თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბში მომხდარი ცვლილებები გაახმოვანა
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია დღეს, 1-ელ სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა და ევროთასებზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ კლუბში მომხდარი ცვლილებები გაახმოვანა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დეკემბრამდე კვლავ სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი დაიკავებს.

"ჩემპიონატი იწყება და მთავრდება დეკემბერში. არ მსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ იურაი იარაბეკი დარჩება სეზონის ბოლომდე", - განაცხადა ფიფიამ.

სპორტული დირექტორის პოსტი ლევან გაბრიჩიძემ დაიკავა, რომელსაც ავსტრიაში მენეჯერის განათლება აქვს მიღებული.

"ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იყო გადასადგმელი და მე ეს ნაბიჯი გადავდგი. სპორტული დირექტორის პოსტს მიხეილ ხუციშვილის ნაცვლად ლევან გაბრიჩიძე დაიკავებს", - თქვა ფიფიამ.

ფიფიამ სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

"რამდენჯერმე ვისურვე გუნდის გაახალგაზრდავება, მაგრამ იცით, რაშია საქმე? როდესაც ხდები ჩემპიონი, წინ ევროასპარეზი გელის და უფრო მეტიც, ჩემპიონთა ლიგა და როცა მენეჯერები გეუბნებიან, ამ გუნდით ვერაფერს გავაკეთებთო, იძულებული ხდები, შენს პოლიტიკას ასცდე...

რამდენჯერაც არ უნდა გავხდეთ ქვეყნის ჩემპიონი, ეს არ იქნება "დინამოს" პრიორიტეტი!

მაგრამ ეს წარუმატებლობა მხოლოდ "დინამოს" ბრალი არ არის. ქვეყანაში უნდა ამაღლდეს ჩემპიონატის დონე. მინიმუმ 4 გუნდი უნდა იყოს შეძლებული. საჭიროა კარგი ინსფრასტრუქტურა, კარგი საფარი... მე რომ ვიყიდო დღეს 10 მილიონად ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივარი მოითხოვს, ხვალ საქართველოს ჩემპიონატში სად ვათამაშო? ამიტომ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ამ გზას - უნდა აღვზარდოთ ბავშვები და მოვამზადოთ პირველი გუნდისთვის. ახლა 19-წლამდელები ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე და მთავარი გუნდის შევსებას ამ ბავშვებით ვაპირებთ - მათი როლი დიდი იქნება.

ძირითად გუნდში ლეგიონერებიდან დღესდღეობით დარჩებიან სკრიბე, რენე და ველევი. სამწვრთნელო შტაბს შევუთანხმდით ამაზე, დანარჩენების დატოვება კი შეუძლებელია.

40 ლეგიონერამდე ვათამაშე ამ ხნის განმავლობაში და ჩისკოს გარდა, თითქმის ვერავინ გაამართლა. ცუდი სტატისტიკა გვაქვს ამ მხრივ.

დღევანდელი გუნდი მზად იყო, მინიმუმ ევროპალიგაზე ეთამაშა. მწვრთნელს სწორედ ეს პირობა დავუყენე - მინიმუმ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი! მაგრამ, იცით, დავიღალე უკვე გუნდის დაშლით!

ამას აღარ გავაკეთებ! გვყავს მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებსაც არ ეძლევათ თამაშის დრო. აღარ იქნება ასე.

გგონიათ, მსიამოვნებს მილიონების ჩაყრა? ამის ხალისიც დავკარგე და მოტივაციაც აღარ მაქვს ამის კეთების. თქვენთვის, ხალხისთვის ვეცადე, მაგრამ საოცრება არ ხდება - გასაკეთებელი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს და გასავლელი გავიაროთ.

გაბრიჩიძეს მიზნად გუნდის გაახალგაზრდავებას ვუსახავ. ლეგიონერებით მიღწეული საქართველოს ჩემპიონობა არ მსურს. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ - პატარებს დრო უნდა მიეცეთ. არ მოვითხოვ "დინამოსგან" ხვალ ჯგუფურ ეტაპს. მე ეს გრძელვადიანი პროექტით გადავდე.

არ მსურს იმ არასწორი გზით სიარული, რომლითაც ეს წლებია დავდივარ.

იურაი იარაბეკის შემდეგ დანიშნული მთავარი მწვრთნელი თავისი ბიოგრაფიით გაგახარებთ, გპირდებით", - თქვა ფიფიამ.

murtalo-ს
კარგი ანალიზია:)))
gocha
ეს ხალხი ფიფიაზე პირს როგორ აღებს აზრზე ვერ მოვდივარ..კაცმა რა დონეზე გააკეთა ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპაში თითებზეა ჩამოსათვლელი დინამოსნაირი ბაზა...მარგამ სხვა სპორტის გულშემატკივრები არიან და ფეხბურთშ უწევენ დისკრედიტაციას!!
murtalo
ბატონო რომან! თქვენი ამაგი "დინამოზე" ფუჭად არასოდეს ჩაითვლება.გაყიდეთ გუნდი ნორმალურ ინვესტორზე... "დინამო" ბრენდია და კარგ ფასადაც გაიყიდება და თქვენც მოგებაში დარჩებით..."დინამოს ისეთი პატრონი გამოუჩნდება, ვინც ათ მაგდენს დახარჯავს რასაც თქვენ ხარჯავთ და გუნდს ლიგაზეც გაიყვანს...იმ ფასად რასაც გადაგიხდიან იყიდით საქართველოს ნებისმიერ გუნდს, გორის, სამტრედიის, ზუგდიდის...აირჩიეთ ნებისმიერი... თუ კოკაიაც დაბრუნდება და თქვენ ყველა ერთად, გუნდების მეპატრონეები ახალ ფედერაციასთან ერთად შექმნით კონკურენტუნარიან გარემოს საქართველოს ჩემპიონატში, ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთEლებს კი არ გაყიდით კაპიკებად, არამედ 23 წლამდე მაინც ათამაშებთ და იმდენსვე გადაუხდით, რასაც უნიჭო, მობერებულ, ყოვლად უმაქნის ვეტერანებს, რომლებსაც სად პოულობთ მხოლოდ ღმერთმა უწყის... თქვენ ახალი გუნდით, კოკაია, და როგორც ხმები დადის ბათუმის და გორის გუნდები შეეცდებით ამ ჩამპალი მდგომარეობიდან გამოიყვანოთ ქართული ფეხბურთი... სხვა გზა არაა, 3-4 გუნდი გვინდა კონკურენტუნარიანიო, რომ წერთ, ვინ უნდა გააკეთოს ეს გუნდები?... მოდით თქვენ დაიწყეთ... "დინამოს" ნამდვილად კარგ ფასად გაყიდით თუნდაც ჩინელებზე, ოღონდ გარანტიით, რომ დიდ ფულს ჩადებენ და მერწმუნეთ ასეთები გამოჩნდებიან, ხოლო სხვა ქართულ გუნდს სერიოზული ინვესტორი არ იყიდის... ასე რომ შეელიეთ როგორმე "დინამოს" გთხოვთ...თქვენი ამაგი დაფასებული იქნება არა მხოლოდ "დინამოთი" არამედ ამ სწორი ნაბიჯის გადადგმით...ნამდვილად არ მგონია, რომ ხვალვე წაიკითხავთ და მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ ხომ დაფიქრდებით კი მაინც... მთელი გულით გეუბნებით მადლობას, რაც აქამდე გუნდისთვის გაგიკეთებიათ, მაგრამ ამ სიკეთესაც თუ გააკეთებთ, გამოაჩენთ რამდენად ძლიერი ადამიანი ხართ და რამდენად გიყვართ ქართული ფეხბურთი... პატივისცემით...
Vaso
თემურს... / მანამდე ხო რას ამბობ , ბრდღვნიდაა რაააა :D :D :D 31 წლის ვხვდები და დინამოს გაბანძების მეტი არაფერი მახსენდება, და არა მარტო დინამოსი, არამედ მთელი ქართული ფეგბურთის...
beqa
რა დროს დაღლაა?! ახლა იწყება გუნდის აღმშენებლობა, ბატონო რომან, თქვენი იმედი გვაქვს! ნუ გაგვიცრუებთ იმედებს ისე, როგორც ილია კოკაია.
მიდირა
მოდი კარგად იყავი.
temuri
ფიფიამ არ იცის ფეხბურთი, შეცდომას შგეცდომაზე უშვებს,ეხლაც მორიგ სისულელეს გვთავაზობს, დინამო მაგრა გააბანძა....
დათო
ეხლა კი მართალია ფიფია

მიეცი ბიძია მწვრთნელს არჩევანის გაკეთება თუ ვინ აიყვანოს გუნდში და დააკომპლექტებინე ასე გუნდი, თუ არა ეგრე იქნები სულ
mtqmeli
წადიო რომ უკიჟინებთ ფიფიას, კი მაგრამ ვის აბარებთ დინამოს? ამ ეტაპზე ერთადერთი კაცია ვინც ავად თუ კარგად ინახავს ქართულ კლუბს(ქართული საზომებით ძალიანაც კარგად ინახავს). კოკაია ხომ გავაქციეთ? რა მოიგო ზესტაფონმა და ზოგადად ქართულმა ფეხბურთმა ამით? დაფიქრდით ცოტა რა... გასაგებია რომ საქმე ფეხბურთს ეხება და ემოციები ჭარბობს,თან ყველა ქართველმა ზედმიწევნით კარგად ვიცით სხვისი საქმე და სპეციალობა(საკუთარი არ გვესმის თორემ) მაგრამ ცოტა მეტად რომ გავაანალიზოთ მივხვდებით რომ ფიფიაც თუ წავიდა დინამოსაც ზესტაფონის ბედი ერგება.

უკრაინაში ომია იქაური გუნდები იშლებიან ბევრი ფეხბურთელი უგუნდოდ დარჩა. ჩAმოიყვანონ იქიდან გამოცდილები და ათამაშონ ქართულ კლუბებში.
svani
ბატეეეეს დონის არის რომელიმე ბელარუსიიის ჩემპიონატშიიიი?!!! კარგად წაიკითხეთ ბატეს დონის არის ბელორუსიიის ჩემპიონატში რომელიმე გუნდიიიი!)))))))))) იმათმა ზუსტად იციან ვინ ათამაშონ და ვინები მოიყვანონ))) რომელი ჭკუისმყოფელი გეუბნებოდა რომ კურიე კარგი ფეხბურთელი იყო))) ან იურაი იარაბეკი რაღაც ტრნავის სპარტას წვრთნიდა მგონი რომელიც ზესტაფონმა 3:0 მოუგო ჩვეულებრივად და ამაზე უკეთესი კლუბი არ გაუწვრთნია საერთოდ))) და გეგონა შენთან ფურორს მოახდენდა?!!!)))
Lasha
Wadi dinamodan ra jvari gvaqvs shenze dawerili
dato
sanam ar daangries zestafoni manamde ar gacherdnen da axla ari magari chempionati,kazaxetis da azerebis gundebi dafrinaven da qartulebi kvdebian,ra gundia bolobolo paoki ro ver mougo,
Dato
Pui ra undat pegburtshi pipias nairebs gagebashi araa! Meramdened unda gaaxalgazrdao gundi cotaxanshi albat dinamo arenaze pampersianebi irbenen. Martla pui :-( cadi ra dinamodan eg haeridan nashovni puli ar gemeteba da nu daggvgale gulshematkivari... Gakideee
ლუკა
მადლობა ბატონო რომან რომ ცვლილებებს ახორცილებთ. 100% გეთანხმებით რომ მხოლოდ თქვენ ვერ გააძლიერებთ ეროვნულ ჩემპიონატს. იმედია სხვა გუნდებიც მიხედავენ თავიანთ პრობლემებს და ჩემპიონატის საერთო დონე აიწევს. ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთებას მივესალმები, თუ ინვესტიციებს განახორციელებთ, ეს ისევ ახალგაზრდების სპორტულ განათლებაში და აღზარდში უნდა ჩაიდოს. მხოლოდ ასე შექმნით იმ სიმდიდრეს, რაზეც ევროპაში მოთხოვნა იქნება და თქვენს ინვესტიციებს უკან მოგებით დაიბრუნებთ როდესაც მათ გაყიდით.
Simartle
Daigala zgaprebis mokolit, an vigas sjera pipias zgaprebis? 4-5 mdidari da gamartuli gundi mocinave sapegburto qveknebshi tu moidzebneba! Legia, ludogoreci, gabala, rusenborgi, Astana, kviprosis apoloni, bate da kide ramdeni chamovtvalo kvela am gundma ragaca shedegi achvena da arc erti ar tamashobs umaglesi donis chempionatshi ubralod cliuri biujeti minimum 10 milioni dolaria tviteuli matganis.. Pipias ki 2 milioni larit unda igives miaxcios?? Zgaprebs gvikveba!!!....
ზაზა
დინამომ ისედაც ძალიან ახალგაზრდული გუნდით ითამაშა პაოკთან,ზაგრებთან და(დიდი ალბათობით ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იყო ევროტურნირებზე!)...შემდეგ ზაფხულს ბავშვებით ითამაშებენ? --ჩემი აზრით დინამოს შემადგენლობა უნდა იყოს ახალგაზრდა ქართველები+3-5 მაღალი დონის ლეგიონერი(სრულებით არაა საჭირო ამისთვის 10 მილიონი-კარგი სკაუტია საჭირო აფრიკა-სამხ ან ცენტ.ამერიკაში)! -აუცილებლად საჭიროა ძალიან მაღალი დონის უცხოელ მწვრთნელთა შტაბი!მწვრთნელზე ფულის ეკონომია სრული უაზრობაა,რადგან მაღალი კლასის ქართველი ფეხბურთელის აღზრდასთვის ძალიან მაღალი კლასის უცხოელი სპეციალისტია საჭირო ,თორემ ფინანსური ხარჯები მხოლოდ ხარჯებად დარჩება როგორც სპორტული,ისე ფინანსური შედეგის გარეშე!
Dato-realoba
Rasac vambobdi egrea, gana ramdeni milioni chado ro gvatkuebs celicadshi 2-3 milioni laris daxarjva unda da shedegic?, egre araa gaxade cliuri biujeti 10 milioni dolari da shedegsac miigeb magram ar gemeteba. bulgaretis, ukrainis, kazaxetis, azerbaijanis chempionatebi did arapers ar carmoadgenen magram chakavt sashvalo donis legionerebi da 10 milionian legioners vikidi magram sad vatamashoo uazrod gamogivida shen 10 millions mtlianad gundistvis ver imeteb celicadshi. Realoba da simartle egaa......
bebeto
სწორია გუნდის დაშლა გამოსავალი არ არის,ამ გუნდში თამაშობენ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები,რაც შეეხება ლეგიონერებს ველევი ყველაზე კარგი ფეხბურთელია ლეგიონერებიდან.ევრო ასპარეზზე კარგი ლეგიონერების გარეშე წარმატება შეუძლებელია.ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს უნდა დაემატოს კარგი ლეგიონერები და წარმატება აუცილებლათ მოვა ადრე თუ გვიან ეს უნდა იყოს გუნდის სტრატეგია, ყოველ წელიწადს გუნდში ცვლილებები გუნდზე ცუდათ მოქმედებს,ეს ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ისიც საჭიროების და მიხედვით.რაც შეეხება მწვრთნელს ამ კონტიგენტით სხვა შედეგის მიღწევა ალბათ შეუძლებელი იყო, რა თქმა უნდა მწვრთნელსაც ისე როგორც ფეხბურთელებსაც ქონდა შეცდომები მაგრამ ამ შეცდომებზე უნდა იყოს გამოტანილი სწორი დასკვნები.
DAVITI
რომანი 100% პროცენტიანია მონეჯმენტის მხვრივ სწორი ნაბიჯი გადადგა იურაი იარაბეკიცვ უნდა დაეტოვებინა კაცო თქვენი გამკვირვებია აქ ვინც წერთ ამდენი ხანი არ მოგწონდათ ყოველწამწეუთში გაშვრებული ხალხი და ახლა იარაბეკი არ გფინდათ მე ღრმად ვარ დარწმუნებული დინამოს მწვრთნელი დიდად არ არის დამნაშავე იმაში რომ დინამო ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე ვერ გავიდა ეს ხუციშვილის ბრალია მან ითავა ის ამ ლეგიონერების ყიდვა ჩემი აზრით ველევი სკრიბე კარგი გადაწყვეტილება იყო მაგრამ ერთიმეკარეა (და შეტევას ვერ გააძლიერებდა) ხოლო მეორე კარგი მინდვრის შემტევი ფეხბურთელი მაგრამ ტრავმიანი როგორც იყო გრაიციაერი თორე ისიც კაი იყო... ერთი რამე კიდევ არ იმსახურებს რომანი და მას ნუ ებრძვით ის უდიდეს საქმეს აკეთებს იმედია ის სპოონსორები გურიაში ტორპედოში ზუგდიდში (მგონი დილაშიც თუ გვეღირსა) ასევე სიონში ჩიხურაც კარგი გუნდია და ფინანსებს თუ გავიძთვალისწიმებთ ივანიშვილი არ გაწირავს მთლად და ასევე სამტრედია და ბათუმის დინამოსაც ყავს პატრონი ერთს კალაძე მეორეს ქალაქი ასე ღომ ბ8 კლუბს მინიმუმ ნორმალური გუნდის ჩამოყალიბება შეუძლია და ამას არასწორი მენეჯმენტი ( რომელიც სულ ჩვენი თამნდევია ) თუ არ შეუშლის ხელს ალბათ ჩვენი ჩემპიონატი თავისი სისტემით გაამართლებს კიდევ მნიშვნელოვანია ვთქვათ რომ ტორპედოს მფლობელმა დინამოზე არანაკლებსახსრებს ვდებონ(იმედია მართალია ) პლიუს კარგად აწყობილი ახალგაზრდულ-გამოცდილი ლოკმოტივსაბურთალოც თავის ამინდს შექმნის !
Mamuka
რას ლაპარაკობტ ვინც არ იცით ნუ ერევით გუნდს ჯობია ყავდეს 10 ლეგიონერი და ერთი ხარისხიანი ადგილობრივი ვიდრე 3 ლეგიონერი და 8 უხარისხო საკუთარი მინდორზე სწორედ ეს ღუპავს ჩვენ ნაკრებს შევსება ნოლი აქვს უხარისხო ფეხბურთელები კი რამდენიც გინდა
ბექა
ადრე ვწერდი და ეხლაც ვიმეორებ: უდიდესი შეცდომა იყო დევდარიანის გუნდიდან გაშვება,კაცმა ,რომელმაც მიზნად დაისახა გუნდია გაახალგაზრდავება და ყავდა კიდევაც ფეხბურთელები, იმ დროს 92-93 იანები,იძახდა დევდარიანი ჩისკოს გარდა ყველა გასაშვებია,მაგრამ ვინ დაუჯერა,პირიქით ბლოკი შეუკრეს დაყველაფერი გააკეთეს იმის გულისთვის ,რომ გუნდიდან გაეშვათ. ეხლა იწყებენ იმას, რასაც ეს კაცი 2012 წელს სთავაზობდა ფიფიას,
ivane
კარგი გადაწყვეტილებაა
kantona
შენ იმხელა ცოდვები გაქვს,სულ გუნდის შლაში და აწყობაში უნდა იყო და ეს პროცესი გაგრძელდება უსასრულოდ!
Mamuka
შენ შემოგევლე ერთი რა აბა ჩვენ გვკითხე როგორ დავიღალეთ ამ უნიათოების ყურებით არ იყიდი კარგ ფეხბურთელს და უყურე ნტვ ფუტბოლზე ფეხბურთს როგორც ჩვენ არ შეგვჭამა კაცო რა არ იცოდი რა დონეა საქართველოში რო ბაქიბუქობდი ევროპა- ლიგით 6 დან 1 მოგებული თამაში ბოლო 4 თამაშში გატანილი გოლების რაოდენობა 0 რის ხარჯზე ბიძია რის ხარჯზე აპირებდი ამ ეტაპების გავლას კურიეს 6 თვე ვაკვირდებოდითო იმის თვალებს რა უთხარი ვინც აკვირდებოდა თუ არ აპირებ ფულის დახარჯცას გადექი განზე და მიუშვი ის ვინც დახარჯავს 10 წელია ამ გუნდში ხარ რაღა რგგრძელ ვადიანი პროექტები გინდა რას გვაბითურებ ან იყიდე ნორმალური ფეხბურთელები ან წადი ბიძია სახლში დავიღალეთ უკვე ფერებით და ბატონი რომანის ძახილით აუცილებლად უნდა მივეწერო რომ არ დამბლოკოთ და გამომიქვეყნოთ?
ქომაგი
აუშვი იურა რომანა ძია, ხომ ხედავ არაფრის მაქნისია! გაუშვი ამისულაშვილი და მიაყოლე მაგ ლეგიონერებს კიდე რამდენიმე დოყლაპია და ბლაყვი! ეხლა მოხვედი ჭკუაზე შე კაი კაცო როცა მილიონები შეაჭამე პარკეტჩიკ ლეგიონერებს? ლეგიონერებში ფულის ჩაყრას, სჯიბს კაი მწვრთნელი მოიყვანო და იმას გადაუხადო კარგად. ხუციშვილი დიდი ხნის გაშვებული უნდა იყოს უკვე, წესით... წარმატება დინამოს.
dato
ვფიქრობ არასწორი გადაწყვეტილებებია, მენეჯმენტის გაშვებას მივესალმები, თუმდცა მწვღტნელიც და რამოდენიმე ფეხბურთელიც უდნა გაეშვათ, ამისულაშვილი ლობჯანიძე ჭანტურიშვილი პარუნაშვილი. ამ გუნდს აცდის ამ სეზონს, 19 წლამდელებსაც დააკვირდება ლიგაზე და შემდეგ სავარაუდოდ დაიშლება ეხლანდელი, არაფრის მაქნისი გუნდი.
jubo
100 პროცენტით ვეთანხმები
maradona
შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს ფიფიას... მაგრამ მე ამ განცხადებაში სრულიად ვეთანხმები... დინამოს ასეთი სტრატეგია,ანუ სტრატეგია ადგილობრივ კადრებზე ორიენტირებული,არის კარგი საერთოდ ქართული ფეხბურთისათვის... ჩემი აზრით,ნებისმიერ ქართულ კლუბში უნდა იკოს მაქსიმუმ სამი ლეგიონერი და არა თერთმეტი,როგორც გაბალა არის აზარბაიჯანში... ასე უკეთესი იქნება ეროვნული ნაკრებისათვის და შესაბამისად ქართული ფეხბურთისთვის.
სიმართლე
რაც არ იცი,არ იცი რომან
ქართული ფეხბურთი (მულტიმედია)
გვყავდა შარშან ახალგაზრდული გუნდი, ასეთუისე კარგად იტამაშეს და ცოტა დააკლდათ გაბალასთან, მარა იმ ახალგაზრდულს რამდენიმე გამოცდილი თუ მიაშველა, მათ გვერდით უფრო დაოსტატდებიან ბავშვები, ჩისკოს და იაშკასნაირი ერთი ჯობია გუნდში, ვიდრე 40 ნაყარ-ნუყარა ლეგიონერი.
vai tqvens patrons
მილიონებს ,რომ ხარჯავ უაზროდ ხარჯავდი და იმიტომაა წყალში გადაყრილიი,აბა შენ ძლიერი ლეგიონერები გეყიდაა,მინიმუმ გაბალას ნაირი ფეხბურთელები,მაგრამ შენ ეს არ გვაღირსე,არაუშავს ვფიქრობ რომან რომ შენ არა და აგერ ტორპედო ან გურია მაინც შეძლებენ ხალხის გახარებას....
დინამო
იურაი იარაბეკის შემდეგ დანიშნული მთავარითავისი ბიოგრაფიით გაგახარებთ, გპირდებით", - თქვა ფიფიამ - ეს ვერ გავიგე, ანუ დლეემბერში გაუშვებს იურას?
dato
ძლივს რაღაცა საღი მოსაზრება გავიგონე
vai tqvens patrons
კაროჩე რაა,დამთავრდა დინამოს ჩემპიონობაც და ყველაფერი.აბა საბავშო ბაღით რაუნდა გააკეთოს?
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სპორტულმა დირექტორმა დატოვა
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დინამოს" სპორტული დირექტორი: საკმაოდ ძლიერ კლუბებთან მაქვს კონტაქტები
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი: შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ
[დღის თემა] რა ხდება თბილისის "დინამოში"?
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ვაღიარებ, რომ შევცდით! - რომან ფიფიას პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...