თბილისის "დინამო" ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებს, რომლის დამარცხებაც ძალიან ძნელი იქნება, თუმცა არა - შეუძლებელი
ხვალ, 18 აგვისტოს, ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებს, გუნდს, რომელიც ადგილობრივი გრანდების გვერდითაა და რომლის დამარცხებაც ძალიან ძნელი იქნება, თუმცა არა - შეუძლებელი.

მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბერძნულ გუნდს ღირსეულად ვეთამაშოთ? პირველ რიგში, ძალიან კარგია, პირველი მატჩი შინ რომ გვაქვს. ზოგადად, ეს პირიქითაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არაერთხელ დადასტურებულა, რომ ჩვენ პირველ მატჩში მასპინძლობა გვირჩევნია.

რისი გარანტიაა ეს? უპირველესად იმის, რომ ორრაუნდიან დუელს შინ "სუფთა ფურცლიდან" დაიწყებ და არ შეგაწუხებს პირველი, გასვლითი მატჩიდან გამოყოლილი წნეხი. როგორც წესი, გასვლაზე ძალიან გვიჭირს ხოლმე. თუნდაც ზაგრების "დინამოსთან" მატჩი ავიღოთ - ღრმად ვარ დარწმუნებული, შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი გვექნებოდა, პირველი შეხვედრა თბილისში რომ ჩაგვეტარებინა.

შეიძლება ამ საკითხზე სხვა სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ მე ასე მგონია. რა თქმა უნდა, პირველი, საშინაო შეხვედრა არც არაფრის გარანტიაა, მაგრამ ხალხი სტადიონს ააგუგუნებს. იქნება მუხტი. ესაა ჩვენთვის ბოლო ევროშანსი წლეულს და სტადიონზე მისვლას არავინ დაიზარებს. იქნებ ეს შანსი გამოვიყენოთ.

რა არის მთავარი ნაკლი "დინამოს" თამაშში? ეჭვგარეშეა, ეს გახლავთ გუნდის მოქმედება შეტევის ბოლო, დამაგვირგვინებელ ფაზაში. დიდწილად, დღეს სწორედ ამით იზომება ძალიან ბევრი გუნდის სათამაშო კლასი. მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდმა, რომელიც სერიოზულ მიზნებს ისახავს, გოლის გატანა აუცილებლად უნდა იცოდეს.

ეს წერილი რომ იწერება, "დინამოში" უკვე აღარ ირიცხება ნიკა გელაშვილი, გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდის" ფეხბურთელია და "დინამოს" აუცილებლად დასჭირდება, სულ მცირე, ერთი ფორვარდის დამატება პაოკ-თან შეხვედრამდე. კანდიდატურებიც არის, მაგრამ ეს ცოტა ადრე უნდა გაკეთებულიყო...

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე ამ ფორმაციის "დინამოსთვის" საშურ საქმედ მეკარის დამატება მიმაჩნია. დინამოელთა ფრანგ კიპერ ანტონი სკრიბეს მაღალი კლასისა ვერაფერი შევატყვე და ამ მოსაზრებაში მარტო არ ვარ. არადა, ფეხბურთში არავის შეუცვლია დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც, მეკარე ნახევარი გუნდია...

აქ შეიძლებოდა, რომ იტყვიან, "ტუზი დაგვცემოდა". ნუკრი რევიშვილმა რუსულ "მორდოვიასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და იქნებ დახმარებოდა "დინამოს", მაგრამ ეს შანსიც დაიკარგა - საქართველოს ნაკრების მეკარე ისრაელის უმაღლეს ლიგაში გადავიდა...

რა თქმა უნდა, მეტად უნდა დაეხმარონ გუნდს ლეგიონერები. იქნებ პაოკ-თან მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს მათ შორის ყველაზე კლასიანი - სტეფან ველევი. ბულგარეთის ნაკრებში ფეხბურთელს ტყუილად არ მიიწვევენ. რა თქმა უნდა, ველევი არ არის სუპეროსტატი, მაგრამ იმ მასშტაბის კი არის, რომ ასეთ დონეს თავისუფლად ითამაშებს. მეორეც - ვინ იცის, სად დაგვჭირდება მისი უნივერსალიზმი, რომელიც უკვე გამოგვადგა "ალაშკერტთან" შეხვედრაში...

რა თქმა უნდა, "დინამოს" დამრიგებელ იურაი იარაბეკს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. პირადად მე ბევრი რამ მომწონს კიდეც სლოვაკი სპეციალისტისა, მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია - რატომ არ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათე ცინცაძემ, თუ არ ჩავთვლით ზაგრების "დინამოსთან" სტუმრად ნათამაშებ ბოლო 12 წუთს?

ვის ათამაშებს და ვის არა, ეს, უდავოდ, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ყველაზე მეტად მწვრთნელის არჩევანის შეფასებას ვერიდები ხოლმე, რადგან ის ყოველთვის უყურებს შიდა სამზარეულოს, უყურებს ვარჯიშებს და ამის მიხედვით ადგენს ძირითად შემადგენლობას.

და მაინც, ცინცაძეს შეუძლია, უკეთესი გახადოს "დინამო". ამის მაგრად მჯერა და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. დანარჩენი იარაბეკის საქმეა - აგერ, ჩვენ და აგერ, პაოკ-ი.

როცა "დინამოს" მეტოქეზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ის ყველა გზას იყენებს წარმატების მისაღწევად. რაც მე მინახავს, ის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გუნდია მსოფლიოში და ასეთივე ქომაგი ჰყავს.

გულშემატკივარი ტყუილად არ გვიხსენებია. რა თქმა უნდა, "დინამოსთვის" ძალიან რთული იქნება საპასუხო, ბერძნული მატჩი, მაგრამ ჩვენები არ უნდა შედრკნენ. ამ "დინამოს" სულ ახალგაზრდულ გუნდს კი ვეძახით, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ თვალსა და ხელშუა ბიჭებმა გამოცდილება შეიძინეს.

რამდენიმე მათგანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ტიტულარია, რამდენიმე მის კარზე აკაკუნებს. ლეგიონერები კი, წესით, იმიტომაც უნდა მოსულიყვნენ გუნდში, რომ მეტი გამოცდილება მოეტანათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ორმატჩიან დუელში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი გუნდის ფსიქოლოგიურ მდგრადობას. არ უნდა შეგვეშინდეს და, ვინძლო, ეს უკვე იყოს გასაკეთებელი საქმის ნახევარი.

რა თქმა უნდა, პაოკ-ი ჩვენზე მაღალბიუჯეტიანი კლუბია და უფრო ტიტულოვანი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ თუ ამ ხაზს გავყევით, კარგა ხანს მოგვიწევს ლოდინი, სანამ ევროპალიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ვითამაშებთ...

ამიტომ ერთხელ მაინც უნდა გადავახტეთ საკუთარ თავს. ვაღიაროთ: წილისყრამ გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა პაოკ-ზე ცოტა სუსტი გუნდი შეგვხვედროდა, მაგრამ ასეთს ჩვენ არავინ აგვარჩევინებს. ბრძოლა შეიძლება. სადაც "გაბალა" უგებს "ლილს", იქ "დინამომ" რატომ ვერ უნდა მოუგოს პაოკ-ს?

მოკლედ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ თუ ჩვენს შანსებს უდიერად არ მოვეპყრობით, შეიძლება სენსაცია მოვახდინოთ...

ცნობილი ფეხბურთელები არიან ბრაზილიელი ლეო მატოსი და უკრაინელი შახოვი (ორივე თითქმის დაშლილ "დნიპროს" წაართვა პაოკ-მა); დიეგო ბისესვარი იქნებ საქართველოს ნაკრების ქომაგსაც ახსოვდეს ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებიდან, წლების წინ რომ ითამაშა საქართველოში; კრესპოს და კანიასს არაერთი სეზონი გაუტარებიათ პრიმერაში, მაგრამ მათთან თამაში შეიძლება. მათი განვითარება კარიერის რაღაც ეტაპზე შეფერხდა და სწორედ იმიტომ აღმოჩნდნენ საბერძნეთის ჩემპიონატში. პაოკ-იდან რამდენიმე ფეხბურთელს იწვევენ ბოლო დროს კრიზისში მყოფ საბერძნეთის ნაკრებში.

ბერძნებთან თამაში რომ შეიძლება, ისრაელის ჩემპიონმა "ბეერ შევამაც" გვიჩვენა, როცა ასპარეზობას პაოკ-ზე უკეთ დაკომპლექტებული "ოლიმპიაკოსი" გამოთიშა. პაოკ-ი კი ეჭიდავა "აიაქსს", მაგრამ ამსტერდამელებმა, ერთხელაც რომ დაიცალეს სარფიანად ხელი წამყვანი მოთამაშეებისგან, მაინც მოახერხეს გადამწყვეტ ჟამს მობილიზება...

რა თქმა უნდა, პაოკ-ი იმედგაცრუებულია იმით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ მოხვდა. ცხადია, ამის იმედად ვერ ვიქნებით, მაგრამ კარგი იქნება, ელადელებს ჩვენთან თამაშამდე თუ გაჰყვებათ ეს იმედგაცრუება.

რა თქმა უნდა, ბერძნებთან დუელი საგანგებო მნიშვნელობისაა "დინამოს" სლოვაკი თავკაცისთვის. მას შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რაც მისი გაწვრთნილი "ტრნავა" სწორედ პაოკ-მა გამოთიშა ევროთასებიდან.

ხვალ იარაბეკს რევანშის შანსი ექნება. თანაც, იმ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც ბერძნებთან დამარცხებულ სლოვაკურ გუნდთან შედარებით ყველაფრით მაღლა დგას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
თუ ბოლო შანსია და ყველა ელოდება მატჩს რეპორტაჟი რატომ არაა!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვაი tqvens patrons
kika:ვისით შეუძლია მათი დაძლევა?გოლი ხომ მაინც უნდა გაიტანოს ვინ გაიტანოს ?გამტანს ხედავ?სირცხვჯლია ,გუნდი თავდამსხმელის გარეშე...
giga
რა სტადიონის აგუგუნება. ზუსტადაც რო არ უნდა მივიდეს არავინ ამათი უმსგავსოების საყურებლად.
status quo
ფიფიათი,ამ შემადგენლობით და ამ მწვრთნელით ვერაფერს იზამს დინამო,სამწუხაროდ...
rezi
ერთი თავდასხმელი არ გვყავს და რისი იმედი გვაგვს ნეტავიი.....წადი ფიფია..
kika
დინამოს შეუძლია ამ ბარიერის დაძლევა, მტავარია ბიჭებმა ირწმუნონ .
ალეკსანდრე
რაღაც იურიკას ტრაბახი და ბაქი ბუქი არ ისმის, ნეტა რაშია საქმე?
kvaxa
2-3 წელი ვერსად ვერ გავალთ.
Goga
Dinamos marto saxeli darcha DINAMO.danarcheni ik vnc tamashoben didi gexburtisgan varskvlavis shoreze arian.mekare chven ata gvkavs dacva ara gvkavs naxebardacva ar darnis aramed dabobgavs tavdasxma saertod araa da vin unda mougos paoks?amitom nu bakibukoben da tkvan rom gaaleyeben rac sheuzliat.gundi gaaketon gundi.es gundi araa.
valderrama
ფიფია, იყიდე ერთი თავდამსხმელი მეორე მატჩამდე მაინც თუ არადა გუნდი დაუკომპლექტებელია და შენი პასუხისმგებლობაა ამ სეზონის ჩავარდნაც
maradona
რომელმა მაკურებელმა,ბატონო გუჯა...სცორედ პირად შეურაცკოფად რო მიიჩნევს მაკურებელი ამათ საცოდაობას,მიტო არავინ დადის სტადიონზე მილიონიან ქალაქში...და ცარიელი ტრიბუნები ხო არ დაუსტვენენ...
maradona
და რა მერე...არაფრისმთქმელი და არაფრისმაქნისი სტატია...ელოდე სტადიონის აგუგუნებას...თავდამსხმელების რაოდენობა გუნდში არის ნული...ქვილითაიას ზედ ევროთასებზე უშვებენ...და ვინ არი ეროვნული ნაკრების ცევრი...ლობჯანიძე და ამისულაშვილი?...არ დაგეკარგოს ან ართი,ან მეორე...და ვინ უკაკუნებს ნაკრების კარზე ერთი ისიც თქვი...
გუჯა კახაძე
წარსულის დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ მომავალი უკეთესი რომ გავხადოთ შეგვიძლია: გულშემატკივარმა თამაშის დაბალი ტემპი, არაზუსტი პასი და კარისთვის აცილებულ ბურთი პირად შეურაცხობად უნდა ჩათვალოს და გამაყრუებელი სტვენით უპასუხოს.
7777
ისეთივე შანსია როგორც დინამო ზაგრებთან
გგგ
ჩუმად უნდა ვიყოთ! ჩუმად ! პაოკს, რომელიც სულ ჯგუფურ ეტაპზეა, ეს დინამო ძვრას ვერ უზამს. მორჩით ამ ბაქიობას და გაიგეთ, რომ ზღაპარია დინამოს წარმატება
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...
თბილისის "დინამოს" რიგებში დღეს სამი ახალწვეულის დებიუტი შედგება
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
დინამო (თბ)-ლეგია 1:1 - ჩემპიონების ზავი ავსტრიაში [VIDEO]
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
თბილისის "დინამო" ზაგრებში დღეს მიემგზავრება, ხორვატები დაცვას აძლიერებენ
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?
თბილისის "დინამომ" სტეფან ველევსა და მატიას კურიეს ერთწლიანი კონტრაქტები გაუფორმა
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა
ვლადან ივიჩი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ალეკო ჩაკვეტაძე: პაოკ-ის გახსენება აღარ მინდა
დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3 - განწირულნი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
პაოკ-ი-დინამო 2:0 - ცვლილებების იმედად დასრულებული ევროასპარეზი...
პაოკ-ი-დინამო (თბ) 2:0 - სად მარხია ძაღლის თავი? [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამომ" ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ მეკარე ანტონი სკრიბესთან კონტრაქტი გაწყვიტა
სტეფან ველევმა და მატია შპიჩიჩმა თბილისის "დინამო" დატოვეს
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამო": ანტონი სკრიბე რჩება, ამ ეტაპზე...
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
უცხოური ლეგიონი საქართველოში: 42 ლეგიონერი 21 ქვეყნიდან
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან