ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რიოში ქართველი "ბერძენ-რომაელების" წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარუმატებელ გამოსვლაზე კომენტარი ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ გააკეთა.

- ისევ უმედლოდ: ნაკრები ოლიმპიადისთვის მზად არაა!

"რაც გვჭირს, ეს არც დღევანდელი ამბავია, არც გუშინდელი და გუშინწინდელი, ეს ჩვენი უსუსური სისტემის ბრალია. სისტემაშია მიზეზი საძიებელი, თორემ ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის გვყავდა, გვყავს და გვეყოლება, მაგრამ მუშაობას არ გარდავქმნით, არ შეიცვლება ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდა, შედეგი მაინც ის იქნება, რაც დღეს გვაქვს.

ამას დასჭირდება დაწყებიდან, მინიმუმ, 7-10 წელიწადი. ეს ასე უცებ არ ხდება. ჩვენ ამ დღეში ვიქნებით მომავალ ოლიმპიადაზეც და იმის შემდეგაც.

უნდა მოხდეს საზოგადოების ფიზიკური აღზრდა, ამაღლდეს გამძლეობა. როცა ფიზიკურად ძლიერი ხარ, კარგად აზროვნებ, ესენი კი ვერ აზროვნებენ ხალიჩაზე, რადგან სულ უჭირთ სუნთქვა. ეს ქართველების მარადიული პრობლემაა - 15 წუთი იყო ჭიდაობა, 12, 10 თუ 9, სულ უჭირდათ. 6-ზე დაიყვანეს და კიდევ უჭირთ. ეს პრობლემა ქვეყანაში სერიოზულად დგას და ამ მხრივ ღრმა ანალიზია გასაკეთებელი, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე რამდენჯერმე მქონდა ლაპარაკი ხელმძღვანელობასთან - ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, ქვეყნის მაშინდელ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთანაც. დიდი სპორტი უნდა გადაეცეს ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტულ აღზრდას კი უნდა მიხედოს სამინისტრომ, სახელმწიფომ. საბავშვო ბაღში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, ანუ განათლების სისტემაში, ჯარში რა მდგომარეობაა ამ მხრივ, ამ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს სპორტის სამინისტრო. მათ შორის - ჯანდაცვის სამინისტროც, რომელსაც ევალება ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

კონკრეტულად დღევანდელ ჭიდაობას რაც შეეხება, სპორტსმენებს შეჯიბრების წინ დიდი დატვირთვა არ სჭირდებათ, ჩვენთან კი ეს ბოლო დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, არ ხდება ინდივიდუალური გეგმის შედგენა. მეტიც - დავით დავითაიას გარდა, ერთ კაცს ვერ ნახავ, ასეთი გეგმა რომ ჰქონდეს. აი, ის დავით ჩაკვეტაძე აქ რომ დარჩენილიყო, იგივე შედეგი ექნებოდა, რაც - კობლიაშვილს.

შესანიშნავი ბიჭია ზურაბ დათუნაშვილი, ბრწყინვალე მონაცემები აქვს, მაგრამ მას მომზადება უნდა. ვფიქრობ, მათ დასვენება არ ჰყოფნით, ფსიქოლოგიურად არ არიან მზად. თან განწყობას ვერ უქმნიან ბიჭებს. სპორტსმენისთვის ნერვები იგივეა, რაც - აკუმულატორი. როცა ის ახალია, კარგად იქოქება, მაგრამ თუ გაცვდება, აკლდება ძალა. ჩვენი ბიჭებიც ასე არიან, განწყობას ვერ უქმნიან.

არადა, ემოცია - ეს სპორტსმენის დოპინგია, რომელიც რაც უფრო მაღალია, მით უფრო აგამაღლებს, გამოძრავებს, შემართებას გაძლევს. სამწუხაროდ, ემოციისგან გამოცლილები არიან.

ზოგადად, ჭიდაობაზეც მინდა ვთქვა, რასაც ამ ოლიმპიადაზე ვხედავ: ჭიდაობის ნაცვლად ცხვირს უხოცავენ ერთმანეთს, ისე ძიძგილაობენ ცხვირ-პირით. არ უნდა გეშინოდეს გადაგდების - თუ დაგიხურავენ, უნდა ისწავლო დახურვა, ახლა კი არავინ შედის შეკვრაზე და მიდის ჯიკაობა. მსაჯი რომ ვიყო, ამათ არ ვაჭიდავებ.

დაღუპეს და გაანადგურეს ეს უძველესი ოლიმპიური სახეობა მსოფლიოს ფედერაციის ამ უვიცებმა. მრცხვენია, ბერძნულ-რომაულს რომ ვჭიდაობდი, მაგრამ ასე არ მიჭიდავია! გლახაკები!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

l
აბა დააკვირდიტ აფერისტების სპორტია საქართVELOში დასავლეთELEBI ჭიდაობენ ასე აწარმატები აქვთ სომხებს
გაგა
ეს სამარცხვინო ბღლარძუნი უნდა გაუქმდეს საერთოდ და თუ რამე კარგი მოეპოვება,ის უნდა შეერწყას თავისუფალ ჭიდაობას, რომელიც ასევე არასანახაობრივი გახდა,თუმცა ამ საშინელებას ჯობია მაინც. იქნება თავისუფალი და ძიუდო.
ვახო
რურუას თუ არ დაუჯერებ აბა ვის?
გია
უდიდესი სპორტსმენი,უდიდესი ოლიმპიონიკი,ბატონი რომან რურუა! ვისაც მისი ჭიდაობა არ უნახავს რეალურად,ლაივში,იმას ნამდვილი ჭიდაობა არ უნახავს საერთოდ! მისი ყოველი სიტყვა,რაც ეხება ჭიდაობას,დასაჯერებელია და გასათვალისწინებელია!
kaxeli
წლების განმავლობაში სხვა რომელი შიდა საქმე მოგვარდა ეს რომ მოგვარდეს?
kote
1000%-ია რასაც ამბობს,ყველა პუნქტი,მაგრამ რატომღაც ამ ქვეყანაში ასეთ ხალხს არავინ უსმენს,აქ მთავარია ლამაზი სიტყვების ბრახაბრუხი,მერე კიდე მსაჯს დააბრალებ ყველაფერს და ჰაიდა,აშენდა ქვეყანა
G-ordi
ნაღდი სიმართლე თქვა ბატონმა რომანმა,მაგრამ განა დაუჯერებენ!
გიჟუა
ჯერ ერთი, რო დიხანია არა აქვთ. ეგ ყოველთვის იყო ჩვენი სუსტი მხარე. მეორე რომ ვერა ფიქრობენ, (ან ნელა ფიქრობენ). ჭიდაობაში წამში ათი სხვადასხვა ვარიანტი უნდა მოგდიოდეს თავში. აი შახმატში შეიძლება იჯდე და საათნახევარი იფიქრო. მერე ანგარიში არ იციან (რა მომენტში რა სჯობია რომ გააკეთოს), რომელი ვარიანტიდან უფრო მეტ ქულას აიღებს. პირჯვრის წერაში მაგრები არიან, ღმერთი მიშველისო :DDDDDDDDDD იმას კი არ ფიქრობს, რომ ხელი და თავი თუ არ გააანძრია,...ზე ჰკიდია.
ნიკოლოზი
ასე სკოლაში კლასში ვჯიკაობდით;;1000 პროცენტიანი პატივცემული რომანი გაანადგურეს კლასიკური ჭიდაობა და ტრანსვისტების თომარს დაამგვანეს,ეს რა უჟილკონი გამოვიდნენ,,არ მინდა მეტი ვთქვაა არ შეიძლება ასე
giga
აჰა, ყველაფერი გამოაშკარავა კაცმა.
გამოაქვეყნეთ
სახელმწიფო თავისას ცოდავს რომ რეგიონებში არც დარბაზები აქვს და სკოლებშიც სპორტის პოპულარობა ნოლია. რურუა კი მეგგრულად ცდილობს დარტყმა ააცილოს ფედდრაციებს და ოლიმპ კომიტეტს ეგ ....მოჭიდავეების დაბალი კვალიფიკაცია სწორედ მათი ბრალია და არა ჩემი თორემ ღმერთმა განსაკუთ ძალა და სიყვარული რომ დააანათლა ქართ ერს ეს რაგბზეც კარგად ჩანს. ასე მელაკუდობით და არა სიმართლით და შრომით რომ ვცხოვრობთ მიტომ ვართ მაგ დღეში. კურტანიძის მაგალითზე გამოჩნდა გახრწნილი ქართული ჭიდაობის სამყაროს სახე. მე და თქვენ კი პატივცემულო გულშემატკივარო ტელევიზორთან ჯდომით მივიღეთ ასეთი ფედერაცია და ქვეყანა.
tamasi
თქვენ ბრწყინალე იყავით ბატონო რომან
გია თუთბერიძე
რურუა-100%! არც დიაგნოსტიკის ,არც რეაბილიტაციის,არც პროგრამირება-დაგეგმარები-ტექნოლოგიის სპორტული ცენტრი არ არსებობს.ყველაფერ ამას ერთი კახაბრიშვილი ცვლის-წარმოადგენს.ძიუდოისტებს,მოჭიდავეებს....ერთი ნორმალური დარბაზი არ აქვთ. სპეციალიზირებული სპორტული სკოლა-ინტერნატი არსებობს?! მარტო გენმა-ჯიშმა-ჯილაგმა მეტი ვეღარ შეძლო.ეს 90 წლების გაჭირვებული, ნახევრად მშიერი თაობაა....!!!სახელმწიფო გვაქვს რო???!!!
თენგიზი
ხალხიც ამას ფიქრობს.ოლიმპიადაზე ერთი ილეთის გარეშე მარცხდებიან,თავის წონას ვერ წევენ...
glaxuna
სრულად ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი -ბატონ რომანს -ფიზიკური მომზანება ბაღიდან-სკოლიდან-უმაღლეს სასწავლებლენში ყ ვ ე ლ ა ზ ე პრესტიჟული უნდა ი ყ ო ს + ლ ი დ ე რ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს შემართება და აღტკინებით ჩამპყალიბებისათვის !!! ფიზიკური მომზადების პედაგოგს მ ა ღ ა ლ ი ხელფასი და პედაგოგების კონკურენციაც კი უნდა არსებობდეს სკოლებისათვის!!!
dato
რაც თქვა ნაღდი თქვა,ძიძგილაობაში გაყავთ მთელი დრო.
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
რის გამო სჯის ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია თემურ ყაზარაშვილს
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
რომან რურუა: სტეფანეკი ბოლქვაძეზე ძლიერი არაა, უბრალოდ, სუსტი წერტილი უპოვა და მოუგო
რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]
პოდუბნის ტურნირი: ქართველები ოქრო-ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
მიკერძოებულ მსაჯობას ედიშერ მაჩაიძესაც აბრალებენ - სტატია Flowrestling.org-ზე
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა