ანუ კარგად დავიწყებული, ძველი "იუნაიტედი"
"მანჩესტერმა"კარგად დაიწყო პრემიერლიგა. ჟოზე მოურინიოს ჯერ არ შეხვედრია ფავორიტი, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისათვის იბრძოლებს. ეს არ შეიძლება არ ახარებდეს იმ გრანდის ქომაგს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აშკარა კრიზისშია.

კარგად დავიწყებული ძველი

ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი რამ, რაც ახლად გვეჩვენება, კარგად დავიწყებული ძველია. "მანჩესტერის" შესრულებით განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო "ჰალთან" საგარეო შეხვედრა.

"იუნაიტედმა" მაშინ გაიტანა, როცა "ჰალს" თამაში დასრულებული ეგონა. "ვეფხვები" დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ ქულა მოიპოვეს. არადა, ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა. "იუნაიტედმა" მოიგო და დროის მანქანით რამდენიმე წლით უკან გვამოგზაურა, როცა ამ გუნდისათვის ასეთი გამარჯვებები ჩვეულებრივი ამბავი იყო.

რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაშინ სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს ინგლისში, "ფერგის დრო". ეს იმას ნიშნავდა, რომ დამატებით წუთებში "იუნაიტედი" ყველაზე ხშირად ტეხავდა წელში მოწინააღმდეგეს.

ბოლო წლებში აღარც ფერგი იყო და აღარც "ფერგის დრო". ახლა კი ისე ჩანს, რომ ჟოზე მოურინიოს მისვლით "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებათა ახალ ხანას ეყრება საფუძველი. პორტუგალიელი უკვე ალაპარაკდა პირველ ტიტულზე. მას ინგლისის ჩემპიონობა სურს და ამას არც მალავს. რატომაც არა? "იუნაიტედს" საამისოდ ყველანაირი რესურსი აქვს.

მთავარია, "ოლდ ტრაფორდზე" ძველი, წარმატებული სული დაბრუნდეს. მთავარია, გუნდმა ისე ითამაშოს, როგორც სეზონის დაწყების შემდეგ თამაშობს. მთავარია, ისე შეინარჩუნოს რწმენა, როგორც ეს "ჰალთან" შეხვედრაში მოხდა.

მხოლოდ ერთ ფრონტზე...

"მანჩესტერის" მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ტრანსფერებზე ბევრს არ დავწერთ. ისედაც ყველამ კარგად იცის ზლატანის, პოგბას, მხითარიანისა თუ სხვათა შესახებ. დავწერთ სხვა რამეზე: ბოლო წლებში პირველად "იუნაიტედს" ჰყავს ორი თანაბარძალოვანი შემადგენლობა.

გასაგებია, დღეს სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები სხედან, რომ მათ თამაში და სულ ძირითადში ყოფნა უნდათ. კლუბს კი ურჩევნია, თუნდაც დროებით სათადარიგოს გადაუხადოს დიდი ფული. მოვა დრო და, პრემიერლიგის ჯოჯოხეთური რიტმი ვიღაცას გამოფიტავს, ვიღაცას დაამტვრევს. ჟოზე ამ დროს დანაკლისს არც შეიტყობს.

ამ დროს ბევრს გაუჭირდება. თითქმის ათი წელია, ასე იშლება "არსენალი" და ასე საპნის ბუშტივით სკდება მათი ოცნებები ინგლისის ჩემპიონატის მოგების თაობაზე. ჟოზეს სკამზე კი მართლა მაგარი ბიჭები არიან.

"მანჩესტერის" ამბიციებს ისიც ზრდის, რომ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტისგან, თანაქალაქელ "სიტისგან" განსხვავებით, გუნდი მხოლოდ ერთ ფრონტზე, პრემიერლიგაში იბრძვის. "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე არ არის და ეს უკვე დიდი ტრაგედიაა. ამას წერტილი უნდა დაესვას და დიდი ალბათობით, ეს ასეც იქნება.

არამხოლოდ ზლატანით

ბოლო წლების განმავლობაში პირველად ხდება ისე, რომ "იუნაიტედი" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებს. ფეხბურთელთა განუწყვეტელი მოძრაობა, "მაღალი პრესინგი" მოწინააღმდეგეს საქმეს ურთულებს.

თუ "ჰალთან" მატჩს დავაკვირდებით, გავიხსენებთ, რომ ზლატანს თამაში საერთოდ არ გამოუვიდა. არადა, "იუნაიტედი" მაინც ძალიან კარგი იყო. იმთავითვე მოისპო აზრი, რომლის მიხედვითაც, იბრას ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ ეს გუნდი შეიძლება "ერთი შვედის გუნდი" გამხდარიყო.

ჯერ ასეა და მერე რა იქნება, კაცმა არ იცის: მოუს ხელმძღვანელობით ყველა მაგრად ინდომებს. მაგალითად, ალბათ, კარგა ხანია, მატას ამდენი არ ურბენია და ამდენი კარგი პასი არ გაუკეთებია. ის უკვე გახდა ერთხელ მოურინიოს რეპრესიების მსხვერპლი "ჩელსიში" და აღარ უნდა, რომ კიდევ ასე მოხდეს.

ბოლო წლებში ბევრჯერ ცდებოდი და მაინც "იუნაიტედის" ძირითადში ჩნდებოდი. ამიერიდან ასე აღარ იქნება. მოურინიო ჭკვიანი კაცია. მან ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა გუნდში, რომ ვერ მოდუნდები და თუ მოდუნდი, მგლები აუცილებლად შეგჭამენ.

თანაც, მოურინიომ გამორიცხა ერთპოლუსიანი გუნდის არსებობა, რისი საშიშროებაც შეიქმნა გუნდში ზლატანის მისვლის შემდეგ. მან იყიდა პოლ პოგბა. "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებულ პოგბას ლიდერობის მარადიული ამბიცია ექნება.

მთლად თავდასხმაში არა, მაგრამ წინაა აწეული უეინ რუნი და ეს უკვე კარგია. რუნი აქ უკეთესია, ვიდრე ჩამშლელ საყრდენ ნახევარმცველად. და პოლ პოგბა. გაუვალი პოლი. შემტევი პოლი. გამტანი პოლი...

გამარჯვებისკენ სწრაფვა

შესაძლოა, ერთი შეხედვით არცთუ ისე მნიშვნელოვანი მატჩი "ჰალთან" "იუნაიტედისათვის" საპროგრამოც კი აღმოჩნდეს. ყველამ ვნახეთ, როგორი გაშმაგებით უტევდა ინგლისური გრანდი მოწინააღმდეგის კარს თამაშის ბოლო წუთებში.

გამარჯვებისკენ სწრაფვა - ეს არის ის, რაც "მანჩესტერს" აკლდა ბოლო წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, ეს თან მოჰყვა ჟოზე მოურინიოს, ჩვენ ვნახეთ "ფერგის დრო". იქნებ "ჟოზეს დროც" ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია