ვაჟთა ტურნირის პერიპეტიები

ჯოკოვიჩის გასეირნება

აშშ-ის ღიაზე მერვედფინალები დაიწყო. სულ რვა მატჩი გაიმართა და მამაკაცთა და ქალთა ბადეში სანახევროდ დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები.

ყველაზე იოლ მოგებას ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიაღწია, რომელმაც ორშაბათიდან მოყოლებული, პირველად ჩაატარა სრულფასოვანი მატჩი. სერბმა საათსა და 55 წუთში გაანადგურა ბრიტანელი კაილ ედმუნდი - 6:2, 6:1, 6:4.

ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება. მეორე მეოთხედფინალური წყვილი გაელ მონფილსმა და ლუკა პუიემ დააკომპლექტეს.

ნადალი სახლში გაუშვეს

ლუკა პუიე არასოდეს შედიოდა იმ მოთამაშეთა ჯგუფში (კირგიოსი, ზვერევი, ტიმი...), რომლებსაც მამაკაცთა ჩოგბურთის მომავალ ლიდერებად ნათლავდნენ. მისი პირველი შესამჩნევი წარმატება გახდა ნახევარფინალი რომის "მასტერსზე", თუმცა იქ მხოლოდ სამი გეიმი მოუგო მარეის. "დიდ სლემზე" კი დიდი ხანი ვერ აღწევდა წარმატებას, მაგრამ ნავსი წლევანდელ უიმბლდონზე გატეხა, როცა მეოთხედფინალამდე მიაღწია, თან გზად ბერნარდ ტომიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

ამერიკის ღიას პირველ რაუნდებში პუიე არ გამოიყურებოდა დამაჯერებლად. მეორე წრეში მან კინაღამ წააგო ვეტერან შვეიცარიელთან მარკო ჩიუდინელისთან, რომელიც სეტებში 2:0-ს იგებდა, მატჩზე აწვდიდა და მატჩბოლი ჰქონდა. შემდეგ რაუნდშიც ფრანგს ხუთი სეტი დასჭირდა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის დასამარცხებლად. რაც შეეხება რაფაელ ნადალს, ის ბოლო ორ სეზონში საუკეთესო ტურნირს თამაშობდა "დიდ სლემზე". ასე რომ, სენსაციას ამ მატჩში არავინ ელოდა.

თუ წინა მატჩებში ფრანგს დიდი ხანი სჭირდებოდა თამაშში შესასვლელად, აქ მან თავიდანვე სერიოზულად მიხედა საქმეს და შეხვედრა ბრეიკით დაიწყო. ნადალი არ აღმოჩნდა მზად ასეთი პრესინგისთვის. ესპანელს, განსაკუთრებით, მეორე მოწოდებაზე უჭირდა, რომელზეც პირველ სეტში ერთი ქულაც ვერ აიღო. შედეგად, პუიემ ძალიან მალე მოიგო პირველი პარტია.

მეორე სეტში ლუკა მოწოდებამ დააღალატა, თან ნადალმა შეცდომებს უკლო, რითაც სეტებში ანგარიში გათანაბრდა. თითქოს ესპანელმა თამაშზე კონტროლი დააწესა, მაგრამ ფრანგი გამოცოცხლდა მესამე სეტის სტარტზე მოპოვებული ბრეიკით, რომელიც პარტიის ბოლომდე შეინარჩუნა.

ნადალმა მეტოქეზე ზეწოლა მეოთხე სეტში გააძლიერა. მართალია, პუიე არ ნებდებოდა და მნიშვნელოვან ბურთებზე კარგად მოქმედებდა, მაგრამ ბოლოს ვერ გაძლო და ბრეიკი დაუთმო მეტოქეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლუკას ზედიზედ მესამე ხუთსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწევდა.

მეხუთე სეტში ნადალი 4:2 დაწინაურდა და ძალიან მიუახლოვდა გამარჯვებას, მაგრამ, მოულოდნელად, ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო და პუიემ ანგარიში გაათანაბრა. ოთხმა საათმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეოთხედფინალის საგზურის ბედი ტაი-ბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო. მე-13 გეიმი მატჩის მშვენება აღმოჩნდა.

იმ მომენტისთვის, პუბლიკა ძლივს იკავებდა თავს. მაყურებელი უფრო პუიეს უჭერდა მხარს და თითქოს უხაროდა ნადალის შეცდომები პირველ მოწოდებაზე. ცენტრალურ კორტზე დაახლოებით ისეთი ხმაური იყო, როგორც ოლიმპიადაზე, სადაც, ნადალი ნახევარფინალში ასევე გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკამდე მივიდა და წააგო დელ პოტროსთან. რიოში რაფა გადამწყვეტ მომენტში შეტევისას შეცდა. აქაც იგივე მოხდა. პუიე 6:3-ს იგებდა, მაგრამ სამი მატჩბოლი გაანიავა - 6:6. და სწორედ ამ დროს, ნადალმა უხეში შეცდომა დაუშვა ფორჰენდის შესრულებისას. პუიემ ეს საჩუქარი კარგად გამოიყენა და მეოთხე მატჩბოლზე მოიპოვა კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება - 6:1, 2:6, 6:4, 3:6, 7:6(6).

ასე რომ, რაფაელმა ზედიზედ მესამე ხუთსეტიანი მატჩი წააგო, ლუკამ კი ბოლო ხუთ დღეში მესამე მარათონულ შეხვედრაში გაიმარჯვა. ამით ფრანგმა გაინაღდა ტოპ-ოცეულში ადგილი, რაც სრულიად დამსახურებული წარმატებაა, რადგან პუიე ზედიზედ მეორედ გავიდა "დიდი სლემის" მეოთხედფინალში.

რაც შეეხება ნადალს, ის 2004 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა სეზონში "დიდი სლემის" ვერც ერთი ტურნირის მეოთხედფინალში.

ფრანგი მუშკეტერები

ფრანგ ჩოგბურთელებს საუკეთესო გამოსვლა აქვთ "დიდი სლემის" ტურნირზე 1947 წლის შემდეგ! პირველად ბოლო 69 წლის განმავლობაში, სამმა ფრანგმა მიაღწია მეოთხედფინალურ ეტაპს. გუშინდელი მატჩების შემდეგ, პუიეს გაელ მონფილსი და ჟო-ვილფრიდ ცონგა შეუერთდნენ.

თუმცა, ამ დუეტის წარმატება მოსალოდნელი იყო. მონფილსი ძალიან სტაბილურად თამაშობს და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო სამ სეტში. ამჯერად, ფრანგმა კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი გაანადგურა. კუნძულელს არც ერთი ეისი არ ჰქონია და მეტოქეზე ორჯერ მეტი შეცდომა დაუშვა.

2011 წლის შემდეგ, არც ერთ ამერიკელ ჩოგბურთელს არ მიუღწევია აშშ-ის ღიას მეოთხედფინალამდე. ნავსი ვერც ჯეკ სოკმა გატეხა, რომელმაც წინა ეტაპზე მარინ ჩილიჩი დაამარცხა სამ სეტში, მაგრამ ცონგას მხოლოდ ერთი სეტი აუღო.

ფრანგი უფრო მძლავრად გამოიყურებოდა, ბადესთან ეფექტურად გადიოდა (73 პროცენტი) და შეეძლო სამ სეტში მოეგო, მაგრამ მესამე პარტიაში მატჩბოლი ვერ გამოიყენა და სოკმა ტაი-ბრეიკზე იმარჯვა. მეოთხე სეტში ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ცონგა მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. ფრანგს სერბი 21-დან მხოლოდ ექვს მატჩში ჰყავს დამარცხებული.

კაცები

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ედმუნდი (ბრიტ) 6:2, 6:1, 6:4

ცონგა (საფ, 9)-სოკი (აშშ, 26) 6:3, 6:3, 6:7(7), 6:2

პუიე (საფ, 24)-ნადალი (ესპ, 4) 6:1, 2:6, 6:4, 3:6, 7:6(6)

მონფილსი (საფ, 10)-ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 6:2, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა
ცონგას დუბლი და ახალი ვარსკვლავის გამოჩენა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ᓙᓐᓜᓐᓓᓘს "ᓛᓐᓡᓢᓔᓠᓡᓘ": 18-ᓗᓕᓘაᓜᓘ ᓣᓢᓘᓢᓣᓚᓝ ᓡᓔᓠᓘᓘᓡ ᓓᓐᓡᓐᓡᓠᓣᓚᓘ
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ჟო-ვილფრიდ ცონგა ავსტრალიას გამოტოვებს?
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ცონგას მძლეველი გავლილია - ბასილაშვილმა კიტცბუელის ტურნირი მოგებით დაიწყო
ᓙᓐᓜᓐᓓᓘᓡ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓔᓑᓘ ᓪᓘᓤᓠᓔᓑᓨᓘ
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ᓢᓝᓠᓝᓜᓢᓝᓡ ᓛᓐᓡᓢᓔᓠᓡᓘ: ᓔᓠᓗᓘ ᓜᓐᓑᓘᓯᓘ 300 ᓛᓝᓒᓔᓑᓐᓛᓓᓔ
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის