ოლიმპიადიდან ბუნდესმანშაფტში: ერთი დებიუტანტი ლიოვის სიაში
გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა უახლოესი 2 მატჩისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

31 აგვისტოს ბუნდესმანშაფტი მიონხენგლადბახში ფინეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად უმასპინძლებს, ხოლო 4 სექტემბერს, უკვე მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე, ნორვეგიასთან საგარეო მატჩს გამართავს.

ვიდრე შემადგენლობას გაეცნობით, ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვამთ ხაზს - ფინეთთან დაპირისპირება იქნება 32 წლის ბასტიან შვაინშტაიგერის ბოლო სანაკრებო მატჩი (რიგით 121-ე). ის ამ დღეს მხოლოდ სიმბოლურად გაიყვანს გუნდს კაპიტნის სამკლავურით და მერე იქვე გადასცემს ესტაფეტას... ალბათ, მანუელ ნოიერს. ყოველ შემთხვევაში, გერმანული მედია დარწმუნებულია, რომ ლიოვმა უკვე გააკეთა არჩევანი "ბაიერნის" მეკარის სასარგებლოდ. არის სხვა ვერსიებიც - მატს ჰუმელსი, თომას მიულერი და სამი ხედირა.

და კიდევ: იოგის გუნდში მხოლოდ ერთი დებიუტანტია - 21 წლის მცველი ნიკლას ზიულე ("ჰოფენჰაიმი"), ვინც ახლახან რიოს თამაშებზე გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას იცავდა. ამას გარდა, ლიოვმა შემადგენლობაში დაასახელა ანდრე შიურლეც ("დორტმუნდი"), თუმცა მერე გაირკვა, რომ ფლანგის შემტევს ტრავმა აქვს და შინ დარჩენა მოუწევს.

ახლა კი დროა, ლიოვის არჩევანსაც გადავხედოთ:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნ ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი);

მცველები: ემრე ჩანი (ლივერპული, ინგლისი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი (ორივე - ბაიერნი), შკოდრან მუსტაფი (არსენალი), ნიკლას ზიულე (ჰოფენჰაიმი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი);

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ქარიმ ბელარაბი, იულიან ბრანდტი (ორივე - ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (ვოლფსბურგი), სამი ხედირა (იუვენტუსი, იტალია), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), მაქს მაიერი (შალკე), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ბასტიან შვაინშტაიგერი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), იულიან ვაიგლი (დორტმუნდი), თომას მიულერი (ბაიერნი), კევინ ვოლანდი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე (დორტმუნდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
მიუნხენის "ბაიერნი": "რეკორდმაისტერი" ასაკს მოიკლებს
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ნოიერის მემკვიდრე? - "ბაიერნს" 21 წლის მეკარის ყიდვა სურს
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ტალანტები, რომლებიც 2017 წელს გაგვაოცებენ
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
ზიულეს "დორტმუნდმა" მეტი შესთავაზა და გადაიბირებს კიდეც
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
მესუთ იოზილი - გერმანელი, რომელსაც დღესაც უჭირს გერმანულად საუბარი
ნოიერი "ბაიერთან" კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს
ტრანსფერ ONLINE: 15 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
"ლევერკუზენთან" მატჩში "ბაიერნს" შესაძლოა, ნოიერი დაუბრუნდეს