ქართველმა ფალავნებმა მაკონში დაწყებულ ჩემპიონატზე პირველივე დღეს 4-დან 2 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო და ბრინჯაო
ფრანგულ მაკონში 30 აგვისტოს დაიწყო ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებნენ. მოლოდინისამებრ, ჩვენმა ფალავნებმა წარმატებული სტარტი აიღეს და პირველივე დღეს 4-დან 2 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო და ბრინჯაო.

ზაზა სილაგაძის შეგირდებმა არც ამჯერად დაარღვიეს სასიამოვნო ტრადიცია და ტურნირი ოქროს მედლით დაიწყეს. მსოფლიოს ჩემპიონი სამტრედიელი გიორგი მელია (96) გახდა, მესამეზე კი ხობელი ნუგზარ წურწუმია (50) გავიდა. აღსანიშნავია, რომ წლეულს ორივეს მშვენიერი სეზონი აქვს - ივნისში წურწუმია ევროპის ჩემპიონი გახდა, მელიამ კი ვერცხლი მოიპოვა.

მელიამ მსოფლიოს ჩემპიონატი აღმავლობით ჩაატარა და ოთხივე შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა. ანგარიშიდან გამომდინარე, თითქოს საგრძნობი უპირატესობა ფინალში არ ჰქონდა ბელორუს ბოპემბე არსენ სიჩევთან, ვისაც 5:4 მოუგო, თუმცა ტაქტიკურად მასთანაც ყველაფერი სწორად გააკეთა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.

ის ბევრ ქულას აგროვებს, რაც ზოგადად, ჭიდაობაში და განსაკუთრებით - ამ სახეობაში იშვიათობაა. თუმცა სასურველია, თავს უკეთ იცავდეს, რადგან ზოგიერთ ორთაბრძოლაში იოლადაც დაკარგა, მაგრამ, მთლიანობაში, მის წარმატებას რეალური საფრთხე არ შექმნია.

მელია საკვალიფიკაციო წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი შვეიცარიელ დამიენ ვონ ეუს 4:0 მოუგო. არც იაპონელ იუტა ნარას დააყარა კარგი დღე და 7:1 აჯობა, ნახევარფინალში კი საინტერესო, დაძაბული ბრძოლა მოუგო ამერიკელ ტრეის განგელო ჰანჩოკს - 12:8.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონი წურწუმია მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტია. სხვათა შორის, მაშინ ირანელთან დამარცხდა, ახლა კი ბრინჯაოსთვის შეხვედრა ირანელს მოუგო, ოღონდ ეს სხვა ფალავანი იყო - მეჰდი სეიფოლა მოსენ ნეჯადი, ვისაც 7:2 აჯობა.

წურწუმია ჩემპიონატში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება, სადაც უკრაინელ ვლადისლავ კოროსტელოვს 4:1 მოუგო. მეორე წრეში ყაზახ ბაირჟან სადვოკასოვს 6:2 აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში უზბეკ იკომ ბაკრომოვთან, სამწუხაროდ, წმინდად წააგო - 0:9.

30 აგვისტოს ჩვენგან კიდევ ორი ფალავანი ჭიდაობდა, მაგრამ წარუმატებლად გამოვიდნენ. ევროპის წლევანდელი ფინალისტი ლევან ქავჟარაძე (60) ისევ აზერბაიჯანელ მიხაილ რახმანოვთან დამარცხდა (0:5), ვისთანაც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში წააგო. ეს მეოთხედფინალში მოხდა და ჩვენებური ისევ ინარჩუნებდა სანუგეშო წრეში გადასვლის შანსს, მაგრამ რახმანოვი ნახევარფინალში ყირგიზ კალი სულაიმანოვთან დამარცხდა. ქავჟარაძემ მანამ ორი შეხვედრა მოიგო - საკვალიფიკაციოში იაპონელი აიატა სუძუკის 6:3 აჯობა, რუს მიაკდი იაკიაევს - 5:4.

თემურ ჭკუასელიძე (74) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, აზერბაიჯანელთან - ზუბაირ დიბიროვთან 5:11 წააგო.

დღეს, 31 აგვისტოს, მაიკონში დარჩენილი ოთხი წონის წარმომადგენლები ჩაებმებიან. მათ შორის ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერები - რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) იქნებიან, რაც გვაძლევს იმედს, რომ მონაგარი კიდევ უფრო გაიზრდება, მათ შორის - ოქროსიც.

ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი დავით ჩხარტიშვილი (55) მერვედფინალში გერმანელ ალექსანდერ გინცს შეხვდება, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი - ამერიკელ დალტონ ჯეიმს რობერტსსა და იტალიელ ჯაკოპო სანდრონს შორის უმჯობესს.

ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე ბადეში უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვთან მოხვდა, ვისაც წლეულს ევროპის პირველობის ფინალში აჯობა, ოღონდ ამჯერად მას მეოთხედფინალში თუ შეხვდება. ოღონდ იქამდე უკრაინელმა რუსი მაგომედ ირბილოვი უნდა დაამარცხოს, ზოიძე კი ჩემპიონატში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, სადაც ლიტველ კრისტუპას სლეივას შეხვდება. მეორე წრეში გასვლისას მისი მეტოქე იაპონელი რიო ნაკაჰაში ან ბრაზილიელი ჟოილსონ დე ბრიტო რამოს ჟუნიორი იქნება.

გურამ ხეცურიანი (84) პირველივე შეხვედრას ხორვატთა ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ ივან ჰუკლეკთან გამართავს. ამათში მოგებულის მეტოქე ყაზახ ბახტიარ ჟილისბაევსა და ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას შორის უმჯობესი იქნება. ბადის ამავე მხარესაა თურქი ევროპის წლევანდელი ფინალისტი ალი ცენგიზი, ვისთანაც წლეულს კონტინენტის პირველობაზე დამარცხდა (თურქი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა) და მათი გზები ამჯერადაც ნახევარფინალში იკვეთება.

დაბოლოს, პატარიძე, ვისაც აგერ, უკვე მესამე სეზონია, პირველხარისხოვანი ტურნირი კი არა, შეხვედრა არ წაუგია (შარშან უფროსებში დათმო მხოლოდ ერთი პაექრობა), თანატოლებში ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას მერვედფინალში ჩაატარებს ირანელ ამინ მოჰამადზამან მირზაზადეჰთან, მომდევნო მეტოქე კი იაპონელ შოთა იტოსა და აზერბაიჯანელ გამზათხან ისრაპილოვს შორის მოგებული იქნება.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. ბერძნულ-რომაული სტილი

50 კგ.

1. ვლადისლავ მელნიკოვი (რუსეთი); 2. იკომ ბაკრომოვი (უზბეკეთი): 3. ნუგზარ წურწუმია (საქართველო), სერგეი სიმონიანი (სომხეთი).

60 კგ.

1. კალი სულაიმანოვი (ყირგიზეთი); 2. ეტიენ კინსინგერი (გერმანია); 3. კრეიგ ტეილორ ლა მონტი (აშშ), სეიდილა თაზაევი (თურქმენეთი); 9. ლევან ქავჟარაძე (საქართველო).

74 კგ.

1. ტამერლან შადუკაევი (ყაზახეთი); 2. გეორგე ვლად მარიეა (რუმინეთი); 3. ზოლტან ლევაი (უნგრეთი), ახმედ კაიცუკოვი (რუსეთი); 20. თემურ ჭკუასელიძე (საქართველო)

96 კგ.

1. გიორგი მელია (საქართველო); 2. ბოპემბე არსენ სიჩევი (ბელორუსი); 3. ტრეის განგელო ჰანჩოკი (აშშ), რუსლან ბეკუზაროვი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxo
ისე მარტლა რა უბედურებაა ეს ცვერები და ტატუები? ეს ჰვენს პეხბურტელებსაც ეხებატ. ეტკობა საპერსი საჰვალებები ნამეტანი გადზვირებული და პული არ კოპნიტ საკიდლად, ხოლო ხატვა უპასოა და იხატავენ ესენიც.
ენლილ
ვულოცავ ოქროს და მეტ წარმატებებს ვუსურვებ.. მაგრამ ეს წვერი რა მოჯაჰედივით გაუბურძგნია, რა უბედურება. ახალგაზრდა ბიჭია და რას იმახინჯებს თავს? ან რა ქურდული ტატუ აქვს, დაიწებოს მაინც ზედ რამე და ნუ აჩვენებს. სირცხვილია. პატრონი არ ჰყავდა არავინ, ეგ რომ გაიკეთა? რა ქურდული აუტყდა ამ სპორტსმენ კაცს.
gg
გამარჯვებას ვულოცავ. ჭკუის მომატებას (ვარსკვლავის წაშლას, წვერის წესრიგში მოყვანას) კი ვუსურვებ. ეგ კუნთმაგარი ბიჭი ვერ ხვდება ნიშნების ძალას და პასუხისმგებლობას.
jorj
თქვენთან ბოდიში არასწორედ დავწერე ფინალების დრო ეხლა უკვე მიდის ფინალები ორი ოქრო უკვე ავიღეთ დაგვჩა პატარიძის გამოსვლა იმედია მეოთხე ოქროც იქნება:)
giorgi
რას ერჩით, რა გადაეკიდეთ ამ ვარსკვლავის გამო, ლეიბზე საქმეებს გაარჩევს, თუ სუდიასგან არასპრავედლივი გადაწყვეტილება მიუვიდა ვინმეს :)
jorj
https://arena.unitedworldwrestling.org/ru/sport-event/show/7d44a011-6d22-11e6-9a86-0800275a62ce საყურებელი ლინკი 3 ქართველი მოჭიდავე ფინალშია. წარმატებები ჩვენ სპორცმენებს. ფინალები 21.30 დაიწყება.
MATE
გილოცავ,მრავალ გამარჯვებას გისურვებ.მაგარი კაცი ხარ.გაიხარე
ლუკა
ვაჰამისტური წვერი და ქურდული ტატუ... ამის არც ოქრო მინდა და არაფერი. სპორტული მიღწევები იმიტომ გვიხარია, რომ ქვეყანას წარმოაჩენენ. როგორც ეს წარმოაჩენს, ნამდვილად არასასიამოვნოა. ქართველია, ისლამისტი ჩეჩენი, თუ "მომპარავი".. ვერ გამიგია.
ხტფუი
ერთი კაცურად, გამაგებინეთ, ამან იჭიდავა თუ ქურდულად მოუგვარა? დაგეწვას ეგ ტატუ დდ@@@@@@@@@@@
vaja
რამე საიტზე არ არის რეპორტაჯები
semi
სულაც არ მაინტერესებს მისი სპორული შედეგები, ამ ტატუს გამო სამუდამოდ უნდა მოკვეთონ ჭიდაობიდან, თუ ძველბიჭობა უნდა იძველბიჭოს თუ არადა რას დარბის ტატამზე ტრუსიკით.
geo
წარმატებები მაგრამ ეგ წვერები და ქურდული ტატუ რა უბედურებაა. სირცხვილია, დამრიგებელი არ ყავს ამ ბიჭს არავინ?
SoS
...თანაც წვერებიც ვაჰაბისტურად აქვს მოშვებული!
გიორგი
ციხის კრუგზე იყო თუ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიგე.
levani56
რატომ არჭიდაობენ კლასიკურს კახეთსა ქართლში
manuchar miladze 577104316
სურათზე რომელი სპორცმენია? ქურდულ ტატუს რო ამარიაჟებს მარცხენა მკლავზე, რა ხდება მოვიდა მაგათი დრო?
glaxuna
ადმინ რომელიმე ტვ-თ ვერ ვნახავთ შეხვედრებს,გაგვაგებინეთ რამე.
lasha19
ვულოცავ გამარჯვებას. ერთი ის ვარსკვალი არ მომწონს, იმედია ქურუდლის პროპაგანდისტი წარმატებული სპორტსმენი არ გვეყოლება.

ოლიმპიადამ გამოაჩინა რომ ამ სახეობაში სერიოზულ დონეზე ფაქტიურად 0 ვართ.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
U23. ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი [LIVE]
23-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ფალავნებმა ჯერ 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
U23. 4 ვერცხლი 4 ფინალიდან და გუნდური მე-2 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
წურწუმია ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
ჩხარტიშვილმა
მელიამ მოუგებლად დაასრულა - ქართველი ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს [VIDEO]
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
"გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია
ლომი ისევ ლომობს - ქართველი ახალგაზრდების მორიგი ტრიუმფი მსოფლიოზე [VIDEO]
ჭიდაობა, მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: უცვლელი გუნდით
მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: გობაძე ფინალშია - ქაჯაიას ვერცხლი და ქავჟარაძის ბრინჯაო [VIDEO]
ქართული ტრიუმფი სერბეთში - 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ზოიძემ ვერცხლის, მელიამ კი - ბრინჯაოსი [VIDEO]
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
ახალგაზრდების ტრიუმფატორი! ინტერვიუ ზაზა სილაგაძესთან
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან
საქართველოს "ბერძნულ-რომაული" ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ზოიძე ტიტულოვან მეტოქესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
თემურ ჭკუასელიძე ევროპის ახალი ჩემპიონია! - "ბერძენ-რომაელთა" ფანტასტიკური სვლა გრძელდება [VIDEO]
U23. სამი ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ზვიად პატარიძის ოქროს დასასრული [VIDEO]
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]
გიორგი მელია საფრანგეთის გრან პრის გამარჯვებულია [VIDEO]
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველი ახალგაზრდების ტრიუმფი ევროპაში გრძელდება
U23. ფინალები - ტრავმირებულმა პატარიძემ ვერ იჭიდავა, ქავჟარაძე და ხეცურიანი დამარცხდნენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
გიორგი ლორიას საოცარი "სეივი" - 15 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ბიჭი მებრძოლი სულით - ინტერვიუ შმაგი ბოლქვაძესთან