მაიკლ ფელპსი 15 წელია არ ჩამოდის სპორტული სცენიდან, საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს და ამასთან, მუდმივად პოულობს მოტივაციას კარიერის გასაგრძელებლად
მაიკლ ფელპსი 15 წელია არ ჩამოდის სპორტული სცენიდან, საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს და ამასთან, მუდმივად პოულობს მოტივაციას კარიერის გასაგრძელებლად.

ის ფენომენია

მაიკლ ფელპსი ბუნებამ ცურვაში გამარჯვებებისთვის შექმნა. 193 სანტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენს ძალიან გრძელი ხელები (გაშლილ მდგომარეობაში ერთი მტევანიდან მეორემდე 201 სანტიმეტრია) და ტანი აქვს, ამასთან, ფეხები არაპროპორციულად მოკლე მოჩანს. ასევე, ფელპსს ტერფების უჩვეულო ფორმა გააჩნია, რომელიც ფარფლებს მოგაგონებთ. ეს ტერფი იდეალურია ცურვისთვის. ფელპსი - ეს არის იჰტიოზავრი უზარმაზარი ფიზიკური ძალით და სპორტული გენებით (მამამისი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა). "როგორც ჩანს, ფელპსმა გარიგება დადო ეშმაკთან და მან ტორპედოს სხეული მისცა მაიკლს", - წერდა მის შესახებ ESPN.

ბუნებისგან ბოძებული ფიზიკური მონაცემებისა და ნიჭის გარდა, ფელპსს გარშემო საჭირო ადამიანები ჰყავდა. სწორედ მათ შექმნეს "ოქროების მოსაპოვებელი მანქანა". დედისა და დის გავლენით, მაიკლმა აუზზე დაიწყო სიარული და პირველი წარმატებების შემდეგ ოჯახის მთელი რესურსი ფოკუსირებული იყო მომავალი ლეგენდის კარიერაზე. ფელპსს ასევე გაუმართლა მწვრთნელის - ბობ ბოუმენის მხრივ. მან ბიჭში დიდი ნიჭი დაინახა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაიკლი უკვე 15 წლის ასაკში გამგზავრებულიყო სიდნეის ოლიმპიადაზე. სხვათა შორის, ბოუმენი დღემდე ავარჯიშებს ფელპსს.

მან შეცვალა ცხოვრება

"აღარ მინდა სიცოცხლე", - მისწერა ფელპსმა თავის აგენტს 2014 წლის შემოდგომაზე, როცა პოლიციამ ის საჭესთან უგონოდ მთვრალი დააკავა და ეს ისტორია მაშინვე აიტაცეს ჟურნალისტებმა. დიადი ჩემპიონი პეკინის ოლიმპიადის ტრიუმფის შემდეგ ნელა, მაგრამ სტაბილურად მიდიოდა სირცხვილამდე. მეგავარსკვლავად გადაქცევის შემდეგ მაიკლმა სპორტის მიმართ ინტერესი დაკარგა - ვარჯიშებს აცდენდა, კაზინოში სიარული და საჭესთან სმა დაიწყო.

2009 წლის თებერვალში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ფელპსი მარიხუანას ეწეოდა. და მხოლოდ ძველმა დამსახურებებმა დაიცვა მაიკლი ამერიკული საზოგადოების რისხვისგან. 2012 წელს, ლონდონში ინერციით მოგებული ოქროების შემდეგ ფელპსის დაცემა გაგრძელდა. მან ოფიციალურად დაასრულა კარიერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხოვრებამ ცურვის გარეშე ჩიხში შეიყვანა. ფელპსი გონს მოეგო, სპორტში დაბრუნდა, მაგრამ 2014 წლის ისტორია მისთვის ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით და ახალი დეპრესიით დასრულდა.

მაიკლს დაბრუნებაში სარეაბილიტაციო კლინიკა, დედა, მწვრთნელი და ახალი სიყვარული დაეხმარა. დები ფელპსმა და ბობ ბოუმენმა სწორი სიტყვები იპოვეს, "მის კალიფორნია" ნიკოლ ჯონსონმა კი სპორტსმენი დაამშვიდა. "ეშმაკიდან ანგელოზისკენ მისი საბოლოო შემობრუნება 2016 წლის მაისში, ვაჟიშვილ ბუმერის დაბადების შემდეგ მოხდა", - დაწერა ფელპსზე ESPN-მა.

დიადი ჩემპიონი უცებ მიხვდა, რომ ყველა მედალი, დიდება და ფული არაფერია საკუთარ შვილთან შედარებით. ცხოვრებამ ისევ შეიძინა აზრი, მოგება კი სასურველი გახდა.

არანორმალური მუშაობა

მიუხედავად თავისი უნიკალურობისა, ფელპსი არაფერი იქნებოდა, აუზში ათასობით კილომეტრი რომ არ გაეცურა და ტონობით ოფლი არ დაეღვარა სატრენაჟორო დარბაზში. ბობ ბოუმენმა ერთხელ თქვა:

"ეს ბიჭი შეიძლება დაიბნეს და ტუალეტს ვერ მიაგნოს, მაგრამ ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯება ვარჯიშებზე. ის შეპყრობილია სამუშაოთი. შესაძლოა, ბოლო წლებში ვიღაცას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ფელპსი ზარმაცი და ლოთია, მაგრამ მხოლოდ მე ვიცი, რად დაუჯდა მას ეს დაბრუნებები, გამარჯვებები და რეკორდები".

სპორტული ტანსაცმლის კომპანია Under Armour-მა გადაიღო ვიდეორგოლი ფელპსის მზადებაზე რიო 2016-სთვის. კომპანიის წარმომადგენლები და გადამღები ჯგუფი შოკირებულნი დარჩნენ, როცა სპორტსმენის დღის განრიგისა და დატვირთვების დოზის შესახებ შეიტყვეს. "ჩვეულებრივი ადამიანი ან ჭკუიდან გადავიდოდა, ან ფიზიკურად განადგურდებოდა. ფელპსი კი მუშაობდა. ვხედავდით, როგორ უჭირდა და ეს ნებისმიერ კინოზე საინტერესო იყო", - აღიარებდნენ ტელევიზიის წარმომადგენლები.

მას საიდუმლო იარაღი ჰქონდა

დღეს, როცა მომზადებისას პრაქტიკულად კოსმოსურ ტექნოლოგიებს იყენებენ, ფელპსმა თავისი სიახლით ყველა გააკვირვა. კუნთების აღდგენისთვის სპორტსმენმა მოულოდნელად დაიწყო ბანალური ვაკუუმის ქილების გამოყენება. ამგვარი "სიახლე" საბჭოურ დროს გვახსენებდა, როცა ნახევარი ქვეყანა გაციებას სწორედ ქილებით მკურნალობდა. ფელპსის თქმით, ქილების იდეა (მეცნიერულად - ვაკუუმის მასაჟი) მას ჰოლივუდის ვარსკვლავებმა უკარნახეს, რომლებიც დიდი ხანია იყენებენ აღდგენის ამ მეთოდს.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ რუსმა ჟურნალისტებმა ქილებში ნამდვილი დოპინგი დაინახეს. ვაკუუმის თერაპია ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და რუსების აზრით, ეს ეფექტი აკრძალული პრეპარატის - მელდონიუმის მოქმედების მსგავსია. ამერიკელებმა არ იცოდნენ, როგორი რეაგირება ჰქონოდათ - ეტირათ თუ ეცინათ. ყოველ შემთხვევაში, ფელპსის სიდიადე მსგავსი სისულელით არ დაზარალდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
Marca: XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები - ფელპსი პირველია, მესი მეშვიდე, რონალდო მეათე
მაიკლ ფელპსი სუიციდს აპირებდა: სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით კარგია, ვიდრე ოქროს მედლის მოგება
ოლიმპიზმი: ვარსკვლავთცვენა Sports Illustrated-ისთვის
მაიკლ ფელპსმა ზვიგენთან წააგო [VIDEO]
მაიკლ ფელპსმა 2,5 მილიონად ვილა იყიდა
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება