რობი კინის დიდი ეპოქა - მალტიდან ომანამდე
ცხოვრებაში ისეთი რამეებიც მთავრდება - ხოლმე, რომელთა დასრულებასაც ადრე ვერაფრით წარმოვიდგენდით. ყველაფერს აქვს დასასრული და რობი კინის სანაკრებო კარიერაც მორჩა.

რობიმ "სამყურათა" შემადგენლობაში პირველად 1998 წელს ითამაშა, ბოლო შეხვედრა კი სულ ცოტა ხნის წინათ ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში მან ირლანდიის პირველ გუნდში 146 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა. ვერაფერს იტყვი, მართლაც დიდებული შედეგია.

ზოგადად, თანამედროვე ირლანდიისათვის კინი საკულტო ფეხბურთელი იყო. მას შემდეგ, რაც როი კინი წავიდა, ეროვნულ გუნდში რობიმ მოგვარე ღირსეულად შეცვალა. სწორედ ის იყო ირლანდიელთა ლიდერი წლების განმავლობაში და ვინ მოსთვლის, რამდენი მატჩი მოუგია პირადად ეროვნული გუნდისათვის.

ძალიან კარგი და ტევადი იყო კინის საკლუბო კარიერა. მან ისეთ გუნდებში ითამაშა, როგორებიცაა მილანის "ინტერი", "ლივერპული", "ტოტენჰემი"... ის არც საკლუბო დონეზე იყო რიგითი ფეხბურთელი, მაგრამ განსაკუთრებული კვალი მაინც სანაკრებო ასპარეზზე დატოვა.

რობი კინს გაუმართლა. ის სანაკრებო ასპარეზზე გამოჩნდა მაშინ, როცა ირლანდიას გამოუჩნდა ყოჩაღი ბიჭები. იმ თაობას "ოქროს თაობას" უწოდებდნენ. ამ თაობამ პატარა ქვეყნისათვის დიდ წარმატებას მიაღწია. ირლანდიამ ბრაიან კერის მეთაურობით 1998 წელს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო და ამით იქაური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა.

ირლანდიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი მალე დაწინაურდა ქვეყნის პირველ გუნდში. იმავე 1998 წელს კინმა პირველად მოირგო "სამყურათა" მაისურა. ირლანდიელებე ჩეხეთს სტუმრად, ოლომოუცში დაუპირისპირდნენ.

იმავე 1998 წელს კინმა პირველი სანაკრებო გოლი მიითვალა, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება. ეს მოხდა მალტასთან შეხვედრაში. მართალია, მოწინააღმდეგე შედარებით სუსტი იყო, მაგრამ კინის კარიერაში იმ გოლს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

"კარიერის განმავლობაში მე არაერთი გოლი გამიტანია, მაგრამ ნაკრებში გატანილ სადებიუტო ბურთს ვერასოდეს ვერაფერს შევადარებ. მაშინ მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ ირლანდიისათვის რაღაც გავაკეთე, ვგრძნობდი, დუბლინის ქუჩებში გამოსულს ხალხი მადლიერი თვალებით როგორ მიყურებდა. არც მანამდე და არც მის შემდეგ მე ასეთი აღტაცება არ მიგვძვნია ფეხბურთის გამო." - ამბობს კინი.

რეკორდსმენი

როცა ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკარტიმ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატისათვოს რაზმი შეარჩია, ეჭვი არავის შეპარვია - რობი იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უნდა ყოფილიყო.

რობიმ მოლოდინი ბოლომდე გაამართლა. მუნდიალზე ირლანდიამ ოთხი თამაში ჩაატარა ტურნირზე, კინმა კი სამი გოლი შეაგდო. მან დამატებით წუთზე გაუთანაბრა გერმანიას და ირლანდიელთა ფანობა ჭკუიდან გადაიყვანა. სხვათა შორის, ბუნდესმანშაფტს ფინალამდე მეტი გოლი აღარ გაუშვია.

ირლანდია პლეი ოფში ზედრამატულ მატჩში დამარცხდა ესპანეთთან, კინმა კი აქაც გაიტანა. საბოლოო ჯამში, როგორც კინისათვის, ისე ირლანდიისათვის მუნდიალი წარმატებული აღმოჩნდა. მან მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი გააცნო.

2004 წლის 13 ოქტომბერს კინმა ორჯერ გაიტანა ფარერებს და დაამხო ნილ ქუინის რეკორდი, ვინც აქამდე გატანილი 21 გოლით ნაკრების მთავარი ბომბარდირი იყო.

"ცრემლი ვერ შევიკავე. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეგაა, ოდნავ მოგვიანებით მივხვდი, რომ პასუხისმგებლობა მომემატა. როგორია - ნაკრების საუკეთესო ბომბარდირისგან ხალხი მუდამ განსაკუთრებულ რამეებს მოელის." - ასე გაიხსენა რობიმ ის დრო.

მერე იყო სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები ირლანდიის ნალრების შემადგენლობაში. არ იყო ტიტულები და ვერც იქნებოდა. სამაგიეროდ, იყო ხალხის დიდზე დიდი სიყვარული. კინმა საფრანგეთში წლეულს გამართულ ევროფორუმზეც ითამაშა.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კინმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 146 მატჩი - ამ მაჩვენებლით კინი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით ყველა დროის რეკორდსმენია.

დასასრული

ზემოთაც დავწერეთ, ამ ცხოვრებაში დასასრული ყველაფერს აქვს და დასრულდა კინის ბრწყინვალე სანაკრებო კარიერაც. დასასრული დაემთხვა ომანთან ამხანაგურ მატჩს, დუბლინში, "ავივაზე". ირლანდიამ 4:0 მოიგო.

კინმა ამ შეხვედრაში გაიტანა და დაეწია ლეგენდარულ გერმანელ ფორვარდს, გერდ მიულერს. საერთაშორისო ასპარეზზე ორივეს 68-68 გოლი აქვს გატანილი. კინისათვის ეს მატჩი ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

თამაშის დასრულების შემდეგ სტადიონი ცრემლებს ვერ იკავებდა...

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ასეთი დამწუხრებული ადრე არასოდეს ვყოფილვარ. მე ხომ ჩემი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დავასრულე. მეორე მხრივ, ფრთები შემასხა ხალხის დიდზე დიდმა სიყვარულმა. ბოლომდე მათი მადლიერი ვიქნები. ვამაყობ, რომ ირლანდიისათვის, ამ ხალხისათვის რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება შევძელი." - თქვა კინმა.

ახალი გამოწვევა

რობი უკვე სწავლობს სამწვრთნელო საქმეს და გამორიცხული სულაც არ არის, ერთ დღეს ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვიხილოთ.

ახლა რობის მეტი დრო დარჩება ოჯახისათვის, თუმცა მას ჯერ არ დაუსრულებია საკლუბო კარიერა.

კინის თანამეცხედრე გახლავთ ყოფილი მის ირლანდია, წყვილს ორი შვილი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს. რობი მინდვრის გარეთაც ისევე სამაგალითოა, როგორც მინდორზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემს თავს გამოვრიცხავ" - კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
"მთელი კარიერის "ბარსელონაში" ბედნიერად გატარება მსურდა, თუმცა..." - ლიონელ მესი
"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
ევრო 2016. ბომბარდირები: კინი რონალდოსა და ზლატანზე წინ
ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, რობი კინმა კარიერა დაასრულა
რობი კინი ინგლისურ გუნდს ჩაიბარებს
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
ყოჩაღი დებიუტანტები: ალან შირერიდან ისლამ სლიმანიმდე
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
ამხანაგური მატჩები: ლეგენდები მიდიან
ტრანსფერ ONLINE: 22 იანვრის ტრანსფერები და ჭორები