"მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ "რეალის" რომელი შემადგენლობა იყო საუკეთესო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში
სანაკრებო პაუზაა და "რეალის" 14 ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრებშია წასული. ზინედინ ზიდანის გუნდი კი შეთხელებული შემადგენლობით ემზადება სეზონის განახლებისთვის.

გაზეთმა "მარკამ" სანაკრებო პაუზით ისარგებლა და გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ "რეალის" რომელი შემადგენლობა იყო საუკეთესო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. გამოკითხულთა 28% ასეთად წლევანდელ შემადგენლობას ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში "რეალს" სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ უაქტიურია.

მეორე ადგილზე (16%) გავიდა "რეალის" 2002/03 წლების სეზონის გუნდი, რომელმაც პრიმერა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. დღევანდელი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მაშინ "რეალის" ფეხბურთელი იყო.

მესამე ადგილზე გავიდა კარლო ანჩელოტის "რეალი" 2013/14 წლების სეზონიდან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვათა შორის, ამ ზაფხულს "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ "რეალის" შემადგენლობის გაძლიერება უკვე შეუძლებელია. როგორც ჩანს, გულშემატკივართა დიდი ნაწილი პრეზიდენტის ამ მოსაზრებას იზიარებს.

ინტერვიუ ანჩელოტისთან

ანჩელოტი ვახსენეთ და იტალიელ სპეციალისტს ახლახან "მარკა" ესაუბრა. მას შეეკითხნენ, გამორიცხავს თუ არა ის "რეალში" ოდესმე დაბრუნებას.

"მადრიდში დაბრუნება? ვერ ვხედავ მიზეზს, რომელიც ამაში ხელს შემიშლის. ჩემთვის "რეალში" მუშაობა უდიდესი გამოცდილება იყო. ახლაც მადლიერი ვარ კლუბის ხელმძღვანელობის, რომ ფსონს ჩემზე ჩამოვიდნენ", - შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ "რეალს" ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და კოპა დელ რეი მოაგებინა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახადა.

კარლიტომ ისიც განაცხადა, რომ არასოდეს მიიღებს "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" წინადადებებს.

"ამ ორ კლუბს ძალიან ვაფასებ, მაგრამ ისტორიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და "რეალში" გატარებული 2,5 წლის შემდეგ იქ ვერაფრით ვიმუშავებდი. ისევე, როგორც ჩემთვის შეუძლებელია "ინტერის" წინადადების მიღება, როგორც ჭეშმარიტი მილანისტასი", - განაცხადა "ბაიერნის" იტალიელმა თავკაცმა.

ვარსკვლავები ბრუნდებიან

მადრიდის "რეალს" ნელ-ნელა უბრუნდებიან ვარსკვლავები. კრიშტიანო რონალდომ "ინსტაგრამზე" განათავსა საკუთარი ვარჯიშის ფოტო მინაწერით - "მალე". შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ტრავმა ევრო 2016-ის ფინალში მიიღო და მას მერე არ უთამაშია.

კრიშტიანო რონალდოს გარდა, ბურთთან ვარჯიში დაიწყო ქარიმ ბენზემამაც. მან ზიდანის შექებაც დაიმსახურა.

ნახევარმცველი ისკო აგრძელებს სარეაბილიტაციო პერიოდს ტრავმის შემდეგ. ის "სელტასთან" მე-2 ტურის მატჩში დაშავდა. ტრავმის გამო ისკო ვერც ესპანეთის ნაკრებში თამაშობს. ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ 10 სექტემბრისთვის, როცა "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ოსასუნას" უმასპინძლებს, ის მოედანს დაუბრუნდება.

"მონაკოს" იჯარიდან დაბრუნებული ფაბიო კოენტრაო კი სათამაშოდ მზად მოგვიანებით, ოქტომბერში იქნება.

ბეილის ხელფასის შურთ

უკვე დაიწერა, რომ უელსელი გარეთ ბეილი სულ მალე "რეალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2021 წლამდე იქნება.

ბარსელონური "სპორტის" ინფორმაციით, ბეილი ითხოვს, ხელფასი წელიწადში 17 მილიონ ევრომდე გაუზარდონ. ასეთ შემთხვევაში ის კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება "რეალში".

"სპორტი" წერს, რომ ამის გამო ბეილზე "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელი გაბრაზებულია. მათი აზრით, უელსელი ამხელა ხელფასს არ იმსახურებს.

ედეგორი ისე არ დარჩება

მარტინ ედეგორს "რენში" იჯარა ასაკის გამო (18 წლის ჯერ არ არის და ნორვეგია ევროკავშირის ქვეყანა არაა) ჩაიშალა. თუმცა ზიდანმა ის უსაქმოდ არ დატოვა - ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა.

დეკემბრამდე ედეგორი, ძირითადად, "რეალის" სარეზერვო გუნდში გაატარებს, რომელსაც სანტიაგო სოლარი წვრთნის.

ნორვეგიელი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ვიხილოთ. ბუნებრივია, ზიდანს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი პირველ გუნდში დაწინაურება და პრიმერაში თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რიგითი გულშემატკივარი
ბეილის შესახებ იმფორმაციას,რომ ბარსელონური "სპორტი"-ზე დაყრდნობით ავრცელებთ,არასწორეა,ბარსელონური გაზეთი რეალზე კარგს არაფერს დაწერს,რომელმა რეალელმა ფეხბურთელმა შესჩივლა ნეტა "სპორტს" ბეილის ხელფასის გამო გაბრაზებული ვარო?
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
"აყურებინეთ ბავშვებს ფეხბურთი" - ბეილმა მასწავლებლებს მოუწოდა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
"მისი მსგავსი არაფერი მინახავს" - კროოსის განცხადება, რომელმაც "რეალის" ფანები გაანაწყენა
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
ბეილი ახალ გუნდში მცირე ხელფასითაც კმაყოფილია
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც "რეალში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს - სიაში კრიშტიანო რონალდო არაა
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ
რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
"ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს" - ზინედინ ზიდანი
პსჟ თუ ინტერი? - ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს
"ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი" - რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა