დღეს, 19 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებში ქართველი ტანმოვარჯიშე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს
დღეს, 19 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებში მხატვრული ტანმოვარჯიშეები მოსინჯავენ ძალებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მრავალჭიდში 26 სპორტსმენი იასპარეზებს. 10 საუკეთესო 20 აგვისტოს ფინალში მედლებისთვის განაგრძობს პაექრობას. ამ ტურნირზე საქართველოს სპორტულ ღირსებას ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის შეგირდი სალომე ფაჟავა (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე) დაიცავს.

დღეს სალომე ოთხივე საგანში მეექვსე გავა სარბიელზე.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 19 აგვისტოს

ეს უფლება მან შარშან გერმანულ შტუტგარტში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში მოიპოვა.

57 ქვეყნის 120 სპორტსმენი (მათ შორის - ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეები: რუსები - იანა კუდრიავცევა, მარგარიტა მამუნი, ალექსანდრა სოლდატოვა, უკრაინელი ჰანა რიზატდინოვა, ბელარუსი მელიტინა სტანიუტა და სხვები) ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებსა და რიოს ოლიმპიური თამაშების საგზურებს. მრავალჭიდში სალომემ 71.782 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა - მესამეადგილოსან მელიტინა სტანიუტას მხოლოდ 0.35 ქულით ჩამორჩა. რგოლით მე-4, გურზებით მე-5 ადგილი ხვდა.

ეს წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა: შარშანდელი სეზონი მოსკოვის გრან პრიზე რგოლით მოპოვებული ბრინჯაოთი გახსნა, შემდეგ ყაზანში მსოფლიოს თასის ეტაპზე გურზებით მესამე ადგილი დაიკავა, ევროპის პირველ თამაშებში ბაფთით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, მრავალჭიდში მე-6 იყო, რგოლით, ბურთითა და გურზებით მეოთხე ადგილებზე გავიდა, მსოფლიოს თასზე გურზებით ბრინჯაო ერგო.

წარმატებული გამოდგა წლევანდელი სეზონიც. თავად განსაჯეთ: მოსკოვის გრან პრი, მრავალჭიდი - V, რგოლი - III; ბრნოს გრან პრი: მრავალჭიდი - VI, გურზები - III, ბუქარესტის გრან პრი: მრავალჭიდი - IV, გურზები - I, რგოლი - II, ლენტი - II ადგილი. ისრაელში, ევროპის ჩემპიონატზე მრავალჭიდში მე-5 იყო.

"ოლიმპიური თამაშებისთვის ლენტითა და ბურთით ვარჯიშში ახალი პროგრამები მოვამზადეთ. სალომეს ხასიათის შესაბამისი მუსიკები შევარჩიეთ, თავადაც მოსწონს. უწინდელზე უკეთესი ვარჯიშები გამოგვივიდა ორიგინალური ქორეოგრაფიით.

რაც შეეხება გურზებითა და რგოლით ვარჯიშებს, სპეციალისტების თხოვნით, ისინი არ შეგვიცვლია. ქომაგებსაც ძალიან მოსწონთ სალომეს გურზებით შესრულებული "რაჭული", რომელსაც მრავალჯერ აუცეკვებია დარბაზი.

იხილეთ ვიდეო

სალომე ფაჟავა მოსკოვის გრან-პრიზე გურზებით რაჭულის ფონზე გამოვიდა

კარგი პროგრამა აქვს რგოლშიც ორიგინალური ილეთით, რომელიც 0.4 ქულით ფასდება. ორივე საგნით ვარჯიშში რამდენიმე ორიგინალური ილეთი ჩავამატეთ.

რიოში დრო საკმარისად გვექნება აკლიმატიზაციისთვის და პროგრამების დასახვეწად. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქომაგები გავახაროთ", - გვითხრა ბრაზილიაში გამგზავრების წინ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელისო ბედოშვილმა...

ქართველ ტანმოვარჯიშეს წარმატებას ვუსურვებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
წარმატებას გისურვებ სალომე,შენი იმედი მაქვს.
bavaria
ჩემი აზრით სწორედ აქ არის დაუგეგმავი მედალი.
კობა
ცალკეულ იარაღებზე რომ მედლები თამაშდებოდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა... მხოლოდ მრავალჭიდში თამაშდება მედლები...
Irakli apkhaidze
ოთხივე დისციპლინაში ფინალში უნდა დაჯდეს, გურზებში მედალი რეალურია.
giga
სალომე აბა შენ იცი. გვჯერა შენი წარმატების.
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
სალომე ფაჟავამ ჩეხეთში გამართულ მსოფლიოს გრან პრიზე გურზებით ბრინჯაო მოიპოვა
ვენერა ზარიპოვა: საქართველო და ქართველები ნელი სალაძემ შემაყვარა
სალომე ფაჟავას ოქრო და ორი ვერცხლი ბუქარესტის გრან პრიზე
სალომე ფაჟავა: ტაბლოს რომ ავხედე, თვალებს არ ვუჯერებდი - მესამე ვიყავი
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
საერთაშორისო ტურნირი "ნელი სალაძის თასი" დაიწყო
სალომე ფაჟავას ტრავმამ ისევ შეახსენა თავი
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
ნათელა ბოლატაევა მოსკოვის ღია პირველობაზე უმაღლეს საფეხურზე ავიდა
წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
"რაჭული", როკი და ბალეტი - სალომე ფაჟავამ მოსკოვის დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
სალომე ფაჟავას ბრინჯაო და "რაჭული" მოსკოვის გრან-პრიზე [VIDEO]
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!