ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ტორპედო-შუქურა 0:0 - ასე ორივეს გაუჭირდება... [VIDEO]

ტორპედო-შუქურა 0:0 - ასე ორივეს გაუჭირდება... [VIDEO]

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. თეთრი ჯგუფი
საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში "ტორპედომ" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, ფრეს დასჯერდა. მატჩის დაწყებამდე გუნდის კაპიტნებმა, როინ კვასხვაძემ და აზამატ ჯიოევმა, საქართველოს ჰიმნის ფონზე ეროვნული დროშა აღმართეს და შეხვედრაც დაიწყო.

როგორც სადებიუტო მატჩებს ხშირად ახასიათებს, თამაში არცთუ კარგი სანახავი გამოდგა. სეზონის წინ ორივე გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა და შეთამაშების პრობლემა როგორც ქუთაისელთა, ასევე სტუმართა რიგებშიც აშკარა იყო.

კობა ჟორჟიკაშვილმა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ტორპედო" პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, ძირითად შემადგენლობაში ერთი გამოკვეთილი ფორვარდი - ოთარ კვერნაძე გაამწესა. მას ფლანგებიდან "ტორპედოში" დაბრუნებული გამოცდილი ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე და გიორგი ქიმაძე ეხმარებოდნენ.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, ქუთაისელები ბურთს ფლობდნენ და შეტევაშიც აქტიურად გადადიოდნენ, მაგრამ იერიშებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიმწვავე აკლდა.

ქობულეთელებმა კი თავიდანვე "მეორე ნომრად" ამჯობინეს თამაში, თავიანთ ნახევარზე გამაგრდნენ, ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს და ტორპედოელებს იშვიათი კონტრშეტევებით თუ შეაწუხებდნენ ხოლმე.

პირველ ტაიმში ქუთაისელთა შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც აქტიური იყო დოლიძე. მას დებიუტშივე შეექმნა ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ კარგად ითამაშა სტუმართა მცველმა ბაქარ მირცხულავამ, რომელიც გასულ სეზონში "ტორპედოს" ღირსებას იცავდა - დოლიძეს ვარდნაში აართვა ბურთი და ახლო მანძილიდან კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

მომდევნო ეპიზოდისას იმავე დოლიძემ ტუღუშის ფლანგურ პასს შეაგება თავი, მაგრამ ხეირიანი დარტყმა არ გამოუვიდა. ქუთაისელთა ვეტერანი ფეხბურთელი ცოტა ხანში ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა მარჯვენა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

ქუთაისელები სათამაშო უპირატესობას ტაიმის ბოლომდე ფლობდნენ, მაგრამ პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი ქიმაძეს ჰქონდა, რომელმაც ვაჟა ტაბატაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სტუმართა კარს თავით ააცილა.

მეორე ნახევარიც ჟორჟიკაშვილის გუნდის უპირატესობით დაიწყო. კვერნაძის სახიფათო დარტყმა ჯიოევმა მოიგერია. შემდეგ ქიმაძე ზედიზედ სამჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ ვითარებაში, მაგრამ კარში დარტყმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა.

ფეხბურთელები შეთანხმებულად ვერ მოქმედებდნენ და შეცდომებს ხშირად უშვებდნენ. ერთ ეპიზოდში სტუმრების დაცვა აშკარად ჩავარდა, რითიც მასპინძლებს უნდა ეხეირათ, მაგრამ ქუთაისელთა კიდევ ერთი ახალწვეულის, ავთო ენდელაძის სახიფათო დარტყმა ჯიოევმა კუთხურზე მოიგერია.

ტორპედოელები უღიმღამოდ, ქაოსურად უტევდნენ და გულშემატკივართა უკმაყოფილებაც იზრდებოდა. ჟორჟიკაშვილმა თამაშში კორექტივების შეტანა შეცვლებით სცადა - მოედანზე თორნიკე კაპანაძესა და ვახტანგ კვარაცხელიას უხმო, ტაქტიკური სქემაც შეცვალა. თუ "ტორპედოს" სასტარტოში მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავდა, ახლა ორი თავდამსხმელით შეუტია.

მასპინძლებმა თამაში შედარებით გამოასწორეს, გაცილებით მწვავედ ათამაშდნენ და კაპანაძეს გოლის გატანის რეალური შანსიც მიეცა, მაგრამ... მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ სტუმრები ჯიოევმა გადაარჩინა.

ზღვისპირელები ბოლო წუთებზე დროის გაყვანაზე გადავიდნენ და მიზანსაც მიაღწიეს - ქობულეთში ქულით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. თუმცა ესეც ვთქვათ - ასეთი თამაშით ორივე გუნდს ძალიან გაუჭირდება. ჟორჟიკაშვილსაც და თეიმურაზ შალამბერიძესაც წინ ძალიან დიდი სამუშაო აქვთ.

მატჩის შემდეგ

თეიმურაზ შალამბერიძე ("შუქურას" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან რთული თამაში გამოვიდა. განაცხადში რამდენიმე ფეხბურთელის შეყვანა ვერ მოვასწარით. ამიტომ დიდი არჩევანი არ გვქონდა და გადავწყვიტეთ, "მეორე ნომრად" გვეთამაშა. ქუთაისში ძალიან ძნელია თამაში. ასე რომ, ქულითაც კმაყოფილი ვარ".

კობა ჟორჟიკაშვილი ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი): "პირველივე შეხვედრა რთული გამოდგა. ვიცოდით, რომ "შუქურა" "მეორე ნომრად" ითამაშებდა და სივრცეებს შეგვიზღუდავდა. ამისთვის ვემზადებოდით კიდეც. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ერთი გოლი რომ გაგვეტანა, შესაძლოა, დიდი ანგარიშითაც მოგვეგო. ერთი ნომინალური ფორვარდით კი ვითამაშეთ, მაგრამ ფლანგის მოთამაშეებსა და ცენტრიდან ბაბუნაშვილს შეტევაში აქტიური მონაწილეობა ჰქონდათ დავალებული. სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრა ჩვენი სცენარით არ წარიმართა".

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. თეთრი ჯგუფი

07.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

ტორპედო-შუქურა 0:0

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, კოლინი, გურული, ტუღუში (69. ბრეგვაძე), დოლიძე, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი (62. კაპანაძე), ენდელაძე, ქიმაძე, კვერნაძე (76. კვარაცხელია).

სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ნერგაძე, მამასახლისი, წილოსანი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

შუქურა: ჯიოევი, ჯაფარიძე, ჩაჩუა, ჭეჟია, მირცხულავა კომახიძე (83. ანანიძე), მალანია (64. ბრაჭული), ჭანუყვაძე (88. კალანდაძე), შალამბერიძე, საბაძე, ბერიაშვილი.

სათადარიგოები: მამინაშვილი, კალანდაძე, გოგიტიძე, ჩელებაძე

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

გაფრთხილება: ჯიოევი (42), ბრეგაძე (84)

არბიტრი: ჯენერი ხორავა

II ტური. თეთრი ჯგუფი

13 აგვისტო

დინამო (თბ)-გურია

შუქურა-ჩიხურა

ლოკომოტივი-ტორპედო

"ცხინვალი" ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dito

მსაჯებზე გადაბრალებას რომ დაიწყებ და უნიათო, უფანტაზიო თამაშზე არაფერს იტყვი, კი იმსახურებ იმ უსახო გუნდს როგორიც არის...

• Guadua-s

:D :D :D :D ტორპედო გავა ზუსტად ევროტასებზე და სამტრედიასავით არ შერცხვება.კარგად დაიმახსოვრე ეგ

• Guadua

საშიში არაფერია. ტორპედო უმაღლესში წელს ადგილს შეინარჩუნებს, ევროსაგზური ან გავარდნა მას არ ემუქრება. გაისად კი ნელ-ნელა შევა ფორმაში.

• გოგი

17 კუთხურს რომ ჩამოაწოდებ და ბურთს ვერ გაიტან ეს არის ტორპედოს ტრაგედია,არბიტრი ხომ არ გაიტანს ბურთს. 6-7 ფეხბურთელი გასაშვებია გუნდიდან.

• giga

იმაზეც დაგეწერათ მსაჯმა რაები იბოდიალა. ხალხო გინახავთ ფეხბურთელი რომელსაც ვითომ ტრამვა აქვს და 2-3 წუტი მოედანზე წევს (ესეც დროის გასაყვანად) უცებ წამიდგეს და მსაჯმა უთხრას თუ გინდა გადადი მოედნიდან თუ არა დარჩიო... ამაზე სასაცილო რამე გინახავთ? ასე განმეორდა ზუსტად სამჯერ. მერე მეორე მცველის უხეშად მოგერიებული ბურთი რო თავდამსხმელს მისდის იგივე მცველის ფეხიდან ამაზე თამაშგარე როგორ უნდა დააფიქსირო? მოკლედ რა საქართველოში ფეხბურთს არაფერი ეშველება ამაში გუშინ დავრწმუნდი ბოლომდე. ფეხბურთელმა რომც მოინდომოს და თავი მოიკლას მსაჯები ისეთებს აკეთებენ სურვილს დაგიკარგავენ ყველაფრის...

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო

"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა

ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს

11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან

თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს

[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს

ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა

"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო

[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!

[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა

კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია

[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა

[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!

[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა

ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში

[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია

[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"

კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..

კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ

გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა

თეიმურაზ შალამბერიძე: რთულ თამაშს ველოდებოდით და ასეც მოხდა

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]

უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა

რევაზ ჩელებაძე: თბილისის "დინამოს" მაისურა რომ გაცვია, გაცილებით მეტი მოგეთხოვება!

ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო

"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]

ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]

მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა

ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]

ქობულეთის "შუქურას" განცხადება

უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: სათასო გამოძახილი