ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ბედი კაცისა: ასიანიც, ათასიანიც...

ბედი კაცისა: ასიანიც, ათასიანიც...

მალხაზ ასათიანის ცხოვრება ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კაიკაცობის მაგალითია. ცხოვრობს ქუთაისში, ისვენებს და ჩუმად, ძალიან ჩუმად აკეთებს ბევრ სიკეთეს

მალხაზ ასათიანი 35 წლისა მოიყარა. რა სწრაფად გარბის დრო. თითქოს, გუშინ იყო, პირველად რომ გამოჩნდა, პირველი ტაში რომ მოსწყვიტა ტრიბუნებს. ის "გუშინ" უკვე შორეული წარსულია. იმდენად შორეული, რომ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელის სპორტული ცხოვრება დაიტია. დაიტია და დრო კიდევ მორჩა.

შეიძლებოდა, ეს ცხოვრება დღესაც გაგრძელებულიყო, თუმცა ადამიანი სხვისი ცხოვრების, თუნდაც სპორტულის, სცენარს ვერაფრით დაწერს. ცხოვრების სცენარს თვით ის წერს, ვისაც ეს ცხოვრება ეკუთვნის. სადაც პიროვნებაა, იქ არჩევანია და იმ არჩევანში ვერავინ ჩაერევა...

მალხაზ ასათიანი ქუთაისელია. რიონის პირას ისწავლა მან ფეხბურთის თამაში. თამაში და ცხოვრება. ქუთაისის შინაგან ბუნებაზე, ერთ წერილში, აბა, როგორ დავწერო. მკითხველი დამეთანხმება: სხვანაირი ხალხი ცხოვრობს იქ, კაცობის, ადამიანობის შემფასებელი და დამფასებელი. ეგაა, შეიძლება ერთი შეცდომაც კი საბედისწეროდ იქცეს ადამიანისთვის...

ბევრგან, ბევრთან მისაუბრია ქუთაისში ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე. რა თქმა უნდა, მისაუბრია ცნობილ ქუთაისელ ფეხბურთელებზე, მათ შორის - მალხაზ ასათიანზე. ყველგან, ყოველთვის მესმოდა ფრაზა - "ასკა კაცია"!

მესმოდა და ძალიან მიხაროდა, რომ ასე აქებდნენ მინდვრის მიღმაც ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ფეხბურთელს, რომლის ახლოს გაცნობა ეგრეც ვერ მოვახერხე. ერთ-ორი სატელეფონო ინტერვიუ და მორჩა. ამით ამოიწურა ჩვენი ნაცნობობა...

ვინ იყო მალხაზ ასათიანი მინდორზე? ეს რომ წარმოვიდგინოთ, დანიასთან თბილისური მატჩი უნდა გავიხსენოთ. საქართველოს ნაკრების მიერ გამართული თითქმის ყველა მატჩი მინახავს მისი დაარსებიდან დღემდე. მახსოვს რამდენიმე თამაში, სადაც ესა თუ ის ფეხბურთელი აშკარად გამორჩეული იყო სხვათაგან, მაგრამ მე არ მახსოვს, ოდესმე ვინმეს ისე ეთამაშოს საქართველოს ნაკრებში, როგორც ასათიანმა ითამაშა დანიასთან თბილისურ მატჩში...

ალან ჟირესი დიდი ფეხბურთელი იყო. ის ვერ გახდა დიდი მწვრთნელი, მაგრამ პირადად ჩემი აზრია: ის სამწვრთნელო კვალიფიკაციით ძალიან ბევრ იმ დამრიგებელს სჯობდა, საქართველოს უპირველესი გუნდი სხვადასხვა დროს რომ გაუწვრთნია.

საფრანგეთის დიდი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა იცოდა ფეხბურთელის ფასი და მან ასათიანი... თვით ზინედინ ზიდანს შეადარა. ჩემი აზრით, ბევრ ქართველ ფეხბურთელს არ რგებია ასეთი კომპლიმენტი და ეს შედარება ჟირესმა სწორედ დანიასთან მატჩის შემდეგ გააკეთა.

...ძალიან მიყვარს ივო შუშაკი. მიყვარს დიდი ადამიანობის, დიდი გულის და ქართველების უსაზღვრო სიყვარულისთვის. რამდენიმე მიზეზის გამო, თავის დროზე შუშაკის მართლაც სიმპათიური "დინამო" ევროასპარეზზე სასურველ შედეგს ვერ შესწვდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი... ასათიანია - ხორვატი დაჟინებით ითხოვდა მის ყიდვას...

წლების წინ, შუშაკს ასათიანზე ვკითხე. მან ჩვეული გულისხმიერებით შემომხედა, წყლიან თვალებში შუქი ჩაუდგა და მითხრა: "დაიმახსოვრე, ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს"!

ითამაშა თუ არა დიდი ფეხბურთი ასათიანმა, ეს ქომაგმა უნდა განსაჯოს. რა თქმა უნდა, მას ბევრად მეტი შეეძლო და ამ თემას ჩვენს წერილში კიდევ დავუბრუნდებით. ივოს ძალიან უყვარდა "ასკა". აკი, სწორედ ეს ორი დამაშვრალი იდგა რუსეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების სათავეებთან...

იმ ღამეს საქართველოში დიდი ზეიმი იყო. ზეიმის მთავარი შემოქმედი, ხორვატ მწვრთნელთან ერთად, ასათიანი გახლდათ. მაშინ ისე ჩანდა, რომ მისი სპორტული წინსვლა, მისი ლიდერობა საქართველოს ნაკრებში კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო...

იხილეთ ვიდეო

ვერავინ იტყვის, რომ ასათიანმა კვალი არ დატოვა საქართველოს ნაკრებში. დატოვა და საკმაოდ ღრმაც. რუსეთთან გოლი და დანიასთან მატჩი იქით იყოს, თურქეთთან გატანილი ბურთი გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრებს ტრაბზონში ქულა რომ მოუტანა მასპინძლებთან ჭიდილში.

ახლა ბევრი დავობს იური სიომინის გადაწყვეტილებაზე. სწორად მოიქცა თუ არა თავის დროზე იური პავლოვიჩი, როცა ასათიანს ამპლუა შეუცვალა და ნახევარდაცვიდან დაცვაში დასწია? როგორც ცენტრალურმა მცველმა, ასათიანმა ჩაატარა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი, მაგრამ მე მაინც ასე მგონია - ის ჩარჩოებში ჩასვეს. როცა გენიოსს ჩარჩოებში სვამენ, ეს უკვე ძალიან ცუდია.

ამით სიომინმა მალხაზში შემოქმედება მოკლა. მან ის აქცია თავისი საქმის კარგ შემსრულებლად, მაგრამ მაინც რიგით ჯარისკაცად, დაფნის გვირგვინები კი სხვებისთვის გაამზადა...

იქნებ, ასათიანის ფეხბურთიდან წასვლა ამანაც დააჩქარა? მას მოწინააღმდეგის კართან უნდა შეექმნა შედევრები და ბედის გამოისობით, მათი იერიშების ჩაშლა მოუხდა...

საქართველოში, ჩვენს საფეხბურთო წრეებში, დღემდე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ასათიანი ნელა თამაშობდა ფეხბურთს და სიომინმა სწორედ ამიტომ მიიღო დაცვაში მისი დაყენების გადაწყვეტილება.

მე მინახავს ასათიანი - საყრდენი. შეიძლება, ასეთ შემთხვევაში მართლაც იყო ფეხბურთელთან გარკვეული კითხვები მის ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს არ იყო მისი ოპტიმალური სათამაშო ადგილი.

სამაგიეროდ, ის ბრწყინვალე იყო მოწინააღმდეგის კარის ახლოს. მიიღებდა ბურთს და არავინ იცოდა, რას იზამდა. შეეძლო, დიდებული პასი "დაეხატა", შეეძლო, მეურვე მოეტყუებინა, ან პირდაპირ კარში დაერტყა...

მას ჯერ კიდევ ახალგაზრდას მოსწყინდა ფეხბურთის თამაში. ადგა და ჩუმად წავიდა. მე, როგორც რიგითმა ქომაგმა, დღესაც არ ვიცი მისი წასვლის ნაღდი მიზეზი. ვეჭვობ, ბევრმა არ იცის. მიფიქრია ამაზე და საკუთარი ახსნა მაქვს.

მოვიდა დრო და მას დასვენება მოუნდა. ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ესაა, უმჯობესი იქნებოდა, ცოტა გვიან დაესვენა. მაშინაც კი, როცა ასათიანი წავიდა, ის ძალიან სჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს და დღეს ხომ საერთოდ...

ზუსტად ვიცი: ასათიანს რამდენჯერმე სთხოვეს ფეხბურთში დაბრუნება. ზუსტად ვიცი, რომ მისთვის მშობლიური ქუთაისის "ტორპედო" არ იყო ერთადერთი კლუბი, რომელმაც ეს გააკეთა. სთხოვეს, მაგრამ ასათიანი არ დაბრუნდა.

არ მინდა დავიჯერო, რომ მას ეს დაეზარა. მე სხვა რამ მგონია: მალხაზი მიხვდა, რომ ის ვეღარ ითამაშებდა ძველ დონეზე. მას უნდოდა, რომ ძველ მალხაზ ასათიანად დარჩენილიყო. დარჩა კიდეც. ამასთან, დარჩა მონატრებაც და უკმარისობის დიდი გრძნობაც.

ვფიქრობ, მალხაზ ასათიანის ცხოვრება ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კაიკაცობის მაგალითია. ცხოვრობს ქუთაისში, ისვენებს და ჩუმად, ძალიან ჩუმად აკეთებს ბევრ სიკეთეს. სიკეთის კეთება კი იოლი არასდროს არის, მით უმეტეს - ჩვენს დროში.

ქუთაისი ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ის ლაკმუსის ქაღალდივითაა კარგი და ცუდი კაცებისთვის.

არ აქვს მნიშვნელობა, ბაღის კიდეზე ბაასობ, საფიჩხიაზე, ჭომაში თუ "ზავოდში". "ასკა კაცია!" - ყველგან ასე გეტყვიან.

ქუთაისს უყვარს მალხაზ ასათიანი. საქართველოსაც უყვარს.

სიყვარული კი იოლად არ მოდის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• devi

ავტორს. არ მახსოვს, ვის მაგრამ ერთ ცნობილ პიროვნებას აქვს ნათქვამი სიკეთის გაკეთება კი არ არის ძნელი, მისი დანახვა უჭირთო(მე მცირედ შევასწორე და ბრჭყალებში ამიტომ არ ჩავსვი)

• ჯვარშე

უნივერსალი იყო.სიომინმა გაცეს პასუხი რატოოომ ჩაკლა ნიჭიერი ნახევარმცველი დაცვაში.იქაც გაართვა თავი მალხაზმა

• დათა

ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი.უდავოდ უნივერსალი უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო მალხაზ ასათიანი.გულდასაწყვეტია რომ ნაადრევად დაასრულა კარიერა.რატოომ?ნახევარ დაცვაში ბრწყინვალე იყო.და რატომ გადაწია ის სიომინმა დაცვის ცენტრში???იქ არ დააფასა მისი შესაძლებლო აშკარად მხოლოდ მცველს ხედავდა მასში.კი რათქმაუნდა იქაც გაართვა თავი კარგად.მე ვფიქრობ მალხაზს გუნდი უნდა გამოეცვალა და ევრაპაში გაეგრძელებინა კარიერა.ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი.ის იქ მეტად მოუმატებდა ნახევარდაცვაში თამაშს და მისი ნიჭი უკეთ გამოვლინდებოდამალხაზის თამაშით სიამოვნებას ვიღებდი

• ჯიჯა

ასათიანი უდაოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო.მისი თამაშით სიამოვნებას ვღებულობდი.ბევრი პასუხია გაუცემელი მასზე.ბრწიყინვალე ნახევარმცველი იყო და წარმოიდგინეთ ის ამ პოზიციაზე მეტად მოუმატებდა დაცვის ცენტრში რომ არ გადაეწიათ.იქაც კარგად გაართვა თავი.ეს უნივერსალი იყო.ადრეულად არ უნდა დაენებებინა თავი.რისთვის დახია უკანა ხაზში სიომინმა ასეთი ლამაზი თამაშის სტილის ნახევარმცველი? მალხაზს უნდა გადასულიყო სხვა ევრუპულ კლუბში ჩემი აზრი ასეთია

• დათა

კარგი ფეხბურთელი იყო ასათიანი.სიამოვნებას ვიღებდით მისი თამაშით.ლამაზი თამაშით.ნამდვილად ეხლაც საჭირო არის ეგეთი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში.ნაადრევად დაასრულა კარიერა ეს სამწუხაროა.ყველას საკუთარი აზრი გაგვაჩნია და ვიტყოდი-არ უნდა დაესრულებინა ასე ადრეულად კაიერა.ძალები სხვა ევროპულ კლუბებშიც მოესინჯა უკეთესი კარიერა ექნებოდა.ის არ უნდა გადასულიყო დაცვის ცენტრში.უკეთესი ნახევარმცველი იყო.მაგრამ სიომინმა რატომ მოექცა ასე ნაგდად გაუგებარია.

• elgvisa

ყველას გვიყვარხარ ასკა.... უდიდესი ფერბურთელი ხარ და რაც მთავარია ყველაზე დიდი გულის ადამიანი... ადამიანი, რომელიც სიკეთეს ჩუმად აკეთებს.... ღვთის მადლი გფარავდეს ძმა... მთელ ქართველ ერს გვიყვარხარ... წარმატებები...

• beqnu

ასკა გვახსოვხარ , დიდი ფეხბურთელი იყავი , დიდი ადამიანი ხარ . წარმატებები ძმაო !

• aska gvenatrebi!!!

ასკა ქუთაისს ძალიან უყვარხარ. მადლობა ტორპედოს მაისურის ვაჟკაცური ტარებისთვის! მადლობა რუსეთზე გატანილი გოლისთვის! (ჩემი აზრით ამ გოლის მერე უკან წავიდა ასკას კარიერა, მიზეზთა გამო...)

• ლევანი

დანიასთან თამაშზე ვიყავი, მართლა საოცარი თამაში იყო, რაღაც პერიოდი საერთოდ დავუმალეთ ბურთი დანიას... ასათიანი იყო ნომერი 1 მაგ თამაშში, ნამდვილი ნომერი 1... ძალიან გამიხარდა როცა გიორგი ნემსაძის ნათქვამი მოვისმინე ასათიანზე - დაახლოებით ასე თქვა: ძალა იგრძნობა ასათიანში როცა ბურთი აქვსო, ანუ იცი რომ მისი იმედი უნდა გქონდეს, აი ეს ძალიან აშკარად იგრძნობოდს დანიასთან მატჩი. გულდასაწყვეტია მისი მცველად გადაყვანა ან მისი უმძიმესი ტრამვა ან ნაადრევი წასვლა ფეხბურთიდან. მეც ვფიქრობ,რომ არ უნდა დათანხმებულიყო დაცვაში გადასვლას, მაგრამ მე დილეტანტის პოზიციიდან ვლაპარაკობ, ჯობს თვითონ მალხაზს ვკითხოთ რა და როგორ იყო

• Kaxa

არასაფეხბურთო კომენტარს დავწერ თქვენი ნებართვით - უფრო სწორად კითხვებს დავსვამ: რა კრიტერიუმებით იყო, რომ ქუთაისში თურმე ლაკმუსის ქაღალდივით ხდებოდა კარგი და ცუდი კაცების გარჩევა? და თუ ცოტა რამ შეგეშლებოდა, შეიძლება ძვირად დაგჯდომოდა. ამ კონტექსტში როგორ ჯდება ის, რომ ქუთაისში სტატისტიკურად ყველაზე მეტი "კანონიერი ქურდი" ცხოვრობდა? რას ეძახით კარგ კაცობას ბატონო ავტორო? მაინტერესებს, კარგი თუ ცუდი კაცების სახელი ჰქონდათ იმ ქურდებს ქუთაისში? დავიჯერო არაფერი ეშლებოდათ? რა თქმა უნდა ეშლებოდათ, რადგან სხვებს ჩაგრავდნენ! და თუ ეშლებოდათ, რატომ აგრძელებდნენ მშვიდად და წარმატებულად თავიანთ "მოღვაწეობას" მშობლიურ ქუთაისში? ამ კითხვებს იმიტომ ვსვამ, რომ ეჭვი მაქვს, ჩვენ ქართველები ისევ და ისევ გარკვეული მენტალიტეტის ტყვეობაში ვართ (კრიმინალური ელფერი რომ დაჰკრავს) და აქედან ვერა და ვერ გამოვედით საბოლოოდ... იმედია ჩვენი ძმები ქუთაისსელები არ მიწყენენ. ეს ამ სტატიაზე გამოხმაურებაა და არა ჩემი აზრი ქუთაისის შესახებ.

• მამუკა

ასათიანს ძალიან დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო,უბრალოდ მას ამისთვის ასპარეზი შეზღუდული ქონდა მოსკოვში და გამართლებაც ის რატომღაც ვერ მოხვდა დიდი მწრთვნელების თვალთახედვის არეში ის თავისი ნიჭიდან გამომდინარე აუცილებლად იმსახურებდა ევროპულ გრანდებში თამაშს.აი იქ მოხდებოდა მთელი მისი პოტენციალის წარმოჩენა.მისნაირები ქართულ ფეხბურთში სამწუხაროდ დღეს არ არიან.

• ზაზა

ასეთი კარგი კაცი და კარგი ფეხბურთელი, კალამ თავის გაცილების თამაშზე რატო არ დაპატიჟა ვერ მივხვდი.

• დათო

პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ქუთაისლები დიდად აქებენ, კარგი პიროვნებააო. უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო და კარგი პატრიოტი. თუმცა პირადად მე მისთვის ვერ მიპატიებია, რომ ასე იოლად დათმო და დაცვაში გადმოვიდა ზიდანის პოზიციაზე თამაშის ნაცვლად. ჟირესი და ივო არ ცდებოდნენ, მალხაზმა თვითონ ჩაკლა თავის თავში გენიალური ფეხბურთელის ნიჭი დაცვაში გადმოსვლით... მაგას სჯობდა ისევ ტორპედოს დაბრუნებოდა და იქიდან წასულიყო სხვა ძლიერ კლუბში. ვფიქრობ, სწორედ ეს შეცდომა რომ გაანალიზა იმიტომაც აიცრუა ბოლოს ფეხბურთზე გული. არადა მისი ნიჭის მქონდე გამთამაშებელი ქინქლაძის მერე ამ 35 წლის განმავლობაში არ გვყოლია. ცხონებული ყიფიანის მერე, გიორგის და მალხაზის დონის არავინ გვყოლია

• Mandela

ასკა იყო დიდი ფეხბურთელი არის უდიდესი პიროვნება და საამაყო ქუთაისელი

• atiani

დიდი კაცია ასათიანი სტატიას დაამშვენებდა ერთი მადლობა იმ სულ განათლებული კაცის მიმართ ვინაც ის საქართველოს გაუზარდა რომ არა მისი დიდი თანგანწირვა ის ქვეყანას როგორც ფეხბურთელი არ ეყოლებოდა

• დილა

asat gaixare

• შოთა გუგეშაშვილი

მარტლა კაცია გაიხარრ ეხლაც მახცოვს რუსეტან გატანილი მისი ბურტი

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც "რეალში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს - სიაში კრიშტიანო რონალდო არაა

Marca: ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

"გავწვრთნი თუ არა "ბაიერნს"? - ზიდანმა "რეკორდმაისტერის" ჩაბარებაზე ისაუბრა

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

ზიდანის შვილმა 29 წლის ასაკში თამაშს თავი დაანება

ბათუმში ზამთრის თასზე ივან კამპო ითამაშებს - სფფ-მ შემადგენლობები გამოაქვეყნა

ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში

სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25

საფეხბურთო მამა-შვილობა: ტოპლიგებში მოთამაშე ცნობილი ფეხბურთელების ვაჟები

დიპლომატი ჟირესი და კუპერის ტესტი - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ