ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"აქ არ მენდობიან და რა ვქნა?" - ქიმერიძეს "როსტოვის" და რუსეთის ნაკრების ვარიანტი აქვს

"აქ არ მენდობიან და რა ვქნა?" - ქიმერიძეს "როსტოვის" და რუსეთის ნაკრების ვარიანტი აქვს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ჩამოშორებულ ფეხბურთელს რუსეთის მოქალაქეობასა და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში გადასვლას სთავაზობენ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი ქიმერიძე კარიერას, სავარაუდოდ, "როსტოვში" გააგრძელებს.

ქიმერიძე, რომელიც 17-წლამდელთა ნაკრებში გოჩა ავსაჯანიშვილის მწვრთნელობის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ნაკრებში აღარ გამოჩენილა. ტრანსფერთან და ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ქიმერიძეს უკვე რუსეთის ასაკობრივ ნაკრებშიც იწვევენ და გამომდინარე იქიდან, რომ აქ შანსი არ ეძლევა, სერიოზულად ფიქრობს მოქალაქეობის შეცვლასა და საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე უარის თქმას.

"დეკემბერში, როცა 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე მიემგზავრებოდა, გუნდში ვიყავი გამოძახებული. თუმცა, სანამ ნაკრები შეკრებას დაიწყებდა, უკვე ვიცოდი, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრებდნენ და ჩემს ნაცვლად სხვა ფეხბურთელს წაიყვანდნენ. თუ რატომ, ამასაც მოგიყვებით...

მოგეხსენებათ, ზუსტად იმ პერიოდში დონეცკის "შახტარი" იყო ჩემით დაინტერესებული. საქმე იმაშია, რომ მაშინ ჩემს ძმას ერთერთი ქართველი აგენტი გაესაუბრა. ასე უთქვამს, "შახტარში" გაუჭირდება გადასვლა, ამიტომ, ნუ იქნება 35-ე სკოლაში და "შახტარის" ვარიანტის ლოდინს, სჯობს, საქართველოს უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში გადავიდეს, მე ვუპატრონებო, რაზეც ჩემი ძმისგან უარი მიიღო - "შახტარი" გვსურდა. ამიტომ აღნიშნული წინადადებით სხვა ფეხბურთელს მიმართა, რომელიც დათანხმდა და ჩემს ნაცვლად უკვე მას უხმეს ნაკრებში. მე კი მინსკში ტურნირზე აღარ წამიყვანეს, სადაც "შახტარის" წარმომადგენლები უნდა ჩამოსულიყვნენ და საქმეში ვენახე...

17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში ფრჩხილის ტრავმის გამო გამოვტოვე, თუმცა იმ ტკივილმა ერთ დღეში გამიარა. ჩვეულებრივად შემეძლო თამაში, მაგრამ ორი დღე მაინც დამასვენეს - ასე მეუბნებოდნენ, მინსკის ტურნირზე მიგვყავხარ და ნუ გაირთულებო. არადა, შემეძლო ვარჯიში და მსურდა კიდეც, მაგრამ უარზე იყვნენ. მეორე დღეს დამიბარეს და მეუბნებიან, ვეღარ მოდიხარ მინსკში, თანაც, სხვადასხვა მიზეზები დამისახელეს: ერთმა ტრავმის გამოო, მეორე წონას აბრალებდა, მესამე კი მეუბნებოდა, ფორმაში არ ხარო.

იმის მერე გაფართოებულ 30-კაციან შეკრებაზეც არ წამიყვანეს.

ამასობაში, ჩემი საუკეთესო წლებიც გადის და მირჩევნია იქ წავიდე, სადაც ვითამაშებ, სადაც დამაფასებენ და სადაც ჩემს შესაძლებლობებს დაინახავენ.

განაწყენებული ვარ... 13-წლამდელებიდან მოყოლებული, არცერთი შეკრება არ გამომიტოვებია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩემი გაკეთებული პასით გავიდა ნაკრები ელიტრაუნდში და ელიტრაუნდში აღარ გამომიძახეს. გული დამწყდა შემდგომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის გამო - ამ ეტაპამდე მისვლაში წვლილი ხომ მეც მქონდა შეტანილი.

ახლა "როსტოვის" დუბლების ვარიანტი მაქვს... ქართულმა კლუბებმა უარი მითხრეს: თბილისის "დინამომ", "ლოკომოტივმა", "საბურთალომ"...

"ლოკომოტივში" ჩემს პოზიციაზე არ დამაყენეს. კაცმა არ იცოდა, მომიწევდა თუ არა იქ საერთოდ თამაში. სწორედ ამის მერე შევაგროვე ჩემი ნათამაშები მატჩების ვიდეოები, გოლები - ყველა მასალა, რაც კი არსებობდა და ერთერთ რუს აგენტს გადავუგზავნე. მან რამდენიმე კლუბს გააცნო ეს მასალა, რის შემდეგაც რუსეთის პირველი ლიგის გუნდებიდან მივიღე შემოთავაზებები. არჩევანი, საბოლოოდ, "როსტოვზე" შევაჩერე. უახლოეს დღეებში ჩავალ იქ და კონტრაქტის პირობებზე დავილაპარაკებთ.

ეგ კი არა, პასპორტის გაკეთება და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშიც კი შემომთავაზეს. ალბათ, დავთანხმდები. რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში აღარ მაძლევენ შანსს და ეროვნულში ვინღა გამომიძახებს?!

არაუშავს, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ვიბრძოლებ. ყველას დავუმტკიცებ, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ! პრინციპში, ეს ისედაც იციან, მაგრამ...", - ამბობს ქიმერიძე.

• Gocha

Ee moskovi gonze arxar saertod ramogalateo asakobriv nakrebze saubrobs bavshvi, mogalateebi mander gizian federaciashi da imat motxove tavianti nebasurvilit roxarjaven xalxis fuls

• Gocha

Moskovelo gonze arxar ras wers es bavshvi she martla mogalate saxeli ragiweria jer magas mixede asakobriv nakrebzeaq saubari bavshvs rom gaizardos rogorc fexburteli,erovnulshi aq itamashebs garantias vadzlev yvelas vici kakos yvela nabiji da rasulit suntqavs,chkuas mouxme shefasebisas mogalateebi eger sxedan federaciashi da aravin igebs xmas mat dasasjelad taviant chkuaze xarjaven xalxis fuls da arian gancxromashi imat motxove tu trakigaqvs

• givi

ვიცი ამ ბავშვის შესაძლებლობები ნაგღდად გამოადგებოდა ნაკრებს მაგრამ არ იძახებენ ვარძელაშვილს ვერ აწყენინებენ არველაძეს ვერ აწყენინებენ დევდარიანს ფიფიას ფედერაციას არაუშავს იქნებ სხვაგან მოეწონოთ ღმერთი გფარავდეს

• roma

საქარტველოს სიყვარული ყველა ქარტველს სიხლში აქ საქარტველო შეუდარებელი მაგრამ აქ რაც წავიკიტხე ეს ნაღდად ხდება ქარტულ ფეხბურთში ხალხო ეს ბავშვი ნაგდად არ იტამაშებს სხვა ნაკრებში გნდი კი აუცილებელია როცა იჩაგრები

• Jora

მოსკოველო ჯერ ამ ბიჭს არ აქვს გადაწყვეტილი ნაკრებში თამაში ჯერ გუნდში უნდა დაამტკიცოს რა შეუძლია აქ არ მოწონთ უპატრონოა ძმაო ნახეთ 19 წ რამდენი პატრონიანი გამოჩდა ეს ამბობს მე პატრონი არ მინდა ჩემი თავის პატრონი მე ვიქნები და ვნახოტო

• givi

რეალისტო შენ იცი რა ხდება ამ სიტუაციაში ჟურნალისტმა დაწერა ნამდვილი ამბავი ცოტახანში კიდევ უფრო კარგ სტატიას დაწერს დაელოდე

• mamuka

Moskoveliak.asakobriv nakrebebshi rac ambichs akvs gaketebuli aricialbat 13 dan 17clamde.nakrebiwamkvaani pexburteli iko da bolos agar gamoidzaxes avsajana ro gaushves danimitomidisnrusetshi kimera asakobriv nakrebebshinitamashebs marto u19 u21 da tvitontkva rokkisi ocnebaa sakartvelos nakrebis maisurisnmorgeba da manamde itamashos rusetis nakrebshi upro kargiikneba misi kariwristvis upro meti gundi daakvirdbeba rusetshi vidre sakartveloshi tan arc aakvs gadackvetilinegsakitxi da nu cert 17clis nichier bavshvze ro mogalateariso ratkmaunda verapers ver daaklebt magram mainc ararisnsasiamovno asakobrivebi ik itamashosa erovnulshi ak itamashos gnertma knas

• ყური მიგდე

კაკი, ზოგი აქ ამბობს, რომ სამშობლოს ღალატი არ შეიძლება..აბსოლუტურად მართალია, მაგრამ ფეხბურთში შენ ასაკის ბავშვებშიც რაც ხდება, ეს აუტანელია...ამიტომ, რა თქმა უნდა, წადი როსტოვსიც და თუ დაგიძახეს, რუსეთის ასაკობრივ ნაკრებშიც ითამაშე ... აი, მერე, ღემრთმა ქნას, დიდი ფეხბურთელი როცა გახდები, აქაც რამე შეიცვლება და ჩამოხვალ დიდი ნაკრებისთვის..უფალმა გიშველოს..

• ნგზარი

იმიტომაც ჩავარდა და წინ ვერ მიდის ქართული ფეხბურთი, აგერ მაგალითი. გულს ნუ გაიტეხ კაკი, შენ დაამტკიცებ რომ ძლიერიხარ!!!

• მოსკოველი

ნუგზარის. ნუ ცრუობთ. ბიჭმა დაწერა - ალბათ დავთანხმდებიო. ხო და სანამ არ დათანხმდა, ჩვენ მაინც უნდა მივუთოთ რა არის პატრიოტიზმი. და კიდევ ერთი - ჩვენ, ვინც პატრიოტიზმზე ვამამხილებთ ყურადღებას - ნაკრებზე ვლაპარასკობთ, და არა კლუბზე. ნუ ურევთ, და ნუ გვაბრალებთ იმას, რასაც ჩვენ არ ვწერთ.

• nugzari

რა პატრიოტობაზე ლაპარაკობთ ხალხო სპორტული კარიერაა სპორტში ეგრეა სადაც დაგაფასებენ იქ უნდა წახვიდე მაგრამ ამბავშვმა თქვა რო ცჰემი ოცნებაა საქართVელოს ეროვნულ ნაკრებშში თამაშიო ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ითამაშებს თუ არა რუსეთის ნაკრებში რა უსინდისოებივით სჯით 17 წლის ბავშვს ტავისი ცხოვრებაა აქვს და სადაც უკეთესი იქნება მისთვის იქ წავა მოღალატეები კაბინეტებში ზიან იგივე მოღალატეობაა ნიჭიერ ბავშვს რო დაჩაგრავ და პატრონიანს რო გამოიძახებ იგივე შენი ქვეყნის სირცხვილია თქვენ თავებს მიხედეთ!!! წარმტებები შვილო სადაც დაგაპასებენ იქ წადი და ასახელე შენი ოჯახი სპორტული კარიერაა ეს და არა ომი აბა შენიცი რო დაგაფასებენ საქართველოსში მერე გვიანი იქნება ყოველთვის ეგრე კარგავენ ფეხბურთელებს

• მოსკოველი

არ არის ეს ბიჭი პატრიოტი. კლუბში თამაშით ითამაშოს სადაც მისთვის უკეთესია, მაგრამ სხვა ქვეყნის ნაკრები - უკვე ღალატია. არაფრით არ განსხვავდება სხვა მოღალატეებისაგან - საქართველოს წინააღმდეგ რომ ომობდენ. ერთი ასეთი გამოდის უკვე უკრაინის ახალგაზრდებში - უფ რა ისიამოვნა, საქართველოს რომ გაუტანა! ვიღაცა ქართველებმა აწყინეს, მან კი საქართველოზე _აასხა. ვერ გაუზრდიათ წესიერად.

• mamuka

Realisti kartul pexburti saginebelia abaraaris albat jer pataraxar da arici kartuki pexbirtis istoria saginebelia zustadac mogeba moenatra xalxs da ambichma sheidzleba mag ginebjt cudikna magram tkuilad araginebda rodachagres albat imitom agina tore tkuilad aravinaravis ar aginebs tan 17clis bavshvia da gulzemoxda is tkivili rac miakenes egre arsheidzleba daupikrdit reebs cert rostovshi midis bavshvi da ak vinebs idzaxeben nakrebshi sircxvilia

• პ.ს

ძნელია,როდესაც კარგ ფეხბურთელებს ვერ აფასებენ მწვრთნელები,გუნდშიც და სანაკრებო დონეზეც.19 წლამდელთა ნარებში სრული ქაოსია.მხოლოდ 3 გუნდით შემოიფარგლება ნაკრები.უმაღლეს ლიგაშიც ტამაშობს რამოდენიმე ამათი ასაკის ფეხბურთელი,მაგრამ იმათით არ ინტერესდება ყიფიანი.რა შედეგს უნდა ველოდეთ?იქნებგამოფხიზლდნენ და სეელექცია სწორად განახორციელონ.სულ ერთიდაიგივე სახეები.ასე ფონს ვერ გავლენ.

• SOS

ეს ბიჭი რომ წარმატებას მიაღწევს ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ მან გაბედა და თქვა სიმართლე. მას წარმატება უნდა ვუსურვოთ და მადლობა გადავუხადოთ გამბედაობისთვის. ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოს ფედერაციამ და სპორტულმა ჟურნალისტიკამ. სწორედ ამ ასაკიდან იწყება პრობლემების კასკადი ფეხბურთელის კარიერაში, რომელიც უპატრონოდ ძალიან იჩაგრება უსამართლობასთან ბრძოლაში. 17-18 წლის ბიჭების უმაღლესი ლიგის გუნდებში მოხვედრა საქართველოში შეუძლებელია პატრონის გარეშე; ან მწვრთნელი უნდა იყოს შენი გულშემატკივარი, ან კლუბის პრეზიდენტი, ან ცნობილი ფეხბურთელის შვილი უნდა იყო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი უმაღლესი ლიგის ფეხბურთელების 80% ვერც ტექნიკით, ვერც ფიზიკური შესაძლებლობებით და ვერც გამარჯვებისადმი სწრაფვით, ახლოს ვერ მოვლენ ამ ახალგაზრდა ბიჭებთან. სწორედ ამ საკითხებს უნდა მიუძღვნან კვალიფიციური სიუჟეტები ჟურნალისტებმა და თავი დაანებონ შეკვეთილი სტატიების წერას.

• realisti

ეს ახალი ჟურნალისტი გყავთ? ეს ის ბიჭი არააა? ქართულ ფეხბურთს რო აგინებდა? და ეხლა გამოიყვანეს ანგელოზად, ოხ ეს ჟურნალისტები

• temo

საცა არა სჯობს გაცლა სჯობს

• ირაკლი

კაკი მთავარია გული არ გაიტეხო. პირიქით, ახლა უფრო მეტი მონდომებით უნდა ივარჯიშო. წარმატებები!

• koki

შენი ძალიან კარგად მესმის ჩვენც ესე გვეგცევიან."არაბიდზე"

• gishveli

akaki me shen ojaxs da shen kargad gicnobt. me vici ra da rogori gulmxurvale qartuli ojaxis shvilic xar da aqedan gamomdinare isic vici tu ra zneli iqneba shentvis ucxo qveknis nakrebshi tamashi da mit umetes rusetis magram damijere albat ajobebs caxvide da cota xanshi kvelas daumtkico tu ra margalitic daukarges saqartvelos da mere kvelani titze ro ikbenen es ra gviqniao taviant danashaulsac mixvdebian imedia.

• jj bufon

წადი ბიჭი წადი და სადაც დაგიფასებენ იქ ითამაშე

• vaspa

კაკი წარმატებები. მართალი ხარ რაც ახალი მწვრთნელი ყიფიანი დაინიშნა ავსაჯანას ბიჭებს აღარ გიწვევთ ნაკრებში.რას იზამ საქართველოა ,ნაცნობობა და ბოღმა ღუპავს ქართულ ფეხბურთს.

• beqa

ჩვენდა სამწუხაროდ ამ ბიჭის ბედშია ძალიან ბევრია.წადი და ითამაშე იქ სადაც დაგაფასებენ

• რეზო

მართლაც არეული აქვს ამ ბავშვს თავგზა.ვერ დამაჯერებთ რომ საქართველოს არცერთ გუნდს არ აჰყავს და შახტიორში ან როსტოვში შეუძლია თამაში.17 წლის ბიჭი მხოლოდ ვარჯიშზე და წინსვლაზე უნდა ფიქრობდეს და არა კონტრაქტზე.ხომ ნახეთ რა უყო ნაადრევმა დიდმა ფეხბურთმა ყენიას და მჭედლიძეს,ქრონიკული ტრავმები .

• xxx

თქვენ ჭკუის კოლოფებო და ვაიპატრიოტებო დაანებეთ ამ ბიჭს თავი, თვითონ სადაც ისურვებს იქ ითამაშებს არაა თქვენი გადასაწყვეტი

• lasha

Exlandeli u19 ro vnaxe vinebi gkavt gamodzaxebuli shemrcxva koveltvis lideri iko esbavshvi nakrebshi da su amisgolebit igebdit tamashss sirrcxvilia am.bavshvis xelidan gashveba rusuli gundebidan da nakrebjdan aris daintereseba da kartvelebi uars eubnebit? Rogor aridzaaxrbt ambavshvs nakrebshi ese dakarget vachiberidzec da kidebevrs dakargavt tkveni propesorobit araperi areshveleba kartul pexburts davai kimer miaweki ik itamashe sadac shentvis karginikneba warmatebebi!

• თაზო

კაკი, გული არ გაიტეხო ჯიგრი, შენ არ დაიკარგები. არამც და არამც გული არ გაიტეხი.

• odala

აკაკი, წადი, წადი. გინდა რუსეთის ნაკრებშიც ითამაშე და არ იფიქრო იმაზე რას იტყვის ვიღაც ხელმოცარული, ვითომ გულშემატკივარი საქართველოში. რაც შენ საქმეს გამოადგება, ის გააკეთე. თუ გევასება საქართველო და გიყვარს, გულში გქონდეს და შანსს ყოველთვის იპოვი რომ შენი გასაკეთებელი გაუკეთო შენ ქვეყანას და ვალმოხდილად ჩათვალო თავი. ეგ კი არა, ამ ეტაპზე ქართულ გუნდებს და საქართველოს ნაკრებს ჯობია რუსეთის ნაკრები პროფესიულად გაზრდისთვის. ეგენი საქართველოში ვეღარაფერს გასწავლიან. მაგათი მაქსიმუმი ის არის, რაც უკვე მოგცეს. აბა, წარმატებები!!

• gizog

ყველა გავიძახით ქართულ ფეხბურთში უწესრიგობაა და იმიტომ ვარ ასეთ ცუდ დღეშიო, რომ ნაკრებიც და უფრო მეტიც გუნდებიც კი ჩაწყობა-მოწყობით კომპლექტდებაო.როდესაც კაცი გამოდის და ასეთ თითქმის კონკრეტულ პირებზე ამბობს ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, ქმედებებზე, სულ ცოტა ფედერაცია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხის სრულად გასარკვევად, არაფერია გასაკვირი, შეიძლება ამ მონაყოლში არის სუბიექტივიზმი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მონაყოლი ამბები რეალურად ხდება ქართულ ფეხბურთში. ბატონ კობიაშვილს ვთხოვ, თუნდაც როგორც ქარტული ფეხბურთის ქომაგი და თუნდაც როგორც ამომრჩეველი აუცილებლად გაერკვეს ამ საკითხსი, რადგან ყველაზე დიდ შეხვედრაზე ამომრჩეველთან და არა ერთხელ დავუსვამ კითხვას ამ საკითხის შესახებ. ამ ხალხის კი გამკვირვებია კაცი თავის გასაჭირს გვიყვება, რომელიც ჩვენი უფრო დიდი გასაჭირია და პირიქით დაუწყეს შედავება. გამოქომაგების მაგივრად.

• guja

სადაც კარგად იქნება იქ უნდა იყოს,ამაზე კარგი ვინ გვყავს ასაკობრივ ნაკრებში რომ გვიჩაგრავენ... უფალი შენთან

• vaxvax

აი რუსეთში,რომ დაამტკიცებს ფეხბურთელობას მერე ატყდება აქ ჭკუის სწავლებები და მოწოდებები,რომ უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და ითამაშოს "ჭ" კლასის ჩემპიონატში კაპიკებზე და გახდება ნაკრების კანდიდატი.ახლა კი გულს უკლავენ ახალგაზრდა ბიჭს და ეუბნებიან,რომ აქ უნდა მოკვდეს,როგორც მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი.ქართული უბედურება,ვაი- ვითომ პატრიოტობა

• fexburti

არაფერი ჭირს მაგ ბიჭსა რც ფიზიკურში მოსამზადებელი მაგუს ასაკში მითუმეტეს იმაზე წინ არის ვიდრე დანარჩენები. რუსეთს რომ გაუტანა და კიდევ ბევრს მაშინ იყო ამომავალი ვარსკვლავი და ყველა გახარებული რომ იყო გოლები რომ გაჰქონდა და საგოლე პასებს აკეთებდა და ერთ კვირაში ტურნირი რომ დასრულდა მწვრთნელი რომ შეუცვალეს და იმან აგარ გამოიძახა მერე აღარ?? ასეა საქართველოში გაგწირავენ და მერე შენ დაგაბრალებენ. მიდი ქიმერ ბოლომდე სადაც დაფასდები იქ ჯობია.

• Mamuka

ვისაც არ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე რა არის უსამართლოდ ათვალწუნება ნუ განსჯით წადი ყველგან სადაც გათამაშებენ თუნდაც რუსეთის ნაკრებში ბევრს არ ესმის რო ეს პროფესიაა რომელსაც წირავ ჯამრთელობას დროს უარს ამბობ განაათლებაზე და გაქვს სულ რაღაც 10 -15 წელი რომ რაღაცა შექმნა აქ რო დაუნახავობა და ბიძაშვილ მამიდაშვილობა არ მოიშლება ეგ ჩემ თავზეც მაქვს გამოცდილი და კიდევ არაერთი თაობა გამოცდის ასე რომ ბილეთი ხელში და უკან მოუხედავად წადი

• გიო

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მარგი ჯიგრიანი ფეხბურთელი დამდგარიყავი ითამაშე სადაც დაგაფასებენ, ჩვენ არ ვიცით და ვერც ვისწავლით მაგას, აქ პატრონი უნდა გყავდეს სირბილი და დარტყმა რომ არ შეგეძლოს მაინც ათამაშებენ როგორც დინამომ გააკეთა ეხლა დუბლებში ტიპმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი და აქ სასტარტოში იყო, არ დავასახელებ სახელს და გვარს. რაც ითამაშა ნახეთ ყველამ რო გაყავდათ კიდე უკმაყოფილო იყო სასაცილოა, მეტი სტიმული უნდა მოგეცეს ეხლა ივარჯიშე და გახდი წარმატებული! ამ უუნაროების ჯინაზე!

• ფაშა ძლიერი

რაც არ უნდა იყოს, მტერი სახელმწიფოს ნაკრებში თამაში იუღებელია. წავიდეს კი ბატონო, რუსულ კლუბში ითამაშოს და თუ მართლა მაგარია დაამტკიცებს და შეიძლება ახალგაზრდულში ვერა მაგრამ ეროვნულში მაინც გამოიძახებენ. არსებობს ფულზე და დიდებაზე ძვირფასი რამ და ამას ჰქვია სამშობლო.

• gulshematkivari qutaiski

ქიმერას თამაშები ნანახი მავს არ ვამბობ სასწაულიათქო მაგრამ არავიზე ნაკლები არარის მაგრამ ერტი პატრონი ნაღდად არ ყავს და რაღაც აითვალწუნეს ასე იციან საქართველოში ეს პირველი არ არის ქიმერას კიდევ ბევრი აქ სატქმელი და იტყვის როცა დრო იქნება მიაწექი ქიმერ ამატ ჯინაზე

• C C C P ...

მეც გამოვცადე საკუთარ თავზე მსგავსი სიტუაცია და მე ამ ბავშვისგან განსხვავებით საზღვარგარეთ წასვლის შანსიც არ მქონდა...დავრჩი ასე საყვარელ საქმეს ჩამოშორებული გადისტრიბუტორებული კაცი...დროზე წავიდეს რუსეთის ნაკრების მაისურიც მოიგოს და გამარჯვების გოლი საქართველოს ნაკრებს კი არა ჩვენი ფედერაციის ნაკრებს გაუტანოს(საქართველოს ნაკრები ის არ არის იქ დიდი პროცენტით შეტენილი თაობაა ნუ ყველას არ ეხება ნუ შემჭამთ) ასე რომ წარმატებები ძმაო და ჩემი ბოღმაც ანთხიე ამ მატლებზე ფეხბურთის მღრღნელებზე...ტფუი ქართული ფეხბურთის მესვეურებს ტფუი სულში !!!

• Nika

Sakartveloshi rodzalian shorsvar pexbirtisgan paktia da ragindat ambavshvisgan scorgadaclvetilebas igebs cava da didpexburtsnitamashebs aranairi galatinararis ubralodnspprtuli karieraa reebic gaauketesnkimeras ro icodet ese arilaparakebdit araperi aricit raxdeba shidansamzareulosji da rogoria sakartveloshi tamashi da gtxovt gachumdit da bavshvma didi pexburti itamashosnzustadac unda cavides scoriangenacvale kimer miaceki bolomde sheni gulshematkivari var arusmino bogmian.xalxs ak pexburtis garda kvelaperia da visac casacveli gakvt cadit kveknis mogalateobazr araris saubarinubralod ak ar daapases da ik midis sadac apaseben warmatebebi!!!

• goga

აქ რო ეფერებოდნენ იმიტომ მიდის არა საქარტველოდან ვინ წავა ტუ მარტლა რაღაც არ ხდება მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად

• kote

არეული აქვს ამ ბავშს თავ-გზა - ეს ყველაფერი მხოლოდ მისი მოფიქრებული არ იქნება. ვაი-მენეჯრებმა დაუხატეს ალბათ "რუსული ზღაპარი" - ვიღაცაზე გაბუტვას ადგეს ითამაშოს, ასაკობრივში თუ ვიღაცა ვიღაცას შეიძლება თავისი ნებით იძახებდეს, ეს თუ ნაკრების დონის თამაშს ითამაშებს, ფიზიკურად ვერ დაიმალება, ნაკრების დონეზე ასეთი რამეები ვერ ხდება ასე მარტივად!

• goga

ბატონო სოსო აქ რო მოფერებოდენ არ ცავიდოდა რადროს ფერებაა ბავშვს ტამაში უნდა და არ ათამაშებენ.თავი დაანებოს ფეხბურთს?წავა თავს ასაკში ითამაშებს და სწორად გაიზრდება აქ უპატრონოდ არაფერი გამოუვა ნაღდია ძმაო

• ზაზა

ვერაფრით ვერ გავამართლებ სხვა(და თან რუსეთის?!)ქვეყნის ნაკრებში თამაშზე თანხმობას,თუნდაც სურვილს!კლუბი–კი,ითამაშოს ,აიმაღლოს კლასი,დონე ,მაგრამ ნაკრები–მხოლოდ საქართველო!...პ.ს.მე ,რომ ფეხბურთელი ს კარიერა მქონოდა და რუსეთის ნაკრებში მეთამაშა,ცხონებული მამაჩემი მომკლავდა,ვერ გადაიტანდა ,ჩათვლიდა ღალატად ქვეყნის,სირცხვილად ოჯახის,გვარის....

• soso

აკაკი,ჯერ17 წლის ხარ და უკვე სამშობლოს ებუტები და თავს აყვედრი?ერთმა,თუნდაც ათმა კაცმა გაგაბრაზა და სხვა ქვეყნის ნაკრებში გარბიხარ?თუ როსტოვში წახვალ და თავს დაიმკვიდრებ,ცუდი არაა,მაგრამ ნაკრებში?ისე 17 წლის ასაკში უცხოეთში წასვლა ნაადრევად მეჩვენება,მენტალურადაც გაგიჭირდება და ფიზიკურადაც,იქ შენ ფერებას არავინ დაგიწყებს და გადაიწვები.

დავითაშვილიც პარიზში? - ზურიკოთი ლიგა 1-ის კიდევ ორი კლუბი დაინტერესდა

"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა

დრო და ადგილი ცნობილია - როდის და სად ვიხილავთ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე

მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს

თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება

ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში

Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს

მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება

პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს

"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი

"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა

ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს

[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა

U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო

"სოჭიმ" "როსტოვს" 10:1 სძლია, მაგრამ მილოცვის ნაცვლად, მთელი რუსეთი მათ ლანძღავს

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა

U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო

"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ

რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ჩემპიონატს კი მაინც არ აჩერებენ

"ლოკომოტივმა" "როსტოვს" ერთი ტაიმი გაუძლო - კაშიამ ითამაშა [VIDEO]

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

"როსტოვის" მეკარემ 10 გოლი გაუშვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]

ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები