ნეიმარი და კომპანია, კიდევ ვინ შეიძლება გაიბრწყინოს ოლიმპიადაზე?
როგორც წესი, ფეხბურთი ოლიმპიადაზე ნომერ პირველი სახეობა არ არის, თუმცა ტურნირი ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს და არცთუ იშვიათად, ხმაურიან სენსაციებსაც გვთავაზობს. დღევანდელ ჩვენს წერილში რიოს ოლიმპიადის გამორჩეულ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე ვისაუბრებთ.

ფეხბურთელები

ნეიმარი (ბრაზილია, ბარსელონა)

"ბარსელონას" ვარსკვლავს ძალიან უნდა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება. ამის საუკეთესო შანსი ნეიმარს მშობლიურ ქვეყანაში ექნება. ბრაზილია თამაშობს შინ, გარანტირებული აქვს უდიდესი მხარდაჭერა და ჰყავს ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა.

მარკინიოსი (ბრაზილია, პსჟ)

ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნევა, ოლიმპიადაზე ითამაშებს. სწორედ მან უნდა შეადუღაბოს "სელესაოს" დაცვის რიგები.

რაფინია (ბრაზილია, ბარსელონა)

მართალია, ეს ნახევარმცველი ხშირად ვერ ხვდება "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ოლიპიადაზე ძალიან სერიოზული ძალა იქნება ბრაზილიის ნაკრებისათვის. გავითვალისწინოთ მისი შეთამაშება ნეიმართან.

ფელიპე ანდერსონი (ბრაზილია, ლაციო)

"ლაციოს" ლიდერი, ვინც ცოტა ხნის წინათ არაერთი გრანდის სამიზნე იყო. ახლა ცოტა მოუკლო, მაგრამ ოლიმპიადაზე გაბრწყინება შეუძლია. ბრაზილიის ლიდერობას ნეიმართან ერთად სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ.

ჯონ ობი მიკელი (ნიგერია, ჩელსი)

ჯონ ობი მიკელმა ბევრი გააკვირვა. "ჩელსიში" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოსაპოვებელი აქვს, ის კი ადგა და ოლიპიადაზე წავიდა. ფაქტია, ბრაზილიაში ნიგერიას ძალიან დიდი წარმატების შანსი აქვს. რამდენიმე ფეხბურთელი ხომ იმაზე უფროსი იქნება, ვიდრე უნდა იყოს.

მატიას გინტერი (გერმანია, დორტმუნდი)

გერმანიას არ ეყოლება ოლიმპიადაზე პირველი ხარისხის ვარსკვლავები, მაგრამ "ბუნდესმანშაფტში" მაინც ითამაშებს რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი, მათ შორის, "დორტმუნდის" მატიას გინტერი.

სვენ ბენდერი (გერმანია, დორტმუნდი)

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "დორტმუნდმა" მიავლინა გერმანიის ოლიმპიურ ნაკრებში. ბენდერს მინდვრის ცენტრში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება ძალუძს. ის საყრდენ ზონაში ძმასთან ერთად ითამაშებს.

ლარს ბენდერი (გერმანია, ლევერკუზენი)

ძმასთან, სვენთან ერთად გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს ოლიმპიადაზე. ფაქტია, მინდორზე მისი ყოფნის პირობებში მოწინააღმდეგეებისათვის რთული იქნება გერმანელთა კარზე იერიშების მიტანა.

სონი (სამხრეთი კორეა, ტოტენჰემი)

ამ დროისათვის კორეის საუკეთესო ფეხბურთელმა ოლიმპიადაზე თამაში გადაწყვიტა. ბოლო სეზონის განმავლობაში ხან ხვდებოდა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში, ხან ვერა. ბრაზილიურ მინდვრებზე კი თავისი გუნდის აშკარა ლიდერი იქნება.

ხერონიმო რული (არგენტინა, სოსიედადი)

"სოსიედადის" პერსპექტიულმა მეკარემ გასულ პრიმერაში რამდენიმე დიდებული მატჩი ჩაატარა. მას უკვე უთვალთვალებენ მსოფლიო ფეხბურთის გრანდები. არგენტინას მეკარის პოზიციაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

ანხელ კორეა (არგენტინა, ატლეტიკო)

უნიჭიერესი არგენტინელი ფორვარდი, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ გაიხსნა მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში. სამაგიეროდ, ოლიმპიადაზე ბევრი გოლის გატანის მშვენიერი შანსი აქვს.

კიდევ ვინ?

ალი ადნანი (ერაყი, უდინეზე), ჯეფერსონ ლერმა (კოლუმბია, ლევანტე), ტაკუმა ასანო (იაპონია, არსენალი), სადიკ უმარი (ნიგერია, ლაციო), რობინ კვაისონი (შვედეთი, პალერმო), რაშიდ აიტ ატმანი (ალჟირი, სპორტინგი), ჯოვანი სიმეონე (ბანფილდი, არგენტინა), ჟოელ კასტრო (პორტუგალია, მანჩესტერ იუნაიტედი), ბრუნუ ფერნანდეში (პორტუგალია, უდინეზე), რენატო აუგუსტო (ბრაზილია, ბეაცძინ გოანი), დორლან პაბონი (კოლუმბია, მონტერეი), ტეო გუტიერესი (კოლუმბია, სპორტინგი), ორიბე პერალტა (მექსიკა, ამერიკა)

მწვრთნელები

ხულიო ოლარტიკოეჩეა (არგენტინა)

არგენტინის ნაკრებში თავის დროზე 32 მატჩი ჩაატარა. წლეულს ჩაიბარა არგენტინის ოლიმპიური ნაკრები. რიოში მიზნად მხოლოდ ჩემპიონობა აქვს.

ხორხე ლუის პინტუ (ჰონდურასი)

კოლუმბიელი მწვრთნელი, ვინც 2014 წელს კოსტა რიკის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მივიდა.

რუი ჟორჟე (პორტუგალია)

45 თამაში ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2010 წლიდან მუშაობს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად.

სამსონ სიასია (ნიგერია)

იმ თაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს ნიგერიული ფეხბურთი გააცნო. ნაკრებში 51 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. აქამდე ექვსი წელი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს თავკაცობდა. ნიგერიას ბრაზილიაში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

ფრენკ ფარინა (ფიჯი)

67 მატჩი და 14 გოლი ავსტრალიის ნაკრებში. 7 წელი იყო ავსტრალიის ნაკრების დამრიგებელი.

ჰორსტ ხრუბეში (გერმანია)

ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის ფინალში დუბლის ავტორი. 2000 წლიდან მუშაობს გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
"დორტმუნდი" დამარცხდა და ბენდერი და შაჰინიც დაკარგა [VIDEO]
"დორტმუნდის" მეკარის ღირსეული საქციელი [VIDEO]
გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური: ეს "ბაიერნი" არანორმალურად ძლიერია! [VIDEO]
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
ლონდონის "არსენალს" ლარს ბენდერის გადაბირება სურს
ᓘ
ლონდონის "არსენალს" ნახევარმცველი სჭირდება
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
ეს დაუნდობელი ფეხბურთი - ძმა ძმის წინააღმდეგ
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: დორტმუნდის "ბორუსია" როისის და ბენდერის გარეშე
სვენ და ლარს ბენდერები - 8 წლის შემდეგ, ისევ ერთად
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
სვენ ბენდერმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი