთხვევაში ქვილითაია) არ გაყიდიდა!
hoh
შუაში მდგომი ფეხისწვერებზე დგას თუ მეჩვენება?!
bibi
ვინ თქვა რომ ამხანაური იყო მე პირადად ვიყავი თამაშზე პირველი თამაში 2-1 მოვიგეთ და გასვლაზე მსაჯმა დაგვჩაგრა კიკნაძე გააგდეს და 1-0 მოგვგეს და ისე გვიდნენ ლიგის ჯგუფში
nodarichi123
მე მოვდივარ სტადიონზე კახეთიდან. თქვენ? დგეს ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ ფებურთელებმა თავიანთი
AVTO
ბილბაოს ატლეტიკთან თამაში აბა ამხანაგური იყო 1998 წელს??? სტატიას სანამ დაწერთ - გადახედეთ ისტორიას...
დავით
გელაშვილი მოაშორეთ რა, როდის ნახეთ მაგის ნათამაშები ფეხბურთი? დვალიშვილი მაგარი იყო
ქუთაისელი
წავიდოდი საგულშემატკივროდ, მაგრამ ისტორიულად ნერვებს მიშლის სტადიონის დიქტორი რომელიც უკანასკნელ ხმაზე ამპარტავნუილად და ქაჯურად ყვირის "საქართველოს საუკეთესო გუნდიიი..- დინამო თბილისიი"".. ფანებმა შეიძლება იყვიროს მაგრამ სტადიონის დიქტორს რა აღრიალებს?
გიო
ალბათ ახალი ამბავი არაა, რომ დინამოს შანსები დღეს მინიმალურია, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ, გთხოვოთ, მივიდეთ სტადიონზე! ფეხბურთი მაყურებლის გარეშე ნახევარი ფეხბურთია. ჯერ ჩვენ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ტრიბუნიდან მოვთხოვოთ გუნდს ამოცანის შეხრულება.
ზაზა
პრესინგი,ტემპი,უნდა გადავურბინოთ ზაგრებს!ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის:მოხდა და გავუშვით გოლი,არავითარი ,,ყურების ჩამოყრა,,უნდა ვიბრძოლოთ,რომ ოთხი ბურთი გავიტანოთ!ორი გავუშვით–ხუთი უნდა გავიტანოთ!არ არსებობს დროის სიმცირე !..სულ მცირე ,უნდა დავაფასოთ მატჩზე მოსული ქომაგი და ბოლო წუთებამდე ვიბრძოლოთ სასურველი შედეგისთვის!
murtalo
სად გაქრა სტატია, სადაც იარაბეკი დღესასწაულის მოწყობას გვპირდებოდა? პესიმისტურმა კომენტარებმა ხომ არ შეაშინა. მნიშვნელობა არა აქვს,სიტყვა-სიტყვაა და ჩვენ ველით დღესასწაულს!
GG
3-0 უნდა მოვიგოთ,მოსვენება არ უნდა მივცეთ 90 წუთის განმავლობაში
ioseb
დღეს ძალიან სჭირდება დინამოს მხარდაჭერა, ფეხბურთელებისგან რომ ვითხოვთ, ჩვენ გულშემატკივრებმა შევასრულოდ ჩვენი მისია მივიდეთ დინამოზე და მხარი დაუჭიროდ ჩვენს ჩემპიონს.... მე მოვდივარ დინამოზე. შეეენ ????
bibi
ავტორის საყურადღებოდ დინამო უკვე იყო ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში და თანაც ორჯერ 1 ლევერკუზენთამ 1-6 1-0 და 2 ბილბაოსთან 2-1 0-1 ასე რომ გაითვალისწინეთ პატივცემულო...
ika
3 : 0 ვიგებთ !
bibi
სტატიის ავტორს მინდა მივმართო...თბილისის დინამო ჩემპიონთალიგის პლეიოფში 2 ჯერ იყო აქამდე. 1- ბილბაოს ატლეტიკთან 2-1 0-1 2 ლევერკუზენთან 1-6 1-0 ასე რომ შემდგომში გაიტვალისწინე პატივცემულო!!!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ზლატკო კრანჩარი: თბილისში მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ კიდეც
დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
"ზაგრების" მწვრთნელი: ხომ ხედავთ, თბილისში მშვიდად ჩავდივარ - სანერვიულო არაფერი მაქვს
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
ზლატკო კრანჩარი: "დინამოს" შეცდომებს დაველოდებით, არსად გვეჩქარება
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: რაფინიას ჰეთ-თრიკი - ელ კლასიკოს წინ "ბარსელონამ" "ბაიერნს" 4:1 მოუგო [VIDEO]
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...