დიდი ალბათობით, ევრობასკეტის შესარჩევის სასტარტო მატჩში ალბანეთთან, შეზღუდული დროით ორივე ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ ვარჯიში განაახლა. რადგან საწვრთნელი პროცესი დახურულია, გთავაზობთ ნაკრების პრესატაშის, ირაკლი პერტაიას მოკლე, მაგრამ ამომწურავ ინფორმაციას გუნდისა და კალათბურთელთა შესახებ.

ჩვენს გულშემატკივარს უთუოდ უნდა აინტერესებდეს მაიკ დიქსონისა და თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის ამბავი, რომლებმაც პოლონეთთან საკონტროლო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს.

"ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პოლონეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ბოლო მოსამზადებელი მატჩები გამართა - შვედეთთან და პოლონეთთან დამარცხდა. შესაბამისად, საქართველომ საკონტროლო მატჩები თანაბარი ბალანსით დაასრულა - 4 მოიგო და 4 წააგო.

თბილისში 27 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოსულმა ნაკრების წევრებმა ერთი დღე დაისვენეს და 28 აგვისტოს, სპორტის სასახლეში საფუძვლიანი ვარჯიში გამართეს. ილიას ზუროსმა ნაკრების წევრები ჯერ "სნეპ-ფიტნესში", ტრენაჟორებზე ავარჯიშა, შემდეგ კი გუნდი სპორტის სასახლეში გაემართა და თითქმის ორი საათი ივარჯიშა.

პირველ რიგში, ტრავმირებულებზე ვთქვათ: თორნიკე შენგელია გუნდთან ერთად ტრენაჟორებზე სრულად დაიტვირთა, თუმცა ბურთით - ნაკლებად. მან სროლებში და რამდენიმე კომბინაციაში ივარჯიშა, თუმცა ორმხრივი თამაშისას მოედანზე არ იმყოფებოდა.

შენგელიას აღაარაფერი აწუხებს, უბრალოდ, მწვრთნელები მის დატვირთვას ერიდებიან.

პოლონეთში, შვედეთთან მატჩში ტრავმირებული მაიკლ დიქსონი მომჯობინდა. დიაგნოსტიკამ მის მუხლში უარყოფითი ვერაფერი აჩვენა. ამერიკელ უკანახაზელს დაჭიმულობა აქვს და სასირბილოდ თავს არ იმეტებს. დღეს მან ექიმის მეთვალყურეობით, მსუბუქად ივარჯიშა.

თემურ ხვედელიძემ მას სპეციალური ვარჯიშები შეასრულებინა, რის შემდეგაც დიქსონმა მიზანიც მოსინჯა და სროლები შეასრულა.

სხვა მხრივ, ნაკრებში ყველაფერი წესრიგშია. ბიჭები დიდი მონდომებით ვარჯიშობენ და ალბანეთთან პირველი ოფიციალური მატჩისთვის გულიანად ემზადებიან.

შენგელიას და დიქსონის სტატუსი საალბანეთოდ ჯერ დაუზუსტებელია, თუმცა, დიდი ალბათობით, ორივე გავა მოედანზე - შეზღუდული დროით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ოთხთა ტურნირი მარცხით დაიწყო
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
[VIDEO] შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - "ბარსელონამ" "ლიონ-ვილერბანი" დაამარცხა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საქართველო-რუსეთი 97:100 (დ.დ.) - აი, რატომ მიყვარს კალათბურთი!
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
[ექსკლუზივი] "ასეთი ქომაგობით თბილისში ყველა მატჩს მოვიგებთ"
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!