ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

პარადოქსი - ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!

პარადოქსი - ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!

დიდ ფეხბურთს საფუძველი დაბალ ლიგაში ეყრება
საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო. წინასწარ ცნობილი იყო, რომ უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი ითამაშებდა, პირველში კი - 18. მაგრამ ბოლო დღემდე უცნობი იყო, რამდენი მონაწილე იქნებოდა მეორე ლიგაში. საქმე ისაა, რომ ზაფხულში რამდენიმე ახალი გუნდი შეიქმნა. მაგალითად, აღდგა უძველესი ქართული კლუბი "შევარდენი 1906", აგრეთვე, "ვოიაჟი", დაფუძნდა "ტიფლისი" და ასე შემდეგ...

ამის გამო ფეხბურთის ფედერაციაში ვერ ამბობდნენ, საბოლოოდ რამდენ გუნდს დაუშვებდნენ გათამაშებაში...

იყო 45, გახდა 67!

ამ კითხვას პასუხი 3 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გაეცა: მისმა წევრებმა გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგების დებულება და კალენდრები რომ დაამტკიცეს, შევიტყვეთ, რომ მეორე ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას 67 გუნდი მიიღებდა და ისინი ტერიტორიული პრინციპით 8 ჯგუფში გადანაწილდებოდნენ. ამ 8 ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირი გზით ეროვნულ ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებენ. რაც შეეხება ჯგუფში II-VI ადგილებზე გასულებს, ეს 40 გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

გვერდით გადავდოთ ის, ვის მოსწონს თუ არ მოსწონს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა და ფაქტი ქართული ფეხბურთის მომავლის ჭრილიდან შევაფასოთ. სფფ-ის ამ პრესრელიზში უმნიშვნელოვანესი ამბავი დაფიქსირდა - მეორე ლიგაში მონაწილეთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

შარშან ყველა ლიგაში (უმაღლესი, პირველი და მეორე) სულ 77 გუნდი მონაწილეობდა. უმაღლესში - 16, პირველში - 18, ხოლო მეორე ლიგის 3 ზონაში - 43 (დასავლეთსა და აღმოსავლეთში 14-14, ხოლო ცენტრალურში - 15) მონაწილე იყო.

ამჟამად კი გუნდების საერთო რაოდენობა 99-მდე გაიზარდა, რაც სწორედ მეორე ლიგაში მომხდარი ძვრების შედეგია - იქ 3 ზონისა და 45 გუნდის ნაცვლად, ახლა 8 ზონა და 67 მონაწილე იქნება. ანუ ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!

დამატებითი სამუშაო ადგილები

პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაარსებისას საქართველოში 160 გუნდი არსებობდა, რომლებიც ოფიციალურ და მოყვარულთა ჩემპიონატებში მონაწილეობდნენ. მაგრამ 1990 წლის 15 თებერვლის ყრილობამ ხალხს უდიდესი ბიძგი მისცა და ახალი კლუბები ისე მომრავლდნენ, როგორც ნაწვიმარზე - სოკოები.

მაშინ საქართველოში ფეხბურთის ბუმი იყო და 45 ათასი ფეხბურთელი დარეგისტრირდა, მაგრამ დრომ, ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მძიმე მდგომარეობამ, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ჩარევებსა თუ თავად საფეხბურთო სამყაროში ფესვგადგმულ კორუფციაზე, ამ სახეობასა და მის რეიტინგზე კატასტროფულად იმოქმედა.

2015 წელს ფეხბურთელთა საერთო რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა, ხოლო გუნდების რაოდენობა - 60-მდე. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფეხბურთის დაცემა სწორედ ამანაც გამოიწვია, რადგან რაოდენობა ხარისხზე აუცილებლად აისახება. ეს ციფრიც კარგად გვახსოვს: საქართველოს იურისდიქციაში 58 ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. მათგან 19-ში კი საფეხბურთო გუნდი აღარ არსებობდა.

წარმოგიდგენიათ? - ეს ხომ საერთო რაოდენობის მესამედია!

ადრე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან გუნდი ამბიციური იყო თუ არა, მასობრიობისა და პოპულარიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მისი არსებობა ყველა რაიონში სავალდებულოდ მიიჩნეოდა.

მეორე ლიგაში გუნდების რაოდენობა 2015 წელს გაიზარდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, არც დიდი ფული ჩადებულა და ფეხბურთისკენ არც ბიზნესი შემოტრიალებულა. მაგრამ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, რომ მეორე ლიგის ახალი ზონის დაფუძნება საქმეს წაადგებოდა და რამდენიმე ახალი გუნდიც გამოჩნდა. მათმა გათვლამ აშკარად გაამართლა.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ კი საფეხბურთო მეურნეობაში ბევრი რამ შეცვალა: ცხადია, არის ხალხი, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ახალი გუნდით ფულს იშოვიან, მაგრამ გუნდების მატების მამოძრავებელი მიზანი მაინც ფეხბურთით დაინტერესება უნდა იყოს. 22 ახალი გუნდი კი, მინიმუმ, დამატებით დასაქმებულ 240 ფეხბურთელს, 22 მწვრთნელს და რამდენიმე ათეულ მსაჯს ნიშნავს.

მაგრამ 22 ახალი გუნდი იმასაც ნიშნავს, რომ საფეხბურთო სკოლებმა მეტი ფეხბურთელი უნდა გაზარდონ. პლუს იმასაც, რომ ძველი პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება - ახალ გუნდებს მეტი სტადიონიც დასჭირდებათ. გარდა ამისა, ახალი სამსაჯო რესურსის აუცილებლობაც გაჩნდება, რადგან საქართველოში მათი რაოდენობა უკიდურესად მცირეა...

გამკაცრდეს მოთხოვნები!

რამდენიმე წელია, რაც ახალგაზრდა სპეციალისტი დავით მაჩიტიძე მეორე ლიგაში საქმიანობს. შარშან მან მეორე ლიგის "ვარკეთილი" ჯგუფში მეორე ადგილზე გაიყვანა, წლეულს კი ბაღდათის "საირმეში" მიიწვიეს. მოკლედ, მაჩიტიძე ამ დონეზე არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს და მიიჩნევს, რომ დაწყებული პროცესიდან ქართულმა ფეხბურთმა შედეგი რომ მიიღოს, ფეხბურთის ფედერაციამ მოთხოვნები უნდა გაამკაცროს.

"ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ საკმაოდ დიდი რეზონანსი პოვა და გუნდების რაოდენობამაც ამიტომ მოიმატა - ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ამ გუნდების რაოდენობის გაზრდამ აუცილებლად უნდა გამოიღოს შედეგი, თუ ამ გუნდებში იქნებიან განათლებული, ლიცენზირებული მწვრთნელები, რათა ფეხბურთელები სწორი მიმართულებით აღზარდონ და უფრო მაღალი ლიგის გუნდებს მომზადებული და განსწავლული ფეხბურთელები მიაწოდონ.

თუ ასე არ მოხდა, ეს ფული წყალში გადაიყრება და შედეგსაც ვერ მივიღებთ. რაც მთავარია, დავკარგავთ ძვირფას დროს.

ჩემი აზრით, ფედერაციამ ქვედა ლიგებში ლიცენზირების საკითხი, განსაკუთრებით, მწვრთნელებში, მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში რისკი მინიმუმამდე შემცირდება და გუნდები იქნებიან სპორტული მიზნებისთვის და არა ფინანსურისთვის", - ამბობს მაჩიტიძე.

მაგრამ თავისთავად, გუნდების გაზრდის ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს პროცესი გაგრძელდება, შედეგს აუცილებლად გამოიღებს - ფეხბურთში ხარისხი რაოდენობაზეცაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ ქართულ ფეხბურთში ინათა - დღეს ამაზე ლაპარაკი სისულელეა. მაგრამ 22 ახალი გუნდის დაფუძნება არ შეიძლება, არ გვაიმედებდეს, რადგან დიდ ფეხბურთს საფუძვლები სწორედ ყველაზე დაბალ ლიგაში ეყრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zura

Zestafonshi sadaa

• zestafonski

Zestafonshi sadaa federacia ras aketebdi?

• dima

დინამო იცი რა მაინტერესებს სად ნახე რო ფული ჩაგვერიცხა შევარდენს ? მერე მეორე რა არათანაბარზე მესაუბრები იცი საერთოდ რას ვიხდით და რას არა შენ თუ იმ გუნდებისკენ იხედები ვინც ფულის საკეთებლად მოვიდა არ ვიცი მარა ჩვენ ჩვენი ფულით და რესურსით მოვედით და იქნებ გვაცდი რო მართლა რამე კარგი გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის ისეთ გუნდებს აქვს დაფინანსება ჩვენ რო ეგ გვქონდეს უმაგლეს მოვიგებთ არ შეილება ამხელა ბოღმით ცხოვრება უბრალოდ დაფიქრდი ბევრი იცი ესეთი სუფთა ხელებით რო მოსულიყო არა ფულის საკეთებლად და ხმების მოსატანად არამედ ფეხბურთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის რამე კითხვა თუ გეკნება დაგვიკავსჰირდი და მიიგებ დამაკმაყოპილებელ პასუხს

• Kote

1. "ცხადია, არის ხალხი, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ახალი გუნდით ფულს იშოვიან, მაგრამ გუნდების მატების მამოძრავებელი მიზანი მაინც ფეხბურთით დაინტერესება უნდა იყოს" - ეს ლეგენდა ვინ მოიგონა? ვიდრე ბიზნეს-დაინტერესება არ იქნება, მუდამ იქნება ის ძველი ჭაობი, რაც აქამდე იყო. ნებისმიერი ბიზნესის მიზანი კი მოგებაა. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ, რომ ეს კომუნისტური მიდგომა ღუპავს სწორედ ქართულ ფეხბურთს, თითქოს "ბიზნესი" ფეხბურთში მხოლოდ ფულის სახარჯად უნდა მოვიდეს და არა ფულის საკეთებლად! ნუ ალბათ ფულის "კეთებაც" დღეს ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ხალხს მაინც თავისებურად გესმით და ამიტომ გაქვთ ეგეთი დამოკიდებულება ბიზნესზეც, არადა შეხედეთ ნებისმიერ კერძო კლუბს - ისინი ნებისმიერ სახელმწიფო კლუბზე ათი თავით სუფთები არიან! 2. ამდენი ხანია, დაანონსდა, რომ მეორე ლიგაში 67 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და დღემდე არც გუნდები დასახელებუა, არც ჯგუფები, შემადგენლობებზე საერთოდ არ მაქვს საუბარი. ნუთუ ამასაც ფული ჭირდება? ეროვნული ჩემპიონატი ისე დაიწყო, ალბათ არც არავის გაუგია. ასე გვინდა ჩემპიონატის პოპულარიზაცია? სადაა ის სამი ტელევიზია, ჩემპიონატის ჩვენებისთვის რომ "თავს იკლავდა"? ელემენტარული მარკეტინგიც კი არ გააჩნია ფედერაცია ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის. არ გამოვა ესე არაფერი.

• dinamo4848

თემის ავტორს ურჩევნია მაჩიტიძეს ''კომენტარების'' ნაცვლად სხვა რამეზე გაამახვილოს ყურადღება,კერძოდ: არ დაწყებულა მეორე ლიგა და უკვე არათანაბარ პოზიციებში არიან გუნდები,სტატიაში ნახსენებ 'შევარდენმა''რათაც ''ბლატებით'' უსასყიდლოდ მიიღო სათამაშო და სავარჯიშო ბურთები,სავარჯიშო ინვენტარი,არ გადაიხდის საწევროს და დაუზუსტებელი ინფორმაციით -უკვე ჩარიცხული აქვს თანხა.ეს ყველაფერი ჩემპიონატის დაწყებამდე ყარს უკვე და რომ დაიწყება ............ სხვა გუნდებსაც არ აწყენდა ბურთები,წლებია, ბევრი გუნდი ძლივს ახერხებს ბურთების ყიდვას,არათუ სავარჯიშო ინვენტარის.ჩააყენეთ თანაბარ პირობებში ყველა გუნდი

• Jango

ბატონ ანონიმ-მშიშარას :) საუბარია ნამდვილ ფეხბურთზე რასაც ჰქვია პრო 1-2-3 და არა ეზოს და სოფლის სამოყვარულო.ჩვენი მეორე ლიგა ისედაცაა სოფლის დონია, უარესი რა უნდა იყოს კიდევ? ისინი არც კადრების სამჭედლოა და არც რაიმე სერიოზული, უბრალოდ თავის გასართობია.

• dinamo4848

სტატიის ავტორს ვთხოვთ მაჩიტიძის კომენტარების მაგივრად იმაზე გაამახვილოს ყურადღება,რომ მეორე ლიგის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და უკვე ცუდ რაღაცეებს ააქვს ადგილი:კერძოდ-სტატიაში ნახსენები კლუბი შევარდენი რატომღაც უკვე პრივილეგიებით სარგებლობს ფედერაციიდან,მიიღო სათამასო და სავარჯიშო ბურთები(საკმაოდ კარგი ხარისხის),სავარჯიშო ინვენტარი,დაუზუსტებელი ინფორმაციით არ გადაიხდის საწევროს და წინასწარ მიიღო თანხის რაღაც ნაწილი. სხვა გუნდებსაც არ აწყენდათ მსგავსი დახმარება,უანრავი გუნდია,რომელსაც ბურთიც არ გააჩნია

• Jangoias

5 liga iqneba xutiii. Pro1 pro2 pro3 erovnuli liga1 erovnuli liga2.tyuila imsjele da ichaliche :d

• Jango

ბატონო მერაბ კარგი სტატიაა ცუდი მათემათიკური ანალიზით :) საქმე იმაშია რომ თქვენ მატემათიკას არ აქცევთ ყურადღებას 1) უმაღლესში იყო 16 და პირველ ლიგაში 18 დარჩება ორივეში 10-10 ესე იგი გაქრება ამ მეორე ლიგაში აღმოჩნდება 14 კლუბი 2) მეორე ლიგაში გამარჯვებულები უცნაური წესით გადადიან 1-ლ ლიგაში, ხოლო პირველ ლიგაში (თუკი წარმოვიდგენთ რომის იქნებოდა ერთიანი 18 კლუბიანი) მერვე -მეცხრე მეათე და ა.შ ადგილებზე გასულები ვარდებიან მეორეში,რაც იდიოტობას თუ არა დიდ სისულელეს მართლაც წააგავს. 3) მეორე ლიგაში- რაც შეეხება ჯგუფში II-VI ადგილებზე გასულებს, ეს 40 გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს. გამოვა რომ ახალი სეზონისათვის გვექნება 10 კლუბიანი უმაღლესი, 10 კლუბაინი 1-ლი ლიგა და 40 კლუბიანი მეორე ლიგა. ჯამში კი 99 დან დარცება 60 კლუბი. მანამდე კი იყო რამდენი? ჰოოო მართლია 77, ჰოდა ვინ დასაქმდა და ვინ დარჩა დაუსაქმებელი? ბალანსს ვერ შემიდგენდით?

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა

"რეალ ვარკეთილის" გეგმები - რატომ შეხვდა ერაყელი ბიზნესმენი ლევან კობიაშვილს?

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოხმაურება: როგორ და რატომ ვკლავთ ინდივიდუალიზმს?

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

საინტერესო ამბავი: ერაყელები ქართულ კლუბს დააფინანსებენ?!

"იმედი არ მაქვს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განზრახვაზე ხელს აიღებენ"

ᓓᓐᓞᓘᓠᓔᓑᓘᓡ ᓨᓔᓓᓔᓒᓘ: ᓔᓡᓔᓪ ᓐᓮᓐლᓘ ᓒᓣᓜᓓᓔᓑᓘ...

"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

II ლიგა. ცენტრალური ზონა: "მარკ სტარის" აღზევება

ვარკეთილი, როგორც პრეცედენტი.. რას ნიშნავს საქართველოსთვის კიდევ ერთი კლუბი?