"დინამოს" სპორტული დირექტორის, მიხეილ ხუციშვილის თქმით, რომან ფიფია კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ერევა
თბილისის "დინამოს" პრესსამსახური აგრძელებს ელექტრონული მედიისთვის სპეციალური ვირტუალური პრესკონფერენციის გამართვას.

რომან ფიფიას შემდეგ მეორე ასეთი პრესკონფერენცია თბილისის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მოაწყო.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეიძლება გადალახოს "დინამომ" ბერძნული პაოკ-ის ბარიერი და რამდენად რეალურია ჯგუფში მოხვედრის პერსპექტივა?

- პირველ რიგში, შემართების, მონდომების და ძალების მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე. უმნიშვნელოვანესია გულშემატკივრის მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ პაოკ-ი უკეთეს ლიგაში თამაშობს და ფეხბურთელებიც უფრო ძვირად ღირებული ჰყავს, გვჯერა ჩვენი გუნდის. დინამოელები ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წარმომადგენლები არიან და მათ სათანადო გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენს ფეხბურთელებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

გუნდში ყველა აცნობიერებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპის დაძლევას, როგორც გუნდისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის, ისე თითოეული ფეხბურთელის მომავალი კარიერისთვის.

პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში ყველაფერია შესაძლებელი. ამიტომ შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.

- როგორ შეაფასებდით იურაი იარაბეკის მუშაობას "დინამოში" და იმ შემთხვევაში, თუ გუნდი პაოკ-ს ვერ გასცდა, მოსალოდნელია სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებები?

- არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ "დინამოს" მიზანი ამ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. ჩემპიონობა და თასის მოპოვება უდავოდ კარგია, მაგრამ ეს ტიტულები ჩვენთვის ევროპისკენ მიმავალ გზად განიხილება.

იარაბეკის კონტრაქტის მთავარი პუნქტი გახლავთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. არ მინდა წინასწარ საუბარი, დაველოდოთ ევროპალიგის პლეი ოფის მატჩებს და გადაწყვეტილებებზე შემდეგ ვისაუბროთ.

ისე, გეტყვით, რომ "დინამოს" სპორტული ხელმძღვანელობა მწვრთნელთა შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია.

- იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას განხორციელებულ ტრანსფერებზე?

- რა თქმა უნდა, ვიღებ. არა მარტო ლეგიონერებზე, არამედ ქართველ ფეხბურთელებზეც. თავად გაიხსენეთ, ეროვნული ნაკრების რამდენი მოთამაშე მოვაბრუნეთ "დინამოში".

რაც შეეხება ახალ ლეგიონერებს: კურიე "ჩერნო მორეს" საუკეთესო მოთამაშე იყო, 12 გოლი გაიტანა სეზონში, მუდმივად ძირითადში თამაშობდა და ბულგარეთის საუკეთესო ლეგიონერების ხუთეულში მოხვდა. ველევი "ლოკომოტივის" გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ამასთანავე, ბულგარეთის ნაკრების მოთამაშეა, "ალაშკერტთან" პირველ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მერე დაშავდა და იმედია, პაოკ-თან განმეორებით მატჩში დაგვეხმარება. შპიჩიჩს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა "ოსიეკში", იქამდე კი აზერბაიჯანის ლიგაში საუკეთესოთა შორის იყო თავის ამპლუაში, თან ამისულაშვილთან ერთად ჰქონდა ნათამაშები. რაც შეეხება სკრიბეს, საფრანგეთის მეორე ლიგაში სულ ძირითადში იყო, რაც იოლი ნამდვილად არ არის.

- კლუბის პრეზიდენტის, ბატონ რომან ფიფიას თქმით, გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო... რამდენად შესაძლებელი იყო ამ ლეგიონერების იმედად ყოფნა ამ რანგის ტურნირზე?

- თავიდანვე უნდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა რომან ფიფიამ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ლეგიონერთა სიაზე თანხმობა მოგვცა. ის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ერევა და სპორტულ მენეჯმენტს სრულ ნდობას უცხადებს.

ეს ფეხბურთელები ჩვენ არსებული რეალობიდან გამომდინარე ავარჩიეთ. მაღალი კლასის ტოპ-ფეხბურთელი, რაც არ უნდა თანხა შესთავაზო, თუ ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის, არ ჩამოვა. დღევანდელი ლეგიონერები კი მწვრთნელთან კონსულტაციის შედეგად მოვიყვანეთ, მათთან თანამშრომლობაზე საბოლოო სიტყვა იარაბეკს ეკუთვნის.

- ბოლო პერიოდში "დინამოს" ლეგიონერები ხშირად კრიტიკის ობიექტები ხდებოდნენ. ყველაზე უკეთ თავი ესპანელებმა წარმოაჩინეს... ხომ არ გიფიქრიათ, მომავალში აქცენტი სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებზე გაგეკეთებინათ?

- უაღრესად დიდ პატივს ვცემ ესპანურ ფეხბურთს და მათი ფეხბურთელების კვალიფიკაციაზეც დიდი წარმოდგენის ვარ, მაგრამ იმავეს გავიმეორებ - ძნელია დააინტერესო კვალიფიციური ესპანელი მოთამაშე ჩვენს ლიგაში გადმოსვლაზე.

მერწმუნეთ, მხოლოდ ფული არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. საუკეთესო, ვინც აქ გვყავდა, უდავოდ ჩისკო იყო, რომელსაც, თუ გახსოვთ, დაახლოებით ნახევარი სეზონი დასჭირდა ადაპტაციისთვის.

- დაბოლოს, იქნებ "დინამოში" უკანასკნელ პერიოდში მომხდარ ცვლილებებზეც გვითხრათ...

- მოგეხსენებათ, გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდში" განაგრძობს კარიერას. მან "ალაშკერტთან" ნემსით გაყუჩებული ტკივილით ითამაშა. შემდეგ ტრავმა გაურთულდა და 2-3 კვირა იძულებული იყო, ვარჯიში შეეწყვიტა. წინადადება გვქონდა ავსტრიული გრანდისგან და ჩვენც ხელი აღარ შევუშალეთ მას ევროპულ გზაზე.

ეს "დინამოს" პრინციპია, თუ ვინმე მოთამაშეს, რომელიც "დინამოსთვის" თავდადებით ირჯება, მიმზიდველი შემოთავაზება ექნება ევროპული გუნდისგან, ჩვენ მას არ დავაბრკოლებთ. ცხადია, კლუბის ინტერესების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ნიკოლოზ გელაშვილს: ზაგრების "დინამოსთან" მატჩების შემდეგ იგი დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა... მის მიმართ ნაწილობრივ პრესით და ტელევიზიით, მეტწილად სოციალური ქსელებით უარყოფითი ემოცია წამოვიდა, რიგ შემთხვევებში მეტისმეტად აგრესიულიც კი, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მან თავად გვთხოვა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეგვეჩერებინა კონტრაქტი. მე წარმატებას ვუსურვებ ნიკოლოზ გელაშვილს მის მომავალ კარიერაში.

badri
ეგ კაცი კი არა ფიფიას მარიონეტია, იქ ყველაფერი რომანია. ეგენი თოჯინები არინ,ვინც იქ მუშაობს ყველამ იცის, რო ეგ ეგრეა ამიტომ ხუციშვილს ვინ კითხავს რამეს წყალი აქვთ შეყენებული და ეხლა იგებთ ინტერვიუს
levani
საინტერესოა ამ კაცის კვალიფიკაცია, რა განათლება აქვს მენეჯმენტის მიმართულებით ან საფეხბურთო წრეებში ურთიერთობები. მაგალითად, იცნობს თუ არა საქართველოს გარეთ სელექციონერებს, ვისთან უთანამშრომლია, აქვს თუ არა კარიერაში ერთი ღირებული ტრანსფერი მაინც განხორციელებული და სხვა...
ლევანი
"ზესტაფონის" უბედურება ამ კაცის კისერზეა
Vaso
ეს შენა ხაარ?? ნერვებს რო გვახევ...! / ფიფია ეს რატო არ გააგდე შარშან?
ზაზა
როცა გადაწყვეტილებას იღებ ლეგიონერის ჩამოყვანაზე უნდა გრძნობდე უზარმაზარ პასუხისმგებლობას ათასობით გულშემატკივრის,კლუბის ისტორიის,ქვეყნის წინაშე!კლუბი საქართველოს სახელით გადის ევროტურნირზე!ქართული ფეხბურთის პრესტიჟს იცავს და ასჯერ უნდა დაფიქრდე,სანამ მიიღებ გადაწყვეტილებას!შესაძლებელია შეცდე ერთ ფეხბურთელში,ორში,მაგრამ როცა არცერთი(!) არ აკმაყოფილებს დინამოს ძირითადის დონესაც კი(არათუ შესამჩნევი გაძლიერება),მაშინ შეფასება სატრანსფერო პოლიტიკის არის:კატასტროფა!(((
ზაზა
თავის არაფრისმომცემი სატრანსფერო პოლიტიკით,პრაქტიკულად ,,გადააგდო,, გულშემატკივარი((( და ეს პირველად არ ხდება!უკვე ისე ძალიან დაეცა დინამოს ავტორიტეტი,რომ თუ ქართველ ფეხბურთელს ოდნავ კლასი გააჩნია ,დინამოში არ უნდა თამაში!((როგორ შეიძლება ხარჯო ფულები ლეგიონერებში,რომლებიც ქართველზე გაცილებით უკეთესები არ არიან?!აზრი?რატომ არ თამაშობს თევზაძე?გამოცდილებას მაინც შეიძენდა ზაგრებთან თამაშებით,კლასი მოემატებოდა და მომავალში იქნებ ტრანსფერიდან დინამოს ფინანსური მოგებაც ენახა(ან საბა ლობჟანიძე რატომ გაუშვეს?ან არაბული?)!...ძლიერ ლეგიონერთან ახალგაზრდა ქართველიც გაუიზრდება,ხოლო ვინც ჩამოიყვანეს,მხოლოდ დაბრკოლებაა ხელოვნური ახალგაზრდა ქართველებისთვის(ლეგიონერს ათამაშებენ,რომ გაამართლონ ხარჯი)...ან მაღალი დონის ლეგიონერი უნდა ჩამოიყვანო( ახერხებდნენ ადრე–მაგ.ზელიჩი,ოვონო),რომელთანაც ქართველი გაიზრდება,ან ახალგაზრდა ლეგიონერი,რომლის ტრანსფერიდან მომავალში იხეირებს კლუბი!..ვინც ჩამოიყვანეს,მხოლდ ხარჯია და ვერც გუნდი გააძლიერეს
Simartle
Es mcvrtneli rato moikvane magas rato ar akonkreteb zestapons ro Mongo magitom? Eg xom sasaciloa araperi mixceva ar aqvs evropaligis donezec ki grcxvenodes,,,,,,,
ლუკა
უცნაური ინტერვიუ არის. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, დინამო ჯგუფურზე გავიდა და ამიტომ დინამოს სპორტული დირექტორი თვითკმაყოფილია. არ ჯდება კონტექსტში ბატონი ხუციშვილის თავმოწონება. ფიცი მწამს, ბოლო - მაკვირვებს. თუ პასუხისმგებელია, ე.ი. ჯგუფზე თუ არ მოხვდება დინამო უნდა გადადგეს, ასევე უნდა გაწყდეს კონტრაქტი მწვრთნელთან. მაგრამ ამნაირი განტევების ვაცები დინამოში არ ილევა, ყოველ წელს ვიღაცის თავზე ტყდება ჯოხი. სერიოზული ორგანიზაცია ასე არ მოქმედებს, როგორც დინამო. ამ ორგანიზაციის უცნაური საქციელი და მარადიული წარუმატებლობა ბადებს გულშემატკივრის ნიჰილიზმს და გაუცხოებას, ასევე უბიძგებს გულშემატკივარს თავისებური ახსნა უპოვოს დინამოს ნაბიჯებს.
qartuli fexburtis gulshematkivari
top fexburtelebis chamoyvanas aravin gtxovt amas tbilisis dinamo kiara top klubebi ver axerxeben zogjer,tu evropa ligis jgufur etapze gsues tamashi mzad unda iyo rom sheidzleba jgufshi iseti dzlieri gundi shegxvdes rogoric manchesteria martro manchesteri ro iyos ra gvichirs....samwuxarod paoki ki ara lanchxutis guriac ro iyos dinamos metoqe mainc ver gava jgufur etapze radgan dinamos legionerebs (velevis da renes garda)ar aqvt satanado klasi rom itamashon aset mashtabur turnirze samwuxarod isini erovnuli chempionatis motxovnebsac ver akmayofileben es aris realoba mware realoba....samwuxarod ase araferi gamova
სიმართლე
წავიდეს ეს ზესტაფონში და ვინც უნდა ის ჩამოიყვანოს! კურიეს მთელი სანათესაო ჩამოყვანოს თუ უნდა, პროსტა დინამოს დაანებოს თავი :@
ბაჯო
გგ ვეტანხმები გაუმატლებლები და მუქტახორებიტ გაივსო ყველგან.ეს აკადემია ფულის მანქანააა დზმაო.ვინ ერტი გაზარდეს ამატმა?მეც ფეხბურტზე ცამსვლელი არ დზმაო სანამ ფეხბურტს არ იტამასჰებენ.
ana
ამას ფული უნდა ფეხბურთი ფეხებზე კიდია....
gg
შე კაი კაცო თუ მაღალი კლასის ფეხბურთელები ვერ მოგყავთ ჩემპიონატის დაბალი დონის გამო,მაშინ მაგ ჭ კლასის ფეხბურთელების ჩამოყვანას და ფულის ყრას რა აზრი აქვს?ეგ ფული მოახმარეთ ქართველ ბავშვზე,მონახეთ ვინმე ნიჭიერი და გაზარდეთ არ ჯობია? რისთვის გაქვთ მაშინ ეგ აკადემია? მარა თქვენ დღევანდელი 1000 ლარი გირჩევნიათ ხვალინდელ 100000ს,არც კომპეტენცია გყოფნით და არ ნამუსი ,რო მიხვდეთ და დატოვოთ თანამდებობები და პროფესიონალებს დაუთმოთ ადგილი.თუმცა ეგ თქვენი კი არა,ვინც მანდ დაგსვათ ნაცნობობით იმის ბრალია და შედეგსაც იღებს უკვე მერამდენე წელია.თუ გადასაყრელი აქვს ეს ფული გადაყაროს მისი საქმეა,მე პირადად არც გიყურებთ და არც ვაპირებ კიდე კაი ხანი სტადიონზე მოსვლას...
ganatleba
ძალიან მაინტერესებს რა განათლება აქვს მიღებული მიხეილ ხუციშვილს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ? რამოდენიმე პუნქტს ჩამოვთვლი და მათგან ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს ხუციშვილი მაშინ გამოაქვეყნოს დინამომ წერილი და დაგვიდასტუროს მისი კვალიფიკაცია! 1. სპორტული მენეჯმენტის სათანადო განათლება. 2. საფეხბურთო სტრუქტურაში წარმატებული მუშაობის გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით. 3. კლუბის ამბიციებიდან გამომდინარე მის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი გეგმა ან სტრატეგია. 4. სატრანსფერო პოლიტიკის კრიტერიუმები დინამოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე. (ძალიან საეჭვოა მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებიდან ფეხბურთელების ჩამოყვანა) დარწმუნებული ვარ თბილისის დინამოს უმთავრესი პრობლემა არის სწორედ მენეჯმენტი და გაუნათლებელი კადრები. ყველაზე სწორი მიმართულებით დინამო მიდიოდა გარსიას დროს როცა პოლოლიკაშვილი იყო კლუბის მმართველი და რა თქმა უნდა იმ დროსაც იყო დაშვებული შეცდომები, მაგრამ თვითონ კლუბის სტრატეგია და მიმართულება გაცილებით იმედის მომცემი იყო ვიდრე ის არის დღეს!
Dato
Xoda tu igeb pasuxismgeblobas datove tanamdegoba.....
Simartle
S O S... Ra gveshveleba aseti arakvalificiuri sportuli menejerebis xelshi??? Arcxvenen dinamos saxels....
bebeto
ლეგიონერებიდან ყველაზე კარ შთაბეჭდილებას ველევი ტოვებდა თუმცა სწორედ ის დაშავდა და დინამოს ვერ დაეხმარა ზაგრებთან.კურიე,სკრიბე და შპიჩიჩი კი უკეთესი თამაშის სურვილს ტოვებენ,შეიძლებოდა კიდევ დინამოს გაძლიერება ქართველი ფეხბუღთელებით ასეევე ლეგიონერებით,მოგეხსენებათ სამრეთ ამერიკაში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ და იმათგან საშუალო დონის ფეხურთელების ჩამოყვანა შეიძლება სწორი სელექციის შემთხვევაში.ჯგუფში თამაში არ არის ადვილი და დინამოს გაძლიერება კიდევ ჭირდება განსაკუთრებით წინა ხაზში.
Dato-realoba
1.gabalashi - viski da Dabo. 2. Ludogorecshi - Kafu da marselinio. Agarapers vambob qartvelebze oqriashvilze, Kankavaze, revishvilze, kvekveskirze da vacadzeze eseni mainc ar arian super varskvlavebi ro ver chamoikvano????Tqveni Umtavresi shecdoma arakvalificiuri mcvrtnelis mokvanaa! Gabalas ro kavs mcvrtneli tundac is an misi donis mainc mogecviat?? Davrcmudi ro tqven arakvalificiuri menejeri brdzandebit jobia dinamos gaecalot....
მამუკა
როგორ მეცოდება გულშემატკივარი თქვენს ხელში.ფიფიამ ცოტა მკაცრად უნდა იმოქმედოს და მაგალითი საუკეთესოებისგან აიღოს(რეალის პრეზიდენტი,რომელიც მცირე შეცდომასაც არავის პატიობს) სხვანაირად შედეგი არ დგება.
rezi
ეს ვინა ჯოფილა რა უხარია ნეტავი?მეტს არავის იმატებენ კითხა ვინმემ აა?
kolo
ამ კაცს დინამო არ აინტერესებს,ზესტაფონის ფანია.ვინც ეს კაცი დინამოში შემოაპარა დამნაშავე ის არის.აუცვი აქედან ხუციშვილო,შენ გელაშვილს არაფრით არ ჯობიხარ!
გუჯა კახაძე
1) რაც დაგეგმეთ იმას იღებთ კიდეც, რადგან "სკამებს" ინარჩუნებთ. 2) ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მინიმუმ სირბილის ცოდნა მაინც სჭირდება, ქართველი ფეხბურტელი კი 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ 5 სპრინტის გაკეთებას ახერხებს. 3) კარში წესიერად დამრტყმელი არ გყავთ და რომც გაგიმართლოთ 0:0-ზე შემდეგ ეტაპზე ვერ გახვალთ. 4) მეთორმეტე მოთამაშეს ითხოვდით და 30 000 გულშემატკივარი მოგროვდა, მაგრამ... 5) ვიდრე კლუბები სააქციო საზოგადოებებად არ გადაკეთდება (მაშინ შედეგის მოთხოვნის უფლება გვექნება) მე პირადად სტადიონზე მისვლას აღარ ვაპირებ!
Dato-realoba
Admin rac davcere rato ar debt??? Mcare simartlea da ar gindat ro respodenti gaanackenot.....???
გულშემატკივარი
რაში გამოიხატება ამ ბატონის აღებული პასუხისმგებლობა??? თუ არ გაამართლა მისმა არჩეულმა ფეხბურთელებმა ახალ პასუხისმგებლობას აიღებს??? რაც შეეხება ნიკოლოზ გელაშვილს, ის შეიძლება ძალიან კარგი პიროვნებაა (რაც გამოჩნდა მისი ნაბიჯიდან როცა წავიდა დინამოდან), მაგრამ როგორც ფეხბურთელმა, მან თავი გატანილი გოლებით უნდა დაგვამახსოვროს და არა ასეთი უსახური თამაშით!
Dato-realoba
Meramdenet davcero es Kaci gasashvebia dinamodan!!! Pirveli shecdoma arakvalificiuri mcvrtnelis mocveva iko, exla kide ragac sisuleleebit imartlebs tavs saqartveloshi ver chamoikvan normalur legionerso mesis da ronaldos chamokvanas vinme stxovs??? Magalitebs bevrs movikvan 1.gabalashi- viski da Dabo, 2.ludogorecshi- brazilielebi Kafu da marselinio, agarafers vambob qartvelebze kvekveskirze, revishvilze da tundac vacadzeze??? Nutu azerbaijanis an bulgaretis chempionatebi mocinave qveknebs utoldeba????? Arakvalificiuri brdzandebit batono mixeil!!!..... C A D I T
შოთა გუგეშაშვილი
ხუციშვილო ნუ ბაქიბუქობ ხომ ხედავ რომ ტამაში არ იციან
Dinamo
ფაქტია რომ ფულს ათეთრებენ, სხვანარად ვერ ვხვდები ამ ლეგიონერების ჩამოყვანის აზრს, ველევს არ ვგულისხმობ ერთადერთი. უბრალოდ ჩვენ რატო გვანერვიულებენ და რატო გვიშლიან ნერვებს :@დაანებოს დინამოს თავი იყიდოს სხვა გუნდი და ვინც უნდა ის ჩამოიყვანოს იქ რა :@
ზვიადი
ვაწაძეზე რატომ არ ჰკითხეთ! რატომ აგორებთ ჭორებს, როცა ვაწაძე თავად ამბობს დინამოდან არავინ დამკავშირებიაო?
svani
შენ ხარ ის კაცი ვინც ასეთი კვალიფიციური ლეგიონერები ჩამოგვიყვანა?!! პირველი: ჯერ რა უფლებით აარჩიეთ "არსებული რეალობით" ეს ლეგიონერები, თუ გასვლა გინდა ჯგუფურზე მაშინ ესენი ვინ ჩამოიყვანე საერთოდ მოწყვეტილი ხარ რეალობას შენთვითონ))ის რომ, კურიე ბულგარეთის მეხუთე გუნდის ბომბარდირი გახდა(არა ჩემპიონატის)არაფერს ნიშნავს))) ამას ვინ მიუშვებდა ლუდოგორეცს ისეთი ლეგიონერები ყავს და დამტკიცდა კიდევაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში)) და რაგინდა 1 წელი ველოდოთ ამათ როდის შეეგუებიან გუნდს?! ლეგიონერი იმისთვისაა რომ ასეთ მატჩებში დაიმატო და გადამწყვეტი როლი შეასრულოს მატჩის მოგებაში მაინც)) შენი აზრით რამეს იზავდა ლუდოგორეცთან ეს კურიე?!! კი ბოლოადგილოსნებთან გაიტანდა ბულგარეთის ჩემპიონატში და მორჩებოდა ამით დააგროვებდა 12 გოლს))) საფრანგეთის მეორე ლიგაში კარგი მეკარეები არიან ოღონდ 1-5 გუნდში ბოლოდან მეორე გუნდიდან რომ გადმოგყავს აბა რაგგონია, თვითონ ლიგა 2 არცისე სუსტი იყოს შეიძლება იმიტომრომ გაბალაც და სხვა გუნდებიც იმატებს ამ ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს მაგრამ არა წყალწაღებული გუნდიდან რომელიც დღეს თუ ხვალ გავარდება მესამე ლიგაში)))))) გელაშვილს რაც შეეხება კაცმა დაგვღუპა მეც და შენც და აღარც ხმა ამოვიღო)))!!!!!!!
info
ყველა კლუბი უნდა გახდეს სააქციო საზოგადოება
gigo
ეს ხუციშვილი რა კარგ ხასიათზეა, ოღონდ რამ გაამხიარულა არ მესმის, ალბატ ქვილითაიას გაყიდვიდან კარგი ჰონორარი ერგო, ევროპაში გაგულავდება...
giorgi
რევიშვილი არ იყიდეს ისრაელში გაუშვეს და სკრიბე ჩამოიყვანეს, ლოგიკა სადაა ვერ ვხვდები, სად ერეკლე და სად ...იმისი არ იყოს, თურმე მე2ე ლიგაში სულ კარში ნამდგარა, გვაბოლებენ... გამოქლიავებულები არიან! ასეთი მეკარეები საქართველოს მე 2 ლიგებშიც არიან და ქართველი ვათამაშოთ ქემაინც, ასე ერთი ქართველი ოჯახი მაინც იშოვნის საჭმლის ფულს!
ე ბუჯო
ოეე შე კაი ადამიანო, საბურთალომ ტუ დაიმატა კარგი ესპანელები სე საიდან მოიყვანე ეს გაურკვეველი ფეხბურთელები? ტეხავ ხო მწვანეებს
levan
თუ იცოდი რომ ლეგიონერებს ნახევარი სეზონი მაინც უნდათ ადაპტაციისთვის დაგეჭირათ თადარიგი ნახევარი სეზონით ადრე,მანდ გვაქვს პრეტენზიები,თორემ ტოპ კლასის ლეგიონერები,რომ აქ არ ჩამოვლენ დამიჯერე ეგ ჩვენ შენზე კარგად ვიცით.სუსტები ხართ და შენ და შენი გუნდი უნდა გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან.
სიმართლე
ეს ყოფილა დასაჭერი ტო! კურიე ფეხბურთელი რომ გონია!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ჯაბა ჯიღაური: აგრესიულობა - სწორედ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი!
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ვლადან ივიჩი: "დინამო" ძალიან ძლიერია, თუმცა მე ის ვარ, ვისაც არაფრის ეშინია!
"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
გიორგი ლორია: პაოკ-ი ფავორიტია, მაგრამ გახსოვდეთ, თბილისში რთული მატჩი გელით!
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
იურაი იარაბეკი: ძალიან მიჭირს საუბარი - შედეგი არაობიექტური იყო...
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
"დინამოს" ვიცე-პრეზიდენტი: ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი გვაქვს
იურაი იარაბეკი: პაოკ-ი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს